დემოკრატი კონგრესმენები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ

დემოკრატმა კონგრესმენებმა, ტედ ლიუმ და კეტლინ რაისმა, გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართეს.

კონგრესმენები მოქმედ პრეზიდენტს ბრალს ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანთან რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში სდებენ და ამის მაგალითად ის სატელეფონო საუბარი მოჰყავთ, სადაც ტრამპი ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივნისგან 11 780 ბიულეტენის პოვნას ან ხმების გადათვლას მოითხოვს.

მსგავსი თემები