დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია – 961, იმერეთში – 420, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 201, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების განაწილება შემდეგია: აჭარაში – 125, ქვემო ქართლში – 142, შიდა ქართლში – 154, გურიაში – 40, კახეთში – 185, მცხეთა-მთიანეთში – 57, სამცხე-ჯავახეთში – 16, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 15.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 620, საიდანაც, 4 012 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 944, აჭარაში – 365, იმერეთში – 763.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 888 პირი, მათ შორის, თბილისში – 383, აჭარაში – 93, იმერეთში – 208. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 22, იმერეთში – 36. 763 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 – თბილისში, 457 – აჭარაში, 26 – იმერეთში.
1 845 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 377 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 144, აჭარაში – 46, ხოლო იმერეთში – 64. სულ 6 ოქტომბრიდან – 4 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 208 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 689 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 15 021 პირი, აჭარაში – 1 970, იმერეთში – 2 473”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 382 პირი .