საქართველოში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 792 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 792  ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 249 93  შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 236 922 გამოჯანმრთელდა, 2 987 კი, გარდაიცვალა.

მსგავსი თემები