„ნაციონალურმა მოძრაობამ” გუნდის ახალი წევრები წარადგინა

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გუნდის ახალი წევრები წარადგინა. განახლებული გუნდი პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ წარადგინა. პარტიას შეუერთდნენ: გიორგი ჩალაძე, ნონა მამულაშვილი, ნიკა ობოლაძე, გიორგი თარგამაძე, რეზო ჩომახიძე, სოფო ჯაფარიძე, მანუჩარ ახალაია, ბარბარა ჯიმელი, ანა გოგოლაძე, ზვიად ქვლივიძე, ბაჩო დოლიძე, გიორგი ხვედელიანი. შეგახსენებთ, პარტიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2020 წლის 27 დეკემბერს ყრილობა გამართა. ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ ნიკა მელია ოფიციალურად აირჩიეს.

მეტი...

პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე პრეზიდენტს მოუსმენს

პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებას მოისმენს. რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტი ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს წარადგენს. ამასთან, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, პრეზიდენტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე არ მოდის და მისი მოხსნების თარიღთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები იმართება. პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის. რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით მხოლოდ ფრაქციათა თავმჯდომარეები გამოდიან. ამ დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა.

მეტი...

“ერთი წინასწარ განზრახულად იძახის, რომ სხვისია ეს მიწა, ვინ ხარ შენ, ვინ გეკითხება?” – მეუფე იაკობი დავით გარეჯზე

ერთი კი წინასწარ განზრახულად იძახის, რომ ეს მიწა სხვისია, ვის ანდობ ასეთ საქმეებს?! -გარეჯასთან სამივე ხელისუფლება უსუსური იყო,- ამის შესახებ მეუფე იაკობმა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს დავით-გარეჯის საკითხის მოგვარებას, ამას ეკლესია მოაგვრებს. „როცა ადამიანს ციხიდან უშვებენ სასიხარულო მოვლენაა, თვითონ მას უხარია, ოჯახის წევრებს, ბევრ მის ახლობელს უხარია და ამ დღეებში როგორც იცით, ორი მიწათმოქმედი გამოუშვეს ციხიდან მელაშვილი და ილიჩოვა და მერე ტელევიზიაშიც მივიდნენ. არ ვიძლეოდი კომენტარს იმიტომ, რომ დაჭერილი იყო კაცი და მაინც ციხეში რომ არის და შეზღუდული აქვს თავისუფლება, ვთვლი,…

მეტი...

რუსეთში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა

რუსეთში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა . რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები რუსეთის ათობით ქალაქში მიმდინარეობს. BBC-ის რუსული გამოცემის ცნობით, ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოსვლები ეკატერინბურგში და ნოვოსიბირსკში ჩატარდა. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ინფორმაციით, მოსკოვში ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია დააკავეს. ამ დროისთვის, მოსკოვში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. დახურულია მეტროს 7 სადგური და შეცვლილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი. 28 იანვარს რუსეთში დაბრუნებულ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

მეტი...

ჯანმოს საგამოძიებო ჯგუფი უჰანის იმ ბაზარს ეწვია, სადაც ვირუსი პირველად დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც კორონავირუსის წარმოშობას იძიებს, ქალაქ უჰანის ბაიშაჟოუს ბაზარს ეწვია – დიდ სავაჭრო ობიექტს, საიდანაც, სავარაუდოდ, ვირუსის პირველი შემთხვევა გავრცელდა. ჯგუფი ჩინეთის 11-მილიონიან ქალაქში ორი კვირა დარჩება. ჯანმოს მიერ ორგანიზებულ გამოძიებას ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან მრავალი დაბრკოლება შეხვდა და როგორც საერთაშორისო სააგენტოები იუწყებიან, საგამოძიებო ჯგუფს ქვეყანაში უმკაცრესად აკონტროლებენ. რაც შეეხება კოვიდვაქცინაციის პროცესს, Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 94.4 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 30 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 9.3%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 23 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 12 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ყველაზე სწრაფი ტემპით…

მეტი...

“თურქული ცხვირის წვეთები კოვიდ-19-ს ერთ წუთში ანადგურებს” – რა არის “გენოქსინი”

თურქეთის ქალაქ ბურსის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის კათედრის თანამშრომლებმა ცხვირის წვეთები დაამზადეს, რომელსაც მათივე მტკიცებით, კორონავირუსის განადგურება ერთ წუთში შეუძლია. სპრეიზე – სახელწოდებით “გენოქსინი”, რომელიც სრულად ანადგურებს ვირუსს, პროფესორი სეჰიმე გიულსულ ტემელი ორ კოლეგასთან, აჰმეტ იუმიტ საბანჟისთან და გიუნეით ოზაკინთან ერთად მუშაობდა. მეცნიერთა თქმით, კვლევები პანდემიამდე დაიწყო. თავდაპირველად პრეპარატს ანტიბაქტერიული დანიშნულება ჰქონდა, ხოლო პანდემიის დაწყების შემდეგ სპეციალისტებმა მისი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გამოყენების ეფექტურობაზე იზრუნეს. სპრეი ვირუსს ცხვირისა და პირის ქსოვილებზე კლავს, რაც ხელს უშლის მის გავრცელებას და რაოდენობას ამცირებს. 

მეტი...

ხვალიდან სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები იხსნება

1 თებერვლიდან გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები. ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი და სკოლები. აჭარაში დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. “Retail Group Georgia-ს” დირექტორი რეზო მაღალაშვილის განცხადებით, მუშაობა განახლდება 10 საათიდან 19 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა. მისივე განცხადებით, მაღაზიებში 10 კვ.მეტრზე ერთი მომხმარებელი დაიშვება, მოხდება რიგებისა და დისტანციის დაცვა. “ვიმუშავებთ 10-დან 7-მდე, შაბათ-კვირის გარდა. ჩვენი სურვილი იყო შაბათ-კვირას მუშაობა, თუმცა არ დაკმაყოფილდა. იმედი გვაქვს, რომ ეპიდსიტუაციის ყოველკვირეული გადახედვის შედეგად, ამის საშუალება მალე მოგვეცემა. მოხდა სავალდებულო ტესტირება. არც ერთი კოვიდინფიცირებული არ გვყავს არც ჩვენ და არც ჩვენს კოლეგა სხვა რითეილერებს. ადრე თუ…

მეტი...

პოლიციამ სენაკში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ზ.ნ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, სენაკში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სანადირო თოფიდან 1995 წელს დაბადებული გ.ს.-ის მიმართულებით გაისროლა, რა დროსაც სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა ოთხ პირს: 1995 წელს დაბადებული გ.ს.-ს, 1992 წელს დაბადებულ ხ.ს.-ს, 1960 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ს და 1984 წელს დაბადებულ რ.ნ.-ს. „სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. ბრალდებული…

მეტი...

თემურ წიკლაურის მდგომარეობა მძიმეა – მომღერლის შვილი მიმართვას ავრცელებს

თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.  მომღერლის ქალიშვილი მოსახლეობას მომართავს, თავი შეიკავონ ცრუ და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. “მეგობრებო, თემურზე საუბარი რადგან დავიწყე, ახლაც მოკლედ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი. ვიცი, ბევრი თქვენგანი ჩემი მამის შესახებ ყოველდღე სიახლეს ელის – კარგ ცნობას, თუმცა ამ წუთისთვის ჯერჯერობით კარგი სიახლე არ გვაქვს, თემურის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა. მართალია, ჩვენ იმედიანად ვართ, მაგრამ ფაქტია, მისი მდგომარეობა გაუარესდა. ჩვენ გვესმის, ზოგადად, მსოფლიოში ამ ვირუსის გამო როგორი მძიმე ვითარებაა, მაგრამ ყველას გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ ჩვენი ოჯახის და კერძოდ, თემურ წიკლაურის ამჟამინდელი მდგომარეობა გაითვალისწინოთ და არანაირ ჭორსა თუ მითქმა-მოთქმას აჰყვეთ…

მეტი...

ბოლო დღე-ღამეში 19 ინიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 178 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 479 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 90, ქვემო ქართლი – 27, შიდა ქართლი – 28, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 31, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი -8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

მეტი...

კორონავირუსის 479 შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით  12 700 ტესტი ჩატარდა, შედეგად,   479 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 491 პირი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  258 111-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 491 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 249  028-მდე.

მეტი...

შსს-მ რეგულაციების დარღვევის 644 ფაქტი გამოავლინა და ჯარიმა გამოწერა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 644 ფაქტი გამოვლინდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უწყებიდან აცნობეს, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 80 ფიზიკური პირი დააჯარიმა. „დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 564 ფიზიკური პირი დაჯარიმდა“ – აცხადებენ უწყებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული,…

მეტი...

„გილოცავთ, განვითარებადი ქვეყნებიდან, საქართველო ვაქცინის პირველ პარტიას მიიღებს“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საქართველოს მოსახლეობას მილოცვას უგზავნის და აცხადებს, რომ განვითარებული ქვეყნებიდან, საქართველო ერთ-ერთია, რომელიც „კოვიდ 19“-ის ვაქცინას პირველი მიიღებს.    „გილოცავთ! დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველი (ჩვენი ინფორმაციით პირველ ხუთეულში) უმოკლეს დროში მიიღებს COVID-19-ის საწინააღმდეგო უმაღლესი ხარისხის (Pfizer- BioNTech -ის) ვაქცინის პირველ პარტიას. სავარაუდოდ, 30 ათას დოზას, ხოლო შემდგომში ეტაპობრივად მიიღებს ჯერ მაღალი რისკის ჯგუფების პირების, ხოლო შემდეგ მთელი მოსახლეობისთვის საჭირო ვაქცინის რაოდენობას. ეს შესაძლებელი გახდა ქვეყნის ხელმძღვანელობის, პირადად პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დროული და მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად“ –…

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვალების ძირითადი მიზეზი დაგვიანებული მკურნალობაა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „კოვიდ 19“-ით გარდაცვალების მთავარი მიზეზი ის არის, რომ პაციენტები ექიმებს არ მიმართავენ და ხშირ შემთხვევაში, მკურნალობა დაგვიანებულია. შესაბამისად, მოსახლეობას მიმართავს, დროულად მივიდნენ კლინიკებში. „ჩვენს მიერ ბოლო პერიოდში COVID-19 გარდაცვალების შემთხვევების ანალიზმა გვაჩვენა, რომ უმრავლეს შემთხვევაში სიკვდილის მიზეზია პაციენტების დაგვიანებული მომართვიანობა. თავის მხრივ, ეს ხდება ორი მიზეზით: . რესპირაციული ინფექციით პაციენტები არაიშვიათად არ იკეთებენ ან დაგვიანებით იკეთებენ COVID-19-ზე ტესტირებას და ეს მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყანაში კეთდება COVID-19 ტესტების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა – 20 ათას გამოკვლევამდე დღეში და ის ხელმისაწვდომია ყველა მსურველისათვის უფასოდ. · პაციენტები…

მეტი...