საქართველოში კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა პირველი თებერვლიდან დაიწყება

საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა პირველი თებერვლიდან დაიწყება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, შემთხვევით პრინციპით შეირჩევა 500 კოვიდ გადატანილ პაციენტს, დამოუკიდებლად იმისა მას ჩივილი აქვს თუ არა. „ჯერჯერობით არანაირი კლინიკური კვლევები არ მიმდინარეობს არც ჩვენთან და არც სხვაგან. ჩატარდა ერთადერთი კლინიკური კვლევა ინგლისში, რომელმაც აჩვენა ძალიან საინტერესო შედეგები. მათ კოვიდ გადატანილი პაციენტებიდან 47 ათასი კაცი გამოიკვლიეს 140 დღის განმავლობაში, ანუ დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში. გაწერიდან 29.4 პროცენტი შემოვიდა კლინიკაში და 12.3პროცენტი, ანუ ყოველი მერვე, მეცხრე დაახლოებიით, გარდაიცვალა. ეს ძალიან საყურადღებო შედეგებია. ჩვენთან კვლევა როგორც ასეთი, ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ პაციენტები ბევრია და…

მეტი...

რუსული მხარე, სტრასბურგის დადგენილებას ეხმაურება

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნებს, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მომხდარი ინციდენტების გამო რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აღნიშნულ ინციდენტებში რუსი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. „მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასა და შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციის აღკვეთაში რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარემოებების ასეთი შეფასება გამომდინარეობს ევროსასამართლოს ექსტერიტორიული იურისდიქციის კონცეფციიდან, რომელიც ეწინააღმდეგება გაეროს საერთაშორისო სასამართლოს პოზიციას და საერთაშორისო სამართლის ზოგადად აღიარებულ წესებს,” – აღნიშნულია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წარმომადგენლისა და იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიხეილ გალპერინის თქმით, რუსულმა მხარემ შეძლო…

მეტი...

55 წლის მამაკაცის ცხედარი საკუთარ სახლში იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლის მამაკაცის ცხედარი საკუთარ სახლში იპოვეს. მკვლელობა სავარაუდოდ დანით არის ჩადენილი. ამჟამად ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საქმეზე მოკვლევა 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

მეტი...

„დასისხლიანებული ჯარისკაცი, სახელად გიორგი, არაფერს ეუბნება ქართულად მოლაპარაკე მამაკაცს“ – ნაწამები ქართველი ტყვეების საქმე

ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობა უნდა ჩაითვალოს წამებად,” – ამის შესახებ სტრასბურგის სასამართოს დადგენილებაში წერია. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში, საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ გაგზავნილი იყო კიდევ ერთი საქმე, რომელიც აგვისტოს ომის დროს ტყვედ აყვანილი ქართველი ჯარისკაცის წამებასა და მკვლელობას შეეხება. საუბარია 1984 წელს დაბადებულ გიორგი ანწუხელიძეზე, უფროს სერჟანტზე, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონში მსახურობდა.გიორგი ანწუხელიძის კვალი ცხინვალში 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა. ნოემბერში კი, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან თბილისში რამდენიმე დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად, დადგინდა, რომ ერთ-ერთი სწორედ უფროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე იყო. მეუღლემ,…

მეტი...

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია, რადგან ის ადასტურებს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი” – გია ბარამიძე

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის მართლაც ისტორიული საქართველოსთვის, რადგან იგი ადასტურებს, მიუხედავად საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მოღალატური განცხადებებისა, რომ სწორედ რუსეთის ფედერაცია არის ოკუპანტი, რომელმაც ჩაიდინა არაერთი მძიმე დანაშაული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა. მისი თქმით, „საქართველო ნამდვილად არის ცამდე მართალი რუსეთის ფედერაციასთან და შეუძლებელი იყო ეს არ დაედასტურებინა სტრასბურგის სასამართლოს“. „ბუნებრივია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საფუძვლად დაედება მომავალში საქართველოს გამთლიანებას და რუსეთის ფედერაციის მიმართ შესაბამისი სანქციების დაწესებას. ვულოცავ საქართველოს მთლიანად, ვულოცავ საქართველოს მთელ მოსახლეობას, ვულოცავ ყველა იმ გმირის ოჯახს, ვინც თავი დასდო. ვულოცავ ჩვენს საზოგადოებას,…

მეტი...

ვინ არის ნახსენები ფარულ ჩანაწერში – ბადრი ბიწაძე დავით გარეჯის საქმეზე გამოკითხა

დავით გარეჯის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ბადრი ბიწაძე გამოკითხა. სავარაუდოდ, სწორედ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს ახსენებს ამ საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი იმ ჩანაწერში, რომელიც დღეს პროკურატურამ გაავრცელა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილის და ნატალია ილოჩავას საქმეზე გამოძიება დაასრულა. საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცა.

მეტი...

“ცალკეულ დეპუტატებთან „ქართული ოცნების” დიალოგი ალბათ, არ იქნება სწორი ფორმა, თუმცა პოლიტიკური დიალოგი უნდა გაგრძელდეს” – მაია ცქიტიშვილი

ცალკეულ დეპუტატებთან “ქართული ოცნების” დიალოგი, ალბათ, არ იქნება სწორი ფორმა,- ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, დიალოგის პროცესი უნდა გაგრძელდეს. მაია ცქიტიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ დიალოგის მეხუთე რაუნდი დანარჩენ ოპოზიციასთანაც შედგება. “ალეკო ელისაშვილს ისევე როგორც ნებისმიერ დეპუტატს, რომელიც არის არჩეული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან, აქვს სრული არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც, რომ შევიდეს პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, რომ ჩვენ არ განვიხილავთ გარკვეულ საკითხებს, თუნდაც, როცა ვსაუბრობთ პოლიტპატიმრებზე, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ პოლიტპატიმარი საქართველოში არ გვყავს და შესაბამისად, რეალურ დიალოგზე როცა ვსაუბრობთ, ამ დიალოგის…

მეტი...

“მზად ვართ, შეხვედრები გვქონდეს ნებისმიერ პარტიასთან” – მამუკა მდინარაძე

არა მხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეებთან“, არამედ როგორც ადრე, ასევე დღესაც, მზად ვართ, შეხვედრები ვაწარმოოთ ნებისმიერ პარტიასთან, ნებისმიერ ფორმატში და პასუხისმგებლობა ნებისმიერ დეტალზე ავიღოთ, რაზეც დახურულ თუ ღია შეხვედრებზე ვსაუბრობდით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მდინარაძემ განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მზად არის, განახორციელოს საარჩევნო რეფორმა იმ დეტალების მითითებით, რაზეც ოპოზიციასთან ერთად შეხვედრებზე საუბრობდა. „პრაქტიკულად, შეთანხმება მიღწეულია და ჩვენ ამაზე შეგვიძლია, პასუხისმგებლობა ავიღოთ, რაც კი დღემდე მოგისმენიათ. ირაკლი კობახიძემ ცესკო-ს მიმართა, რომ მზადება დაიწყოს ელექტრონული მოწყობილობებზე. ერთ-ერთი საკითხი ეს იქნება, რომლის შესრულებაზეც უკან არ დავიწყებთ. ასევე პროპორციულობის დაცვა იქნება…

მეტი...

“მზად ვართ საჯაროდ შევხვდეთ “ქართულ ოცნებას” – პარტია “მოქალაქეები” ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს წყვეტს

ალეკო ელისაშვილი პარტია “მოქალაქეები” ოპოზიციასთან მოლაპარაკებები წყვეტს. – ამის შესახებ ინფორმაცია ალეკო ელისაშვილმა facebook გვერდზე გაავრცელა.  “ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის “მოქალაქეების” სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ, რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზე დამოკიდებუილი სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში. ასევე, მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო “ქართულ ოცნებას” – ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს ხართ თუ…

მეტი...

“გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაა” – დავით ზალკალიანი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაა, რომელმაც იურიდიულად დაადასტურა რუსეთის ბრალეულობა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ზალკალიანი საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, ეს არის საქართველოს სახელმწიფოს უპრეცენდენტო საერთაშორისო გამარჯვება, რომელმაც ცალსახად, სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში. „მიღებული გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად გამოკვეთა: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეფექტური კონტროლი, 2008 წლის 12…

მეტი...

“ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობა უნდა ჩაითვალოს წამებად” – სტრასბურგის სასამართლო

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობა უნდა ჩაითვალოს წამებად, – ამის შესახებ ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი. ​„დამოკიდებულება სამხედრო ტყვეების მიმართ – მე-3 მუხლი სასამართლომ დაადგინა, რომ სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ სამხედრო ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და წამების საქმეები აღნიშნულია მისთვის ხელმისაწვდომ სხვადასხვა წყაროებში. სტრასბურგში მოწმეების მოსმენაზე ორმა მოწმემ დეტალურად აღწერა ის მოპყრობა, რომელიც მათ მიმართ განახორციელეს სამხრეთ ოსეთის და ასევე რუსულმა ძალებმა. სასამართლომ ჩათვალა, რომ მას ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ მას შეეძლო გამოეტანა დასკვნა, რომ ქართველი სამხედრო ტყვეები იყვნენ სამხრეთ ოსეთის…

მეტი...

“რატო მივეცით ეს ტერიტორია, რა მუღამი იყო” – პროკურატურა ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

ფარული ჩანაწერში, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით დღეს გამოაქვეყანა და ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტში მიმდინარეობდა, მელაშვილი ერთ-ერთ პირს მ.მ-ს საქმის დეტალებზე და საზღვრის კონკრეტულ მონაკვეთებთან დაკავშირებით ესაუბრება.  მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში მიქელაძე მელაშვილს ეუბნება, რომ რუკაზე საზღვარი სხვაგვარად ხატია და იქვე ეკითხება- ხომ არ ახსენდება ისეთი გასწორება, რომ აზერბაიჯანს ტერიტორია დაეთმო, რაზეც მიქელაძე პასუხობს- “არ არიან მაგის ჩიტები ეგენი. ვერ იღებს გადაწყვეტილებას როგორ უნდა დათმოს” მელაშვილი-მიქელაძის საუბრის ფრაგმენტი, პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეო-აუდიო მასალიდან:  მელაშვილი მიქელაძეს: საერთოდ არ მინდოდა, მაგ მონაკვეთს საერთოდ ნუ შევეხებით, მე ვუთხარი ეს ეხლა არა, მერე იქნება…

მეტი...

“ივერი დანაშაულს არ ჩაიდენდა” – ივერი მელაშვილის მეუღლე

ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე დავით გარეჯის საქმეზე დღეს გამოქვეყნებულ ვიდეო ჩანაწერებს გამოეხმაურა. ივერი მელაშვილის მეუღლე დარწმუნებლია, რომ მისი მეუღლე დანაშაულს არ ჩაიდენდა. “ივერი დანაშაულს არ ჩაიდენდა. რაც შეეხება იმას, რომ თუ ვიდეო მასალა ჰქონდათ და რაღაც აუდიო ჩანაწერები ჰქონდათ და მტკიცებულებები ჰქონდათ, მაშინ დეკემბრის დასაწყისში რომ იყო დანიშნული სასამართლო, პროკურატურის მოთხოვნით, რატომ გადაიტანეს 2 თვით. გადაიტანეს იმიტომ, რომ მტკიცებულები არ ჰქონდათ და მოტივის მტკიცებულებაც არ ჰქონდათ. იქ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მოსამართლეს ცალი ყური დახშული აქვს, რომელიც არის ადვოკატებისკენ და კოპირებულად აცხადებს იმას, რასაც იძახის პროკურატურა,” – განაცხადა ივერი…

მეტი...

“საქართველოს 160 მოქალაქე დაპატიმრებული იყო სამხრეთ ოსეთის შსს-ს შენობის სარდაფში, დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში” – სტრასბურგის დადგენილება

სტრასბურგის სასამართლომ დაადინა, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლს, რაც გულისხმობს 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავების პირობებსა და იმ დამამცირებელ მოქმედებებს, რომლებსაც ისინი ექვემდებარებოდნენ და რამაც მათ უდაო ტანჯვა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა მოუტანა, – ამის შესახებ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაშია ნათქვამი. სტრასბურგის სასამართლომ კონვენციების აღნიშნული მუხლების დარღვევაში პასუხისმგებლად რუსეთის ფედერაცია სცნო. დასკვნაში, ასევე, ნათქვამია, რომ 160 ქართველ სამოქალაქო პირს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის სარდაფში იყო დაპატიმრებული, მათი დაკავების პირობებიც…

მეტი...

“ჩვენი ქვეყნის მიწის თითოეული გოჯი მალე ისევ ჩვენი იქნება” – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ჩვენი ქვეყნის მიწის თითოეული გოჯი მალე ისევ ჩვენი იქნება“, – წერს კულუმბეგოვი. დღეს, 21 იანვარს, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

მეტი...

“სტრასბურგის გადაწყვეტილების მსგავსი დოკუმენტი საქართველოს რუსეთთან მიმართებით ჯერ არ ჰქონია” – კახა კალაძე

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ბერკეტი დეოკუპაციისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციონირებისთვის დიდი გარღვევაა. მისი შეფასებით, ასეთი დოკუმენტი საქართველოს რუსეთთან მიმართებით ჯერ  არ ჰქონია. „მეგობრებო, გილოცავთ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ. მსგავსი გადაწყვეტილება ოკუპაციის შესახებ, კონკრეტულად რუსეთთან მიმართებით ჯერ არ გვქონია. ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე საქმისთვის. წინ დიდი გზა არის გასავლელი. უდიდესი შრომა, პროფესიონალიზი ჩაიდო იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ამ გამარჯვების მისაღწევად. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი ვერდიქტი გამოაქვეყნა საქართველო-რუსეთს…

მეტი...

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა” – თეა წულუკიანი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასმართლოს გადაწყვეტილებით ნათქვამია, რომ ეთნიკური წმენდის შემდეგ დევნილად დარჩენილი ადამინების დაბრუნების ხელშეშლის ახორციელებს სწორედ რუსეთი და არა რომელიმე თვითაღიარებული და არაღიარებული წარმონაქმნი, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა. წულუკიანის განცხადებით, „ეს დოკუმენტი ამბობს ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, რომ რუსეთი არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთშიც და ე.წ. ბუფერულ ზონებშიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს და რომ ის, რეალურად ოკუპანტი ხელისუფლებაა“. „ჩვენ ამ გამარჯვებისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ვიბრძოლეთ. არსებითი განხილვა ამ საქმეზე დაიწყო  2013 წლიდან, მანამდე მიმდინარეობდა დასაშვებობის პროცედურები და 2018 წლამდე ჩვენ…

მეტი...

“პირველად ისტორიაში, საქართველო არის სამართლებრივად გამართლებული, აღიარებული, როგორც ომის მსხვერპლი, ეს ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს. სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანს. ზურაბიშვილის თქმით, სწორედ მათი დიდი წვლილია ამ გამარჯვებაში. „დღეს არის ძალიან სიმბოლური დღე, რომელსაც მე ვხვდები აქ, ბრიუსელიდან, სადაც ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ დღეს სტრასბურგმა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. ისტორიულია და შემთხვევით არაფერი ხდება, ეს ხდება ჩვენი ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, 30 წლის შემდეგ იქედან, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, 2008 წლის ომის შემდეგ გავიდა 12 წელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ისტორიაში, და პირველად სხვა…

მეტი...

“სტრასბურგის სასამართლომ აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა” – იუსტიციის მინისტრი

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი, ეს გადაწყვეტილება სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო 17 მოსამართლის შემადგენლობით. დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს. აქედან გამომდინარე, მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისთვის, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთს მიერ. „ამასთან ერთად, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა…

მეტი...

“დავა – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა! ეს საერთო გამარჯვებაა!” – გიორგი გახარია

„დავა – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა! ეს საერთო გამარჯვებაა!“ – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მისივე თქმით, დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა. „დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! დავა – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა! ეს საერთო გამარჯვებაა! წერს გიორგი გახარია ფეისბუქის გვერდზე. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

მეტი...

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე გარეჯის საქმეზე იკითხება

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბადრი ბიწაძე გენერალურ პროკურატურაში იკითხება. საგამოძიებო უწყებაში ის დავით გარეჯის საქმეზე დაიბარეს. ცნობილია, რომ სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრების შეთანხმების პროცესში, ბიწაძე კომისიის მაშინდელ თავმჯდომარესთან, გიორგი მანჯგალაძესთან ერთად მონაწილეობდა.

მეტი...

პროკურატურამ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა. როგორ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმეზე გამოძიება დასრულებულია და პროცესი სასამართლოში გაგრძელდება. პროკურორის განცხადებით,  გამოძიების ფარგლებში, ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით მიმდინარეობდა ფარული საგამოძიები მოქმდებები, მათ შორის, ბრალდებული ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში. „გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული იქნა ფარული საგამოძიები მოქმედებები, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროში, განხორციელდა ბრალდებულ ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტის აღჭურვა ფარული ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით. აღნიშნულის შედეგად, გამოძიებამ მტკიცებულების სახით მოიპოვა ივერი მელაშვილისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი…

მეტი...

ისტორიული გადაწყვეტილება – საქართველომ რუსეთს სტრასბურგში დავა მოუგო

„ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას!“ – ამ განცხადებას საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი, დეპუტატი თეა წულუკიანი აკეთებს. საუბარია საქართველო რუსეთის დავაზე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით იხილავდა.    „საქართველომ რუსეთს დავა მოუგო! სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა! ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის…

მეტი...

-80 გრადუსიანი ვაქცინა მხოლოდ სამ ქალაქში გაიგზავნება

-80 გრადუსიანი მაცივრების არარსებობის გამო, ვაქცინა ყველგან ვერ შევა და ის მხოლოდ სამ ქალაქში გაიგზავნება.  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ეს ქალაქებია: თბილისი, ბათუმი და ქუთაისი. „-80-იან ვაქცინას სჭირდება უფრო კომპლექსური ცივი ჯაჭვი და მისი მიწოდება-მიტანა რაიონულ დონეზე გართულდება. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ ამ ტიპის ვაქცინაცია სამ ქალაქში: თბილისი, ბათუმი და ქუთაისში, დიდ საავადმყოფოებში განხორციელდეს. როგორც გითხარით ტექნოლოგიურად ცივი ჯაჭვი გამართულია, იმისთვის, რომ ვაქცინაცია დაიწყოს სწრაფად და პროცესი არ შეფერხდეს. გასათვალისწინებელია აქ ორი ძირითად ფაქტორი, ერთი ის, რომ ჰოსპიტლები შეირჩა უკვე და პერსონალის ინფორმირება მიმდინარეობს, რომ მოემზადონ. ვფიქრობთ ასევე, მობილური…

მეტი...

ვაქცინების შესაძენად 64-158 მილიონი ლარია საჭირო

„საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად დაახლოებით, 64 მილიონიდან 158 მილიონ ლარამდე თანხა სჭირდება” –  ეს განცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან გააკეთა. მისივე განმარტებით, თანხის ნაწილის ბიუჯეტი გადაიხდის, ნაწილს კი საინვესტიციო ბანკი. „შეფასებული მინიმალური საჭიროება ეს არის 64 მილიონი ლარი, მაქსიმალური ღირებულება კი 158 მილიონი ლარია. განსხვავება უკავშირდება ვაქცინის განსხვავებულ ღირებულებას, რადგან ვაქცინის ფასი შესაძლოა მერყეობდეს. ძირითადი განსხვავება ამ ბიუჯეტურ პარამეტრებში უკავშირდება ვაქცინის ფასს. ქვეყანამ მოახერხა ის, რომ ნაწილი ამ თანხის ბიუჯეტიდან გადაიხადა “კოვაქსის” პლატფორმაში, რაც ჩვენ გვაძლევს გარანტიას მოსახლეობის 20%-სთვის ვაქცინის მიღების თაობაზე, თუმცა, დამატებით კიდევ იქნება რესურსი საჭირო,…

მეტი...

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს ვაქცინამ და როგორ აპირებს ჯანდაცვა მის გაკონტროლებას?!

​ვაქცინებთან დაკავშირებით, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება მკაცრი კონტროლი განხორციელდება, კერძოდ, საუბარია, იმ გვერდით მოვლენებზე, რომელიც შესაძლოა ვაქცინამ გამოიწვიოს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,  იმუნიზაციას გვერდითი რეაქციები ახლავს ხოლმე და მისი  აღრიცხვის გაიდლაინს კოვიდვაქცინის დამახასიათებელი და მოსალოდნელი გვერდითი მოვლენებიც დაემატა. „ყველა ვაქცინას და ზოგადად, ნებისმიერ ფარმაცევტულ პროგრამას ახასიათებს გვერდითი რეაქციები. გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი მოჰყვება იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინის საინფორმაციო პაკეტთან ერთად. ამ გვერდით მოვლენებზე დაწესდება ძალიან დეტალური და მკაცრი მონიტორინგი. იმუნიზაციის პროგრამის გვერდითი რეაქციების აღრიცხვის და ანგარიშგებისთვის გაიდლაინი მომზადდა გასულ წელს საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ახლა ეს გაიდლაინი გადაიხედა…

მეტი...

მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა  

ე.წ. კოვიდვაქცინით, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. ასეთია ვაქცინაციის ერონული გეგმა რომელიც მთავრობამ დღეს დაამტკიცა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გეგმის განხორციელება ვირუსის გავრცელების რისკებს შეამცირებს. „მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ და დამტკიცდა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა. ეს იქნება გზამკვლევი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისთვის. გეგმის ძირითადი ამოცანაა, წლის ბოლომდე მოცული იყოს მოსახლეობის 60%. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტის და ვაქცინაციის მოცვით, მოსახლეობის უმრავლესობა იყოს დაცული იმუნური პასუხით და მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ მოხდეს ეკონომიკის გახსნა უსაფრთხოდ,  ქვეყანაში აღარ იყოს ვირუსის გავრცელების რისკები“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისივე შეფასებით, ეს…

მეტი...

“გვსურს, ევროკავშირში ინტეგრაცია, თავისუფალი მიმოსვლა” – დავით ზალკალიანი

ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია, თავისუფალი მიმოსვლა, საუკეთესო ევროპულ სასწავლო დაწესებულებებში განათლების მიღება შევთავაზოთ ჩვენს თანამოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამ მიმართულებით იქნება მიმართული სამთავრობო გუნდის ძალისხმევა და დარწმუნებულია, რომ ხელშესახები შედეგები იქნება. „ჩემი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის და ვიცე-პრემიერის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქვეყნის შიგნით კონსოლიდაცია და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა იქნება იმისთვის, რომ ქვეყანა მოემზადოს იმ ძალიან ამბიციური განაცხადისთვის, რომელიც დაკავშირებულია 2024 წელთან, რომელიც გულისხმობს განაცხადის გაკეთებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამას ყველა უწყების დაუღალავი…

მეტი...

“ევროპულ სასამართლოში ისტორიული გამარჯვების მოლოდინი გვაქვს” – ანრი ოხანაშვილი

ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროპულ სასამართლოში ისტორიული გამარჯვების მოლოდინი გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით, „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან დიდი შრომა იყო გაწეული. „დაახლოებით 700-მდე მტკიცებულება იყო წარდგენილი სტრასბურგში 2013 წლიდან მოყოლებული. ამ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო და ჩვენი მოსახლეობა და დაირღვა კონვენციის არაერთი მუხლი, მათ შორის როგორიც არის სიცოცხლის უფლება. გაწეული შრომის შედეგად, მოლოდინი გვაქვს, რომ ეს იქნება ისტორიული გამარჯვება. რაც უკავშირდება აღსრულებას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა იმის ხაზგასმას,…

მეტი...

გელათის სამონასტრო კომპლექსში დროებითი გადახურვა დასრულებულია

გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთის მკლავის ახალი დროებითი გადახურვა დასრულებულია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სამონასტრო კომპლექსის სახურავისა და წყალგამტარი სისტემების მონიტორინგი. სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ჯერჯერობით შესრულებული სამუშაოების ხარისხზე საუბარი ნაადრევია. ისინი გელათის რეაბილიტაციის პროცესში ისევ უცხოელი სპეციალისტების სასწრაფოდ ჩართვას მოითხოვენ. ტაძრის დასავლეთის ნაწილის დროებითი თუნუქის გადახურვა რამდენიმე დღის წინ დაზიანდა. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვევა, რა გავლენა მოახდინა ღია კერებზე ნალექის ზემოქმედებამ.

მეტი...

“საქართველოში მოხდება მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც ავტორიზებული იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ” – გიორგი გახარია

საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც ავტორიზებული იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე ის მიზნობრივი ჯგუფები აიცრებიან, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან.  “დღეს საქართველო ტექნიკურად მზად არის ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად. მოგეხსენებათ, რომ აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ცივ ჯაჭვს და ნებისმიერი ტემპერატურის აუცილებლობის პირობებში, საქართველოს შეუძლია ეს ვაქცინა მიიღოს, როგორც ტექნიკურად, ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით, ეს გეგმა სრულად პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს და ჩვენ ფაქტობრივად მზად ვართ, უახლოეს…

მეტი...

გიორგი გახარიამ მაია ცქიტიშვილი და დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერებად დანიშნა

საქართველოს ორი ახალი ვიცე-პრემიერი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისრტრი მაია ცქიტიშვილი მთავრობის სხდომაზე წარადგინა. „დღეს ჩვენ სხვადასხვა ფრონტზე გვიწევს ბრძოლა. პირველ რიგში, ეს არის გლობალური პანდემია და რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში იყო გამოყოფილი პირდაპირ აშკარა პრიორიტეტები – ეს არის ქვეყნის შემდეგომი დემოკრატიზაცია, ეკონომიკური გაძლიერება, დეოკუპაცია და ინტეგრაცია, შესაბამისად, ჩვენ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ეს გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, პოსტ-კოვიდური ეკონომიკური აღდგენა. თუმცა, ჩვენი ძირითადი მიზნის, ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად,…

მეტი...

“საერთაშორისო სასამართლო დღეს პირველად შეაფასებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს” – გიორგი გახარია

დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. რამდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში. „ეს გადაწყვეტილება იქნება ჩვენი თანამოქალაქეების, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების, სპეციალისტების 12-წლიანი შრომის შედეგი. ჩვენ, ყველანი დარწმუნებულნი ვართ, რომ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს ძირითადად იქნება საფუძველი ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შემდგომი დაცვისთვის საერთაშორისო დონეზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის პირველი საერთაშორისო…

მეტი...

“2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების სულ მცირე 60 პროცენტი” – გიორგი გახარია

დღეს დამტკიცდება გეგმა, რომლის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების სულ მცირე 60 პროცენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. მოგეხსნებათ, წინა მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ვაქცინაციის დანერგვისთვის საჭირო ეროვნულ გეგმაზე, დღევანდელი მთავრობის სხდომაზე ამ გეგმის დასრულების თაობაზე. ეს სამუშაო ჯგუფი შეიქმნა 15 დეკემბერს, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო ყველა დაინტერესებულმა მხარემ, ექსპერტებმა, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, დარგის სპეციალისტებმა, ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა, სახალხო დამცველმა და დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ და…

მეტი...

შსს-მ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 020 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1020 ფაქტი გამოვლინდა. „პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 916 ფიზიკური პირი…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 477 თბილისში, 164 იმერეთში, 118 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 477 თბილისში, 164 იმერეთში, 118 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 21 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 019 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 179 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 137 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო…

მეტი...