რის მიხედვით შეარჩევენ ადამიანებს, რომლებსაც „კოვიდვაქცინა“ უფასოდ ჩაუტარდება?!

როგორც  თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, უკვე შერჩეულია ჯგუფები, ვისაც კორონავირუსზე ვაქცინა უფასოდ ჩაუტარდება.

„ჩვენ ვართ იმ ქსელის ნაწილი, რომელიც ქვეყნებს ვაქცინით ამარაგებს. ამ ქსელს აქვს გარკვეული პირობები, პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ვინ უნდა იყოს პრიორიტეტი, ეს არის საერთაშორისო რეკომენდაცია, ჩვენ უკვე განვსაზღვრეთ პრიოროტეტები. ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში პრიორიტეტია:

·        სამედიცინო დარგის წარმომადგენლები;

·        შემდეგ, 75 წელს გადაცილებული ადამიანები;

·        65 წელს გადაცილებულები;

·        ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები;

·        პაციენტები, რომლებიც არიან მოხუცთა სახლებსა და თავშესაფრეფში“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე თქმით,  სწორედ  ეს არის ის პირველი ჯგუფი, სადაც ვაქცინა უფასოდ ჩატარდება.    

მსგავსი თემები