სამეგრელოში ამ დროისთვის ხანძრის ორი აქტიური კერაა. მეხანძრე-მაშველები ხანძარს ებრძვიან წალენჯიხაში, სოფელ ჯაღრის უბანში, სადაც ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია.
ასევე, ხანძარია მარტვილის სოფელ სალხინოს ტყეშიც. ამ დრომდე გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები ზუგდიდის სოფელ დავითიანშიც.
ყველა დარჩენილ ლოკაციაზე ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მას ხელს ძლიერი ქარი უშლის. ამ ეტაპზე ცეცხლის მოსახლეობამდე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.