„დიახ, „ილოცეთ სახლში“, ისევ მნიშვნელოვანია“ – ივანე ჩხაიძე საშობაოდ ვირუსის გავრცელების რისკებზე

„კორონავირუსის ახალი შტამის არსებობა და უფრო სწრაფად გავრცელება მიუთითებს, რომ პრევენციული ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად უნდა გავამკაცროთ“ – ეს განცხადება თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც პროფესორმა აღნიშნა, რეგულაციებისა და წესების დაცვა აუცილებელია, რომ საშობაოდ, ვირუსის მატება არ მოხდეს.

„ნიღბის ტარება აუცილებელია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. ახალი შტამის უფრო მეტი შემთხვევების დაფიქსირება ქვეყანაში პირდაპირ მიუთითებს, რომ თუ სადმე შემცირდა ღონისძიებების ინტენსივობა, ეს კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს.  ყველას გახსოვთ ალბათ, აღდგომასთან დაკავშირებით რა მდგომარეობაც იყო ქვეყანაში. შობისა და აღდგომის დროს ანალოგიური სიტუაციაა. რა თქმა უნდა, დარჩით სახლში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საუბარია ხალხის თავშეყრაზე დახურულ სივრცეებში, ანუ კლესიებში. დიახ, „ილოცეთ სახლში“ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ იქნება მოთხოვნილება და ადამიანი წავა ეკლესიაში, 2 მეტრიანი დისტანცია და ნიღაბი აუცილებელია, რომ შობის დღესასწაულზე, შემთხვევების მატება არ მოხდეს. რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები