ე.წ. კარტოგრაფების საქმისთვის ბრალდებულებს ხვალ ბრალს დაუზუსტებენ  

„კარტოგარაფების საქმისთვის“ დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პროკურატურა ხვალ ბრალს დაუზუსტებს – საუბარი ბრალის შინაარსის დაზუსტებაზე, კვალიფიკაცია კი არ იცვლება. როგორც დაცვის მხარის ადვოკატმა ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“  განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია მას პროკურატურიდან მიაწოდეს. „ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს, მხოლოდ ის ვიცი, რომ ხვალ  ბრალდების შინაარსის დაზუსტება უნდა მოხდეს. ცვლილება საქმის კვალიფიკაციას არ ეხება. წარდგენილ მუხლს იგივეს ტოვებენ, უბრალოდ აპირებენ ბრალის ფორმულირებაში გარკვეული ცვლილებები შეიტანონ. რა ცვლილებებზეა საუბარი, არ ვიცი. გაურკვეველია, როცა 4 თვის წინ, ადამიანები პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა იმ ბრალდების ფორმულირებით, რომელიც აღმოჩნდა, რომ 4 თვის შემდეგ დასაზუსტებელია.…

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს რეგიონებში არსებული ვითარების ეფექტიანად მართვა დაავალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება მოახდინონ და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყების პერიოდშიც მკაცრად გააკონტროლონ შესაბამისი რეგულაციების აღსრულება, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის კუთხით მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს. შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებმა პრემიერს დეტალური ანგარიში წარუდგინეს მუნიციპალიტეტების მიხედვით არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების შედეგად, სახეზეა ვითარების სტაბილიზაცია, რამაც ხელი შეუწყო ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვას და ამ კუთხით გამოწვევები დღის წესრიგში არ დგას. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების მაქსიმალური მობილიზების აუცილებლობას ადგილზე…

მეტი...

“ამბობდა, საფრთხეში ვარო, დიდხანს ვერ გავტანო…” – თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი

გოგონა, რომელმაც გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის ადვოკატს, სატელეფონო მიმოწერის შესახებ აცნობა, ვანში მცხოვრები მარი შარაშიძეა.როგორც ირკვევა, შარაშიძე ბაჩალიაშვილს მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით იცნობდა.გოგო ამბობს, რომ მასთან მიმოწერაში ბაჩალიაშვილი მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობდა. მეტიც პროგრამისტი მას ეუბნებოდა, რომ “დიდხანს ვერ იცოცხლებდა” და თუ ის გაუჩინარდებოდა, მაშინ დედისთვის, თეონა თამაზაშვილისთვის მიეხედა.მარი შარაშენიძე აღნიშნავს, რომ მზად არის გამოძიებას ჩვენება მისცეს. ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დღეს თქვა, რომ ძალოვანები მოწმეს აშინებენ.“ცილისწამებისა და ტყუილისთვის, ხვალე მივალთ, ტელეფონსაც ჩამოვართმევთო წავიყვანთ და სამუდამოდ რომ გაატარებს 21 წლის გოგო ციხეშიო და წნეხს ნახავს, მერე ნახავს რაც მოუვაო.ამბობენ, მიმოწერა არ არისო, როგორ იქნება,…

მეტი...

“საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის წინ ნატო-ს გენერალური მდივნის მხარდამჭერ განცხადებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება” – ვიქტორ დოლიძე

წლევანდელი წელი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თანამშრომლობის თვალსაზრისით ნატო-სთან, – აღნიშნავს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს“. ვიქტორ დოლიძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტის წინ მსგავსი მხარდაჭერის გამოხატვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „ჩვენი ნატო-სთან ურთიერთობის დინამიკა არათუ შენარჩუნდა, არამედ გაიზარდა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა და ძალიან რთული სამუშაო პირობებია გლობალურად. წლევანდელი წელი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თანამშრომლობის თვალსაზრისით ნატო-სთან. იცით, რომ 2030 წლების პოლიტიკური უსაფრთხოების ახალი კონცეპტუალური დოკუმენტი მზადდება…

მეტი...

“აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა არის ძალიან მაღალ ნიშნულზე ყველა მიმართულებით” – ნათია თურნავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ქით ქროქის შეფასება არის ძალიან ზუსტი. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არის ძალიან მაღალ ნიშნულზე ყველა ასპექტითა და მიმართულებით. განსაკუთრებით გამოვყოფდი ეკონომიკურ თანამშრომლობას, – ასე შეაფასა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აშშ -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ქით ქროქის ინტერვიუ, რომელიც მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას მისცა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ხელი მოეწერა მნიშვნელოვან მემორანდუმს „სუფთა ქსელის“ ინიციატივასთან საქართველოს მიერთების თვალსაზრისით, რაც ხსნის ახალ პერსპექტივებს ამერიკული ბიზნესებისთვის, რომლებიც უფრო მეტი ნდობით მოეკიდებიან საქართველოში ინვესტირებას. მინისტრის განცხადებით, ქით ქროქის შეფასება, რომ ახლა ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის „ბიზნესგეგმა“ უნდა შეიქმნას, ეს ზუსტი ტერმინია და საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იგეგმება

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იგეგმება. მისი განმარტებით, კვლევაში 500-მდე პაციენტი ჩაერთვება და მხოლოდ ისინი შეირჩევიან, რომლებმაც მკურნალობის პროცესი კლინიკებში ჩაიტარეს: „კოვიდის შემდგომი გართულებებისა და სიმპტომების გამო, საქართველოშიც ბევრი პაციენტი მოგვმართავს. ამ მდგომარეობას სხვადასხვანაირი სახელი ჰქვია. გახანგრძლივებული კოვიდი და პოსტკოვიდური სინადრომი. გახანგრძლივებულ კოვიდზე ამბობენ მაშინ, როცა კოვიდის დამთავრებისთანავე ანუ განკურნებისთანავე, რაღაც სიმპტომები გრძელდება, მაგალითად სისუსტე, კუნთების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხანდახან სუფებრილური ტემპერატურა და სხვა და სხვა. არის ასეთი შემთხვევები, როცა კოვიდისგან ადამიანი განიკურნება, ტესტი უარყოფითია, მაგრამ რაღაც სიმპტომები მას უგრძელდება. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ასეთია:…

მეტი...

ნორვეგიაში Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ 23 ადამიანი გარდაიცვალა – ნორვეგიული მედია

ნორვეგიაში, Pfizer-ის მიერ წარმოებული კოვიდ 19-ის ვაქცინის მიღების შემდეგ, გვერდითი ეფექტებით 23 ადამიანი გარდაიცვალა – ამის შესახებ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტო იტყობინება. აღნიშნული ლეტალური შემთხვევები დაუფიქსირდა იმ ადამიანებს, რომელთა ასაკიც 80 წელზე მეტი იყო და მათ იმუნიტეტი დასუსტებული ჰქონდათ. ამის შესახებ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოზე დაყრდნობით წერს RIA. Norwaytoday-ის ცნობით, ამ ეტაპისთვის ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტო 13 ადამიანის გარდაცვალებას კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გვერდითი მოვლენებს უკავშირებს, ხოლო დანარჩენი ფატალური შემთხვევის მიზეზის დადგენა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები ხანდაზმულები და ფიზიკურად სუსტები იყვნენ. “საერთო გვერდითმა ეფექტებმა mRNA-ვაქცინებისგან, როგორიცაა ციებცხელება და ღებინება ზოგიერთი დასუსტებული პაციენტის გარდაცვალებამდე შეიძლება…

მეტი...

“ოპოზიციის სხეულზე არის განგრენა, რომელიც უნდა მოიჭრას, ვის რაში აინტერესებს, სად შეეთრევა იაგო ხვიჩია” – გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი განგრენად იქცა და ისინი მოსაშორებელი არიან. „ოპოზიციამ რა უნდა ქნას – სახელი დაარქვას ოფიციალური განცხადებით, რომ ეს ბატონები არ წარმოადგენენ ძირითადად ოპოზიციას, ესენი ახმოვანებენ „ქართულ ოცნებას“, მათი წინადადება მოვისმინეთ, მაგრამ არ გავიზიარეთ და შესაბამისად, მათთან პოლემიკას აღარ ვაპირებთ; ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ და არა იაგო-მეგრელიშვილ-ხვიჩია-იოსელიანისგან გაუგებარ წინადადებებს. ეს ადამიანები იყვნენ თავისთვის. ბუნებრივია, თავისას იხმაურებენ. შეუძლიათ, შევიდნენ პარლამენტში და იჭუკჭუკონ კოლექტიურად კობახიძესთან. ეს უკვე მათი საქმეა“, – განაცხადა გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში. უგულავას თქმით, უმჯობესია, ზოგიერთი ოპოზიციონერი, რომელიც ვერ ბედავს, შევიდეს…

მეტი...

“ყველაზე უმნიშვნელო საკითხი რასაც ახლა ოპოზიცია ითხოვს, რიგგარეშე არჩევნებია” – ვახტანგ მეგრელიშვილი

შედგება თუ არა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება – ეს საკითხი ღიად რჩევა. მოლაპარაკების 4 რაუნდის შემდეგ თითქმის თვე ნახევარი გავიდა, თუმცა მომდევნო შეხვედრის თარიღი ამ დრომდე უცნობია. პარალელურად, დაპირისპირება მწვავდება ოპოზიციაში, სადაც პოლიტიკოსების ნაწილი ღიად საუბრობს იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა არჩევნების შემდეგ ოპოზიციის შიგნით. “გირჩი” ალეკო ელისაშვილის მსგავსად მოლაპარაკებების ჩაშლის ერთ-ერთ მიზეზად “ევროპულ საქართველოს” ასახელებს. პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დღეს დევს წინადადება, რომელსაც  კოლეგები არაფრად თვლიან. “ყველა პარტიას აქვს თავისი პირადი ინტერესი. ჩვენთვის მთავარი ინტერესი იყო პროპორციული არჩევნები. პროპორციულ არჩევნებთან მიმართებაში დღეს…

მეტი...

პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.  ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.  “გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქე გ.თ.-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მასთან მცხოვრებ ნათესავ გოგონას მ.შ.-ს, რომელიც ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე მეურვეობას საჭიროებს და მასთან ცხოვრობს, სისტემატიური სატელეფონო ურთიერთობა აქვს თამარ ბაჩალიაშვილის დედასთან თეონა თამაზაშვილთან და მის ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან, რომლებსაც მცდარ ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, რომ თითქოს იგი თამარ ბაჩალიაშვილს იცნობდა და მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ფლობს. გ.თ.-ს ჩვენებით აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას და მ.შ.-ს წარმოსახვისა და ფანტაზიის…

მეტი...

“ნაკურთხი წყალი წაიღეთ სახლში, ასხურეთ, დალიეთ და არ მოგეკარებათ ავადმყოფობა, თუ გჯერათ; თუ არ გჯერათ, დაიჯერეთ” – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, საყოველთაო ნათლობა პანდემიის გამო არ ტარდება. როგორც მეუფე ნიკოლოზმა სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა, ხალხის თავშეყრა სახიფათოა. „სავარაუდოდ, ხალხის თავშეყრა სახიფათოა და საყოველთაო ნათლობაზე ზოგი რწმენით მოდის, ზოგს ნაკლები რწმენა აქვს, ზოგი განგვიკითხავს და ნერვიულობს საზოგადოება. როგორც კი რეგულაცია იქნება, ალბათ, მაშინ გაგრძელდება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნაკურთხი წყლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისტორიულად ხშირად ხდებოდა, რომ როდესაც ხალხში ეპიდემია ვრცელდებოდა, მათ ნაკურთხი წყლით კურნავდნენ. „გასულ შაბათს იყო წმინდა ირმინას ხსენება, რომელმაც ეპისკოპოსი მოიყვანა თავის მონასტერში იმიტომ, რომ…

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება იენს სტოლტენბერგს პასუხობს

აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ნატო-ს, უარი თქვას „ორმაგი სტანდარტების პრაქტიკაზე და რეგიონის ქვეყნების მეგობრებად და მტრებად დაყოფაზე”. „იენს სტოლტენბერგის თქმით, ისეთი ქვეყნების სუვერენიტეტი, როგორიცაა საქართველო ან უკრაინა, ნატო-სთვის წმინდაა და ალიანსის ხელმძღვანელის სიტყვებით, მზადაა დაიცვას ეს ქვეყნები ნებისმიერი, თუნდაც წარმოსახვითი ხელყოფისაგან. ნატო-ს ლიდერი საქართველოსა და უკრაინის უფლების, თავად გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი, ეჭვქვეშ დაყენებას ფიქრებშიც კი არ უშვებს. ამავე დროს, სტოლტენბერგის ლოგიკით, არსებობენ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ნატო-ს კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ და რომლებსაც, მისი აზრით, არ აქვთ უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. ეჭვგარეშეა, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობა აფხაზეთის რესპუბლიკას ამ…

მეტი...

ავარიას დმანისთან მსხვერპლი მოჰყვა

მსხვერპლით დასრულდა დმანისის სოფელ იფნარში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა . ავარიის შედეგად გარდაცვლილია 70 წლის მამაკაცი და 23 წლის ბიჭი.ავტომობ ილს ახალგაზრდა მართავდა. თვითმხილველთა თქმით, მან ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. 1951 წელს დაბადებული მამაკაცი კი საავადმყოფოში.

მეტი...

“ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა” – თამარ გაბუნია

ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად,  80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ვაქცინაციის კომისიის შეხვედრის შემდეგ, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პროცესი იყო ძალიან წარმომადგენლობითი და რამდენიმე კვირა დასჭირდა ყველა იმ დეტალის დაზუსტებას, რომელიც გეგმაშია ასახული, როგორც პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრის, ასევე ტექნიკური დეტალების დაზუსტების კუთხით. „ეს ითვალისწინებს ცივი ჯაჭვის მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობებს, ასევე მარეგულირებელ გარემოს, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროგრამასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს, რადგან გვერდითი რეაქციების მონიტორინგი და მართვა უნდა განხორციელდეს აუცილებლად საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში. დღეს ეს პროცესი უკვე დასრულებულია…

მეტი...

“საერთაშორისო და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით ვაქცინაციის გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს” – ნინო ლომჯარია

ჩვენ შევაფასეთ, რამდენად შეესაბამებოდა ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში მოცემული პრიორიტეტული მიმართულებები თუ კატეგორიები საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პრემიერ-მინისტრთან კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ომბუდსმენის ინფორმაციით, სახალხო დამცველი უშუალოდ იყო ჩართული ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შემუშავების პროცესში. „ჩვენ შევაფასეთ, რამდენად შეესაბამებოდა გეგმაში მოცემული პრიორიტეტული მიმართულებები თუ კატეგორიები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაერო-ს ორგანიზაციების მიერ აღიარებულ პრიორიტეტულ ჯგუფებს და გათვალისწინებული იყო თუ არა ის პრინციპები, რაც საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული უნდა…

მეტი...

გიორგი გახარიამ სპეციალური კომისიის წევრებთან ვაქცინაციის ეროვნული გეგმა განიხილა

ვაქცინაციის ეროვნული გეგმა განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა გეგმის მომზადებაში უშუალოდ ჩართულ პირებთან იმსჯელა ვაქცინით მოსახლეობის მოცვის ეტაპებსა და იმ სამიზნე ჯგუფებზე, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქვეყანაში დღეს მოქმედი მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს, რადგან მიღწეულ შედეგებს გაფრთხილება სჭირდება. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, იმისთვის, რომ ეკონომიკა თანდათან გაიხსნას და ინფიცირების მკვეთრი ზრდა თავიდან იყოს აცილებული, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება…

მეტი...

ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანა “ამბიკონ სტილსში” თანამშრომელი გარდაიცვალა

ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანა “ამბიკონ სტილსში” თანამშრომელი გარდაიცვალა.გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანაში დასაქმებული 50 წლამდე მამაკაცი სამშენებლო მანქანაზე ადიოდა, რა დროსაც გადმოვარდა, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმა მიიღო და ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გარდაცვალების ფაქტს მეტალურგიულ ქარხანაში ადასტურებენ, თუმცა, იყო თუ არა დარღვეული უსაფრთხოების წესები, ამაზე არ საუბრობენ.

მეტი...

“პროგრამისტის მეგობარს “ძალოვანი უწყებებიდან დაემუქრნენ და დააშანტაჟეს” – მიხეილ რამიშვილი

23 წლის პტროგრამისტის ადვოკატი, ამბობს, რომ საქმის ახალ ფიგურანტს ძალოვანი უწყებებიდან დაემუქრნენ და დააშანტაჟეს. “ამ პიროვნებაზე როგორც შეგვატყობინეს ძალოვანი სტრუქტურებიდან მხრიდან, რომელიც ჩავიდნენ, გარკევული შანტაჟი და გარკვეულ დამუქრებას და დაშინებას აქვს ადგილი. და მინდა, რომ საზოგადოებამ და ხალმხა გაიგოს თუ რასთან გვაქვს საქმე, რა ფორმის ვიზიტს, რა საუბარს და როგორ დამოკიდებულებას აქვს ადგილი. საერთოდ ეს არის არა გამოძიება, არამედ ტერორი”, – ამბობს მიხეილ რამიშვილი. ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებმა გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს, რომელსაც თან ახლავს გარდაცვლილი პროგრამისტის პირადი მიმოწერა მეგობართან: “მიხედე დედაჩემს, თუ რამე დამემართა… წავშლი შენს მესიჯებს, არ…

მეტი...

ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციის დღეს სამხედრო აღლუმს გამართავს

დონალდ ტრამპი თავის გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას მერილენდის სამხედრო ავიაბაზაზე გამართავს ოთხშაბათს, რამდენიმე საათით ადრე ვიდრე მოხდება მისი მემკვიდრის, ამერიკის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში. ამის შესახებ ინფორმაციას THE GUARDIAN-ი ავრცელებს. აღნიშნულ ღონისძიებაზე სამხედროების გარდა აგრეთვე იქნებიან ტრამპის მხარდამჭერები, მისი კაბინეტის უკვე ყოფილი წევრებიც, მათ შორის იქნება ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი დიდ, მასშტაბურ აღლუმს არ ჩაატარებს და მას სიმბოლური გამოსამშვიდობებელის სტატუსი ექნება. ამავე დღეს ვაშინგტონში გამართულ პრეზიდენტის ინაუგურაციას კი დონალდ ტრამპი არ დაესწრება. დამსწრეებს ეკრძალებათ თან ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ქონა.

მეტი...

“ივანიშვილი წავიდა, რომ დარჩეს -ის არის ყველგან: ჩიტში, გვრიტში, არის ტიკარაძეში, გომელაურში” – რომან გოცირიძე

ივანიშვილი წავიდა, რომ დარჩეს – ამბობს ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე.ოპოზიციონერი საკუთარ “ფორმულას” “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შემადგენლობის განხილვით ამყარებს:“შევხედოთ პოლიტსაბჭოს, მან ორ კატეგორიად დაყო მინისტრები, დაცულებად და დაუცველებად, მინისტრებად, რომლებიც ხელშეუხებლები არიან, რომლებიც არიან მისი ალტერეგო, მისი განსახიერება”- ამბობს გოცირიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი თქმით, ისეთ მინისტრებს, როგორებიც არიან ვახტანგ გომელაური, ირაკლი ღარიბაშვილი, მაია ცქიტიშვილი, ყოველდღიური კომუნიკაცია არ სჭირდებათ ივანიშვილთან, რადგან ისედაც იციან რა უნდა გააკეთონ. „ივანიშვილის პოლიტსაბჭო არის ნათელი მაგალითი იმისა, ივანიშვილი წავიდა თუ არა. რა არის წასვლის კრიტერიუმი? – აქვს თუ არა მას ზემოქმედება ხელისუფლებაზე და…

მეტი...

“მადლი ღვთისა გადაგვარჩენს, მადლი ღვთისა იქნება უხვად მფარველი ჩვენი” – პატრიარქი

სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ წყლის კურთხევის რიტუალი შეასრულა. როგორც პატრიარქმა რიტუალის შესრულებამდე განაცხადა, ღვთის ეს მადლი გადაგვარჩენს და იქნება ჩვენი მფარველი. „ქვეყანაზე ეს მადლი ღვთისა გადაგვარჩენს ჩვენ, მადლი ღვთისა იქნება უხვად მფარველი ჩვენი. ახლა ეზოში გავიდეთ და შევასრულოთ წყლის კურთხევა“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა რიტუალის შესრულებამდე. წყლის კურთხევის რიტუალი სამების საკატედრო ტაძრის ეზოში ჩატარდა. რელიგიური სწავლების თანახმად, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს. შეგახსენებთ, რომ…

მეტი...

“ნიკა მელიამ თქვა, თვის ბოლოს შევხვდეთო – ძალიან პატიოსანი სიტყვაა” – ალეკო ელისაშვილი

ნიკა მე­ლი­ამ თვის ბო­ლოს შევ­ხვდე­თო – კი ბა­ტო­ნო, ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი სი­ტყვაა. სხვებ­მაც თქვან, და­ა­ყე­ნონ პი­რო­ბე­ბი, ინი­ცი­ა­ტი­ვა გვი­თხრან, ყვე­ლა­ფერ­ზე მივ­ყვე­ბით არ მოს­წონთ ეს აზრი?! უკე­თე­სი გვი­თხრან, – ამის შე­სა­ხებ პარ­ტია “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის” ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. ელი­საშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ ამ­ბო­ბენ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბი მას­თან და “გირჩთან” ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე უარს. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” “ყვე­ლა­ზე ნორ­მა­ლუ­რი პო­ზი­ცია აქვს”. “თუ შეხ­ვედ­რა არ უნ­დათ, თუ არა­ფე­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა არ უნ­დათ?! სა­ერ­თოდ რა უნ­დათ, ვერ გა­ვი­გეთ სი­მარ­თლე, რომ გი­თხრათ. აი ეს გვინ­და, რომ გა­ვარ­კვი­ოთ, რომ სა­ერ­თოდ რა უნ­დათ ოპო­ზი­ცი­ა­ში?! კრი­ზი­სი არის? –…

მეტი...

თოვლის მაღალი საფარის გამო, აჭარის მაღალმთიანეთში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეიქმნა

აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. ყველაზე მეტი ნალექი ქედაში მოვიდა, სადაც თოვლის საფარმა დაბლობში 20 სმ-ს, მაღალ სოფლებში კი, 70 სმ-ს მიაღწია. ქედის მერიის ცნობით, გზების გაწმენდითი სამუშაოები ექვსი მიმართულებით მიმდინარეობს. თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. „მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელია. აჭარის გზების დეპარტამენტი დილიდან აწარმოებს საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს, ამ ეტაპზე ექვსი მიმართულებით. მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია ამ დროისთვის ნაწილობრივ მიეწოდება, მიმდინარეობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მობილური ჯგუფების მიერ აღდგენითი სამუშაოები“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ინაუგურაციას ტრაპმი ჰაერში შეხვდება, ჯო ბაიდენს კი 25 000-მდე გვარდიელი დაიცავს

ჯო ბაიდენის ინაუგურაციას მსოფლიოში უპრეცენდენტო უსაფრთხოება ექნება. აშშ-ში მობილიზებული გვარდიელების უსაფრთხოება ავღანეთსა და ერაყში ამერიკის სამხედრო მისიასაც კი აჭარბებს. აშსს- პრეზიდენტის 46-ე პრეზიდენტი ინაუგურაციამდე ერთი დღე რჩება. ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიალს აშშ უპრეცენდენტო უსაფრთხოებით ხვდება.  ფიცის დადება კაპიტოლიუმის წინ მოხდება. მოქმედი პრეზიდენტ კი ღონისძიებას არ დაესწრება. დონალდ ტრამპი ცერემონიალის მსვლელობისას ჰაერში იქნება და ის „პალმ ბიჩზე“ მიემგზავრება. ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გამორჩეულია სხვა ინაუგურაციასთან შედარებით იმ კუთხითაც, რომ დაცვის უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული.  თუ ტრამპის ინაუგურაციას 8 000-მდე გვარდიელი იცავდა, ამ შემთხვევაში, აშშ-ში 25 000-მდე გვარდიელის მობილიზება მოხდა. ეს ციფრი იმდენად დიდია, რომ…

მეტი...

“მათ თქვეს, რომ კატეგორიულად იმის მტკიცება, რომ გიორგი შაქარაშვილი იყო ნაცემი, არ შეიძლება” – ბექა ნემსიწვერიძე

დღეს 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატები ახალ დეტალებზე საუბრობენ. ინტერესების დამცველები ამტკიცებენ, რომ სამხარაულის ექსპერტებმა სასამართლოს ახალი ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარია სპეციალისტებზე, რომლებმაც ჯერ ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარეს, შემდეგ კი გამოძიების კითხვებს კომისიური ექსპერტიზის ფარგლებში უპასუხეს. სასამართლოში სპეციალისტები გასულ კვირაში გამოიკითხნენ. საუბარია როგორც სამედიცინო, ასევე კომისიურ ექსპერტიზაზე. ადვოკატების მტკიცებით, ექსპერტებმა არ გამორიცხეს, რომ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები შესაძლოა მიეღო 15 მეტრზე ნაკლები ვარდნის, ასევე წყალში მოხვედრის შედეგად.   არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი, ნემსიწვერიძე ამბობს, რომ სპეციალისტების თქმით, კატეგორიულად იმის მტკიცება, რომ გიორგი შაქარაშვილი იყო ნაცემი, არ შეიძლება.  “დავუსვით შეკითხვა, შესაძლებელი იყო თუ არა ამ ბეტონის ფილასთან შეჯახების…

მეტი...

“როცა შენს მხარეს არც ხალხია, არც საერთაშორისო საზოგადოება, არც სიმართლე, ქუდი უნდა დაიხურო და საქმეს მიხედო” – ბექა დავითულიანი იაგო ხვიჩიას

ოპოზიციას არეულობის, დესტრუქციისა და იმის, იმედი აქვს, რომ ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხალხს მოთმინების ფიალა აევსება, გამოვლენ და ხელისუფლებას დაამხობენ, ეს არ და ვერ მოხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა. როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ოპოზიციას ხელისუფლების დამხობის საშუალება არ ექნება. „შეგიძლიათ, იაგო ხვიჩიას კითხვა დააკოპიროთ და იმავეს ვიკითხავ – როცა შენს მხარეს არც ხალხია, არც საერთაშორისო საზოგადოება და არც სიმართლე, ქუდი უნდა დაიხურო და საქმეს მიხედო. შეგრძნება მაქვს, რომ ოპოზიციას არაფრის იმედი არ აქვს. უფრო სწორად არეულობის, დესტრუქციის და იმის, რომ ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხალხს მოთმინების ფიალა აევსება, გამოვლენ და ხელისუფლებას დაამხობენ.…

მეტი...

ჯო ბაიდენი ემიგრანტებს მოქალაქეობის მისაღებად რვაწლიან პერიოდს შესთავაზებს

ჯო ბაიდენი ემიგრანტებს მოქალაქეობის მიღებისთვის რვაწლიან გზას შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საიმიგრაციო კანონპროექტის გამოქვეყნებას ადმინისტრაციის პირველ დღეს გეგმავს. კანონპროექტი ლეგალური სტატუსის გარეშე აშშ-ში მცხოვრებ დაახლოებით 11 მილიონ ადამიანს მოქალაქეობისკენ 8-წლიანი გზის გავლას შესთავაზებს. მსგავსი საიმიგრაციო პოლიტიკა ტრამპის მკაცრი პოლიტიკისგან რადიკალურად განსხვავებულია. კანონპროექტი ბაიდენს ლათინოამერიკელი ამომრჩევლებისა და სხვა ემიგრანტების მიმართ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაცემული მთავარი დაპირების შესრულების გზაზე აყენებს. „ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი კანონპროექტის წარდგენას ინაუგურაციის შემდეგ გეგმავს. კანონპროექტის მიხედვით, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, აშშ-ში ლეგალური სტატუსის გარეშე მცხოვრებ ადამიანებს ხუთწლიანი…

მეტი...

“ბატონი ელისაშვილი, როგორც აღმოჩნდა, არასანდო პარტნიორია” – სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ „მოქალაქეებთან“ და „გირჩთან“ ჩაშლილი მოლაპარაკებები ვერ შეცვლის ოპოზიციაში დღის წესრიგს. „ვერ შეცვლის ოპოზიციაში იმას, რაზეც ერთიანები ვართ – საარჩევნო ბოიკოტზე და საარჩევნო საკითხებზე. „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ, მათგან განსხვავებით, არავის თავს არ ვესხმით, არავის ეპითეტებით არ ვამკობთ, არანაირ ჭორებს არ ვიგონებთ. მათ თავიანთი გზა აირჩიეს, ეს ოპოზიციურ ერთობას ხელს არ უშლის. ეს არის ხუთი ადამიანი, აქეთ არის 50-55 ადამიანი, რომელთაც ერთიანი პოზიცია აქვთ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. სერგო ჩიხლაძემ შეხვედრის ჩაშლის მიზეზები განმარტა. მისი თქმით, მიიღეს სწორი გადაწყვეტილება.…

მეტი...

“ნავალნი საქართველოსთან მიმართებაში არის ისეთივე “დერჟიმორდა” იმპერიალისტი, როგორიც პუტინი – პატარა პუტინია” – გიორგი ბარამიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის შესახებ წერს და პუტინის რეჟიმის დაშლაში წარმატებებს უსურვებს. „დღეს იგი პუტინმა დაიჭირა, მას შემდეგ რაც ვაჟკაცურად არ შეუშინდა და ჩავიდა რუსეთში. იგი დღეს პუტინს ებრძვის და მისი ქმედებები მიმართულია ამ რეჟიმის მხილებისა და დამარცხებისაკენ. ამიტომ ამაში მას წარმატებას ვუსურვებ, ისემც უქნიათ რო აირიონ და თავისი თავის გარდა სხვა ვერავინ გაახსენდეთ! ამავდროულად, ნავალნი საქართველოსთან მიმართებაში არის ისეთივე “დერჟიმორდა” იმპერიალისტი, როგორიც არის პუტინიც. “პატარა პუტინია”. ამიტომ, როგორც ქართველი პატრიოტი, იგი ჩემთვის არა თუ კარგი პოლიტიკოსი არაა, არამედ არც ცივილიზირებული და საღადმოაზროვნე პატიოსანი ადამიანიც კი არაა და მას წარმატებას მხოლოდ…

მეტი...

შსს-მ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, –  ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოვლინდა. „პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 143 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 679 ფიზიკური…

მეტი...

ფოთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე მიმალვაში მყოფი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2020 წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი – 1983 წელს დაბადებული ზ.ო. ქარელის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ივლისში, ზ.ო.-მ და მისმა თანამზრახველებმა 1976 წელს დაბადებულ ვ.ტ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის…

მეტი...

“აშშ-ის ელჩი შენსკენ არ არის, ევროკავშირის ელჩი შენსკენ არ არის, ევროპარლამენტი გეუბნება, შედიო, ქუჩაში ხალხს ვერ კრებ, რის იმედად უნდა ვიყოთ” – იაგო ხვიჩია

ამერიკის ელჩი შენსკენ არ არის, ევროკავშირის ელჩი შენსკენ არ არის, ევროპარლამენტი გეუბნება, შედიო, ქუჩაში ხალხს ვერ კრებ, რის იმედად უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ „გიჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩამ  განაცხადა. როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ელჩებთან შეხვედრების დროს ნათლად ჩანდა, რომ ისინი არ იყვნენ ოპოზიციის მხარეს. „ჩვენი პოზიცია იყო ყოველთვის მოლაპარაკების მაგიდასთან მყარად ჯდომა. ჩვენ არავის გავეკრიტიკებინეთ, არ წაგვეგო ფასილიტატორებთან მოლაპარაკება. წარმოიდგინეთ, პირველი ამბავი რაც იყო, პროცესი დავინახეთ, რომ ელჩები არ არიან ჩვენსკენ. დავინახეთ ეს ყველაფერი ჩანს. მერე ეს დადასტურდა იმით, რომ გამოვიდა აშშ-ის ელჩი და შედით პარლამენტშიო გვითხრა, მაგრამ, მანამდეც ჩანდა ეს ტენდენცია. მე სულ ვსვამდი კითხვას,…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 647 თბილისში, 249 იმერეთში, 145 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 647 თბილისში, 249 იმერეთში, 145 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 398 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 166 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 232 PCR ტესტით. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 550 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 249 465-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 235 130-მდე. ბოლო 24 საათში…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 973-ს შეადგენს. მათივე ცნობით, დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ხალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 494 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 249 465 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 235 130 გამოჯანმრთელდა, 2 970 კი, გარდაიცვალა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 398 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 166 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 232 „პისიარ“ ტესტით. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 647 შემთხვევა, აჭარა – 58, იმერეთი – 249, ქვემო ქართლი – 93, შიდა ქართლი –…

მეტი...

გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა

შესანიშნავი შეხვედრა იყო, ჩვენი მოსაზრებები თანხვედრაშია იმ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს ბოლო წლების განმავლობაში აკავშირებს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობა, ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყნის ევროინტეგრაცია და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი იყო. სებასტიან მოლინეუსმა დაადასტურა მსოფლიო ბანკის მზაობა, მხარი დაუჭიროს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის უმთავრეს გეგმას – 2024 წლისათვის წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადებასთან…

მეტი...