„უახლოეს 4-5 წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა“ – ბიძინა ივანიშვილი

 „თუ ჩემი შეფასება გაინეტერესებთ, უახლოეს 4-5 წელიწადი „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა და აბსოლუტურად ჯანსაღად გააგრძელებს თავის მოღვაწეობას“, –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა. კითხვაზე, რა სჭირდება „ქართული ოცნების“ გუნდს და კიდევ რა უნდა გაითვალისწინოს, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გუნდის წევრებმა თავად იციან ყველაფერი. „პარტიამ იცის ყველაფერი, ჩემი გუნდის წევრებმა იციან იმდენივე და ზოგიერთმა ჩემზე მეტი იცის ამ მიმართულებით, რასაც პოლიტიკური მოღვაწეობა და ქვეყნის განვითარება ჰქვია. სხვადასხვა მიმართულებით გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ლიდერები. ჩემი თხოვნაა, ისევ შევახსენებდი ერთადერთს, თუ მოახერხებენ, ერთმანეთში…

მეტი...

„ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც გამიკეთებია, არის პოლიტიკაში მოსვლა“ – ბიძინა ივანიშვილი

„ვფიქრობ, ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც გამიკეთებია, არის ჩემი პოლიტიკაში მოსვლა“ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ივანიშვილის თქმით, პოლიტიკაში მოსვლით იმ დროს საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე სასწორზე დადო. ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში უპასუხა კითხვას: „ქველმოქმედების ბოლო აქტი, რაც ჩვენთვის ცნობილია, იყო დეკემბრის ბოლოს, როდესაც თქვენი ქონების საკმაოდ დიდი ნაწილი გადაეცა „ქართუ“ ფონდს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილს ვეღარ ვნახავთ, როგორც ქველმოქმედს. ვგულისხმობ იმას, რომ თქვენ ქველმოქმედის უფრო დიდი სტაჟი გაქვთ, ვიდრე პოლიტიკოსის. თუ მთელ ქონებას აძლევთ, ამიტომ „ქართუ“ ფონდის მართვაშიც აღარ ჩაერევით, რა მდგომარეობა…

მეტი...

“მე არ ვიქნები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას” – ბიძინა ივანიშვილი  

„მე არ ვიქნები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, არ მექნება პოლიტიკური კონსულტაციები და საჯარო განცხადებები, მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა აღარ ვაპირებ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას და გუნდის წევრებმა ეს ძალიან კარგად იციან“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, თავის წერილში განცხადება, რომ უბრუნდება 2011 წლამდე მდგომარეობას, შეგნებულად გააკეთა. „აღარ ვაპირებ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას და გუნდის წევრებმა ეს ძალიან კარგად იციან. რამდენიმე საბჭო გვქონდა პარტიაში, მის წევრებთან თვეების განმავლობაში მქონდა საუბარი წასვლის შესახებ. მაქსიმალურად ვახსენებდი, თუ რადგან სიტყვას…

მეტი...

არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნება

მმართველი გუნდი ოპოზიციას სთავაზობს საჭირო რაოდენობის საარჩევნო უბნების მონაცემების ხელახალ გადათვლას, “ქართული ოცნების” სასარგებლოდ თუნდაც 1% გადახრის შემთხვევაში კი კომისიის დასკვნის საფუძველზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას. ოპოზიცია კომისიის საქმიანობაში ჩართვას არ აპირებს. ამბობენ, რომ არჩევნების შედეგების გადათვლა დაგვიანებულია და კომისიის მუშაობას აზრი არ ექნება. კომისიის სანდოობას, მმართველი გუნდის განმარტებით, მასში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა განაპირობებს. რეგლამენტის მიხედვით, კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს პროცედურულ საკითხთა კომიტეტი წყვეტს. კომისიის შექმნისთვის კი 50 დეპუტატის მხარდაჭერაა…

მეტი...

“იქ კახი თურმე გაბრაზებულია ირაკლიზე, ირაკლი პრემიერზე… სულ ტყუილია” – გიორგი ვოლსკი პარტიაში დაპირისპირებას უარყოფს

გიორგი ვოლსკი “ქართულ ოცნებაში” რაიმე სახის დაპირისპირებას უარყოფს და აცხადებს, რომ მმართველ გუნდში არსებულ შიდა კონფლიქტებთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებები ტყუილია და იმ ურთიერთობებზე ჩრდილის მიყენებას ემსახურება, რომელიც “ქართულ ოცნებაში” არსებობს: “ყველაფერი, რაც ითქმევა, მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე ჩრდილი მიაყენონ არსებულ ვითარებას შიგნით და ადამიანურ ურთიერთობებს. იქ – კახი თურმე გაბრაზებულია ირაკლიზე, ირაკლი გაბრაზებულია პრემიერზე, იქ – თურმე კახის ეს ამბიციები აქვს, ირაკლის ის ამბიციები აქვს… სულ ტყუილია, გამოჭმული გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი არ აქვს ამ ნათქვამებს არცერთს,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, შესაბამისად, არანაირი წინაპირობა არ არსებობს არც სამთავრობო ცვლილების, რადგან სამთავრობო გუნდს და…

მეტი...

“ჩვენთან უხარისხო ვაქცინა არ შემოვა” – ბიძინა კულუმბეგოვი

ჩვენთან უხარისხო ვაქცინა არ შემოვა. თუ იქნება არასაკმარისი დოკუმენტები და არასაკმარისი სარწმუნოობა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს ჩინურ ვაქცინას არ მისცემს რომ გამოიყენოს“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ინტერპრესნიუსთან “ საუბრისას საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ შემოტანის საკითხზე განაცხადა. როგორც კულუმბეგოვი აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ სამეცნიერო კომიტეტი ჩათვლის, რომ ჩინური ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის სარწმუნო, მაშინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ მიანიჭებს გადაუდებელ გამოყენებას და „კოვაქსის“ პლატფორმაზე ვერ განთავსდება. ამასთან, კულუმბეგოვი დასძენს, რომ თუ 2021 წელს ყველა ვაქცინამ კლინიკური კვლევა სწორად გაიარა და გაამართლა, „კოვაქსის“ პლატფორმას შესაძლებლობა ექნება…

მეტი...

ჯანდაცვის კომიტეტთან კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებით სპეციალური საბჭო შეიქმნა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებით სპეციალური საბჭო შეიქმნა, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებით და სხვა შესაბამისი დარგის სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. აღნიშნულმა საბჭომ კომიტეტს საექსპერტო დახმარება უნდა გაუწიოს. საბჭოს პირველის სხდომა პარლამენტში დღეს იმართება: “ჯანდაცვის კომიტეტთან შეიქმნა სამედიცინო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც COVID-19 თან დაკავშირებით საექსპერტო დახმარებას გაუწევს კომიტეტს. საუბარია ახლა არსებული სიტუაცია რა არის, რეკომენდაციები რა გვექნება შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით და თუ როგორ დავგეგმავთ შემდგომ მუშაობას,” – აცხადებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ საბჭოს განსახილველი თემები მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიასთან: “პანდემიის მიმდინარეობის საკითხებზე იქნება საუბარი, ყველა მის…

მეტი...

ბაზრობების წარმომადგენლები მთავრობის წევრებს ხვდებიან და ფუნქციონირების საკითხებს ათანხმებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციაში ბაზრობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან გააცხადა, ბაზრობების ადმინისტრაციებთან  კონკრეტული საკითხები განიხილეს, რომელიც სავაჭრო სექტორის გახსნას უკავშირდება. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, არის გარკვეული დეტალები, რაც შესათახმებელია იმისთვის, რომ ბაზრობებმა მუშაობა განაახლონ. „ღია და დახურული ე.წ „ბაზრობების“ ადმინისტრაციებთან ვიმსჯელეთ როგორც არსებულ რეგულაციებზე, ასევე დამატებით ღონისძიებებზე, რომლებიც, გამოიხატება ბაზრობებზე მომუშავე პერსონალის რეგულარულ დატესტვაში. არის კონკრეტული ტექნიკური საკითხები, რომელთა გადაჭრასაც უზრუნველყოფს ორივე მხარე – სახელმწიფოც და ბაზრობების ადმინისტრაციებიც იმისთვის, რომ სექტორი გაიხსნას და მისი უწყვეტი ფუნქციონირება იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. შეგახსენებთ, რომ ბაზრობებისა…

მეტი...

ლადო კახაძე საპატრიარქოს მიმართავს ერთად და საჯაროდ გაიკეთონ პირველი ვაქცინა

„დიდი მოკრძალებითა და ქედის მოხრით, მივმართავ საპატრიარქოს, თითოეული მათგანის რწმენისა და მათი გავლენის ადამიანის რწმენაზე, პირველი ვაქცინაციის დროს, სახალხოდ ერთად გავიკეთოთ ვაქცინა, რათა ადამიანებს მივცეთ რწმუნებითი ნაწილი, რომ ეს უსაფრთხოა“, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლადო კახაძემ პარლამენტში და თანხმობა გამოთქვა თავად იყოს პირველი. „იქნებ, პირველი ვაქცინაციის დროს, არა მხოლოდ ურწმუნოთა დასანახად, ვაქცინაციის ნდობის ასამაღლებლად, გავაკეთოთ ინიცირება. პირადად მე მზად ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, როგორც ასაკითა და როგორც დარგის სპეციალისტმა, საჯაროდ, ყველას დასანახად გავიკეთო“ – განაცხადა ლადო კახაძემ. მისივე განმარტებით, პროცესში სასულიერო საზოგადოების ჩართვა აუცილებელია იმ…

მეტი...

იანვრის ბოლოსთვის საქართველო მზად იქნება პირველი ვაქცინა მიიღოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მიმდინარე თვის ბოლოს უნდა შემოვიდეს. მისივე თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინა შეიძლება ის პირველი ვაქცინა გახდეს, რომელსაც მივიღებთ. „როგორც „ფაიზერის,“ ისე „ასტრაზენეკას“ ვაქცინას შესაბამისი მარეგულირებლისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება მიღებული  აქვს. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ვაქცინებს, რომლებიც ამჟამად შემუშავების პროცესშია, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ გარკვეული პერსპექტივა იმ კუთხით, რომ მარეგულირებელთა ავტორიზაცია მიიღონ“ – განაცხადა გაბუნიამ და არ გამორიცხა, რომ საქართველო სხვა ვაქცინების შემოტანასაც განიხილავს.   „გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენთვის ტექნოლოგიურად უფრო მარტივი ის ვაქცინა იქნება, რომელსაც ცივი ჯაჭვი 2-დან 8-გრადუსამდე…

მეტი...

„ადგილი ჰქონდა არა დაგორება დაცემას, არამედ ფიზიკური ხელყოფის, ცემის ფაქტს“ – შაქარაშვილის საქმის ექსპერტი „მედიაცენტრ მთავარში“

„ექსპერტიზა გამორიცხავს, რომ ეს დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ან წყალში ჩავარდნით იყოს გამოწვეული. ცალსახად ვამბობ, რომ  დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია. ვადასტურებთ, რომ  წყალში ჩავარდნით ამ დაზიანებას ვერ მიიღებდა. ე.ი. ეს დაზიანებები მიიღო მანამ, სანამ წყალში მოხვდებოდა“, – ეს განცხადება გიორგი შაქარაშვილის საქმის სამედიცინო ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც ექსპერტმა განმარტა, ყველა დაზიანება, რომელიც გარდაცვლილ ფეხბურთელს აღენიშნებოდა, მიყენებულია სიცოცხლეში.    „დაზიანება არის მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად გამოწვეული. სავსებით დასაშვებია, რომ არსებული დაზიანებები განვითარებულიყო ფეხსაცმლიანი ფეხის ჩარტყმის შედეგად, მისი ფართობიდან და ხასიათიდან გამომდინარე. გამოძიებას ასევე აინტერესებდა, ჰქონდა თუ არა შაქარაშვილს ისეთი…

მეტი...

“საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხს. „ელჩთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე. შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო. ჩვენ კოვაქს პლატფორმასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი“ -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა, თავის მხრივ,…

მეტი...

“პროკურატურა ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს” – ირაკლი შოთაძე

ცალკეულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით, კვლავ პრიორიტეტად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახური დანაშაული, რაც აისახება მსხვერპლთა მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის ზრდაში და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაღალ მაჩვენებლებში, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის უწყების საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.   მისი თქმით, პროკურატურა ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს და უარს ამბობს ქალთა მიმართ ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაზე. ასევე გაზრდილია ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი, რაც წინა წლებთან შედარებით ფაქტიურად გაორმაგდა. 2020 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა 4…

მეტი...

“ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, როგორ ტოვებს ადამიანი და ძლიერი ლიდერი ძალაუფლებას” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება. მინისტრის განცხადებით, ივანიშვილმა თავისი მმართველობის პერიოდში ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა, მათ შორის ჯანდაცვის სფეროშიც. “თავისი მმართველობის პერიოდში გაატარა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ქვეყანაში. რაც შეეხება ამ რეფორმებს, მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა მედია თავისუფლება, ასევე სასამართლო რეფორმა, რომელიც უპრეცედენტოა და რა თქმა უნდა ის ჯანდაცვის რეფორმები, რომლებიც აუცილებლად მუდმივად იქნება ასოცირებული მის სახელთან. ძალაუფლების დატოვების ამ ფორმით ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა ქართველ ხალხს და არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ მსოფლიოს, თუ როგორ ტოვებს ადამიანი და ძლიერი ლიდერი ძალაუფლებას,” – განაცხადა…

მეტი...

“ვაქცინის მწარმოებლების მოთხოვნაა, ზიანის დადგომის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ქვეყნებმაც გაიზიარონ” – დიმიტრი ხუნდაძე

დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში ხარისხიანი ვაქცინის სწრაფად შემოტანა საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს, რომელიც პირველ რიგში, მიზნობრივ ჯგუფებზე იქნება გათვლილი. ამის შესახებ ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად გარდა ინფრასტრუქტურული მზაობისა, საკანონმდებლო ბაზაც უნდა არსებობდეს, კერძოდ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობა უნდა იყოს აღებული, ვაქცინაციის პროცესში, შესაძლო დამდგარ ზიანთან დაკავშირებით. „საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, სწრაფი, ხარისხიანი ვაქცინა და უნდა მოვახდინოთ, პირველ რიგში, მიზნობრივი ჯგუფების ვაქცინაცია და შემდეგ ის პრაქტიკულად მთელს მოსახლეობაზე გავრცელდეს. ამისათვის საჭიროა გარდა ინფრასტრუქტურული მზაობისა, საკანონმდებლო ბაზა იყოს მზად. უნდა იქნას სახელმწიფოს მხრიდან აღებული პასუხისმგებლობა ვაქცინაციის…

მეტი...

ლატალში კლდის ნაწილი ჩამოიშალა და გზა ჩაიხერგა

კლდის ჩამოშლის შედეგად ლატალში მიმავალი გზა ჩაიხერგა, სავარაუდოდ, ამის მიზეზი მესტიაში მოსული ნალექია. შემთხვევა, რომლის დროსაც არავინ დაშავებულა, დაახლოებით, ორი საათის წინ მოხდა. მესტიის მერმაის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით , ადგილზე მისულია სპეციალური ტექნიკა და გზა დაახლოებით ერთ საათში გაიხსნება. უამინდობის გამო მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა სოფლების მაცხოვრებლებს დენის მიწოდება აღუდგეთ.

მეტი...

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული სკოლები იხსნება

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული სკოლები იხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოსწავლეები სკოლის მერხებს 15 იანვრიდან დაუბრუნდებიან. ცნობისათვის, ოკუპირებულ ცხინვალში გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო სკოლები 21 ოქტომბერს დაიხურა და იმ დროიდან რეგიონის სასწავლო დაწესებულებებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მეტი...

„ისევ ეგ უნდა ვიხსენიოთ ლოცვებში ფაქტია“ – ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს: „მართლა წავიდა, არ წავიდა, სად წავიდა არ ვიცი, მაგრამ მინიმუმ წლევანდელი ყველა პრობლემის გამო ისევ ეგ რომ უნდა ვიხსენიოთ “ლოცვებში” ფაქტია,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

შსს-მ ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 716 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 716 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 612 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე…

მეტი...

“ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც მილიარდები აქვს და 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს?” – ნინო ბურჯანაძე

ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც მილიარდები აქვს და 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს?!, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს ლიდერმა“, ნინო ბურჯანაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე საუბრისას განაცხადა. „არ ვიცი, ქართველები ასეთი მიმნდობები ვართ, თუ ხანდახან მართლა გვინდა, დავიჯეროთ რაღაც. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ დანარჩენ მოსახლეობას კითხვა უნდა გასჩენოდა, ეს კაცი, მილიარდები რომ აქვს, 15 წელი ჭორვილაში რატომ ზის. ჭორვილიდან ხალხი მორბის. მის ქონებას ემუქრებოდა საფრთხე, მისი ქონება ნაშოვნია თაღლითური მეთოდებით, მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანის გადაგდებით, ზოგი მათგანი რაღაც პერიოდი ციხეში იყო, ზოგი იმ ქვეყანას არის, მაგრამ ის თავს…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს გამომძიებელი დაიკითხება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა დასკვნით ეტაპამდეა გადასული. მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე დაიკითხება გამომძიებელი და გამოიკვლევენ ვიდეომტკიცებულებას. 100 მოწმიდან დარჩენილია 18 მოწმის დაკითხვა, რის შემდეგაც უკვე მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება. სავარაუდოდ, თებერვალში ამ საქმეზე განაჩენი დადგება. საქმის პროკურორი ვარაუდობს, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება, რასაც მისი თქმით, ამყარებს დაკითხული მოწმეების ჩვენებები და სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გიორგი შაქარაშვილს სხეულზე წყალში მოხვედრამდე ჰქონდა ფიზიკური დაზიანებები მიყენებული. „დღეს დაიკითხება გამომძიებელი, ასევე ვიდეომასალას გამოვიკვლევთ. 100-დან 18 მოწმეა დაკითხული და საქმე დასკვნით ეტაპზეა. არიან ბრალდებულები, რომლებიც ჩვენებაზე უარს აცხადებენ. ჩვენ თვის ბოლომდე დავასრულებთ გამოკვლევას. იმედია,…

მეტი...

„შაქარაშვილს მუცლის ქვემოთ დაზიანებები შესაძლოა, ფეხსაცმლიანი ფეხის ჩარტყმით შედეგად ჰქონოდა მიღებული“ – სამედიცინო ექსპერტი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზების საფუძველზე დადგინდა თუ, რა სახის დაზიანებები ჰქონდა მიღებული. სახეზე იყო ბლაგვი ხასიათის ტრამვა, დადგინდა სიკვდილის ხანდაზმულობა, რომელიც 3 – 4 დღის ინტერვალს მოიცავს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ სამედიცინო ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, ექსპერტის თქმით ბოლო დასკვნის მიხედვით შაქარაშვილს მუცლის ქვემოთ დაზიანება დიდი ალბათობით ფეხსაცმლიანი ფეხის ჩარტყმის შედეგად აქვს მიყენებული. გეჯაძე ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილი წყალში 3 – 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა: „შაქარაშვილი წყალში იმყოფებოდა 3 – 4 დღის განმავლობაში და არა 48 საათი, როგორც ადრე ითქვა. მაღალი ალბათობით მოსალოდნელი იყო, რომ სახეზე ყოფილიყო ქალა ტვინის ტრამვა და…

მეტი...

„შაქარაშვილმა დაზიანებები მიიღო წყალში ვარდნამდე“ – ალექსანდრე გეჯაძე „მედიაცენტრ მთავარში”

„ცალსახად ვამბობ, რომ ის დაზიანებები, რაც შაქარაშვილს აღენიშნებოდა გამორიცხულია სიმაღლიდან ვარდით ან წყალში მიღებული ყოფილიყო“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” სამედიცინო ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა. ექსპერტი მესამე კომისიური ექსპერტიზის ფორმატში გამოქვეყნებული დასკვნის საფუძველზე განმარტავს, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე დაზიანებები წყალში ვარდნამდე ჰქონდა: „დაიდო დასკვნა, რომ შაქარაშვილს აღენიშნებოდა სისხლნაღვენთები, მას არ ჰქონდა არანაირი ჭრილობა, სხვა არაფერი დაზიანება ჰქონდა ისეთი, რასაც შეიძლება გამოეწვია გარეგანი სისხლდენა. იყო კითხვა ხომ არ იყო შაქარაშვილი მწოლიარე მდგომარეობაში როცა მიიღო დაზიანება, ძნელია იმის თქმა, რა პოზაში უდნა ყოფილიყო შაქარაშვილი ეს დაზიანება მუცლის ქვემოთ, რომ მიეღო, არ გამოვრიცხავთ, რომ…

მეტი...

სავაჭრო მოლების მუშაობის გასაგრძელებლად, ერთ-ერთ პირობად თანამშრომლების რეგულარული გატესტვის საკითხი განიხილება

პრემიერ-მინისტრის დავალებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრები გრძელდება. როგორც  ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყებამდე, მორიგი სამუშაო შეხვედრა სავაჭრო მოლების წარმომადგენლებთან გაიმართა. უწყების ცნობით, შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, შრომითი ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ის სტანდარტები, რაც მოლების უსაფრთხო გახსნისა და ეპიდემილოგიური უსაფრთხოების დაცვისთვისაა სავალდებულო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს 1-ელი თებერვლიდან ბიზნესსექტორების გახსნაზე.…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 754 თბილისში, 334 იმერეთში, 158 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 754 თბილისში, 334 იმერეთში, 158 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 12 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 934 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 861 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო…

მეტი...

28 წლის ვანო გვარამაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

ახალგაზრდა ბიჭს 28 წლის ვანო გვარამაძეს დაუდგინდა ვერაგი დაავადება ანგიო სარკომა . ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს: „ძალიან მძიმედ არის უფულობის გამო რამოდენიმე დღეა წავიდა გერმანიაში და ექიმები ხელს არ კიდებენ თანხა რომ არ აქვს . გთხოვთ გვიშველეთ დაგვეხმარეთ ყველა , ვისაც როგორ შეგიძლიათ , ვინც გერმანიაში იმყოფებით და შეგიძლიათ თქვენც რამეში დაეხმაროთ გთხოვთ გამოგვეხმაურეთ. გერმანიაში ქალაქ დრეზდენში იუნიფერკლინიკაში წევს ეხლა ვანო. სისხლად იცლება და ეუბნებიან ფეხს მოგაჭრით და მეტს ვერაფერს ვერ გავაკეთებთო , მეტასტაზები ღვიძლზეც გადასული აქვს და ოპერაციის შემდგომ ქიმიო თერაპიები და მკურნალობა სჭირდება 100.000 დან 150.000 ევროს სთხოვენ .…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 820-ს შეადგენს. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 820 პირი ემსხვერპლა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 993 პირი

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 12 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 934 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 861 PCR-ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს …

მეტი...

დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში 11-დან 24 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში 11-დან 24 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია საუბარი. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აშშ-ის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ფედერალურ მთავრობას საშუალებას აძლევს, გამოყოს საშუალებები ვაშინგტონისთვის დაჩქარებულ რეჟიმში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ კაპიტოლიუმში საპროტესტო აქციის მონაწილეების შეჭრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპსა და პენსს კარგი საუბარი ჰქონდათ მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ რომ მათი ურთიერთობა ბოლო დღეების განმავლობაში დაძაბული იყო. ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა სწორედ მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპი და…

მეტი...

“პირმა დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგონას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა” – შსს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგოსთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ე.ბ.-მ თავისივე დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგოს – 2005 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნული დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, 4 პირი: 1997 წელს დაბადებული ე.ბ., 1978 წელს დაბადებული ც.ა., 1974 წელს დაბადებული…

მეტი...

ბათუმში იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის პოლიციამ კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში კოვიდინფიცირებული მოქალაქე – 1975 წელს დაბადებული ტ.ტ. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. „ტ.ტ.-ს, 2021 წლის 4 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგად, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ფაქტი დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა მოქალაქემ თვითნებურად დატოვა იზოლაციის ადგილი. სამართალდამცველებმა კოვიდინფიცირებული ტ.ტ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა. პოლიციამ კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10…

მეტი...

გორში ძაღლი ლეკვთან ერთად მავთულით დააბეს და ნაგავზე გადააგდეს

გორში, ძაღლი ლეკვთან ერთად ნაგავზე გადააგდეს. ტომარაში, მავთულით დაბმული ძაღლები ცხოველთა დამცველმა ირმა მთიულიშილმა ნახა. ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ ძაღლები სოფელ ორთაშენის ტერიტორიაზე იპოვა. „დღეს, მანქანის გასაკეთებლად ხელოსანთან ვიყავი, სოფელ ორთაშენში. ძაღლების ტირილის ხმა მომესმა. მივედი და დამხვდა ასეთი სიტუაცია. ორივე მავთულებისგან გავათავისუფლე. ძაღლი ვერ დავიჭირე. ლეკვი წამოვიყვანე და იქნებ გავაჩუქო,“ – აცხადებს ირმა მთიულიშვილი.

მეტი...

პოლიციამ კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ერთი პირი დააკავეს. სამინისტროს ცნობით, 1979 წელს დაბადებულ მ.ს.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ედება. „დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო კალაშნიკოვის სისტემის „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მეტი...

“ვაქცინაციის დაწყების მიუხედავად კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა მიმდინარე წელს ვერ მოხდება” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერის სუმია სვიმინატანის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს, კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა 2021 წელს ვერ მოხდება. მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით წარმოებასა და გამოყენებას, რაც კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლადაა საკმარისი, გარკვეული დრო სჭირდება. “კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად საკმარისი რაოდენობის დოზის წარმოებისა და გამოყენებისთვის დრო არის საჭირო. ვსაუბრობთ არა მილიონებზე არამედ მილიარდებზე,”- განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა და მოსახლეობას მოთმინების გამოჩენისკენ მოუწოდა. მისი თქმით, სულ მცირე წლის ბოლომდე აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების დაცვა, რომლის მიზანი ვირუსის გავრცელების შეჩერებაა.

მეტი...

“მოლაპარაკებების მაგიდასთან მყოფი ოპოზიცია მინიმუმ ორ ბანაკად არის გაყოფილი” – არჩილ თალაკვაძე

“უნდა ვიყოთ რეალისტები და პირდაპირ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას – ჩვენ და ჩვენი ქვეყნის მეგობარ ელჩებს გვსურს ერთიანი შეთანხმების მიღწევა ოპოზიციასთან, რომელიც ორ ბანაკად არის სინამდვილეში გაყოფილი – ერთს საერთოდ არ სურს და არ აწყობს შეთანხმება და მეორეს ინტერესებში შედის ამ შეთანხმების მიღწევა. ეს არ არის არანაირი ერთიანი ოპოზიცია და არ არის ერთი ღირებულების გარშემო გაერთიანებული ხალხი,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.  მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” მოლაპარაკებების შეთანხმებით დასრულება და პარლამენტში შესვლა იმიტომ არ სურს, რომ არჩევნებში ისევ დამარცხდა და ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთ გზად დესტაბილიზაცია ესახება. რაც შეეხება…

მეტი...