ე.წ. ბრიტანული შტამით ინფიცირებული საქართველოში შემოვიდა და ისევ გავიდა

საქართველოში, ამ ეტაპისთვის კორონავირუსის ახალი შტამის ერთადერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა, ინფიცირებულს ბრიტანეთთან კავშირი არ ჰქონია.   „დადასტურდა ე.წ. ბრიტანული შტამი. ინფიცირებული თავს კარგად გრძნობს და იზოლაციაში იმყოფება. დადგენილია მისი კონტაქტები. ერთ-ერთი მისი კონტაქტი საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოვიდა. მასი მასალაც მოძიებულია და მიმდინარეობს კვლევაც. შესაძლოა სწორედ ის იყოს ინფიცირების წყარო. ამ კონკრეტულ შემთხვევას დიდ ბრიტანეთთან კავშირი არ აქვს, ჰქონდა სხვა ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია. შემოვიდა საქართველოში და  ისევ წავიდა. როცა შემოვიდა საზღვარზე ტესტირება ჩაუტარდა და ვირუსი არ დადასტურდა.  ქვეყანაში ყოფნის…

მეტი...

„სახლიდან ილოცეთ, გასვლა ან სტუმრის მიღება ვირუსის გავრცელებაზე აისახება“ – ბიძინა კულუმბეგოვი

ეპიდემიოლოგები და მედიკოსები 6-7 იანვარის რისკებზე საუბრობენ ი და ამბობენ, რომ შეზღუდვების მოხსნა საშიშია. მათივე თქმით, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით რისკი განსაკუთრებით მატულობს. აქედან გამომდინარე, ყველას ურჩევენ, სახლიდან ილოცონ. „როცა 5 000 ტესტიდან 250 ახალი შემთხვევა გვექნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფექციის გავრცელება შემცირებულია. ნებისმიერი მოქმედება, გადაადგილება, კონტაქტი, რომელიც მობილობას გაზრდის, ყველა გადაადგილება საფრთხილო და საშიშია. სახლიდან გასვლა ან სახლში სტუმრების მიღება ეპიდემიის გავრცელებაზე აუცილებლად აისახება. ამაში ორი აზრი არ არსებობს, ყველას ვურჩევდი, რომ უმჯობესია, სახლიდან ილოცონ. განსაკუთრებით მათ, ვინც ასაკოვანია ან ქრონიკული დაავადება აქვს, შობას სახლში უნდა შეხვდნენ“…

მეტი...

საქართველოში COVID-19-ის ახალი შტამი დადასტურდა

საქართველოში COVID-19-ის ახალი შტამი დადასტურდა. 50 წლის პირი საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა მას ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს. ამ დროისთვის, ინფიცირებული პირის ყველა კონტაქტი მოძიებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. 

მეტი...

დავით ზილფიმიანი თანახმაა პარლამენტარის მანდატით ისარგებლოს

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის, დავით ზილფიმიანის განცხადებით, პარლამენტის მანდატის უფლებამოსილების გამოყენების თანხმობის თაობაზე ცესკო-ს დღეს მიმართა. ამის შესახებ ზილფიმიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ამასთან, ზილფიმიანმა გუშინ ღია წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. დღეს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამ წევრს, ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

მეტი...

„მცხეთის სამედიცინო ცენტრს“ და ინფიცირებულებს კომპანიებმა საახალწლო დღესასწაული მოუწყვეს  

„მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ პერსონალისთვის და “კოვიდ ინფიცირებული” პაციენტებისთვის კომპანიებმა საახალწლო ნობათი მოუმზადეს. სამედიცინო ცენტრს ინფორმაციით, 140-მდე პაციენტი და კლინიკაში დასაქმებულები ახალ წელს განსაკუთრებული მზრუნველობით შეხვდნენ. „სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც ბოლო  9 თვეა შეუსვენებლად დღე და ღამ იბრძვიან კორონავირუსის დასამარცხებლად დიდი სტიმულია, როდესაც  თანადგომას  და დაფასებას გრძნობენ. ასე,  ერთად დგომით  ჩვენ ყველაფერს შევძლებთ და ვირუსსაც დავამარხებთ ! საჩუქრებისთვის კი დიდი მადლობა ჩვენ მეგობარ კომპანიებს: კოკა კოლას; ტკბილ ქვეყანას; სარაჯიშვილს; ვისოლს; ბარამბოს; სუპერმარკეტების ქსელ ზღაპარს; საცხობ ლილის-ს; ბიბლუსს დ სანდომს.  140-მდე პაციენტი შეხვდა ახალ წელს მცხეთის სამედიცინო ცენტრში. კლინიკა 1 აპრილიდან ემსახურება კოვიდვირუსით…

მეტი...

“პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა თავად მოითხოვეს” – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით პროცედურის დარღვევა არ ყოფილა და მისთვის გაუგებარია, რა პრეტენზია აქვს ირმა ინაშვილს. მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში პოლიტიკურ დასჯაზე საუბარი არაადეკვატურია. „სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა ითხოვეს და მიიღეს ის, რაც მოითხოვეს. საარჩევნო სია არ გააუქმებიათ და შესაბამისად, სიაში შემდეგი ვინც არის, მათ პარლამენტში შემოსვლის უფლება აქვთ. სხვა პარტიებთან მიმართებაში გადაწყვეტილებები თებერვლამდე არ იქნება მიღებული. არსებულ სიტუაციაში პოლიტიკურ დასჯაზე საუბარი არაადეკვატურია. პროცედურებს მივყვებით და საკუთარ თავს სასჯელი მაშინ გამოუტანეს, როცა დესტრუქციულ რეჟიმში შემოვიდნენ და თავადაც კარგად იციან, დესტრუქცია და დესტაბილიზაცია ვის აწყობს კავკასიაში, მათ შორის საქართველოში“, –…

მეტი...

“თუ ფრიდონ ინჯია პარლამენტში შესვლას დათანხმდება, მას პარტიის დატოვება მოუწევს” – ირმა ინაშვილი

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ირწმუნება, რომ მისი პარტიის არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. ირმა ინაშვილი ფრიდონ ინჯიას იმ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის პარლამენტში შესვლას გეგმავს და აღნიშნა, რომ თუკი ის საკანონმდებლო ორგანოში შევა, მაშინ პარტიის დატოვება მოუწევს.  “მე “ქართულ ოცნებას” ვარწმუნებ, რომ პარლამენტში 3 ან 4 დეპუტატის შესვლა, უკანონო პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შემატებს. დღეს ჩვენ ვართ იმის მომსწრე, რომ ხდება მხოლოდ 3 დეპუტატის საკითხის გამოტანა. ეს კი რეგლამენტის უხეში დარღვევაა. ჩვენი პარტიის არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, ჩვენ დიდი დისკუსია გვქონდა პარტიაში და სწორედ…

მეტი...

ქართველებმა უკრაინელი დეპუტატი გაძარცვეს

უკრაინის დედაქალაქში სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც ძარცვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ძარცვა ოქტომბერში მოხდა თუმცა, ახლახანს ცნობილი გახდა დაკავებულთა ვინაობა – 46 წლის რომეო ფიფია და 45 წლის გია დანელია. უკრაინულ ინტერნეტ-რესურსებში გავრცელებულია კიევის ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაციის კადრებიც, სადაც ასახულია რომეო ფიფიას და გია დანელიას დაკავება.

მეტი...

“თუ ვინმე მიხვდება, რომ „ევროპული საქართველოს“ და „ნაცმოძრაობის“ ბულინგს არ უნდა დაექვემდებაროს, პარლამენტში შემოვა” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ ოპოზიციიდან ვინმე მიხვდება, რომ ორი პარტიის – „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგს და დაგმულ სცენებს არ უნდა დაექვემდებაროს, საქართველოს პარლამენტში ყველა შევა. „თუკი ვინმე რაციონალურად, სახელმწიფოებრივად იფიქრებს და არამხოლოდ კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, თუკი ვინმე მიხვდება, რომ ორი პარტიის – ე.წ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგს, ნარატივს, მესიჯბოქსს და დაგმულ სცენებს არ უნდა დაექვემდებაროს, ყველა შემოვა საქართველოს პარლამენტში. ჩემი აზრით, საბოლოდ გაირღვევა ეს მოჯადოებული წრე და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ისინი საქართველოს პარლამენტში შემოვლენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მეტი...

ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ

“პატრიოტთა ალიანსის” სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს პარლამენტის სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა რიგგარეშე სესიაზე მიიღეს. ირმა ინაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი ლომიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას 79 პარლამენტარი დაეთანხმა, ხოლო გოჩა თევდორაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დღესვე განიხილეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზეც და ცნობად მიიღეს. როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, სამივე წევრმა დაადასტურა, რომ განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არის მათი ნების გამოხატულება. ცნობისთვის, “პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო…

მეტი...

მცხეთის გენგეგმის კონცეფციაზე მუშაობა მომდევნო ეტაპზე გადავიდა

ქალაქ მცხეთის გენერალური გენგეგმის კონცეფცია, რომელზეც კონკურსის წესით შერჩეული რვა საპროექტო კომპანიის გაერთიანება ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების უწყებათაშორის საბჭოს წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კონკურსის წესით შერჩეულმა ამხანაგობა „აქოლისმა“ უკვე მოამზადა მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფცია, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა და ქალაქის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში. „მოცემულ ეტაპზე გენგეგმის კონცეფციის სამომავლო განვითარებასა და დახვეწაზე მუშაობას, მის დამტკიცებამდე, უკვე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო გააგრძელებს. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების უწყებათაშორის საბჭოს, რომელიც ელექტრონულ ფორმატში გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა…

მეტი...

“შობა-ახალი წლის პერიოდში ადამიანების ქცევა 2021 წლის პირველ სამ თვეს საკმაოდ რთულს გახდის” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკური ხელმძღვანელის, მარია ვან კერხოვეს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაწყებულია, 2021 წელი ვირუსის გავრცელების კუთხით რთული იქნება. „ვფიქრობ, წინ რთული წელი გველის და მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ“, – აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა. მისივე თქმით, განსაკუთრებით რთული წლის პირველი ნახევარი იქნება, ვინაიდან ბევრ ქვეყანაში მოქალაქეებმა არ გაითვალისწინეს რჩევა შობა-ახალი წლის პერიოდში შინ დარჩენასთან დაკავშირებით. „შობა-ახალი წლის პერიოდში ხალხის მოძრაობა და ქცევა 2021 წლის პირველ სამ თვეს ვირუსის გავრცელების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდის კუთხით საკმაოდ გაართულებს,”- აღნიშნა მარია ვან კერხოვემ. მისი განმარტებით, ვაქცინაციის დაწყება პრობლემას სწრაფად…

მეტი...

შაქარაშვილის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას პროკურატურა არ ადასტურებს

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საპროცესო შეთანხმება შედგა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ 3 ბრალდებულს, რომელთაც ძალადობას და ვახტანგ ჩიქოვანისთვის განზრახ მსუბუქი დაზიანებების მიყენებას ედავებიან, პროკურატურა კონკრეტული პირობებით გაურიგდა. სამიდან 2-მა სასამართლოს უკვე ოფიციალურად მიმართა. საბა გოგშელიძის, ირაკლი წაქაძისა და საბა ჩხარტიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანახმაა დაზარალებული მხარეც. თუმცა, პროკურატურაში აღნიშნულ ინფორმაცის არ ადასტურებენ და კომენტარისგანაც თავს იკავებენ. ადვოკატებს კი იმედი აქვთ, რომ სასამართლო დაკავებულებს პატიმრობას უფრო მსუბუქი სასჯელით შეუცვლის. საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული სამი პირი ნარეკვავში მდებარე აგარაკზე, წვეულების დროს მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები მიიღო ვახტანგ ჩიქოვანმა, რომელიც წვეულების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო,…

მეტი...

“მადლობა ამერიკელ ხალხს, მათ სიბრძნეს, რომ ტრამპიზმი მოიცილეს” – შალვა ნათელაშვილი

პარტნიორი პირველ რიგში ხალხს უჭერს მხარს და არა პოლიტიკურ ელიტებს, რომლებიც მიდიან და მოდიან, მით უმეტეს ისეთ ელიტას, რომელიც ჩვენ გამოგვიგზავნა პუტინმა და რომლის სიძლიერე დამყარებულია ფულზე, მოსყიდვაზე, ძალადობაზე, დიქტატურაზე, პოლიტმატიმრებზე, არჩევნების გაყალბებაზე, ხალხის გაღატაკებასა და ქვეყნის დაქცევაზე. ასეთ წარმომადგენლებს რომ მიულოცავ, რა თქმა უნდა, კრიტიკასაც უნდა ელოდო, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. ნათელაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ რიკერთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს, რომ ის მთელი პრინციპულობით მოითხოვდა, ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო. შალვა ნათელაშვილის შეფასებით, აღნიშნული პოზიცია პარტნიორული არ არის. „სტრატეგიული პარტნიორობა პირველ რიგში მდგომარეობს იმაში, რომ პარტნიორი პირველ რიგში…

მეტი...

“პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ გატარებული რეპრესიული ღონისძიებები არის ოპოზიციის დაშინება” – შალვა ნათელაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ საახალწლოდ გატარებული რეპრესიული ღონისძიებები არის ოპოზიციის დაშინება, ეს არის ტერორი, ერთპარტიული, არალეგიტიმური ტირანიის კიდევ ერთი დადასტურება. არ შემოდიხართ პარლამენტში?-ახლა დაგსჯით და მოღალატე თქვენსავე სიაში ჩასმულ ბიზნესმენებს შემოვუშვებ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. „ეს ბიზნესმენები ვინ არიან ყველამ კარგად იცის, არც ერთი არ არის პოლიტიკური ფიგურა, არც ერთის პარლამენტში შესვლა არ გამოიწვევს პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას და არ მიიყვანს რეჟიმს მრავალპარტიულ პარლამენტამდე. თუ ახლა საჭირო გახდება ლექციების კითხვა, რას ნიშნავს მრავალპარტიული პარლამენტი, ბიძინა ივანიშვილი გამოძვრეს სოროდან, მოვიდეს მეხუთე რაუნდზე, დაჯდეს თვითონ და არა თავისი კურდღლები…

მეტი...

“საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ დეოკუპაციის თემა მუდამ დღის წესრიგში იყოს” – მამუკა მდინარაძე

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ დეოკუპაციის თემა მუდამ დღის წესრიგში იყოს, ამ შეუქცევად გზაზე ფრთხილი და სწორი ნაბიჯებით შერიგების გზით უნდა ვიაროთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ჩვენი ოპონენტების საკმაოდ დიდი ნაწილის, ადგილზე საერთოდ არ ვილაპარაკებდი საზღვართან დაკავშირებით, რადგან მათი “ძლიერი მხარე” ეს თემა არ არის. ალბათ, ხვდებით, ვისაც ვგულისხმობ. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საზღვრების საკითხი იყოს ძალიან სენსიტიური თემა, მუდამ დღის წესრიგში იყოს დეოკუპაციის თემა და ამ შეუქცევად გზაზე ფრთხილი და სწორი ნაბიჯებით შერიგების გზით უნდა ვიაროთ. რაც შეეხება საზღვრების დადგენის საკითხს, სახელმწიფომ თითოეულ დეტალზე…

მეტი...

1 წლის განმავლობაში ზეთი 27%-ით, რძის ნაწარმი 11%-ით, პური და პურპროდუქტები 7%-ით, თევზეული კი 8.8%-ით გაძვირდა

“საქსტატის” მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ზეთი 27%-ით, რძის ნაწარმი 11%-ით, პური და პურპროდუქტები 7%-ით, თევზეული კი 8.8%-ით გაძვირდა. “საქსტატმა” დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 2.4 % შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11.3 პროცენტი), თევზეული (8.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8 პროცენტი),…

მეტი...

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს. ამის შესახებ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ერთი მხრივ, იდეალურად იქნება დაცული საზოგადოების უსაფრთხოება და მეორე მხრივ, პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპები. „ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამნისტიის კანონპროექტზე, რომელზეც ძირითადად ორი კომიტეტი მუშაობს – ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტები. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს. ჩვენ უახლოეს დღეებში მივიღებთ და დავამტკიცებთ ამ კანონპროექტს; მივიღებთ გადაწყვეტილებას ამნისტიასთან დაკავშირებით, იმ იდეალურ წერტილში, სადაც საზოგადოების უსაფრთხოება და მეორე მხრივ, ჰუმანურობის და ადამიანის უფლებათა დაცვის, პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპები იქნება…

მეტი...

“სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა ყველაზე მთავარია, რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს” – დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებაში პოლიტიკური შემადგენელიც არის. სერგეენკოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ  პარლამენტის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია კონსტრუქციული ოპოზიციის ყოფნა, ეს არ ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს. „მნიშვნელოვანია პროცედურები, მაგრამ მთავარია, ღია პოლიტიკური შეთანხმება და არა კულუარული“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. ამასთან, დავით სერგეენკო გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს საპროტესტო აქციების გამართვის თაობაზე და აღნიშნა, რომ პროტესტის გამოხატვა კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა მნიშვნელობა აქვს, რა მიზნებს ემსახურება ის. სერგეენკო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, პარლამენტის გამართული მუშაობა მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. „პროტესტის…

მეტი...

“რუსეთის ფედერაციასთან არანაირი საზღვრების დადგენა არ მოხდება, ვიდრე რუსეთს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი აქვს ოკუპირებული” – ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, რუსეთთან ვერავითარი საზღვრის დადგენა ვერ მოხდება, სანამ მოსკოვს აფხაზეთი და ცხინვალი აქვს ოკუპირებული. მან რუსეთის პრეზიდენტის მიერ დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე რუსეთის ქმედებებს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას უპირისპირებს. “ეს არ არის ახალი ამბავი. უბრალოდ ადამიანის ცვლილებაა. კერძოდ, ეს კომისია მანამდეც არსებობდა და ახლა უბრალოდ წარმომადგენელი შეიცვალა. ჩვენი პოზიცია ძალიან მყარია, ეს არის ის, რომ რუსეთის ფედერაციასთან არანაირი საზღვრების დადგენა არ მოხდება, სანამ რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი აქვს ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოებაში არავინ…

მეტი...

ამნისტიის პროექტის მიხედვით, შეღავათი ქალ მსჯავრდებულებს და ახალგაზრდებს შეეხებათ

ამნისტიის პროექტში შევა ცვლილებები, რომლითაც დამატებითი შეღავათი შეეხებათ ქალ მსჯავრდებულებს და ახალგაზრდებს, რომლებიც სასჯელს იხდიან. დეპუტატებს შორის არის კონსენსუსი, რომ მათ, შესაძლოა, პატიმრობა შინა პატიმრობით შეეცვალოთ. “გათვალისწინებული იქნება შინა პატიმრობით ცალკეული კატეგორიის მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შეცვლა. ამ შემთხვევაში, იგულისხმება ორი ძირითადი ჯგუფი, ეს გახლავთ სტუდენტები, რომლებსაც შეიძლება შეეცვალოს და მეორე ქალი მსჯავრდებულები, რომლებსაც ჰყავთ  არასრულწლოვანი შვილები. ჩამკეტი მუხლებით ამგვარი მექანიზმის დაშვება, ვფიქრობთ, ყველა შემთხვევაში სწორი მიდგომაა და სწორი დამოკიდებულებაა ამ კატეგორიის მსჯავრდებლებთან მიმართებაში.  ერთის მხრივ, პირველ რიგში, როდესაც საუბარი გვაქვს სტუდენტებზე, შეიძლება სწორი მიმართულებით განვითარების ხელშეწყობა მსჯავრდებულთა შორის და ეს სწორი მესიჯი იქნება – ერთის მხრივ, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის წამახალისებელი…

მეტი...

გიორგი გახარია ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. „სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს. განუზომელია მისი ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში, ისტორიული უნიკალურობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი პატრიარქის წვლილი ჩვენი ეკლესიების აღდგენასა და ერის განათლებაში. ახლაც, როცა მთელი მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა ჩვენ, მთელ საქართველოს გვაძლევს განსაკუთრებულ ძალას, ერთმანეთზე ზრუნვით გადავლახოთ უდიდესი განსაცდელი. ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას“,- აღნიშნულია გიორგი გახარიას ოფიციალურ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ მილოცვაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დღეს 88…

მეტი...

“მაიკ პომპეოს მხრიდან არის კიდევ ერთი მხარდაჭერა ჩვენი გუნდის მიმართ” – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის სახელმწიფო გუნდის მიმართ კიდევ ერთი მხარდაჭერა და გზავნილი, რომ ქვეყანა განვითარების სწორ გზას ადგას. „ეს არის კიდევ ერთი მხარდაჭერა და გზავნილი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ჩვენი სახელმწიფო გუნდის მიმართ, რომ ქვეყანა ადგას განვითარების სწორ გზას და გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების პროცესში აშშ მტკიცედ უჭერა მხარს ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გასულ წელს აჯამებს და სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოში ვიზიტზე წერს.…

მეტი...

სემეკს ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი მიენიჭა.  საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთი წლის განმავლობაში სემეკში განხორციელებული სამუშაოებისა და აუდიტის საფუძველზე დადგინდა, რომ კომისიის საქმიანობის ხარისხი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ ხარისხის მართვის  მოთხოვნებთან. ამასთანავე,  ექსპერტთა დასკვნაში ხაზგასმულია სემეკის თანამშრომელთა მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი, ყურადღება გამახვილებულია სემეკში ახლახანს დანერგილ შეფასების სისტემის ეფექტურობაზე. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სემეკიდან აცობეს, სემეკში ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა 2020 წლის იანვრიდან დაიწყო. „ჩატარდა კონსალტინგური სამუშაოები და განხორციელდა სასერტიფიკაციო აუდიტი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ნორმატიულ…

მეტი...

პარლამენტი ამნისტიის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს

პარლამენტი ამნისტიის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს. სავარაუდოდ, საკითხი სესიაზე დაჩქარებული წესით ხვალ გავა, თუმცა იქამდე დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მსჯელობენ. ახალი ინიციატივის თანახმად, სასჯელისგან გათავისუფლება ან მსჯავრის შემსუბუქება შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 40-მდე მუხლს. განხილვა მოჰყვა ნარკოდანაშაულის თემასაც. კითხვები ისმის იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის დანაშაულის შემთხვევაში დატოვებენ მსჯავრდებულები საპატიმროს, ან შეუმსუბუქდებათ სასჯელი.ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დაზუსტება მოხდა. აღინიშნა, რომ კანონპროექტი არ გაფართოვდება მათ მიმართ, ვისაც ბრალად ედებოდა და მსჯავრდებულები არიან ნარკოტიკების გასაღების გამო.  “სავარაუდოდ, მოგვიწევს გადახედვა ჩვენი პოზიციისა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან დიდი მოთხოვნა იყო 260-ე მუხლის მე-6…

მეტი...

“ოჯახი, საბა გოგშელიძის, ირაკლი წაქაძისა და საბა ჩხარტიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანახმაა” – მირიან ნიკოლაძე

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, შაქარაშვილების ოჯახი აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული სამი პირისთვის – საბა გოგშელიძის, ირაკლი წაქაძისა და საბა ჩხარტიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, ან მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე თანახმაა. როგორც ნიკოლაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, მათ კომუნიკაცია ჰქონდათ როგორც პოკურორთან ისე დაცვის მხარესთან. „ჩვენ თავის დროზეც ვესაუბრეთ მხარეებს და დავაფიქსირეთ, რომ არ ვიქნებოდით წინააღმდეგი მათთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, მით უმეტეს, რამდენადაც ვიცი, მათთვის ბრალად წარდგენილი მუხლები ამნისტიის კანონში მოექცევა და ამით ფონი უფრო გაადვილებულია, ამიტომ არ გვაქვს პრობლემა. საერთო ჯამში, ოჯახს პრობლემა მხოლოდ ამ სამ პირზე არ ჰქონია. ჩვენ…

მეტი...

ხელვაჩაურში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ხელვაჩაურში ე.წ ოცნების ქალაქში ცივი იარაღით დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც კლინიკა „მედინაში“ განაცხადეს, 27 წლის მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. მას კლინიკაში შეყვანისთანავე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული. ცნობისთვის, გვიან ღამით ე.წ „ოცნების ქალაქში“ 44 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში მიაყენეს, ხოლო 27 წლის მამაკაცი მუცლის არეში მძიმედ დაჭრეს. ინციდენტს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

საქართველოში წლიურმა ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.9 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: საცხოვრებელი, წყალი, ელექტრო ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 22.0-პროცენტიანი კლება, რაც -1.89 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. „ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-36.5 პროცენტი)…

მეტი...

“პატრიოტთა ალიანსის” ზოგიერთმა წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ ისინი მზად არიან შემოვიდნენ პარლამენტში” – გიორგი კახიანი

პარლამენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობს. საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უკვე იმსჯელეს. შესაბამისი მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს მიმართეს ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ. “კომიტეტმა განიხილა საკითხი და პარლამენტის სამივე წევრის ნება არის დაკმაყოფილებული. ბუნებრივია, რომ შერწყმულია როგორც სამართლებრივი პროცედურული ნაწილი, ასევე პოლიტიკური ნაწილი. ზოგადად, პროცესი მიმდინარეობს ეტაპობრივად და ჩვენ როგორც პოლიტიკური ძალას, გვინდა, რომ პროცესი, რომელიც შეთანხმებისკენ მიდის, მინიმალურად, ან საერთოდ არ დაზიანდეს. იმედს გამოვთქვამთ, რომ მე-5 რაუნდზე მოხდება შეთანხმება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც არსებობს ქვეყანაში,” – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის…

მეტი...

არჩილ თალაკვაძე ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს იუბილეს ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ დაბადების დღეს! შეუფასებელია თქვენი ღვაწლი, თქვენი ამაგი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში დაუღალავად სწევთ. თქვენ ხართ სულიერი სიმტკიცის და ერთიანობის სიმბოლო. მიიღეთ ჩვენი გულწრფელი მადლიერება იმ სიყვარულისთვის, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გრძნობს თქვენგან. გისურვებთ მხნეობას და ჯანმრთელობას ჩვენი ხალხის და საქართველოს საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია არჩილ თალაკვაძის მილოცვაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დღეს 88 წელი შეუსრულდა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 226 თბილისში, 64 აჭარაში, 87 კი იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 226 თბილისში, 64 აჭარაში, 87 კი იმერეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 594 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 763-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 963 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 222 405-მდე. ბოლო 24 საათში არის კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 628 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 594 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარა…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 628 პირი ემსხვერპლა. ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 845 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 594 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 963 პირი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 963 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 963 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 229 763 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 222 405 გამოჯანმრთელდა, 2 628 კი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 3 845 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 199, PCR ტესტით –1 646. ამასთან, 3 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის ​417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 469 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

“თბილი მიღებისთვის მადლობას ვუხდი გიორგი გახარიას” – მაიკლ პომპეო

გადავწყვიტე საქართველოს ვსტუმრებოდი და ჩვენი თავისუფლების მოყვარული მეგობრები იქაც გამემხნევებინა,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. მაიკლ პომპეო თბილი მიღებისთვის გიორგი გახარიას მადლობას უხდის. “გადავწყვიტე საქართველოს ვსტუმრებოდი და ჩვენი თავისუფლების მოყვარული მეგობრები იქაც გამემხნევებინა. თბილი მიღებისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას!” – წერს მაიკლ პომპეო.

მეტი...

პარლამენტი “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობას დღეიდან განაახლებს

პარლამენტი დღეიდან “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობას განაახლებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას მეორე მოსმენით, მუხლობრივად იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ და სავარაუდოდ, იმავე დღეს სესიაზე გავა. არსებული პროექტის მიხედვით, ამნისტიის აქტი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ვრცელდება. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა. “ჩვენ ვიმუშავებთ გარკვეული მიმართულებით, გვაქვს გარკვეული მონახაზი, თუ როგორი იქნება მეორე…

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 85 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 85 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers აქვეყნებს. პლატფორმის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ – 19-ით 1 850 243 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 60 444 458-ია. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 23 092 664 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – საფრანგეთია. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მეტი...