ძმის მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს

ძმის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. დადგენილება მას წინასწარი მოთავსების იზოლატორში გააცნეს. როგორც საპროცესო მოქმედების შემდეგ ადვოკატმა თამარ გაჩეჩილაძემ განაცხადა, მიშო ახლოურის მკვლელობისთვის დაკავებული მისივე ოჯახის წევრი ბრალს არ აღიარებს. “დღეს წარედგინა ბრალი გიორგი ახლოურს, სისხლის სამართლის 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გიორგი ახლოური წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ეს იყო შემთხვევითობა, ყოველგვარი განზრახვა მკვლელობისა არის გამორიცხული,”- აღნიშნა თამარ გაჩეჩილაძემ.

მეტი...

საპატრიარქომ საშობაო ეპისტოლე გამოაქვეყნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა. “ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო: “ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი” (ფს. 81.6) უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის. უფალი თავად არის სათავე, სისავსე და სისრულე სიმართლისა, სიწმინდისა, სიბრძნისა, ჭეშმარიტებისა, მოწყალებისა, სიხარულისა, თავმდაბლობისა, მშვიდობისა, წესრიგისა, კეთილდღეობისა, თავისუფლებისა. ამასთან, ეს თვისებები აუცილებლად სიყვარულთან და სიკეთესთან არის დაკავშირებული და ყოველივეს…

მეტი...

“პრობლემებიც, რაც პანდემიამ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა – ზომიერება გვმართებს” – ილია მეორე

ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის საშობაო ეპისტოლეშია აღნიშნული. როგორც ეპისტოლეშია ნათქვამი, ზომიერება გვმართებს, ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვა და მის წინაშე სათნო ცხოვრებაა. „ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა. ვირუსის უცნაურმა ბუნებამ აიძულა ადამიანები გარკვეულ რეგულაციებს დამორჩილებოდნენ. ეს აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ღმერთთან მეტი სიახლოვეც, რადგან არავინ იცის, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. წმინდა წერილი შეგვაგონებს: „შვილო, შენს სნეულებაზე თვალს ნუ დახუჭავ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცთუნება…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 19:01 საათზე, ოჩამჩირესთან მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

გორის ავტომაგისტრალზე სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

გორის ავტომაგისტრალზე სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს. ადგილზე 5-კაციანი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

რაგბის კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს საჯარო რეესტრში რეგისტრაცია შეუჩერეს

რაგბის კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრში რეგისტრაცია შეუჩერეს და არჩევნების ჩატარება, შესაძლოა, ხელახლა გახდეს საჭირო. აბუსერიძე ერთი კვირის წინ 30 დეკემბერს იქნა არჩეული, მაგრამ პროცესს არალეგიტიმურად თვლიდა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიტატი ბაჩო ხურციძე, რომელმაც საჯარო რეესტრს მიმართა რათა არჩევნები არ დაკანონებულიყო. აბუსერიძის მიერ წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია კონკრეტულად რა დოკუმენტაციაზე საუბარი.

მეტი...

ირანმა და ერაყმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცეს

ირანმა და ერაყმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცეს. ახლო აღმოსავლეთის ორი ქვეყანა ტრამპს გასული წლის იანვარში, „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ყუდსის ძალების გენერლის, ყასეიმ სოლეიმანის და მისი ერაყელი თანამებრძოლის, შიიტური მილიციის მეთაურის, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისის მკვლელობაში ადანაშაულებს. ირანმა ინტერპოლში ე.წ. „წითელი უწყება“ შეავსო, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპის და კიდევ 47 ამერიკელი მაღალჩინოსნის დაკავებას ითხოვს. ირანის სასამართლო სისტემის პრესსპიკერის, ღოლამჰოსეინ ესმაილის განცხადებით, ირანის ისლამური რესპუბლიკა დანაშაულის ორგანიზატორების დასჯის საკითხს სერიოზულად მიჰყვება. აშშ-ის პრეზიდენტის დაკავებას ითხოვს ბაღდადის საგამოძიებო სასამართლოც, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის საქმეს იძიებს. ირანელი და ერაყელი სამხედრო მაღალჩინოსნები 2020 წლის 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან მოკლეს.

მეტი...

“ის, რაც გააკეთა პუტინთან ახლო ურთიერთობაში მყოფმა პრეზიდენტმა, არ უკადრებია ამ ქვეყნის არცერთ მეთაურს” – შალვა ნათელაშვილი ტრამპზე

ქართველმა პოლიტიკოსებმა აშშ-ში განვითარებული მოვლენები შეაფასეს, ზოგიერთმა მათგანმა დონალდ ტრამპის მომხრეების ქმედებებში რუსეთის კვალი დაინახა. “ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი იმედოვნებს, რომ აშშ-სთვის ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. “ის, რაც გააკეთა პუტინთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფმა პრეზიდენტმა, არ უკადრებია ამ ქვეყნის არცერთი სახელმწიფოს მეთაურს საუკუნეების განმავლობაში. იმედია აშშ-სთვის ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი ოლიგარქიის გარეშე. ოლიგარქი პოლიტიკაში ეს არის გალიიდან გამოშვებული მხეცი,”- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა. პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ამომრჩევლებს მეტი ყურადღება მართებთ, რომ ოდიოზური ფიგურები არ იყვნენ მთავრობაში. “ძალადობა მიუღებელია, დემოკრატიული ინსტიტუციები უნდა ვაშენოთ, ამომრჩევლებმა მეტი ყურადღება უნდა…

მეტი...

“კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა – მიუღებელი” – გიორგი გახარია

კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა – მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი , გიორგი გახარია „ტვიტერში“ წერს. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საქართველო სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს. „სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა – მიუღებელი. გვჯერა შეერთებული შტატების დემოკრატიის ძალის და დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოო ჯამში დემოკრატიული ინსტიტუტები გაიმარჯვებენ“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

“შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ამერიკულმა ინსტიტუტებმა თავიანთი ძლიერების დადასტურება შეძლეს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ზურაბიშვილი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ „შემაშფოთებელი სცენების“ მიუხედავად, ამერიკულმა ინსტიტუტებმა თავიანთი ძლიერების დადასტურება შეძლეს. „30 წელია, რაც აშშ მხარს უჭერს საქართველოს გზას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ. ჩვენთვით აშშ მისაბაძი მაგალითია. გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ძალადობის ფონზე ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს თავიანთი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება. საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად“, – წერს პრეზიდენტი.

მეტი...

პატრიარქის მდივან – რეფერენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადი ექიმი ცისანა შარტავა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ცისანა შარტავა ამბობს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი ინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციაში იმყოფება და მას ლაბორატორიული კვლევა არ ჩაუტარებია. „ქალბატონ შორენას მეუფე ანტონთან ჰქონდა შეხება 3 რიცხვში. 4-ში დაუდასტურდა მეუფეს, რომელიც ახლა კლინიკაშია მოთავსებული. ეს რომ გავიგეთ, შორენა გადავიდა თვითიზოლაციაში თავისივე სურვილით და ექიმების რჩევით. ამჟამად იმყოფება თვითიზოლაციაში. ტესტირება ცოტა არ უყვარს, მაგრამ დავაძალებთ და ტესტირებაც გაკეთდება. ამის შემდეგ გვეცოდინება. ჯერჯერობით მას კორონავირუსი არ აქვს დადასტურებული, ვინაიდან თვითიზოლაციაში გადავიდა, ალბათ არასწორად გავრცელდა“, –…

მეტი...

პარლამენტის სახელით საპატრიარქოს წარმომადგენლებს საშობაო ნობათი გადაეცათ

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთევან კვინიკაძემ და აპარატის თანამშრომლებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სპეციალურად მოწყობილ ლოკაციაზე საახალწლო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადასცეს და შობის დღესასწაული მიულოცეს. საპატრირქო შეგროვებულ ნობათს ბავშვთა სახლებს, მრავალშვილიან და შეჭირვებულ ოჯახებს გადასცემს. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული ყოველწლიური ალილოს მსვლელობა პანდემიის გამო წელს ვერ გაიმართა, თუმცა ნობათის შეგროვება სპეციალურად მოწყობილ ლოკაციაზე არის შესაძლებელი.

მეტი...

“არჩევნების შედეგებს ამ ფორმით ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ და არა ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკაში” – ჯორჯ ბუში

არჩევნების შედეგებს ამ ფორმით ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ და არა – ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშ უმცროსმა კაპიტოლიუმში შეჭრასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე განცხადებით, ის შეძრულია ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უგუნური ქცევითა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობით. „ეს ამაზრზენი და გულდასაწყვეტი სანახავია. არჩევნების შედეგებს ამ ფორმით ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ და არა – ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. შეძრული ვარ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უგუნური ქცევით, რაც არჩევნების შემდეგ ხდება და იმ უაპტივცემლობით, რომელიც ჩვენი ინსტიტუტების, ტრადიციების და სამართალდამცავების მიმართაა გამოხატული. ძალადობირვი თავდასხმა კაპიტოლიუმზე და კონგრესის სხდომის ჩაშლა განახორციელეს, რომელთა ვნებებს ცეცხლი…

მეტი...

“20 იანვარს ხელისუფლების მოწესრიგებულად გადაბარება მოხდება – ეს ჩვენი ბრძოლის მხოლოდ დასაწყისია” – ტრამპი

ეს არის პრეზიდენტობის ისტორიაში ყველაზე შესანიშნავი პირველი ვადის დასრულება, – ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის მიერ ჯო ბაიდენის გამარჯვების ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, 20 იანვარს ხელისუფლების მოწესრიგებულად გადაბარება მოხდება. ”მიუხედავად იმისა, რომ სრულიად არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს და 20 იანვარს ხელისუფლების მოწესრიგებულად გადაბარება მოხდება”, – აღნიშნა ტრამპმა. მოქმედი პრეზიდენტის მტკიცებით, ის ამერიკისთვის ბრძოლას განაგრძობს. „ეს წარმოადგენს პრეზიდენტობის ისტორიაში ყველაზე შესანიშნავი პირველი ვადის დასრულებას, თუმცა ეს ჩვენი ბრძოლის მხოლოდ დასაწყისია, რომლის მიზანია : გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

„120 000 ადამიანი ამ ეტაპზე უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„120 000 ადამიანის მოთხოვნა არის 300 ლარიანი დახმარება, აქედან 105 000 ადამიანს მიეცა ეს დახმარება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ბურჯანაძე პროგნოზირებს, რომ აღნიშნული სექტორის მხოლოდ 10 % შეძლებს ფუნქციონირებას პანდემიის შემდეგ: „10%- ზე მეტი ბიზნესში არსებული რესტორნებისა მუშაობას ვერ გააგრძელებს, ეს გარდაუვალია, ამ ეტაპზე 120 00ო ადამიანი უმუშევარია, ველოდებით ეპიდემიოლოგებთან შეხვედრას, რომლებსაც თავის არგუმენტები გააჩნიათ. დღეს სექტორს არ გააჩნია მხოლოდ პრობლემა ეს არის 100 000 – ობით ადამიანის პრობლემა, ჩვენ მივიღებთ სექტორების კრიზისს და ის იმდენად დიდი იქნება სახელმწიფო ვერ შეძლებს მორევას.“ –…

მეტი...

კონგრესმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტად ჯო ბაიდენი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტად ჯო ბაიდენი დაამტკიცა. შედეგების მიხედვით ჯო ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმაზე მეტი მიიღო.

მეტი...

ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 15 დღით გახანგრძლივდა

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატებია. დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობასთან იმ დროს შეიკრიბნენ, როდესაც სენატს არჩეული 46-ე პრეზიდენტისთვის ნდობა უნდა გამოეცხადებინა. არჩევნების შედეგით უკმაყოფილო ამერიკელებმა შენობაში შეღწევა შეძლეს, რასაც მოჰყვა პოლიციის მხრიდან რეაგირება და დაპირისპირებაც. აშშ-ის დედაქალაქში მასობრივ არეულობებს 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა რობერტ კორტნიმ განაცხადა. გარდაცვლილები კაპიტოლიუმზე ძალისმიერ იერიშს ემსხვერპლნენ. დაკავებულია 52 პირი. მათი უმრავლესობა კომენდანტის წესების დარღვევისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრები კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებას განიხილავენ. შესწორება პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას გულისხმობს. ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 15 დღით გახანგრძლივდა.…

მეტი...

“რაც ჩვენ კაპიტოლიუმში ვიხილეთ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა” – ადამ კინზინგერი

„რესპუბლიკელი“ სენატორი ადამ კინზინგერი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს. „რაც ჩვენ ყველამ აშშ-ის კაპიტოლიუმში ვიხილეთ, არ არის ამერიკა, რომელიც თავისუფლებისა და იმედის შუქურაა მსოფლიოსთვის. კაპიტოლიუმის შტურმი გადატრიალების მცდელობა იყო,“- განაცხადა კინზინგერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში. მან მომხდარში მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა. „ეს გადატრიალების მცდელობა მოქმედმა პრეზიდენტმა წაახალისა და არცთუ ბევრი რამ გააკეთა კაპიტოლიუმისა და კონსტიტუციის დასაცავად ”, – აღნიშნა კინზინგერმა. მან „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს, გუბერნატორებსა და სენატორებს მოუწოდა, მომხდარი და მისი შედეგები დაგმონ. „მოვუწოდებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს, მომხდარი და მისი შედეგები დაგმონ. ჩვენ…

მეტი...

პოლიციამ დაწესებული რეგულაციის განმეორებით დარღვევისთვის ბარი “სახელოსნო” დახურა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარს – “სახელოსნოს” ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერეს. უწყების ცნობით, აღნიშნული კომპანია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2020 წლის ნოემბერში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა. “ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, ბარი კვლავ განაგრძობდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას და მოქალაქეები აღნიშნულ ობიექტზე 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ. აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, ბარ “სახელოსნოს” მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით…

მეტი...

“კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმი მიუღებელია” – მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო კაპიტოლიუმში დემონსტრანტების შეჭრას „ტვიტერში“ ეხმაურება და მომხდარს „მიუღებელს“ უწოდებს. „დღეს კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმი მიუღებელია. უკანონობა და არეულობის მოწყობა აქ ან მთელ მსოფლიოში ყოველთვის მიუღებელია. მე ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და ყოველთვის მხარს ვუჭერ თითოეული ადამიანის უფლებას პროტესტი გამოთქვან მათი შეხედულებებისა და მიზეზების გამო. მაგრამ ძალადობა, სხვების უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენება, მათ შორის მათი, ვისაც ევალება ყველა ჩვენგანისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აუტანელია როგორც სახლში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მოდით, სწრაფად მივაღწიოთ სამართლიანობას დამნაშავეების მიმართ, რომლებიც ამ არეულობაში მონაწილეობდნენ. ამერიკა იმაზე უკეთესია, ვიდრე ის, რაც დღეს ვნახეთ იმ ადგილას,…

მეტი...

“საშობაო ეპისტოლე ნამდვილად არსებობს, ჩემი ინფორმაციით, დღეს აუცილებლად გამოქვეყნდება” – საპატრიარქოს წარმომადგენელი

პირველად ქართული ეკლესიის უახლეს ისტორიაში, საშობაო ეპისტოლე არ წაუკითხავთ. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ დაანონსებული იყო, რომ მრევლი პატრიარქის წერილს მსახურების დროს გაეცნობოდა, ეს ასე არ მომხდარა. მოგვიანებით ითქვა, რომ საშობაო ეპისტოლე საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდება. რა გახდა გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი, უცნობია. საპატრიარქოს პრეს-ცენტრის წარმომადგენელი, მამა გურამი “კურიერთან” საუბრისას აცხადებს, რომ საშობაო ეპისტოლე ნამდვილად არსებობს და, მისი ინფორმაციით, დღეს უნდა გამოქვეყნდეს.  “მე როგორც მაქვს ინფორმაცია, დღეს იქნება ეპისტოლე, აუცილებლად. რაც შეეხება იმას, გუშინ რატომ არ იყო, მე როგორც ვიცი, იოანე ოქროპირის წერილი წაიკითხეს და მეტი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩემი ინფორმაციით, ეპისტოლე არსებობს და დღეს…

მეტი...

“დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დასაწყებად მუხლები მზადდება” – წარმომადგენლობითი პალატის წევრი

ვაშინგტონში დაწყებულ პროტესტთან დაკავშირებით, ამერიკის წარმომადგენლობითი პალატის „დემოკრატი“ წევრის ილჰან ომარის განცხადებით, მზადდება მუხლები შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დასაწყებად. „ვიწყებ მუხლების მომზადებას იმპიჩმენტის გამოცხადებასთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპი უნდა გადააყენოს წარმომადგენელთა პალატამ და ამერიკის სენატმა გააძევოს ოფისიდან. ჩვენ ვერ მივცემთ მას საშუალებას, დარჩეს თანამდებობაზე. ეს არის ჩვენი რესპუბლიკის შენარჩუნების საკითხი და ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ფიცი“, – წერს „ტვიტერში“ ილჰამ ომარი. ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.

მეტი...

ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ვერტმფრენი ჩაერთო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მეხანძრე-მაშველთა 350 კაციანი შემადგენლობით, 40 ერთეულამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკით და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით განაგრძობს უწყვეტ რეჟიმში მუშაობას, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძარი ამ დროისთვის 9 ლოკაციაზე ფიქსირდება. „რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ის ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ მუშაობს. მეხანძრე-მაშველები განაგრძობენ სალოკალიზაციო სამუშაოებს ონში, სოფელ საკაოში, ცაგერში, სოფელ ჩქუმში, ლაილაშში და ზარაგულაში. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ხუთივე კერაზე იწვის ტყის ქვედა საფარი, ტყის მასივს და მოსახლეობას საფრთხე…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 670 თბილისში, 257 იმერეთში, 145 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 670 თბილისში, 257 იმერეთში, 145 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 492 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 612 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 419 პირი ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 492 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 084 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 408 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 612 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 419 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 419 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 235 491 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 223 695 გამოჯანმრთელდა, 2 694 კი, გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 15 492 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 084, PCR-ტესტით – 6 408. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 076, საიდანაც 3 898 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 856 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი. 742 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 694 პირი ემსხვერპლა. ამასთან, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 492 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 612 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 419 პირი.

მეტი...

სოფელ რკონის მიმდებარედ ტყეში ხანძარს ებრძვიან

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რკონის მიმდებარედ ტყეში უკვე მეორე დღეა, ხანძარს ებრძვიან. რთული რელიეფის გამო, ადგილზე მუშაობის პროცესი გაძნელებულია.  ცეცხლის ჩაქრობას 45 მეხანძრე-მაშველი ცდილობს. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები და ამ ეტაპზე ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება არ დგას. რკონის ტყეში ცეცხლი ორი დღის წინ გაჩნდა. ხანძარის კერები დასახლებული ადგილიდან ათ კილომეტრშია.

მეტი...

დონალდ ტრამპის „სოციალური აგარიშები“ დაბლოკეს

სოციალურმა ქსელებმა, „ტვიტერმა“ და „ფეისბუქმა“ ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშები დროებით დაბლოკა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი პრეზიდენტის განცხადებებისა და ქვეყანაში მომხდარი არეულობა გახდა. დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ბოლო განცხადება „ტვიტერში“ შემდეგი შინაარსის იყო, რომ კაპიტოლიუმის შენობის შტურმი „ბუნებრივი რეაქცია“ იყო. მან ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას გამბედაობა არ ეყო, გაეკეთებინა ის, აშშ-სა და კონსტიტუციის დასაცავად იყო საჭირო. „მოვითხოვეთ დონალდ ტრამპის სამი „ტვიტის“ წაშლა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ეს ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ანგარიში 12 საათის განმავლობაში დაბლოკილი იქნება. თუ აღნიშნული “ტვიტები” არ წაიშლება, ტრამპის ანგარიში დაბლოკილი…

მეტი...

კახა კალაძემ მართლმადიდებლებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მართლმადიდებლებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. მან მრევლს ჯანმრთელობა, ბედნიერება და მშვიდობა უსურვა.  “გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღეს. ჯანმრთელობას გისურვებთ, სიხარული, სიყვარული, დღეგრძელობა და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ თქვენს ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად,“ – ამბობს კახა კალაძე. 

მეტი...

„ტვიტერმა“ და „ფეისბუქმა“ დონალდ ტრამპის ანგარიშები დროებით დაბლოკა

„ტვიტერმა“ და „ფეისბუქმა“ დონალდ ტრამპის ანგარიშები დროებით დაბლოკა. Reuters-ის ინფორმაციით, კომპანიებმა ეს გადაწყვეტილება არჩევნების შედეგების შესახებ მოქმედი პრეზიდენტის უსაფუძვლო განცხადებებისა და დედაქალაქში მომხდარი არეულობების ფონზე მიიღეს. ტრამპმა ოთხშაბათს, „ტვიტერში“ დაწერა, რომ კაპიტოლიუმის შენობის შტურმი „ბუნებრივი რეაქცია“ იყო. მან ასევე ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პენსს არ ეყო გამბედაობა გაეკეთებინა ის, აშშ-სა და კონსტიტუციის დასაცავად იყო საჭირო. აღნიშნული პოსტების გამოქვეყნების შემდეგ „ტვიტერმა“ მოქმედი პრეზიდენტის ანგარიში 12 საათით დაბლოკა. „ჩვენ მოვითხოვეთ დონალდ ტრამპის სამი „ტვიტის“ წაშლა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ეს ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ანგარიში 12 საათის განმავლობაში დაბლოკილი იქნება. თუ…

მეტი...

ილია მეორემ მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა. მან სადღესასწაულო წირვის შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილებს მიმართა და დალოცა. „ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ შობის დღესასწაულს. ღმერთმა დიდი მადლი გაგატანოთ ამ ტაძრიდან. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ, საქართველო და მთელი მსოფლიო“, – განაცხადა პატრიარქმა.

მეტი...

ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს 4 ადამიანი ემსხვერპლა

კონგრესში განვითარებული მოვლენების შედეგად სულ 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არის ქალი, რომელიც პოლიციის მიერ გასროლის შედეგად დაიჭრა.   BBC-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ 52 ადამიანი დააკავეს, მათგან 47 – კომენდანტის საათის წესების დარღვევისთვის. 

მეტი...