“არჩევნები იყო კონკურენტული, ის ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით ჩატარდა” – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

მიუხედავად საარჩევნო სისტემის თაობაზე მიღწეული შეთანხმებისა, საქართველოში პოლიტიკური კლიმატი კვლავ პოლარიზებული და სადავო რჩება. ამის შესახებ საუბარია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2020 წლის მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები, რომელთაც ერთხმად დაასკვნეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, ის ჩატარდა ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით და პარტიებს შესაძლებლობა ჰქონდათ კამპანია თავისუფლად ეწარმოებინათ. აქვე საუბარია, რომ დამკვირვებლებმა მიუთითეს არათანაბარ გარემოზე, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე, კამპანიის დაფინანსების და გამჭვირვალობის სუსტ რეგულაციებზე, რამაც აშკარა ფინანსური უპირატესობა მისცა გარკვეულ პარტიებს, მათ შორის მმართველ პარტიას. დამკვირვებლებმა ასევე მიუთითეს ზოგიერთ საარჩევნო…

მეტი...

“ვიქნები თუ არა პოლიტსაბჭოში გაირკვევა ხვალ” – თეა წულუკიანი

იქნება თუ არა წარმოდგენილი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე განახლებულ პოლიტსაბჭოში, თეა წულუკიანი წინასწარ არ ადასტურებს. “ჩვენი პარტიის მომავალ თავმჯდომარეს, რომლადაც განსაზღვრულია ბატონი ირაკლი კობახიძე და ხვალ შედგება ყრილობა, სადაც მას ჩვენ ნდობას გამოვუცხადებთ, რა თქმა უნდა, ექნება ყველა ის უფლებამოსილება, რომელიც ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების დებულებით არის გათვალისწინებული პარტიის თავმჯდომარისთვის. მე ვიქნები თუ არა პოლიტსაბჭოში, გაირკვევა ხვალ და რომც ვიყო კანდიდატი, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი იმიტომ, რომ პარტიის წევრებმა უნდა გამოუცხადონ თითოეულ კანდიდატს ნდობა, შესაბამისად, წინასწარ საუბარი იმაზე თუ ვინ იქნება პოლიტსაბჭოს წევრი და ვინ არა – მე ვფიქრობ, რომ არის უპასუხისმგებლობა…

მეტი...

„ბავშვების სახლში გამოკეტვის მავნე შედეგს მომავალში მოვიმკით“ – ინფექციონისტი

„რატომღაც, სწორედ სასწავლო დაწესებულებების მიკეტვა ეადვილება ყველას“ – აცხადებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი და იმ პრობლემებზე საუბრობს, რასაც ჩაკეტილი სივრცე ყველაზე მეტად  ბავშვების ჯანმრთელობას დაარტყამს. „ვიცი, რომ ძალიან არაპოპულარულ რამეს ვიტყვი და ტყვიებს გამოისვრიან, მაგრამ ჩემი აზრი სკოლების/უმაღლესი სასწავლებლების შესახებ, რომელიც ხშირად მაქვს გაჟღერებული, არ შემიცვლია. ჩვენ მომავალში მოვიმკით ბავშვების სახლში გამოკეტვის ძალიან სერიოზულ მავნე შედეგს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ეს გარდაუვალია, მაგრამ იმის მაგიერ, რომ ეს იყოს უკიდურესი ზომა, რატომღაც სწორედ სასწავლო დაწესებულებების მიკეტვა ეადვილება ყველას. გასაგებია, რომ განსაკუთრებით გართულებულ ეპიდ სიტუაციაში (ისიც მხოლოდ შესაბამის ადგილებში) სწრაფად შეიძლება ხოლმე დროებითი…

მეტი...

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაშინ გაიხსნება, როცა შემთხვევების რაოდენობა 5%-ს ჩამოსცდება

„საზოგადო ებრივი ტრანსპორტი იმ რისკების პირდაპირ ასახვაა, რაც ჩვენ საზოგადოებაში გვაქვს“ – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნაზე მაშინ შეიძლება საუბარი, როცა ვირუსის შემთხვევების რაოდენობა 5%-ს ჩამოსცდება.    „უნდა დაველოდოთ სტაბილიზაციას და ეპიდემიური სურათის გაუმჯობესებას, რადგან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმ რისკების პირდაპირ ასახვაა, რაც ჩვენ საზოგადოებაში გვაქვს. როდესაც დავინახავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იკლებს და  დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 5%-ს, უკვე შეგვიძლია,  მაღალი საზოგადოებრივი აქტივობის საქმიანობების უსაფრთხო გახსნაზე ვისაუბროთ. ჯერჯერობით, ამ პროცესის მიმდინარეობა არის კარგი, დადებითი ტენდენციები აღინიშნება, რადგან დადებითობის მაჩვენებელი გუშინდელთან შედარებით, დღესაც შემცირდა. ვფიქრობ, მომდევნო ორი…

მეტი...

„არც ერთი სკოლა არ უნდა გაიხსნას, სადაც საპირფარეშო მოწესრიგებული არ არის“ – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე განათლების სექტორისთვის მკაცრ რეკომენდაციას იძლევა და აცხადებს, რომ თუ სველი წერტილები მოწესრიგებული არ იქნება, არც ერთი სკოლა არ უნდა გაიხსნას.   „რაც შეეხება სკოლებს, ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად არის. საპირფარეშოებზე მინდა ვთქვა, ყველაფერ კარგად არ არის. ვირუსის ყველაზე დიდი გავრცელების ადგილი  სკოლაში სწორედ  საპირფარეშოა. საპირფარეშო თუ არ იქნება მოწესრიგებული, ის სკოლა არ უნდა გაიხსნას, ის ბაღი არ უნდა გაიხსნას. არც ერთი დაწესებულება არ უნდა გაიხსნას, სადაც საპირფარეშო არ არის კარგად მოწესრიგებული. ეს არის მთავარი, გავრცელება სწორედ აქ არის“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე. მისივე თქმით, ვირუსის…

მეტი...

“რემდესივირით“ მკურნალობა ქვეყნებს გამოადგათ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატ „რემდესივირით“ მკურნალობა ქვეყნებს გამოადგათ. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, კარგია, რომ საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობა საქართველოშიც არის. „ვფიქრობ, რომ „რემდესივირი“ გამოდგა იქ, სადაც გამოიყენეს. აქტიურად არ ვერევი, ეს კლინიკური ჯგუფის პრეროგატივაა, მაგრამ ვფიქრობ, ქვეყანას გამოადგა. კარგია, რომ ქვეყანაში შესაძლებლობა არის, ვისაც სჭირდება ჩვენების მიხედვით, „რემდესივირი“ გადაისხას და მას დღეს ის ეძლევა“, – განაცხადა გამყრელიძემ. ამასთან, მისი თქმით, სხვადასხვა გამოკითხვებით მოსახლეობის 60 პროცენტამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. „წინასწარი, სხვადასხვა გამოკითხვებით, 50-დან 60 პროცენტის ფარგლებში არის მზაობა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

“მიღებულია კოვიდვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პირველი პროექტი, რომელიც დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შესამუშავებლად ჯერ კიდევ გასულ წელს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. მისივე თქმით, დღეს კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის შეხვედრისას პროექტის დასრულებული ვერსია განიხილეს, რა დროსაც კონსესუსის წესით გეგმის მიღება მოხდა ამასთან, როგორც გამყრელიძე ამბობს, გარკვეული ფორმალური პროცედურების შემდეგ პროექტი ჯერ საკოორდინაციო საბჭოს, შემდეგ კი საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება. „მოგეხსენებათ, საქართველო კოვიდის ვაქცინაციასთან დაკავშირებით მუსაობა დაიწყო გასული წლის აგვისტოში, როდესაც პირველი კომუნიკაციები, როდესაც პირველი კონსულტაციები გაიმართა ახლადშექმნილ „კოვაქს“ პლატფორმასთან. ოფიციალურად საქართველომ განაცხადა თანხმობა, რომ გაერთიანდებოდა „კოვაქს“ პლატფორმასთან და გააფორმა ხელშეკრულება მასთან სექტემბერში და…

მეტი...

ბუკნარში გამართული შეხვედრის მონაწილების განცხადებით, მხარებს შორის შეთანხმება შედგა

ბუკნარში მუსლიმი თემის, ქრისტიანებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. მხარებს შორის შეთანხმება შედგა. შეხვედრის მონაწილეების განაცხადებით, ის რაც ამ დღეების განმავლობაში ხდებოდა, ეს იყო პროვოკაცია. შეხვედრის მონაწილეთა თქმით, მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და თანაცხოვრება ჩვეულ რეჟიმში უნდა გააგრძელონ. „მიხარია, რომ ის ინციდენტი, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სრულად აღმოიფხვრა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, მუსლიმები და მართლმადიდებელი ქრისტიანები აცხადებდნენ, ერთეული ადამიანების მიერ პროვოცირებულმა ფაქტმა მიიღო საკმაოდ მახინჯი განვრცობა და ეს დღეები იყო სამარცხვინო ფურცელი ჩვენი სოფლისთვის. დაპირისპირებულ მხარეებად წოდებულმა ადამიანებმა გაუცვალეს ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და…

მეტი...

“საქართველოს ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს. ამასთანავე, როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, ამ შემთხვევაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციას 18 წლამდე ასაკის ადამიანები არ გაივლიან, რადგან მისი თქმით, 18 წლამდე ასაკში ვაქცინის კლინიკური კვლევა ჯერ არ განხორციელებულა. „ჩვენი ვაქცინაციის გეგმა გათვლილია მოსახლეობის 60%-ზე. მოსახლეობას რომ ვამბობ, მხედველობაში მაქვს 18 წელს ზემოთ მოსახლეობა. ჯერჯერობით 18 წლამდე არ არის კლინიკური კვლევები ვაქცინაციისა, ახლა იწყება 12 წლის ზემოთ. კოლექტიური, საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, 60% უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ნორმალური…

მეტი...

საქართველოში ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი სახელდება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი სახელდება. როგორც მან covid-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო გაერთიანებულია „კოლაქს“ პლატფორმაში, სადაც შესაძლებელია, პირველი ეტაპისთვის მიიღოს „ფაიზერის“ ვაქცინა. „დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საბჭოა, როგორც შინაარსობრივად, ასევე ჩვენ შევდივართ კოვიდ 19-ის მართვის ახალ ფაზაში და აქ წამყვანი როლი აქვს ვაქცინას. დღევანდელი საბჭო ეძღვნება ვაქცინის დაგეგმვის გეგმის შემუშავების დასრულებას. დოკუმენტის შინაარსში განვიხილეთ ვაქცინის გარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანა ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოხდეს. ამასთან დაკავშირებით მოხდა ასევე საკანონმდებლო ინიცირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, ასევე…

მეტი...

„ორ კვირაში 2 მილიონზე მეტის შემოტანა შეგვიძლია, თუმცა, ქვეყანაში გვაქვს ნების პრობლემა“ – შალვა ალავერდაშვილი

„ტურიზმის სექტორი მკვდარი და გაკოტრებულია“; „ზამთრის კურორტები ელოდებიან, კომუნალური გადასახადის თანხა მაინც ამოიღონ“; „ეს  3 ადამიანი საუბრობს „ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება-ო“, დუბაიმ ისწავლა, თურქეთმა ისწავლა, ჩვენ რატომ ვერ ვისწავლეთ“ – პანდემიის გამო, ამ და ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ სხვა მწვავე საკითხებზე, „მედიაცენტრ მთავარში“ “სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა  შალვა ალავერდაშვილმა ისაუბრა. „ტურიზმის სექტორში აბსოლუტური გაუგებრობაა. საერთოდ არც ამბობენ, რომ ეს სექტორი ოდესმე არსებობდა, სექტორის ხსენებაც კი არსადაა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ ვარსებობთ. ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ტურიზმის სექტორი აღვადგინოთ. ტურიზმის სექტორი გადავარჩინოთ კი არა, ხელახლა უნდა აღვადგინოთ. ჩვენ ჯავშნებს ვიღებთ თებერვლიდან –…

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტროში “კოვაქს” პლატფორმისთვის საპასუხო წერილს ამზადებენ

ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა, სადაც განიხილება როგორ მოემზადება ქვეყანა ვაქცინაციის დაწყებისთვის.  სპეციალური ჯგუფი უკვე რამდენიმე საათია, რაც მსჯელობს პროტოკოლზე. ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, შეთანხმდნენ თუ არა სპეციალისტები სამოქმედო გეგმაზე. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრომ “კოვაქს” პლატფორმიდან მიიღო წერილი, ხოლო საპასუხო წერილს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მზაობაა ქვეყანაში ვაქცინის მისაღებად, უწყება 18 იანვარს გააგზავნის. “ჩვენ ვართ გაერთიანებული კოვაქს პლატფორმაში, სადაც ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს პირველი ეტაპისთვის მივიღოთ “ფაიზერის” ვაქცინა. კოვაქს პლატფორმიდან ჩვენ მივიღეთ წერილი და ორშაბათს, 18 იანვარს უნდა მოხდეს საპასუხო წერილის გაგზავნა სამინისტროს მხრიდან, სადაც ჩვენ დეტალურად…

მეტი...

რელიგიური ნიშნით დაწყებული პრობლემიდან, პოლიტიკურ დაპირისპირებამდე – რა ხდება ბუკნარში

რელიგიური ნიშნით დაწყებული პრობლემა, რომელიც პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სოფელ ბუკნარში, იქ სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთთან ცდილობს გაარკვიოს, როგორ გააგრძელონ მშვიდობიანი თანაცხოვრება, დღეს ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გამოჩნდა. წინასწარ იყო შეთანხმება, რომ სხვა და სხვა აღმსარებლობის მატარებლები, ორი პარალელური ლოცვის შემდეგ, მოლაპარაკებებისთვის ისევ შეიკრიბებოდნენ. თუმცა, დღის წესრიგი შეცვალა ოპოზიციური პარტიის წევრის, ბესიკ ქათამაძის განცხადებებმა, რომლის შინაარსიც იყო პოლიტიკური და ადრესატი- ადგილობრივი ხელისუფალი. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა წინასაარჩევნო დაპირებები გაიხსენა სოფელში, სადაც რამდენიმე დღეა ვითარება დაძაბულია და ამის მიზეზი რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტია. ამ წუთებში, ადგილობრივი მოსახლეობა ბუკნარის კლუბში შეხვედრისთვის იკრიბება,…

მეტი...

“არიან ადამიანები, ვისაც სურთ ამ ფაქტით ისარგებლონ და პროვოკაციები მოაწყონ” – ნინო წილოსანი ბუკნარში მომხდარ კონფლიქტზე

ხელისუფლების წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ბუკნარში დაწყებული კონფლიქტი დიალოგის შედეგად მოგვარდება და სხვადახვა კონფესიის მოსახლეობა მშვიდობიანად შეძლებს თანაცხოვრების გაგრძელებას.  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმებას ორივე მხარე დაიცავს: “მოლოდინები მართლდება მაშინ, როცა ორივე მხარე იცავს იმ შეთანხმებას, რაც გუშინ მივაღწიეთ 10-10 წარმომადგენლის და ხელისუფლების წარმომადგენლის თანდასწრებით მოხდება ეს დიალოგი. მე იმედი მაქვს, რომ ამ შეთანხმებას დაიცავს ორივე მხარე და მოლოდინებიც გამართლდება,” – განაცხადა  ირაკლი კუჭავამ. კონფლიქტით სარგებლობისა და პროვოკაციის მოწყობით დაინტერესებულ პირებზე აკეთებს აქცენტს “ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად აერიდონ პროვოკაციებს და სახელმწიფოებრივად იაზროვნონ: “არიან…

მეტი...

„ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი, არც შეზღუდვების  გადავადება მგონია გამართლებული“ – ინფექციონისტი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ქვეყანაში ჩაკეტილი რეჟიმის აუცილებლობა არ არსებობს. მისივე თქმით, არსებული შეზღუდვები არ უნა გახანგრძლივდეს. „უკვე საკმარისი დრო გავიდა იმის დასამტკიცებლად, რომ რეგულაციების წინასაახალწლო მოხსნამ ცუდი ეპიდემიოლოგიური შედეგი არ გამოიღო. სოციალურ ქსელში სულ ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა. ასე რომ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი. არც შეზღუდვების თებერვლამდე გადავადება მგონია გამართლებული“ – აცხადებს მაია ბუწაშვილი. მისი თქმით, ტრანსპორტის მოძრაობაც უნდა აღდგეს და სახელმწიფო კონტროლიც შესაბამისი უნდა იყოს. „შეუძლებელია ჩვეულებრივ დღეებში იმდენი ადამიანი გაეშუროს სავაჭრო დაწესებულებებისკენ,…

მეტი...

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას მიმართავენ, 1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ, 1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს და უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი ღონისძიებების გატარება პანდემიით გამოწვეული მოთხოვნების დაცვისთვის – დისტანცირება, დეზინფექცია და მგზავრთა რაოდენობის და ტრანსპორტში პირბადის ტარების კონტროლი და საზ. ტრანსპორტის მუშაკთა უსაფრთხოების დაცვა. მიმართვას შვიდი ორგანიზაცია აწერს ხელს და ესენი არიან: “თბილისის ველომოყვარულთა კლუბი“, ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, არასამთავრობო ორგანიზაცია “იარე ფეხით”, “ურბანული ლაბორატორია“, მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს”, “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე პოლუსი”. მათ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული შეზღუდვები მორგებულია მხოლოდ…

მეტი...

საპროკურორო საბჭომ ახალ თავმჯდომარედ მერაბ ჯერანაშვილი აირჩია

საპროკურორო საბჭომ ახალ თავმჯდომარედ მერაბ ჯერანაშვილი აირჩია. საბჭოს წევრებმა საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით, ერთხმად აირჩია. თავმჯდომარის ასარჩევად ხმათა უმრავლესობის შვიდი წევრის მხარდაჭერა საკმარისი იყო და მას მხარდაჭერა სხდომაზე მყოფმა 13-ვე წევრმა გამოუცხადა. საბჭოს სხდომაზე საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე წევრებიდან მხოლოდ ერთი კანდიდატურა დასახელდა. მერაბ ჯერანაშვილის კანდიდატურას სხდომაზე მყოფი ყველა წევრი დაეთანხმა და კენჭისყრამდე მხარდაჭერა საჯაროდ დააფიქსირა. საპროკურორო საბჭო ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისგან შედგება. რომელიც საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს ორი წლის ვადით ირჩევს. დღევანდელ სხდომას 13 წევრი ესწრებოდა. საპროკურორო საბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს ნანა ხუნჯუას​ უფლებამოსილების ვადა ხვალ ეწურება.

მეტი...

ნატო-ს პრესსპიკერი – იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება, – ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერი ოანა ლუნგესკუ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მისივე ინფორმაციით, შეხვედრა 22 იანვარს, ნატო-ს შტაბბინაში გაიმართება. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელიც, თბილისის დროით, 16:15 საათზე (ბრიუსელის დროით 13:15 საათზე) დაიწყება.

მეტი...

ამ ეტაპზე 1 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურში 45 000 ათასი განაცხადია რეგისტრირებული

პროგრამულად შესაძლებელია იმის იდენტიფიცირება, ნამდვილად ჰქონდა თუ არა 2020 წლის განმავლობაში მინიმუმ ორი თვე ხელფასი დასაქმებულს. შესაბამისად, ამას ვაკეთებთ კიდევაც შემოსავლების სამსახურში და მხოლოდ ამის იდენტიფიცირების შედეგად ვაგზავნით შემდგომში ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში კომპენსაციის მიღების მიზნით, – ამის შესახებ  შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან დგებუაძემ განაცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კომპანია იკადრებს და თანამშრომელს კომპენსაციის მიღების მიზნით შეგნებულად გაათავისუფლებს, მსგავს ფაქტებს შესაბამისი საგამოძიებო სამსახურები შეისწავლიან. „რაც შეეხება იმას, რომ რომელიღაც კომპანია კადრულობს და შეგნებულად ათავისუფლებს თანამშრომელს, რათა კომპენსაცია მიიღოს, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, მოგვაწოდონ ასეთი ინფორმაცია ყველა ამ კომპანიაზე და ამას…

მეტი...

“ბრალდებას არც ერთი მტკიცებულება არ მოეპოვება, რომელიც დაადასტურებს, თუ როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი წყალში” – გიორგი გელხაური

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, სახელმწიფო ბრალდებას აღნიშნულ საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ მოეპოვება, რომელიც დაადასტურებს, თუ როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილი წყალში. გელხაურის განმარტებითვე, დაცვის მხარეს ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. „დღეს დასაკითხმა ექსპერტებმა დააფიქსირეს გარემოება, თუ რა დაზიანებები ჰქონდა გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს, თუმცა, ეს ექსპერტები ვერ იქნებიან იმის მტკიცებულება, თუ ვინ და რა მდგომარეობაში მიაყენა გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები, ასევე, როგორ აღმოჩნდა ის წყალში. ეს ექსპერტები ამაზე რა თქმა უნდა, ვერ გვესაუბრებიან. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა და ასევე არიან მოწმეებიც,…

მეტი...

“ჩვეულებრივი ადამიანია ჩემი ერთი შვილი, მეორე – არა, იმიტომ რომ ლაბორატორიაში მუშაობს კოვიდზე” – პაატა იმნაძე საკუთარ განცხადებას განმარტავს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძე სა­კუ­თარ გან­ცხა­დე­ბას გან­მარ­ტავს, სა­დაც მან თქვა, რომ ” ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ვაქ­ცი­ნა ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ზა­ფხულ­ში ან შე­მოდ­გო­მის და­სა­წყის­ში”. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებ­ში ისი­ნი იგუ­ლის­ხმა, ვინც რისკ ჯგუფ­ში არ შე­დი­ან. რო­გორც იმ­ნა­ძე ამ­ბობს, გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლია ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნის შე­მოს­ვლის შემ­დეგ აიც­რე­ბი­ან. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გილმ გან­მარ­ტა, რომ პირ­ველ ჯგუფ­ში იქ­ნე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, მე­ო­რე ჯგუფ­შია მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­საფ­რე­ბი და მათი პერ­სო­ნა­ლი, მე­სა­მე ჯგუ­ფია 75 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლე­ბი, მე­ო­თხე­ში – 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლე­ბი. “დღეს რომ ვთქვი ეს (ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი) ერთი ამ­ბა­ვი ატყდა, ახლა ასე და­ვარ­ქმევ, ვი­საც ეწყი­ნა რომ…

მეტი...

საქართველოს ათ ქალაქსა და აჭარაში სასწავლო პროცესი 18 იანვრიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდება

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 18 იანვარს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზეც. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში. ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება,…

მეტი...

„იაპონჩიკის“ მკვლელობისთვის ქართველ მამაკაცზე ძებნა გამოცხადდა

11 წლის შემდეგ, კრიმინალური „ავტორიტეტის“ ვიაჩესლავ ივანკოვის მკვლელობის ფიგურანტთა წრე ფართოვდება. 13 იანვარს მოსკოვის სასამართლომ დაპატიმრების სანქცია გასცა ნუგზარ პაპავაზე, რომელიც 2009 წელს მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევენ. ნუგზარ პაპავასთან ერთად ამავე საქმეზე ბრალი წარედგინა ვინმე ასტამურ ბუთბას. ორივე მათგანზე ძებნა გამოცხადდა. ვიაჩესლავ ივანკოვს კრიმინალურ წრეებში „იაპონჩიკის“ მეტსახელით იცნობდნენ. ის ქურდულ სამყაროში დიდი გავლენით სარგებლობდა. ვიაჩესლავ ივანკოვი მოკლეს 2009 წლის 28 ივლისს, საღამოს, როდესაც ის ტოვებდა რესტორანს Thai Elephant, ხოროშევსკოეს გზატკეცილზე. მას სნაიპერული შაშხანიდან (SVD) ესროლეს. მკვლელობის ბრალდებით სასჯელს ორი პირი იხდის, თუმცა, როგორც ჩანს წლების შემდეგ ამ საქმეში…

მეტი...

„სირაქლემას პოზაში ცხოვრება აღარ შეიძლება – დავბრუნდით 90 -იან წლებში“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„ის თემა, რომ პირველ თებერვალს ვინმე გვეტყვის, რა იქნება შემდეგი, ასე არ არის, სასტუმროს გახსნა ასე არ ხდება, სასტუმროს დღეს სჭირება პასუხი უკვე, რომ მე ჯავშნები მივიღო თუ არ მივიღო,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. ალავერდაშვილი იმ ზარალზე საუბრობს, რაც პანდემიის პერიოდში სექტორს მიადგა: „ჩვენ უნდა დავიწყოთ რეკლამები, პერსონალი უნდა შევაგროვოთ, დავატრენინგოთ და გავხსნათ კონკრეტული ობიექტები – ასე არ არის, რომ პირველ თებერვალს გვეტყვიან რას ვაკეთებთ. ის მასალები, ის ნედლეული, რაც ჩვენ ვიყიდეთ რესტორნებისთვის და სასტუმროებისთვის, ერთ დღეში გვითხრეს, რომ იცით, ხვალიდან…

მეტი...

„ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„ტურიზმის სექტორი უკვე კარგა ხანია მკვდარია და ტურიზმის სექტორი უნდა აღვადგინოთ“ – ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისივე თქმით, ტურიზმის სექტორს ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტის შემოტანა შეუძლია. „ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ ვარსებობთ მე მგონი. ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ტურიზმის სექტორი აღვადგინოთ. ტურიზმის სექტორი გადავარჩინოთ არა – ტურიზმის სექტორი უკვე კარგა ხანია მკვდარია და ტურიზმის სექტორი უნდა აღვადგინოთ, ანუ ჩვენ ველოდებოდით და ახლაც ველოდებით თებერვლიდან მაღალმთიან კურორტებზე სასტუმროების გახსნას. ეს…

მეტი...

ბუკნარში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია

ბუკნარში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესო ქათამაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე დაუპირისპირდნენ. ქათამაძემ მაჟორიტარ დეპუტატს განუცხადა, რომ იგი ადგილობრივებს მეჩეთის მშენებლობას დაჰპირდა და მას დანაპირების შესრულება მოსთხოვა. „ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მას პროვოკატორი უწოდეს. ბესო ქათამაძე სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს და განაცხადეს. რომ ამით ტერიტორიას განარიდეს. ბუკნარის ცენტრში მოსახლეობაა შეკრებილი. მათი თქმით, დღეს უნდა მოხდეს მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლის შერიგება.

მეტი...

“ვინც პარლამენტში არ შევა, მათ მიმართ იქნება მძიმე დარტყმა ყველა არჩევნებზე” – სოზარ სუბარი

საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ვინც შანსს არ გამოიყენებს, რომ პარლამენტში შევიდეს, მათ მიმართ იქნება მძიმე დარტყმა არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებზე, არამედ ყველა მომდევნო არჩევნებზე და შეიძლება, ზოგიერთი პარტია გაქრეს, რადგან მათ საკუთარი ამომრჩევლის მოთხოვნას უღალატეს. ჟურნალისტებთან საუბარში სოზარ სუბარი ოპოზიციის გზავნილებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ მართლა არჩევნების გაყალბების რაღაც სერიოზულ პროცესს ჰქონდა ადგილი. „ჩვენ ვთქვით, რომ ეს რაღაც შეიძლება იყოს ერთი პროცენტი. დარწმუნებული ვართ, გაყალბების არც ერთი პროცენტი არ არსებობს და ამიტომ ასე თამამად მოვდივართ ასეთ სერიოზულ წინადადებაზე,…

მეტი...

რელიგიური რიტუალი პოლიციის კონტროლით ჩატარდება

რელიგიური რიტუალი პოლიციის კონტროლით. სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემი პარასკევის ტრადიციული ლოცვისთვის ემზადება. ზუსტად ერთ საათში ადგილობრივი ისლამის მიმდევრები შეიკრიბებიან სახლში, რომელიც მათთვის უკვე თითქის ერთი წელია, ჯგუფურად ლოცვის ადგილია. ამას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი დაპირისპირება ადგილობრივ მართლმადიდებელ ქრისტიანებთან. ასევე, შედგა მოლაპარაკებები ხელისუფლების წარმომადგენლების შუამავლობითაც.  დიალოგების ბოლო შედეგი ასეთია – ორი პარალელური ლოცვის შემდეგ, განსხვავებული აღმსარებლობის მატარებელი ერთი სოფლის მოსახლეობა, პრობლემის გადასაჭრელად ისევ შეიკრიბება. გურიაში იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) წარმომადგენლები, ისინი ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის დაპირისპირების ადგილზე შესწავლასა და მდგომარეობის განმუხტვაში დახმარებას ცდილობენ. როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა…

მეტი...

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 38 წლის მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა თბილისში – ზღვის ტერიტორიაზე 42 წლის მამაკაცმა, ნაცნობს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა. მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. 38 წლის პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავე მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. “კურიერის” ინფორმაციით, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ფერმაში, რომელიც სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს, გუშინ ძმებს სუფრა ჰქონდათ გაშლილი და სტუმრად ჰყავდათ მათი ნაცნობი. თავდაპირველად დაპირისპირება სიტყვიერად დაიწყო, რომელიც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ამის შემდეგ კი აღნიშნულმა სტუმარმა ერთ-ერთ ძმას დანით ჭრილობა მიაყენა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, რამდენიმე საათში დააკავეს ბრალდებული.

მეტი...

მოქალაქეებისთვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ფინანსური დახმარების გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება

ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, უკვე დაიწყო განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც დაკარგეს სამსახური  ეპიდემიის მეორე ტალღის შედეგად. „განაცხადების მიღება გაგრძელდება 20 თებერვლამდე, ხოლო 28 იანვრიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1200 ლარი ექვსი თვის განმავლობაში. მე მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 000 ასეთი განაცხადი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მეტი...

დიდ ქალაქებში, სკოლებში მეორე სემესტრი 18 იანვარს კვლავ დისტანციურ ფორმატში განახლდება

დიდ ქალაქებში, სკოლებში მეორე სემესტრი 18 იანვარს დისტანციურ ფორმატში განახლდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტროს მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც დგებუაძემ აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება საკლასო ოთახებში. „2021 წლის 18 იანვარს იწყება 2020-21 წლის მეორე სემესტრი. ეს სემესტრი დაიწყება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად, რაც გულისხმობს იმას, რომ დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, სასწავლო პროცესი დაიწყება დისტანციურად, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო…

მეტი...

დაჭრა სამტრედიაში – ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცივი იარაღით გულის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა. დაშავებული ქუთაისში, საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მას ექიმებმა რთული ოპერაცია ჩაუტარეს და დაჭრილის გადარჩენა შეძლეს. ამ დროისთვის  მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

მეტი...

“არავის მივცემთ შესაძლებლობას, რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირების პროვოცირებას ხელი შეუწყოს” – გიორგი გახარია

არავის მივცემთ შესაძლებლობას, რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას პროვოცირება გაუწიოს ან ხელი შეუწყოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა იყო და იქნება თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების დაცვის გარანტი. „მოგეხსენებათ, რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტი და ჩვენი სიმდიდრეა. ეს არის ის, საუკუნეების გნმავლობაში როგორ ვაშენებდით ჩვენს სახელმწიფოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულებისთვის. არავის მივცემთ შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით შეიზღუდოს, თუმცა ასევე, არავის მივცემთ…

მეტი...

“გირჩი” ოპოზიციის მოლაპარაკებების საჯაროობას ითხოვს

“გირჩის” მმართველი საბჭოს წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, მათი წინადადება ახლა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან არის ის, რომ ახლიდან დალაგდნენ იდეებსა და გეგმებზე. ასევე, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ისინი შეხვედრების საჯაროობას ითხოვენ, რაც წინა პერიოდში არ ხდებოდა. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციაში თანხმობა იყოს და ერთმანეთს არ ვეჩხუბებოდეთ. იდეაში, ჩვენი წინადადება არის, რომ მოდით დავლაგდეთ ახლიდან. ამ შეხვედრებზე, განსხვავებით წინა პერიოდისგან, ჩვენ საჯაროობას ვითხოვთ და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვგეგმავთ, რომ თითოეულ ოპოზიცურ პარტიასთან გავიაროთ ეს თემა. ჩვენ არ გვინდა, რომ თუკი ეს მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა,  ჩვენ ვიყოთ ამ წარუმატებლობის მიზეზი. პირიქით, ჩვენ გვინდა პარლამენტი შედგეს, სადაც როგორც ოპოზიცია,…

მეტი...

“დღეს მაინც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და არსებული შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გავახანგრძლივოთ” – გიორგი გახარია

დღეის მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი გავიდა რეალურად პანდემიასთან ბრძოლა საქართველოშიც და გლობალურადაც მსოფლიოში გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს 1177 შემთხვევა გვაქვს ინფიცირების, რაც იმ მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელდა პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს „უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგომ, რაც ჩვენ ყველას ერთად გვიწევს პანდემიასთან ბრძოლა. პირველი შემთხვევა სწორედ იანვარში დაფიქსირდა. დღეის მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი გავიდა რეალურად პანდემიასთან ბრძოლა საქართველოშიც და გლობალურადაც მსოფლიოში გრძელდება. დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს ინფიცირების 1177 შემთხვევა, რაც იმ მიზნობრივი შეზღუდვების…

მეტი...