ზურაბ ჯაფარიძემ დაბადების დღე საჯარო ღონისძიებით აღნიშნა

 “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი დღეს იუბილარია და იმის გამო, რომ არ მუშაობს არც ერთი ბარი და რესტორანი, მან დაბადების დღე საჯარო ღონისძიებით აღნიშნა. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ვინაიდან 31 დეკემბერს თბილისში არსად არაფერი ხდება, ხალხს გასართობად თავის დაბადების დღეზე დაპატიჟა. როგორც თავად თქვა, ღონისძიებაზე დაცული იყო ის მინიმალური რეკომენდაციები, რომლებიც სპეციალისტებს COVID-19-ის გავრცელების შესამცირებლად აქვთ. “დაბადების დღე მაქვს. არავინ არაფერს არღვევს. პირბადის კეთება დ ა.შ. – ყველა იცავს მაგ წესებს, მაგის პრობლემა არ არის. ამ ჭაობიდან უნდა ამოვიდეთ, რაშიც ჩავვარდით, განსაკუთრებით 2020-ში და მერე ვნახოთ,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მეტი...

ფოთში ავარიას 2 ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ფოთში, მალთაყვის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. “მერსედესის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს  ახალგაზრდები  უკვე  გარდაცვლილი დახვდნენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს ,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

პოლიციამ შვილის მკვლელობაში ბრალდებული 62 წლის ქალი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული თ.პ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბორჯომში დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ქალმა შვილს – 1979 წელს დაბადებულ ი.პ.-ს, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.  სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

ზესტაფონში აფეთქების შედეგად დედა-შვილი გარდაიცვალა

ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.  სოფელ საზანოში ლელაძეების სახლში ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რასაც აფეთქება მოყვა. შემთხვევის დროს სახლში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. 83 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, 60 წლამდე მამაკაცი კი, კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე საათში დაიღუპა.  დაშავდა ახალგაზრდა გოგო, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. მას ზესტაფონის კლინიკაში კიდურებზე ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის  თქმით, მდგომარეობა მძიმეა. როგორც მეზობლები იხსენებენ, მათ აფეთქების ხმა საღამოს გაიგეს და როდესაც ადგილზე მივიდნენ, სახლის ერთი ნაწილი მთლიანად დანგეული დახვდათ. დაშავებულები ნანგრევებიდან მათ გამოიყვანეს. მათი თქმით, სავარაუდოდ, წყლის გამათბობელი აფეთქდა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მეტი...

ბორჯომში დედამ შვილი მოკლა

მკვლელობა ბორჯომში – ვაშლოვანას დასახლებაში დედამ შვილი მოკლა. გარდაცვლილს ჭრილობები, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. ადგილობრივების ინფორმაციით, 41 წლის შვილი დედაზე სისტემატურად ძალადობდა და სავარაუდოდ, ტრაგედიის მიზეზიც ეს გახდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა. 1958 წელს დაბადებულ თ.პ. – ს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შსს–მ გამოძიება სსკ–ის 109 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკლელობას გულისხმობს.

მეტი...

ნინოწმინდაში დაპირისპირების შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მოხდა ნინოწმინდაში. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინცინდენტი ორი სოფლის – განძისა და ფოკის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. სოფლის მაცხოვრებლების თქმით, ახალგაზრდებმა ჯერ იჩხუბეს, შემდეგ კი ერთ-ერთმა ფ.ჰ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილი ახალქალაქის კლინიკაში თანასოფლელებმა გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა. სხეულის დაზიანებები მიიღო ორმა პირმა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავე დაკავებული არ არის, უწყებაში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მეტი...

„ცხოვრების ნორმალური რეჟიმი უკვე აღვადგინეთ“ – ჩინეთის ელჩი „მედიაცენტრ მთავართან“

 „ჩვენ ადრეული გამოვლენის, ადრეული შეტყობინების, ადრეული იზოლაციისა და ადრეული მკურნალობის პრინციპი დავიცავით“ – აცხადებს ჩინეთის ელჩი საქართველოში ლი იენი „მედიაცენტრ მთავართან“  ინტერვიუში. ელჩის თქმით, ეპიდემიის პრევენცია, კონტროლი და  მკურნალობა შესაძლებელია.   „ეპიდემიის თავდაპირველი გავრცელების შეჩერებას დაახლოებით ერთი თვე, უხანსა და ხუპეიში გადამწყვეტი შედეგების მიღწევას სამი თვე მოვანდომეთ, ხალხის სიცოცხლის, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვა უმაღლეს დონეზე შევძელით, ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან, სტრატეგიულ შედეგებს მივაღწიეთ და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და ცხოვრების ნორმალური რეჟიმი უკვე აღვადგინეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია მძვინვარებს, ჩინეთის რეალურმა ქმედებებმა დაამტკიცა, რომ ადრეული ჩარევით, სწორად დაგეგმვით, სამეცნიერო პოლიტიკის განხორციელებით, ეპიდემიის პრევენცია, კონტროლი და მკურნალობა შესაძლებელია. ამან გლობალურ დონეზე ეპიდემიის პრევენციისა და…

მეტი...

„საქართველოს ბევრი განსაცდელი გადაულახავს და არ დაცემულა“ – კახა კალაძე

„მომავალი წელი იქნება აღდგენის, განახლების და გაძლიერების წელი. მეგობრებო, ჩვენს ერთად ყოფნას ჩვენს მომავლისკენ სვლას ვერაფერი შეაჩერებს“ – აცხადებს კახა კალაძე საახალწლო მილოცვაში და ამბობს, რომ საქარტველო არასდროს დაცემულა და არც დაეცემა.    „მოგესალმებით ყველას. მივესალმები ჩემს ძვირფას თბილისელებს, მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მივესალმები საზღვარგარეთ მყოფ ჩვენ თანამემამულეებს. მიილია 2020 წელი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული წელი. ჩვენ ყველას ერთად გლობალური პანდემიის წესებით მოგვიწია ცხოვრება. უკვე გავიარეთ ახალ რეალობასთან ადაპტაციის რთული ეტაპი. სოლიდარობამ, ექიმების თავდადებამ, საჯარო მოხელეთა ძალისხმევამ, საპატრულო პოლიციის 24 საათიანმა საქმიანობამ, თბილისის მერიის…

მეტი...

“ერთადერთი სფერო, სადაც პანდემიამ აქტივობა ვერ შეანელა, პოლიტიკაა” – სალომე ზურაბიშვილი

„ერთადერთი სფერო, სადაც პანდემიამ აქტივობა ვერ შეანელა პოლიტიკაა. მძიმე პოლიტიკური წელი გვქონდა, თუმცა, შევძელით და მივიღეთ კონსტიტუციური ცვლილებები“, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში აღნიშნა. პრეზიდენტის თქმით, 2021 წელი ნდობის წელი უნდა იყოს, უარი უნდა ვუთხრათ სიძულვილს და დაპირისპირებას. „ერთადერთი სფერო, სადაც პანდემიამ აქტივობა ვერ შეანელა პოლიტიკაა. მძიმე პოლიტიკური წელი გვქონდა, თუმცა, აქაც შევძელით და მივიღეთ კონსტიტუციური ცვლილებები, ახალი „საარჩევნო კოდექსი“. ჩავატარეთ არჩევნები, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ შეაფასა, როგორც სამართლიანი და კონკურენტული. შედგა პარლამენტი. პანდემიამ ერთი რამ მაინც ვერ შეცვალა. ოკუპაცია და ჩვენი ტკივილი. დღეს მან კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 426 თბილისში, 167 იმერეთში, 72 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 426 თბილისში, 167 იმერეთში, 72 კი აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 016   კვლევა ტესტით, მათ შორის 3 800 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 216 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 990 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 265 პირი, 23 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 228 410 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 214 992 გამოჯანმრთელდა, 2 528 კი გარდაიცვალა. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 990 ახალი შემთხვევიდან:…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 990 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 990 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 265 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 228 410 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 214 992 გამოჯანმრთელდა, 2 528 კი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 8 016 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 800, PCR ტესტით – 4 216. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 415 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 664, ხოლო კოვიდსასტუმროში – 858. ამასთან, 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალებს ახალი წელი მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალებს ახალი წელი მიულოცა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს მეძლევა საშუალება კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, გისურვოთ, თქვენ და თქვენს ოჯახებს, პირველ რიგში, ჯანმრთელობა, გამძელობა და წარმატება! ეს წელი ყველასთვის და თქვენი ოჯახებისათვის, ისევე როგორც მთელი საქართველოსათვის საკმაოდ მძიმე და რთული იყო, მაგრამ გადავიტანეთ. იწყება 2021 წელი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისა და სამშობლოსთვის წარმატებული წელი იქნება. ჩვენ დავძლევთ არა მხოლოდ პანდემიას, დავძლევთ მის შედეგებს და მივაღწევთ იმას, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც იყო…

მეტი...

2020-ში „მედიაცენტრ მთავარში“ დარჩენილი ნივთების კოლექცია (სახალისო კოლაჟი)

ჩანთა, მიკროფონი, ქურთუკი, მობილური, შტატივი, ტელეფონი, თმის სამაგრი – ეს იმ ნივთების ჩამონათვალია, რომელიც „მედიაცენტრ მთავარში“ გადაღებაზე მოსულ ჟურნალისტებს ყველაზე ხშირად ჩნდება. ამ ყველაფერს კი შემდეგ მოსდევს დარჩენილი ნივთების ფოტოების „გამოფენა“ შემდეგი წარწერით – „ჩვენთან დაგრჩათ, ვისია“. ყველაზე  კურიოზული კი ის იყო, რომ შუა ზამთარში, ერთ-ერთი ოპერატორი ქურთუკის გარეშე წავიდა. უფრო მეტიც, პრესკონფერენციის დაწყებამდე, „მშიერ“ კოლეგებს სტუმრად მოსვლამდე უსაუზმიათ კიდეც (იხილეთ სახალისო ფოტოები). „მედიაცენტრი მთავარი“ გილოცავთ 2021 წელს და გელოდებით ახალი შემართებით! წარმატებები ჩვენს კოლეგებს!

მეტი...

24 საათში ვირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 528 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 990 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა, აჭარა – 72, იმერეთი – 167, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 83, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 68, კახეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი – 29, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

მეტი...

ვირუსის 990 ახალი შემთხვევა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  8 016   კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 990 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 265  პირი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  228 410-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 265  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 214 992-მდე.

მეტი...

„ამას გვავალებს ჩვენი ხალხი“ – გიორგი გახარია

“დღეს არ არის რაიმე ნიშნით დაყოფის დრო. დღეს მთელი ქვეყანა, – მათ შორის პოლიტიკური თუ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ერთად უნდა ჩავდგეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქის სამსახურში,  ამას გვავალებს ჩვენი ხალხი” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საახალწლო მილოცვისას განაცხადა როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის მთავარი წინაპირობა იმის, რომ მომავალი წელი გამარჯვების მომტანი იყოს. „წელს უჩვეულო გარემოში ვხვდებით ახალ წელს  –  არ ვმართავთ საზეიმო ღონისძიებებს და მოკრძალებულად, მხოლოდ ვიწრო ოჯახურ წრეში აღვნიშნავთ ამ ყველასთვის, განსაკუთრებით კი, ბავშვებისთვის, საყვარელ დღესასწაულს. დღეს სწორედ ეს არის პასუხისმგებლობა  ერთმანეთის, განსაკუთრებით კი, ჩვენი ხანდაზმულების…

მეტი...

“უხილავ მტერთან ბრძოლას საკუთარი გმირები ჰყავს” – გიორგი გახარია

“2020 წელი იყო უპრეცედენტო სამოქალაქო პასუხისმგებლობის წელი, როდესაც სახელმწიფო და მოქალაქე ერთად დადგა გამოწვევის პირისპირ” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საახალწლო მილოცვისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უხილავ მტერთან ბრძოლას საკუთარი გმირები ჰყავს. ეს გმირები არიან ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ადამიანები, პოლიციელები, ჯარისკაცები, თვითმმართველობების თანამშრომლები და თითოეული ის საჯარო მოხელე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, რათა უფრო უსაფრთხო გარემო შეექმნა. „გილოცავთ დამდეგ 2021 წელს. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.გასული წელი მთელი მსოფლიოსთვის უჩვეულო და გამოწვევებით სავსე იყო. ჩვენ აღმოვჩნდით ომში უხილავ მტერთან, რომელმაც გვაიძულა…

მეტი...