პროკურატურამ ილიჩოვა-მელაშვილის საქმის გამოძიება დასრულა – ჯერი სასამართლოზეა

ე.წ. კარტოგრაფების საქმის სახელით ცნობილი ილიჩოვა-მელაშვილის საქმის გამოძიება დასრულებულია. როგორც პროკურორი მიხეილ სადრაძე განმარტავს, საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. „აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია ორი პირის მიმართ. კერძოდ, ი.მ.-სა და ნ.ი.-ს მიმართ. მათ ბრალად ედებათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენა, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების, ი.მ.-სა და ნ.ი.-ს მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული. გამოძიების მიერ მოპოვებულია უამრავი მტკიცებულება. გამოკითხულია ათეულობით მოწმე. მოპოვებულია ყველა რელევანტური დოკუმენტაცია, ელექტრონული ინფორმაცია,…

მეტი...

მერია მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის დახმარებას აგრძელებს

თბილისის მერია მარტოხელა მოხუცებისა და სხვა სოციალურად დაუცველი კატეგორიის დახმარებას აგრძელებს. კვების პროდუქტების დაფასოების პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო. პანდემიის პირობებში სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების საკვებით მომარაგების მიზნით თბილისის მერიამ 1 200 000 ლარი გამოყო.

მეტი...

ვირუსის მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად, ინფექციონისტები ზომების გამკაცრებას ითხოვენ

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რეგულაციები გასამკაცრებელი და მკაცრად გასაკონტროლებელია, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მძიმე არ აღმოჩნდეს.   „უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და კონტროლი მის შესრულებაზე – აი ეს არის გზა, რომ “კოვიდინფექციის” გავრცელების მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ როცა თებერვლიდან შეზღუდვები მოიხსნება, ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას რაც შეიძლება დაბალი საწყისი რაოდენობა ჰქონდეს და მატება იყოს ცოტადან და არა ბევრიდან… აშშ-სა და ევროპაში არის ვარაუდი, რომ მესამე ტალღა თებერვლიდან დაიწყება. ჩვენ გვინდა თებერვლამდე მეორე ტალღა მინიმუმამდე დავიყვანოთ. სტაბილიზაცია უკვე მოხერხდა. იყო 4-5…

მეტი...

“ჰიუმან რაითს ვოჩი” საქართველოში 2020 წელს განვითარებულ მოვლენებს ანგარშში აჯამებს

ჰიუმან რაითს ვოჩი” საქართველოში 2020 წელს განვითარებულ მოვლენებს ანგარიშში აჯამებს, სადაც საუბარია პანდემიაზე, საპარლამენტო არჩევნებზე, მედიის თავისუფლებაზე, შრომით უფლებებზე, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიებასა დ სხვა ფაქტებზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ აგვისტოს მდგომარეობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 1,300-ზე მეტი საჩივარი იყო შესული სამართალდამცველების და სხვა ოფიციალური პირების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის შესახებ. დაწყებული იყო გამოძიება 168 საქმეზე, რომელთა უმეტესობა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხებოდა, თუმცა, იყო არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის შემთხვევებიც. იმავე პერიოდში, სახალხო დამცველის ოფისს მიღებული ჰქონდა 68 საჩივარი, რომლებიც პენიტენციური დაწესებულებების და პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხებოდა. ანგარიშში წერია, რომ…

მეტი...

ქუთაისი, ვირუსის გავრცელების „ცხელი წერილია“

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მთელი ქვეყნის იმერეთი, კერძოდ კი ქუთაისი  კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ოდენობით პირველ ადგილზეა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ქუთაისის კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ეს „ცხელი წერტილი“ უნდა დაასტაბილურონ. „სიკვდილობის ერთ-ერთი მთავარ ი მიზეზი არის ის, რომ პაციენტებს ოჯახის წევრები ბინაზე იქამდე ტოვებენ, სანამ მათი მდგომარეობა არ დამძიმდება, არ გახდება პირდაპირ სარეანიმაციო. ამას თუ რაღაც „გამართლება“ ჰქონდა ერთი თვის წინ, როცა ამბობდნენ, რომ სასწრაფოს ვერ უკავშირდებოდნენ და ადგილები არ იყო, ახლა ხომ ეს საკითხი მთლიანად მოხსნილია. ახლა მსგავსი არაფერი არაა. ჩემი რეკომენდაციაა, ოჯახები, სადაც არიან “კოვიდ” ინფიცირებულები, ექიმს…

მეტი...

ხვალიდან, გერმანიაში შესვლა მკაცრდება

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საზღვრის გადაკვეთის წესებს ამკაცრებს. ახალი, გამკაცრებული წესები ქვეყანაში 14 იანვრიდან ამოქმედდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნებისმიერ მგზავრს თუ ადგილობრივს, რომელიც საზღვარს გადაკვეთს და მოგზაურობის ისტორია გააჩნია, მტკიცებულება უნდა წარადგინოს, რომ ის დაინფიცირებული არ არის. აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტს კი მაქსიმუმ 48 საათიანი ვადა უნდა ჰქონდეს. თუ გერმანიაში შემსვლელს ვირუსი დაუდასტურდება, ან საეჭვოა, მას კარანტინში გადაიყვანენ.

მეტი...

პრიმაბალერინას კონტრაქტი ოფიციალურად შეუწყვიტეს

ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრთან ვერ ითანამშრომლებს. თეატრმა პრიმაბალერინას კონტრაქტი ოფიციალურად შეუწყვიტა. როგორც თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ეს, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდა. „ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმერ კეხმანის ნინო ანანიაშვილთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება მანამდე დადებული კონტრაქტის მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტასთან დაკავშირებით“, – ვკითხულობთ თეატრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, თეატრმა, ნინო ანანიაშვილის (ხელმძღვანელის პოზიციაზე)  ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე,  დასის უპატივცემლობად ჩათვალა, რაც კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველი გახდა.   „ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში…

მეტი...

“თუ უზენაესი ქურუმი მართლა წასულია, მაშინ სხვა გზა, გარდა ლაპარაკისა, პოლიტიკოსებს შორის არ რჩება” – იაგო ხვიჩია ბიძინა ივანიშვილზე

“გირჩის” წევრის იაგო ხვიჩიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დადგა დრო, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგი დაიწყოს. ხვიჩიას შეფასებით, აქამდე მმართველ ძალას არ სჭირდებოდა ოპოზიციასთან საუბარი, მაგრამ ახლა სწორედ ამის დროა. “თუ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისთვის ნამდვილი აღმოჩნდა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საუბარი დაიწყოს ამ ქვეყანაში პოლიტიკოსებს შორის. აქამდე იყო ბიძინა, რომელიც იყო უზენაესი ქურუმი და ის თუ ჰყავდა “ქართულ ოცნებას”, ლაპარაკი არ სჭირდებოდა ოპოზიციასთან, მაგრამ თუ უზენაესი ქურუმი მართლა წასულია, მაშინ სხვა გზა, გარდა ლაპარაკისა, პოლიტიკოსებს შორის, უბრალოდ, არ რჩება,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

მეტი...

მერიის ორგანიზებული საახალწლო სატელევიზიო კონცერტები ხვალ სრულდება

თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული და მხარდაჭერილი საახალწლო პროექტები დასასრულს უახლოვდება. 13 იანვარს, კომპანია “Bukajazz Entertainment”-ის  ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ტელეკომპანია “იმედის” ერთობლივი კონცერტი გაიმართება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, საახალწლო კონცერტში, რომელიც პირდაპირი ტრანსლაციით ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაიცემა, მონაწილეობას მიიღებენ ყველა თაობის ქართველი საესტრადო შემსრულებლები. „აღნიშნული პროექტისთვის სპეციალურად  შეიქმნა კომპოზიციების ახალი ვერსიები, ნიკოლოზ რაჭველის, ბუკა კარტოზიას და რუსუდან მორჩილაძის ხელმძღვანელობით. ღონისძიება პირდაპირ ეთერში 22:30 საათზე დაიწყება. 14 იანვარს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ქართული ესტრადის მონაწილებით საუკეთესო ჰიტებისგან შემდგარი საახალწლო კონცერტი გადაიცემა. 13 და…

მეტი...

“ოცნების“ შიგნით გახარიასა და კალაძის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებები დაიწყება, დაჭამენ ერთმანეთს” – ალეკო ელისაშვილი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თუ მარ­თლა გა­ე­რი­დე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას, „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ შიგ­ნით და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი და­ი­წყე­ბა. დღეს გა­ხა­რი­ას და კა­ლა­ძის დაჯ­გუ­ფე­ბე­ბია „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და ისი­ნი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, ეს და­პი­რის­პი­რე­ბა კი, ძა­ლი­ან მალე გა­მო­ვა სა­აშ­კა­რა­ო­ზე, – ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მას არ სჯე­რა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მთლი­ა­ნად ჩა­ეხ­სნე­ბა „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და არა­ვის­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ ექ­ნე­ბა. ელი­საშ­ვი­ლის თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს გუნდში ისევ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ი­ღებს. „ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან და­ი­ტო­ვებს კავ­შირს და ყვე­ლა­ზე დიდ და მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მას შე­უ­თან­ხმე­ბენ. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თუ მარ­თლა გა­ე­რი­დე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას,…

მეტი...

“ეს მთავრობა ისედაც უფუნქციო იყო და კიდევ უფრო დისფუნქციური გახდება” – გიგი უგულავა

ოპოზიციის წევრების განცხადებით, ის, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, კიდევ უფრო დისფუნქციურს გახდის ხელისუფლებას. “ვხედავთ აბსოლუტურად დისფუნქციურად დატოვებულ ხელისუფლებას. ეს მთავრობა ისედაც უფუნქციო და დისფუნქციური იყო და ახლა ივანიშვილის კიდევ უფრო ღრმა ჩრდილში გადასვლის შემთხვევაში კიდევ უფრო დისფუნქციური გახდება, რაც ქვეყნისთვის კატასტროფაა გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რა გამოწვევებიც გვაქვს. ის ფაქტი, რომ კობახიძე დატოვა კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მან ძალაუფლება კი არ გაუშვა ხელიდან, არამედ უბრალოდ ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდება საკუთარი გუნდისთვის,” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

მეტი...

საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციისთვის მზადების პროცესი განიხილა

საქართველოში ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი, ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების მოხსნისთვის ბიზნესის მზადყოფნის პირობები და პენიტენციურ სისტემაში ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „როგორც ცნობილია, კოვიდვაქცინაციის თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისია ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას როგორც ვაქცინის დროული მიღების, ისე ქვეყანაში შესაბამისი გამართული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის კუთხით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სამედიცინო პერსონალისთვის Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზების მიღებასთან დაკავშირებით კოვაქსპლატფორმის მზაობის დადასტურების პარალელურად, მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. საბჭოს…

მეტი...

დავით გარეჯის საკითხზე პროკურატურაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე იკითხება

დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე იკითხება. აღნიშნული „მედიაცენტრ მთავარს“ პროკურატურაში დაუდასტურეს. თუ რა კითხვები აქვთ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს მანჯგალაძესთან, ეს მისი გამოკითხვის შემდეგ გახდება ცნობილი. ცნობისთვის, დავით გარეჯის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის…

მეტი...

პირს, რომელიც გარდაბანში სხვა პირს მანქანით დაეჯახა და მიატოვა, ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში 2020 წლის 21 დეკემბერს მომხდარი ც.ა.-ს გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, ვ.ზ.-ს, რომელსაც ბრალი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვისას მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და განსაცდელში მიტოვება ედებოდა, ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.  უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ვ.ზ. 2020 წლის 22 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და 128-ე მუხლი  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  “სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულების საფუძველზე დადგინდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, ვ.ზ.-მ შურისძიების მოტივით, ც.ა.-ს განზრახ…

მეტი...

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე ფერდობიდან მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე ცნობით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოძრაობა უმოკლეს დროში აღდგება.

მეტი...

“ქვეყანას ამ წუთში „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა გააჩნია” – პაატა იმნაძე

ქვეყანას ამ წუთში გააჩნია „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. იმნაძემ თენგიზ ცერცვაძის იმ განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, მინუს 80-გრადუსიანი მაცივრების პრობლემის გამო, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის მილიონიანი დოზის შეძენა არ შეუძლია. როგორც პაატა იმნაძე აცხადებს, ვაქცინის შეძენა „კოვაქს“ პლატფორმის გარდა, შესაძლებელია მწარმოებლებთან პირდაპირი მოლაპარაკების გზითაც. „ ქვეყანას ამ წუთში გააჩნია „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა. ქვეყანა იყიდის „კოვაქსის“ პლატფორმიდან, წინასწარი შენატანი გადახდილია. ქვეყანა ასევე მზად არის, თუ ვინმე…

მეტი...

„მე ვუთხარი აღარ დამირეკოთ“ – ივანიშვილი „ოცნების“ წევრებზე

„თუ ისინი მოახერხებენ რომ ერთმანეთში არ დაიწყონ საქმის გარკვევა და ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა დაიწყეს, შესაძლოა ვერ შეინარჩუნონ ნორმალური სიტუაცია,“ – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ წევრების მისამართით განაცხდა. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ გუნდთან პოლიტიკურ კონსულტაციებს წყვეტს: „საბჭოს წევრებთან თვეების განმავლობაში მქონდა საუბარი წასვლის შესახებ, მე ვუთხარი აღარ დამირეკოთ, ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება, იქ დავტოვე მეგობრები ჩემი და ადამიანური ურთიერთობები შესაძლოა იყოს ყოფით დონეზე,“ – განაცხადა ივანიშვილმა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ამის შესახებ ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ კორონავირუსის მესამე ტალღას ქვეყანა ინფექციის შეკავების ეპიზოდში, უფრო მეტად ეფექტურად უნდა შეხვდეს. „მაშინ როდესაც მსოფლიო მესამე ტალღაზე საუბრობს, რა თქმა უნდა, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. ამისათვის აუცილებელია, გამოვიყენოთ და გავითავისოთ მსოფლიოში არსებული გამოცდილება. მესამე ტალღისთვის, არა მხოლოდ მზადყოფნის კომპონენტში, არამედ მესამე ფაზის მართვის კომპონენტში, რათა ინფექციის გავრცელება მინიმალურად მოხდეს. აქცენტი ამაზე უნდა ავიღოთ და უფრო მეტად ეფექტურები უნდა ვიყოთ ინფექციის შეკავების ეპიზოდში. სავარაუდოდ, მესამე ტალღა შეიძლება…

მეტი...

„დაპირისპირება დამღუპველია სპორტული გუნდისთვისაც, არათუ პოლიტიკურის“ – გია ვოლსკი

„არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ – ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკი ამბობს, რომ ხმები გუნდში შიდა დაპირისპირებაზე აბრსურდულია: „დაპირისპირება არათუ არ არსებობს, ვერც იარსებებს, რათქმა უნდა ეს დამღუპველია ნებისმიერი გუნდისთვის, სპორტული გუნდისთვისაც კი, არათუ პოლიტიკური გუნდისთვის, კრიზისულმა სიტუაციამ გვაჩვენა თუ რა შეუძლია ჩვენს გუნდს,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მეტი...

“ვიმედოვნებ, კორონავირუსის მესამე ტალღა ჩვენთვის ძალიან დამანგრეველი არ იქნება” – პაატა იმნაძე

გახსნების საკითხს ძალიან სიფრთხილით ვეკიდებით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა დამანგრეველი არ იქნება და შეძლებენ, ისევე აიცილონ თავიდან, როგორც პრაქტიკულად, მეორე ტალღის შემთხვევაში მოხდა. „ვცდილობთ, ისევე ავირიდოთ თავიდან მესამე ტალღა, რომელიც სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაშია, როგორც მოვახერხეთ და პირველი ტალღა პრაქტიკულად, თავიდან ავიცილეთ. იმედია, გამოგვივა. ვიმედოვნებ, მესამე ტალღა ჩვენთვის ძალიან დამანგრეველი არ იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მეტი...

ბაზრების მუშაობა 1-ლი თებერვლიდან აღდგება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 1-ლი თებერვლიდან ბაზრობების მუშაობა აღდგება. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭო სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხდა. მისივე თქმით, ამავე რიცხვიდან გაიხსნება მოლები და სავაჭრო ცენტრებიც. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, ამ ეტაპზე მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან, იმისთვის, რომ უფრო მეტად იყოს დაცული სავაჭრო ქსელი. „ვგეგმავთ, რომ 1-ლი თებერვლისთვის გაიხსნას სავაჭრო ცენტრები და მოლები. ამის შემდეგ უკვე გვექნება საუბრები ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული სავაჭრო ქსელებში. კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდგომი სფერო გაიხსნება, ამაზე ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როდესაც გვექნება მეტი სიცხადე, თუ რა…

მეტი...

“ექიმებს და ჩვენც იმედის ნაპერწკალი გაგვიჩნდა” – თემურ წიკლაურის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა

ნუგზარ კვაშალის თქმით, მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა. „პატარა პროცენტით ცვლილებები უკეთესობისკენ არის. ამ კრიზისის დროს უარესობისკენ არ ყოფილა ძვრა, რაც იმის მომასწავებელია, რომ ექიმებს და ჩვენც იმედის ნაპერწკალი გაგვიჩნდა. სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ძვრა უკვე არის,” – ამბობს მომღერალი.

მეტი...

„კოვაქს პლატფორმიდან“ უკვე გვაქვს დადასტურებული, რომ მზად არიან, მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის კორონავირუსის ვაქცინა” – ჯანდაცვის მინისტრი

„კოვაქს პლატფორმიდან“ ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია დადასტურებული,რომ ისინი მზად არიან, მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე. „კოვაქს პლატფორმიდან“ ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია მიღებული, დადასტურებული,რომ ისინი მზად არიან, მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა. ამ ეტაპზე საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში, „ფაიზერის“ ვაქცინას დაემატოს სხვა ვაქცინებიც, ამ შემთხვევაში, გვაქვს მოლოდინი, რომ „ასტრაზენეკაზე“ ხელმისაწვდომობაც გაიუჩნდებათ ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა ტიკარაძემ. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური მზადება. „საჭირო იყო და გამოიკვეთა, რომ…

მეტი...

“დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, დავიწყოთ საუბარი თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები” – ეკატერინე ტიკარაძე

ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, დავიწყოთ საუბარი, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, როგორც კი გახსნის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა პირობა უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში. „რაც შეეხება სკოლებს და ბაღებს, ეს ნამდვილად გახლავთ ჩვენი პრიორიტეტი. არა მხოლოდ საქართველოში, უცხოეთშიც ხშირად ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა და მათთვის განათლების მიღება. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პირველი არის ბავშვების…

მეტი...

„საქართველო დღეს იქცა, მევალე და მოვალედ“ – აქრიმანდრიტი გრიგოლ აბაშიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ხალხი დარჩა გარეთ მშიერ – მწყურვალი, სახელმწიფომ ეს თემა ვერ მოაგვარა და ვერ გაართვა თავი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში”, არქიმანდრიტმა გრიგოლ აბაშიძემ განაცხადა. სასულიერო პირი არასამთავრობო ორგანიზაცია „სახალხო სამართალის“ იდეას ეხმაურება და თვლის, რომ მსგავს ღონისძიებებში ყველამ თავის წვლილი უნდა შეიტანოს: „მოდის დღეში ათობით ადამიანი, მოწყალებას ითხოვენ უსახლკაროები. მტკივა ამ ხალხის სატკივარი და უნდა მივცეთ თავშესაფარი. გული გვიწუხს, რამდენს უნდა დაეხმარო. 25 წელია, მოძღვარი ვარ და უამრავი ატირებული ხალხი ადამიანი მოდის ეკლესიაში. რამდენს უნდა დაეხმარო. საქართველო გაივსო მევალე-მოვალით. მევახშეობა ღვთისგან არაკრთხეული თემაა. სახეზე გვაქვს ის, რომ ხალხი დარჩა გარეთ…

მეტი...

“დავით ხიდაშელმა მეზობელთან კამათსაც გადაგვარჩინა და სირცხვილსაც” – ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ გმირობის ტოლფასია ის, რაც ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ქვეყანას გაუკეთა. მისი თქმით, დავით ხიდაშელის მიერ საქართველოს საზღვრებთან და დავით გარეჯთან დაკავშირებით დოკუმენტების მოპოვებამ და საქართველოსთვის გადაცემამ, ქვეყანა აზერბაიჯანთან კამათსაც გადაარჩინა და სირცხვილსაც. ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” ყოფილმა თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. “არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო დავით ხიდაშელს. დათო ხიდაშელი, რომელმაც ეს რუკები მოიპოვა, თუკი ვინმეს აქვს განცდა რომ მე რამე განსაკუთრებული გავაკეთე, ჩემზე არანაკლები ქველმოქმედია, არანაკლები პატრიოტია და არანაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. მის ყველა ქმედებას მე აბსოლუტურად გმირულად ვთვლი, ჩვენს მეზობელთან კამათსაც გადაგვარჩინა და სირცხვილსაც, რომ ჩვენი…

მეტი...

„საქართველოში 16 მილიარდის ქონება აქვთ გადაფორმებული ბანკებს“ –  „სახალხო სამართალი“  „მედიაცენტრ მთავარში“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ხელისუფლება – სახალხო სამართალი“ სახლ-კარ და ქონებადაკარგულ ადამიანებს მედიატორობას,  მევახშეებთან პრობლემების დარეგულირებასა და ქონების დაბრუნებას სთავაზობს.  „ჩვენი ორგანიზაცია მოიძიებს თანხებს, რათა დაეხმარონ იპოთეკით დაზარალებულებს ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ – ორგანიზაცია „სახალხო სამართალის“ ხელმძღვანელმა, მამისა ჯაფარაშვილმა განაცხადა. ორგანიზაცია, ჰიპოტეკით დაზარალებული ადამიანების დახმარებას გეგმავს, მათივე ინფორმაციით სამომავლოდ დაგეგმილია მიწების შეძენა და სახლების აშენება ემიგრანტების დასაბრუნებლად, ასევე შემოწირულობებით დაგირავებული ბინების გამოსყიდვა: „ჩვენი მთავარი მიმართულებაა ქვეყანაში ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და მისგან გამოწვეული პრობლემები. სწორედ ამან გამოიწვია უამრავი ადამიანის უსახლკარობა, მიგრაცია და ჩვენი მოქალაქეები გავიდნენ საზღვრებს გარეთ.  არსებულმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი…

მეტი...

ქრთამის აღების ფაქტზე, ზუგდიდის მერის წარმომადგენელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ერგეტას (ცვანეს) ადმინისტრაციულ ერთეულში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სუს-იდან აცნობეს, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი მოქალაქეს, 65 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ზუგდიდის რაიონის სოფ. ერგეტაში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას დაჰპირდა. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, მოქალაქისგან აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 15 000 ამერიკული დოლარი, რა დროსაც ის დააკავეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილისგან სახელმწიფომ უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო” – ლევან დავითაშვილი

2012 წლიდან, თვისობრივად შეიცვალა დამოკიდებულება და მიდგომა სოფლის მეურნეობის მიმართ. მნიშვნელოვანი იყო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტად გამოცხადება, რაც, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაპირება გახლდათ. დაპირება რეალობად იქცა იმ ქმედითი ნაბიჯებით, რომელიც 2012 წელსვე, მყისიერად დაიწყო, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საბიუჯეტო სახსრები, ბიძინა ივანიშვილისგან სახელმწიფომ უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო. „მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საბიუჯეტო სახსრები, ბიძინა ივანიშვილისგან უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო სახელმწიფომ, ეს იყო, დაახლოებით, 300 მლნ ლარი პირადი ინვესტიცია. 2012 წელს,…

მეტი...

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1195 ფაქტი გამოვლინდა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1195 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 145 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1050 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 750 თბილისში, 234 იმერეთში, 126 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 750 თბილისში, 234 იმერეთში, 126 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 13 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 438 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 774 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 664 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 243 255-ს. ბოლო…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 846 პირი ემსხვერპლა. ამასთან, მისივე თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 438 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 403 ადამიანი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 403 პირი

საქართველოში კორონავირუსის 1 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 403 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 438 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 774, პისიარტესტით – 8 664. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 243 255 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 227 611 გამოჯანმრთელდა, 2 846 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 772, საიდანაც 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 816 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 242 პირი.…

მეტი...

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ყველა შეზღუდული სერვისი პირველი თებერვლიდან აღდგება

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ყველა სახის შეზღუდული სერვისი პირველი თებერვლიდან განაგრძობს ფუნქციონირებას, – ამის შესახებ შსს-ს მომსახურების სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, მოქალაქეები პირველი თებერვლიდან შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლას. „პირველ თებერვლამდე კვლავ შეჩერებული იქნება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები და მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება (გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე). ასევე, დროებით შეჩერებული იქნება…

მეტი...

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფონიჭალაში არასრულწლოვანი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ი.ჯ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. „საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა არასრულწლოვანი ფონიჭალის დასახლებაში იმ დროს შეაჩერა, როდესაც მას 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „სირეცი“ გადაჰქონდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...