„ჩინური წარმოების ვაქცინას, არ არის „ხელწამოსაკრავი“ – თენგიზ ცერცვაძის განცხადება  

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ჩინურ წარმოების ვაქცინა არ არის „ხელწამოსაკრავი,“ თუმცა, მას არ გაუცია რეკომენდაცია ჩინური წარმოების ვაქცინის შემოტანაზე. “ბოლო დღეებში ცალკეული მედია-საშუალებები, შესაშური გულმოდგინებით ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს მე რეკომენდაციას ვუწევ ქვეყანაში ჩინური წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ამასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო შემდეგი: 1. მე ვხელმძღვანელობ მხოლოდ COVID-19-ის კლინიკური მართვის ჯგუფს, არ ვარ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი და შესაბამისად, არ ვმონაწილეობ ქვეყანაში ამა თუ იმ ვაქცინის შემოტანის გადაწყვეტილების მიღებაში საკონსულტაციო დონეზეც კი. 2. რამდენადაც ვიცი, ამჟამად ქვეყნის და ჯანდაცვის…

მეტი...

“საერთო აზრი იყო გუნდის შიგნით, რომ ირაკლი კობახიძე იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური და კარგი კანდიდატურა” – მამუკა მდინარაძე პარტიის თავმჯდომარის არჩევაზე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარეობაზე შიდა კონკურენცია არ ყოფილა და ყველა თანხმდება, რომ ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ყველაზე ოპტიმალური და კარგი კანდიდატურა იქნებოდა. მას შაბათს დაგეგმილ ყრილობაზე აირჩევენ. მმართველი პარტიის ყრილობაზე კიდევ ერთი საკითხი იქნება განსახილველი. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში დღემდე 15 წევრი იყო, ახლა რაოდენობა გაიზრდება და იქნება 21 წევრი. პოლიტსაბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში შევლენ როგორც ძველი, ასევე ახალი წევრები. “რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაიზარდა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა, ჩვენ გვინდოდა მაქსიმალური წარმომადგენლობა ყოფილიყო, მათ შორის, პარტიული წარმომადგენლები, პარტიის წევრები, რომლებიც არიან მთავრობაში, პარლამენტში და ასე შემდეგ.…

მეტი...

“ერთსულოვნად დავუჭერთ მხარს ირაკლი კობახიძის კანდიდატურას” – ირაკლი ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის წარდგენას მმართველი გუნდი ერთხმად დაუჭერს მხარს. “ირაკლი კობახიძე არის ნიჭიერი ახალგაზრდა ადამიანი, კაცი, რომელიც თავისი კომპეტენციით გამოირჩევა ჩვენს გუნდში. უკვე არა ერთი წელია ირაკლი კობახიძე არის ჩართული ჩვენი პარტიის საქმიანობაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ერთსულოვნად დავუჭერთ მხარს მის კანდიდატურას,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  დღესვე ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბიძინა ივანიშვილის მიღწევა ბევრია. “ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ მას არასოდეს არ მართავდა ძალაუფლება, როგორც ეს სხვა მმართველების შემთხვევაში ყოფილა. იმ ფონზე, როდესაც უპრეცედენტო გამარჯვების…

მეტი...

„ქართული ოცნების“ ყრილობა 16 იანვარს გაიმართება

შაბათს, 16 იანვარს, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა გაიმართება და მას მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-მდე დელეგატი დაესწრება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას. როგორც კალაძემ აღნიშნა, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა. „პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია. ახალი პოლიტსაბჭოს წევრთა ვინაობას შაბათს ყრილობაზე შეიტყობთ. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის, რა თქმა უნდა, გამოწვევა ჩვენი პარტიისთვის. ახლა ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და შემართება, რათა…

მეტი...

“ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს წარადგენენ

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძეს განცხადებით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობაზე, პოლიტიკურმა საბჭომ ირაკლი კობახიძე წარადგინა.  “ქართული ოცნება – დმოკრატიული საქართველოს” ყრილობა შაბათს, 16 იანვარს გაიმართება და მას მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-მდე დელეგატი დაესწრება. ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძე,”-განაცხადა “ქართული ოცნების” ოფისში პოლსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ. მისივე თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოს 21 კაციანი ახალი შემადგენლობა შაბათს, ყრილობაზე გახდება ცნობილი. 

მეტი...

“მას მართლაც მოუწევს წასვლა და ხელისუფლების გადაცემა ოპოზიციური კოალიციისთვის” – მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლა და ხელისუფლების ოპოზიციური კოალიციისთვის გადაცემა. როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი 8 წელია „არაფორმალურად მართავს რეპრესიულ აპარატს“. „გავეცანი ივანიშვილის ე.წ. წასვლის შესახებ განცხადებას. რამდენჯერ უნდა ჩათვალოს ამ მართლაც ბრიყვმა საქართველოს მოსახლეობა სულელად და ბრიყვად. რამდენჯერ უნდა ჩათვალოს, რომ საქართველოს არ ჰყავს საზოგადოება და არ გააჩნია შეფასების, ანალიზის უნარი?! რამდენჯერ უნდა დაგვცინოს. ახლა ის ყვება იმაზე, რომ თურმე 2012 წლის არჩევნები გაყალბდა, კი მაგრამ, თუ გაყალბდა, მას ხელისუფლება რანაიარად გადაეცა?! ყვება, რომ ახლა არჩევნები კარგად ჩატარდა, რომელიც მან წააგო და იმის მაგივრად,…

მეტი...

“ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პოლიტსაბჭოს დაწყებამდე განცხადებები არ გაკეთებულა.  საბჭოს სხდომა უკვე 20 წუთია რაც დაიწყო, დასრულების შემდეგ კი ირაკლი კობახიძემ დაანონსა, რომ ჟურნალისტებს ყველა კითხვაზე უპასუხებდა.  ღიად რჩება კითხვა, ვინ დაიკავებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტს. მანამდე კი თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს კახი კალაძე.

მეტი...

„იპოდრომზე ხრეში რომ დაყარა წასვლამდე მოესწორებინა მაინც“ – ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის წერილს და პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურებიან. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „იპოდრომზე ხრეში რომ დაყარა წასვლამდე მოესწორებინა მაინც”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი. ცნობისთვის ოქრუაშვილი საბურთალოზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იყო, სწორედ იმ პერიოდში იპოდრომი ივანიშვილმა სახელმწიფოს გადასცა.

მეტი...

“არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ბრალდება მათ მიერ უსაფუძვლოდ იყო” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ოპოზიციას არაერთი გზა შესთავაზა იმ ბრალდებების საპასუხოდ, რაც მათ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით თქვეს. თუმცა, როგორც თალაკვაძე ამბობს, მათ ყველა შეთავაზებაზე საჯაროდ მიიღეს უარი. თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ იძლევა იმაში დარწმუნების საშუალებას, რომ არჩევნების გაყალბებასთან მიმართებით ბრალდება უსაფუძვლოა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესის დასაწყებად იყო გამოგონილი. „კიდევ ერთხელ მინდა, საზოგადოებას ვითხრა, რამდენად თანმიმდევრული იყო ოპოზიცია, როდესაც საქმე ეხებოდა მათ მთავარ ბრალდებას, თითქოს არჩევნები გაყალბდა. ჩვენ მათ ვუთხარით, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ არჩევნები მართლაც გაყალბდა, მოდით ერთად გადავამოწმოთ ყველა თქვენი პრეტენზია და არგუმენტი.…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად” – კახა კალაძე

“ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად”, – ასე აფასებს “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილი პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლას. როგორც კახა კალაძე განმარტავს, ბიძინა ივანიშვილს მის პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული. „როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, მისი პირველი განაცხადი იყო, ნებისმიერი საქმის კეთება სუფთა ხელებით, ადამიანებთან გულწრფელი და გახსნილი ურთიერთობების საფუძველზე. ეს მისი ცხოვრების წესია და არასდროს დაუმალავს, რომ პოლიტიკაში შემოსვლა მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისთვის სასიცოცხლო აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. ბიძინა ივანიშვილის მთავარი დაპირება იყო არა ვინმეს დამარცხება და შურისძიება, არამედ საქართველოს გამარჯვება და წინსვლა. ბიძინა ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთი ღია…

მეტი...

ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა

ქართული ძიუდოს ლეგენდა, ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა. დავით ხახალეიშვილს გულის პრობლემები ჰქონდა. მას ცოტა ხნის წინ მინსკში ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა სეფსისი განუვითარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიადა საქართველოს დროშის ქვეშ მოიგო.

მეტი...

ვეტერანებისთვის, მათი ოჯახებისთვის და ყველასთვის, „კოვიდ ტესტირება“ უფასოა  

მიმდინარე წლის 11 იანვარს, კოვიდ-19-ის პანდემიის უკეთ მართვისა და ინფიცირებულთა დროულად გამოვლენის მიზნით, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის განახლებულ შენობაში (სპირიდონ კედიას №7 ყოფილი “კახოვკა”), გაიხსნა კოვიდ – ლაბორატორია, სადაც არა მხოლოდ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, არამედ, საქართველოს ყველა მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ ჩაიტაროს ტესტი და 15 წუთში მიიღოს პასუხი. პირველი პაციენტების ტესტირების მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე და სამსახურის სხვა წარმომადგენლები. კოვიდ-ლაბორატორიაში მოქალაქეთა მიღება, მოხდება ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 16:00 საათამდე.

მეტი...

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დამტკიცებულია

საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი “ამნისტიის შესახებ“ დღეს დაამტკიცა. კანონპროექტი 83 ხმით, მესამე მოსმენით მიიღეს. ამნისტია კი 4 000-ზე მეტ მსჯავრდებულს სხვადასხვა ფორმით შეეხება.    სასჯელისაგან თავისუფლდებიან ”სისხლის სამართლის კოდექსით” გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. მაგალითად, ს.ს. კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირები, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე შეეცვლებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით); გათავისუფლება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრისა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე. ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან…

მეტი...

როგორია სასულიერი პირების, ტაქსის მძღოლებისა და მოვაჭრეების ტესტირების შედეგები?!

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლებისა და ბაზრობების მოვაჭრეების მხოლოდ 0.7% აღმოჩნდა კორონავირუსის მატარებელი. აღნიშნულის შესახებ,  მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. „დღეისათვის, დაახლოებით 4000-ზე მეტი ტაქსის მძღოლია გატესტილი და 0.7% არის დადებითი; დაახლოებით 4000-მდე აგრარული ბაზრის მოვაჭრეები არიან გატესტილები და მათში 0.9 % არის დადებითი. ეს საკმაოდ დამაიმედებელი მონაცემებია“ – განცხადა იმნაძემ. მისივე შეფასებით, სასულიერო პირების მხოლოდ 1%-მდე აღმოჩნდა ინფიცირებული. „ყველა კონფესიის რელიგიის მსახური, არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა ერთად 1800 არის გატესტილი, იქაც 1%-მდე არის დადებითობის მაჩვენებელი. ჯგუფებში, ბიზნესში ტესტირება, ყველაფერი…

მეტი...

ქართველ ბავშვებს საუკეთესო ვაქცინა ექნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქართველ ბავშვებს საუკეთესო და ყველაზე ძვირი ვაქცინა ექნებათ. „საქართველოში ბავშვებისათვის გეგმური ვაქცინაციისთვის გამოიყენება ე.წ. ექვსკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც არის ყველაზე ძვირი ვაქცინა. იმიტომ, რომ ქართველ ბავშვებს ჰქონდეთ საუკეთესო ვაქცინა. ბოლო წლებში, იმუნიზაციის პროგრამის ბიუჯეტი ქვეყანაში ოთხჯერ გაიზარდა, რათა ჩვენს ბავშვებს ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინები ჰქონდეთ, რაც კი არსებობს მსოფლიოში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მეტი...

„სიძვირეს მნიშვნელობა არ აქვს“ – რა ვაქცინას შემოიტანენ საქართველოში?!

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ის ვაქცინა შემოვა, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი და აღიარება ექნება. როგორც იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ვაქცინასთან დაკავშირებით მის ღირებულებას არავითარი მნიშვნელობა აქვს. „ჩვენთან არსებობს კანონი, კანონით გათვალისწინებულია, რომ ჩვენ შემოვიტანთ იმ ვაქცინას, რომელიც იქნება, ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, ან ე.წ. აღიარებითი რეჟიმი, ამაში არის დაახლოებით 55 ქვეყანა. ევროპის ქვეყნები და შეერთებული შტატების FDA, ავსტრალიის მარეგულირებელი, რომელსაც აღიარებითი რეჟიმით შემოტანა ექნება. ჩვენ იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი და რომელსაც ექნება…

მეტი...

ვერ დაველოდებით ოპოზიციის ჭირვეულობას,  ხმის მიცემა ელექტრონულად და თითის ანაბეჭდებით  – მმართველი გუნდის შეთავაზება

მართველი გუნდი პირობას იძლევა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის იგეგმება ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა, ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა. მისივე თქმით,  თანამედროვე ტექნოლოგიები გამორიცხავს როგორც  მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას. „გვინდა, შევეხოთ დაგეგმილ საარჩევნო რეფორმას, რომლის ძირითადი ასპექტები ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების პროცესში შეჯერდა. არის რეფორმის გარკვეული საკითხები, რომელთა განხორციელება მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს. პირველ რიგში, ეს ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას. დაგეგმილია, ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას და…

მეტი...

„გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში, ვტოვებ პოლიტიკურ საქმიანობას“ – ირაკლი კობახიძე

 „საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება – „ევროპელი სოციალისტები“, რამაც საბოლოოდ ჩამოშალა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „ერთპარტიული პარლამენტის“ სცენარი” – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო პრესკონფერენცოაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ერთპარტიული პარლამენტის სცენარი ჩამოიშალა. „კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, რათა ნათელი მოვფინოთ სიმართლეს არჩევნებთან დაკავშირებით – გადავამოწმოთ იმდენი საარჩევნო უბნის მონაცემები, რამდენიც საჭიროდ ჩაითვლება ამ სიმართლის დასადგენად. საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველსავე კვირაში და მის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოვიწვევთ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მათ შორის,…

მეტი...

„მკვლელობიდან 3-4 დღე გიორგი შაქარაშვილის სხეული იმყოფებოდა წყალში“ – ექსპერტიზის დასკვნა

საქართველოს პროკურატურამ, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, სადაც საუბარია მოზარდის მკვლელობაზე და მიღებულ დაზინებებზე. როგორც კომპლექსური ექსპერტიზა ასკვნის,  გვამი წყალში 3-4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.     „კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით,  უტყუარად დგინდება, რომ მკვლელობის მომენტიდან გიორგი შაქარაშვილის გვამი 3-4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა წყალში, რაც ცალსახად თანხვედრაშია გამოძიებით დადგენილ გარემოებებთან და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის დროსთან, ასევე გამორიცხავს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არსებულ ყოველგვარ სპეკულაციებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ  გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული, ხოლო მკვლელობამდე მას ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ“ – ვკითხულობთ დასკვნაში.

მეტი...

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 3 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 3 პირი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.  გათავისუფლებულია ძალადობის ეპიზოდზე დაკავებულ საბა გოქსელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე. შეგახსენებთ, რომ ადვოკატებმა დღეს  აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა დააყენეს.

მეტი...

“წერტილოვანი შეზღუდვების რეჟიმი 1 თებერვლამდე შენარჩუნდება” – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ წერტილოვანი შეზღუდვების რეჟიმი 1 თებერვლამდე შენარჩუნდება. “1 თებერვლამდე გვინდა შევინარჩუნოთ წერტილოვანი შეზღუდვების რეჟიმი. ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი 2-3 კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესსექტორთან. იმედი გვაქვს, უსაფრთხო გახსნის პერიოდი პირველი თებერვლიდან დაიწყება. ჩვენ გვექნება შეხვედრა ბიზნესებთან, სატრანსპორტო და სავაჭრო მიმართულებით. ამ დარჩენილ დროში უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ სტანდარტების დაცვა შეუძლიათ. შესაძლებელია რაიმე დამატებითი მოთხოვნებიც გვქონდეს მათთან რაზეც შევთანხმდებით,”- აღნიშნა ნათია თურნავამ.

მეტი...

“ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი” – გიორგი გახარია

ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითი, როგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ძალას, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ და რომლის ლიდერიც ხარ, შენი მოქალაქეები და მოსახლეობა მესამედ უჭერს მხარს და აძლევს ლეგიტიმაციას და მანდატს მართოს ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა. „დღეს ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის ტოვებს დაკავებულ თანამდებობას და ტოვებს პოლიტიკას. რა თქმა უნდა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ…

მეტი...

“საქართველოს საპატრიარქო არაა ებრაელთა მოძულე… ამიტომ იყუჩე მტერო! ” – ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი

მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინის, იაკობ გაგულაშვილის საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვას ავრცელებს. გაგულაშვილი საქართველოში და განსაკუთრებით მართლმადინებლურ ეკლესიაში ანტისემიტიზმის არსებობას გამორიცხავს და სასულიერო პირების ქადაგებების გამო არსებულ აჟიოტაჟს “კათხაში ატეხილ ქარიშხალს” უწოდებს. “მშვიდობა თქვენდა, ქართველებო და ებრაელებო, შალომი იყო, არის და იქნება ჩვენ შორის უკუნისამდე!მავანთა ძალისხმევით, ამ დღეებში კვლავ „აქტუალური“ გახდა ისრაელიანთა სიძულვილის თემა საქართველოში. დიდ განსაცდელად მოგვევლინა ანტისემიტიზმის ტალღა ებრაელებს, დიდხანს იხეტიალა მთელ მსოფლიოში და ბევრი ცრემლი დაგვადინა. ახლაც შეგვახსენებს ხოლმე თავს სულისმღაფავი მხეცივით და ისევ სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს. ისტორია კი იწერს ყველაფერს, იწერს და კვლავ გვამეორებინებს წარსულს. და რა იყო…

მეტი...

შსს-მ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 057 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1057 ფაქტი გამოვლინდა. „პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 94 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 963 ფიზიკური პირი…

მეტი...

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძე დაიკავებს

არსებული ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის, რომელიც ამჟამად პარტიის აღმასრულებელი მდივანია. არაოფიციალური ცნობით, პარტიის ირაკლი კობახიძისთვის ჩაბარების თაობაზე „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, უახლოეს დღეებში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. ივანიშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის საზოგადოებას მიმართავს.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ და წყალში გადაადგეს

საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომლითაც კიდევ ერთხელ უტყუარად დადასტურდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის და მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი.  როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ პროკურატურიდან აცნობეს, დადასტურებულია, რომ შაქარაშვილს მკვლელობამდე ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში გადაადგდეს. „კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად,გიორგი შაქარაშვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში  დაზიანებები აღენიშნებოდა, რომლებიც მათი ხასიათიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, განვითარებულია მინიმუმ 9 დარტყმით ფეხის, ხელის ან სხვა სახის მკვრივი-ბლაგვი საგნებით. აღნიშნული კი პირდაპირ მიუთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც  წყალში გადააგდეს. ამავე დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის მუცლის მიდამოში არსებული…

მეტი...

“მადლობა ბიძინა ივანიშვილს აბანოს გარეშე დანახული თეთრი და შავი უკანალებისთვის!” – ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივაიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება. „ახალი ეპოქა ქართულ პოლიტიკაში! გამოკვეთილი ლიდერის გარეშე დარჩენილი მმართველი ძალა! პოლიტიკური მძორებით გადავსებული ბრძოლის ველი! “არსაიდან ხმა, არსით ძახილი…”, ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი! შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო! დემოკრატია, რომელიც მხოლოდ საქართველოში არ არის ლობიობანა. სრულად ჩატარებული ტესტი მადლიერებაზე, ერთგულებაზე, კაცობაზე და უბრალოდ, ადამიანობაზე. პასუხი – უარყოფითი. მოკლედ, ვინც იტყვის, რომ ივანიშვილი პოლიტიკოსი არ არის, პოლიტიკის არაფერი გაეგება და ა.შ, დიდ ქართველ პოლიტიკოსს და საზოგადო მოღვაწეს- მიშას, გიგას, გრიშას, იკას და შალიკოს ებარებოდეთ. მადლობა ბიძინა ივანიშვილს 9-წლიანი მშვიდობისთვის, სიწყნარისთვის, აბანოს გარეშე დანახული თეთრი და შავი უკანალებისთვის, უამრავი სიკეთისთვის…

მეტი...

“იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს სწრაფვა ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ” – ანრი ოხანაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას “ქართული ოცნების” გუნდის წევრები აფასებენ. ანრი ოხანაშვილის შეფასებით, სრულიად განსხვავებული დემოკრატიული და მორალური სტანდარტია, რომ იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს სწრაფვა ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ. “ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მისი ძალიან დიდი და ისტორიული კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ამას შეაფასებს კიდევ ჩვენი საზოგადოება ეტაპობრივად და ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესისთვის ის ნაბიჯი, რაც გადადგა. ეს არის სრულიად განსხვავებული დემოკრატიული და მორალური სტანდარტი, რომ იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს სწრაფვა ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშივე, როდესაც ხარ პარტიის თავმჯდომარე, უარს ამბობ თანამდებობაზე,”-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ირაკლი ბერაია აქცენტს აკეთებს ბიძინა ივანიშვილის წერილის…

მეტი...

“ივანიშვილი გადადის ნაჩვევ კულუარულ მართვაზე ” – რომან გოცირიძე

„ქართული ოცნება” არსებობს ბიძინა ივანიშვილთან ერთად ან არ არსებობს, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის. რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ნამდვილი წასვლა ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ მოხდება. „გვახსოვს როგორ „წავიდა” ერთხელ, მაგრამ არსად წასულა. გადადის ნაჩვევ კულუარულ მართვაზე. მაშინ პარტია ლამის დაენგრა, იგრძნეს რა წნეხის ოდნავი მოშვება და ექსპერიმენტულ რეჟიმში ილუზორული ავტონომიურობა, კინაღამ დაეშალა პარტია. ვერ გაინაწილეს ფული და გავლენები და ატყდა შიდა ომი, მერე იძულებული გახდა, უფრო აქტიურად ჩარეულიყო, ოფიციალური პოსტიც მოირგო „საქმეების დასალაგებლად”. ერთი კლანი( რომელიც ბიუჯეტიდან გამძღარი წავიდა), მეორეთი ჩაანაცვლა, ახლაც იგივე…

მეტი...

დიდი მადლობა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს აშშ-ს, ევროკავშირის ქვეყნებს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გამოქვეყნებულ წერილში მადლობას უხდის ქართველ ხალხს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, მის პოლიტიკურ გუნდს, თანამოაზრეებს და თანამებრძოლებს, საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის ქვეყნებს და ყველა პარტნიორს და მეგობარს, ასევე მის ოჯახს. „დღეს, როდესაც მე საბოლოოდ მივდივარ პოლიტიკიდან და ვტოვებ საჯარო სივრცეს, მინდა ქედი მოვიხარო ქართველი ხალხის წინაშე. მე ისინი არასოდეს დამიყვია ჩემს მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, რადგან მჯერა, რომ ჩვენი სამშობლო გაცილებით დიდი ღირებულებაა, ვიდრე თუნდაც დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა…

მეტი...

“დიქტატურა სუსტის და უნიჭოს არჩევანია” – ბიძინა ივანიშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გამოქვეყნებულ წერილში “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ დიქტატურა სუსტის და უნიჭოს არჩევანია, ნიჭისა და ძლიერების გამოვლინება კი დემოკრატიულად მართვის უნარსა და სურვილშია. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, ორმაგად სამწუხაროა, რომ სწორედ უტიფრობა და ღირსებაზე უარის თქმა მათ ძლიერების ნიშანი ჰგონიათ. არადა, ძალმომრეობის ყველაზე ეფექტიან საშუალებად შერაცხვა, უნიჭობასთან ერთად, მათი სისუსტის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა. “ისეთი ინტენსივობით გვესმის საბოლოოდ ნიღაბჩამოხსნილი ადამიანებისგან უტიფრობა, რომ მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს, ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილთან ერთად, მათ უტიფრობის და უღირსებობის ნორმად და სიქველედ გამოცხადება დაუსახავთ მიზნად. უტიფრობის, როგორც პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტის, გამოყენება…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 196 თბილისში, 84 იმერეთში, 62 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 196 თბილისში, 84 იმერეთში, 62 კი აჭარაში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 11 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 371 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 527 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 239 780-ს. ბოლო…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 880 პირი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 880 პირი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 11 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 371 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 527 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 796-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 880 პირი. 10 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

“ძალადობდნენ ხელისუფლებაში და ძალადობენ დღესაც – სუსტები არიან და იმიტომ, დამარცხდნენ ” – ივანიშვილი ოპოზიციაზე

ისეთი ინტენსივობით გვესმის საბოლოოდ ნიღაბჩამოხსნილი ადამიანებისგან უტიფრობა, რომ მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს, ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილთან ერთად, მათ უტიფრობის და უღირსებობის ნორმად და სიქველედ გამოცხადება დაუსახავთ მიზნად“,- ამის შესახებ ,,პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, ორმაგად სამწუხაროა, რომ სწორედ უტიფრობა და ღირსებაზე უარის თქმა მათ ძლიერების ნიშანი ჰგონიათ. არადა, ძალმომრეობის ყველაზე ეფექტიან საშუალებად შერაცხვა, უნიჭობასთან ერთად, მათი სისუსტის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა. მისი თქმით, დიქტატურის დამყარებას ნიჭი არ სჭირდება, დიქტატურა სუსტის და უნიჭოს არჩევანია. ,,უტიფრობის, როგორც პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტის, გამოყენება საზოგადოებრივ აზრზე ფსიქოლოგიური შტურმის კარგად…

მეტი...

“ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია, პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი” – ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს – წერილი “ქართული ოცნების” ფეისბუქის” გვერდზე განთავსდა: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წელი გავიდა. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა – სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან მესამე ვადით მართვის მანდატის მიღება შეძლო.ეს გამარჯვება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის ყველაზე ნათელი, მკაფიო და უდავო აღიარებაა და სწორედ ეს გამარჯვება ჩაუყრის საფუძველს ახალ ეტაპს საქართველოს ისტორიაში. ჩემი შეფასებით, უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მნიშვნელობისაა. ამ არჩევნებმა ყველაზე ნათლად აჩვენა, რომ დასრულდა ადამიანების გრძნობებით მანიპულირებისა და ხალხის ნების სხვადასხვა გზით შეცვლის მრავალწლიანი პრაქტიკა. ამ დამანგრეველმა პრაქტიკამ,…

მეტი...