დავით ზილფიმიანი, ავთანდილ ენუქიძე და გელა მიქაძე – ეს ადამიანები, უკვე ოპოზიციის სახელით საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მიიღებენ მონაწილეობას.
ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, უკვე სამი ოპოზიციონერი დეპუტატი, პარლამენტში შესვლის მიზეზებს განმარტავს.
“საჭიროა ყველაფერი არგუმენტებზე აგებული იყოს. მე არ მომწონს მართლმსაჯულება და ვაპირებ სამართლიანობისთვის ბრძოლას, ასევე არ მომწონს კანონმდებლობა, რომელიც რეალურად ხელს უშლის ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ბიზნესების განვითარებას და ვაპირებ ამის შეცვლას,” – აცხადებს პარლამენტის წევრი დავით ზილფიმიანი.