„დღემდე გრიპის მხოლოდ ერთეული შემთხვევები გამოვლინდა“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„დღემდე გრიპის მხოლოდ ერთეული შემთხვევები ვლინდება, ეს არის უნიკალური წელი და საქართველო არ არის გამონაკლისი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

სპეციალისტის განმარტებით გრიპის ვირუსის შემთხვევების ნაკლებობა, კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულმა პრევენციულმა ღონისძიებებმა განაპირობა, როგორც ივანე ჩხაიძე ამბობს მსგავსი ტენდენცია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია:

წელს უნიკალური წელის, გვაქვს გრიპის ვირუსის ერთეული შემთხვევები, მსგავსი ტენდენციები არის მსოფლიოში. ამაზე იმოქმედა კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულმა პრევენციულმა ღონისძიებებმა, ის ღონისძიებები რასაც ჩვენი მოსახლეობა მიმართავს აბსოლიტურად მიზანშეწონილია გრიპის საწინააღმდეგოდაც, ეს მოლოდინი წინასწარვე გვქონდა, ეს რაც დღეს გვაქვს არის ერთეული შემთხვევები, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, სამედიცინო პერსონალმა  კი მთლიანად ჩაიტარა ვაქცინაცია, რაც ახლა გვაქვს  ეს არის „B“ ტიპის ვირუსი, ის ვაქცინა რაც ქვეყანაში შემოტანილია ეფექტურია 4 ტიპის ვერუსისთვის,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები