თემურ წიკლაური ცოცხალია და ჰოსპიტალში მკურნალობს 

გავრცელებული ინფორმაცია მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ ჭორია. მომღერალი “კოვიდ 19”-ის დიაგნოზით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, რის გამოც რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ. თემურ წიკლაურის კოვიდინფექციის შედეგად გამოწვეული თანმდევი დაავადებების გამო, თემურ წიკლაური რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ოჯახის თქმით, მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, სტაბილური. ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელებსა და გარკვეულ საინფორმაციო გვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ბუმბერაზ ადამიანს – თემურ წიკლაურს.   

მეტი...

ვლადიმერ პუტინი ხვალ ილჰამ ალიევს და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

მოსკოვში 11 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება. მათივე ცნობით, ლიდერები აპირებენ განიხილონ მთიანი ყარაბაღის დარეგულირების საკითხი და მომდევნო ნაბიჯები, რომლებიც რეგიონში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად უნდა გადაიდგას. განსაკუთრებული ყურადღების დათმობა იგეგმება იმ საკითხებისადმი, რომლებიც ომით დაზარალებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის დახმარებას ითვალისწინებს, ასევე დაბლოკილი სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის აღდგენის საკითხებს. გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინი ცალ-ცალკე შეხვდება სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს. სომხეთის პრემიერის პრესმდივანმა მანე გევორგიანმა განაცხადა, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე არ იგეგმება მთიანი ყარაბაღის ან ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებული რაიმე…

მეტი...

მამის მკვლელობაში ბრალდებულ კობა წურწუმიას ბრალი კლინიკაში წარუდგინეს

მამის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ბრალი ქუთაისის კლინიკაში წარედგინა. მას სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ბრალი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს. ბრალდებული კობა წურწუმია, რომელსაც თვითდაზიანებების მიყენების შემდეგ ოპერაცია ჩაუტარდა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. სავარაუდოდ, მისი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. გამოძიების ინფორმაციით, წურწუმიამ მამა ცივი იარაღით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი დღის წინ საკუთარ სახლში მოკლა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა.

მეტი...

იაპონიაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს

იაპონიის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის განცხადებით, ბრაზილიიდან შემოსულ ოთხ მგზავრში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს. ახალ ვარიანტს გარკვეული მსგავსებები აქვს ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ შტამებთან, მაგრამ ამ დრომდე არსად ყოფილა დაფიქსირებული. ამ დროისათვის, ახალი შტამის შესახებ ცნობები შეზღუდულია, ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ მისი გენეტიკური შემადგენლობა და ძნელია იმის დადგენა, რამდენად ინფექციურია ან რამდენად ეფექტიანი იქნება მის წინააღმდეგ ამჟამინდელი ვაქცინები. კიდევ ერთ განცხადებაში, იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ 2 იანვარს, ტოკიოს ჰანედის აეროპორტში ბრაზილიიდან ჩამოსული ოთხი მგზავრი ვირუსის ახალი შტამით ინფიცირებული აღმოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი, 40 წლის მამაკაცი ჩამოსვლისას უსიმპტომო იყო, მაგრამ მოგვიანებით მისი რესპირატორული…

მეტი...

ტყის და მინდვრის ხანძრები ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რამდენიმე დღიანი აქტიური სამუშაოების შემდეგ ტყისა და მინდვრის მასშტაბური ხანძრები სრულად ჩააქრო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ხნის განმავლობაში ხანძარს ებრძოდა 700ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 100-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. “4 იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა 300-ზე მეტი, სხვა და სხვა მასშტაბის კერა. ყველა მათგანი ლიკვიდირებულია. სახანძრო უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით კერებზე კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით დარჩებიან მეხანძრე-მაშვები. ხანძარები დაფიქსირდა სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მინდვრებში, სახნავ-სათეს მიწებზე ცეცხლი…

მეტი...

“ის, რომ მესამე ტალღას პროგნოზირებენ, არ არის საფუძველს მოკლებული” – ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კორონავირუსის შემთხვევების კლება დადებითი ფაქტია, თუმცა დღეში 1500-მდე შემთხვევა საქართველოსთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ამირან გამყრელიძე მესამე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებს სრულიად საფუძვლიანს უწოდებს.  “ძალიან მშვიდად არ უნდა ვიყოთ,იმიტომ რომ ჯერჯერობით პანდემია ვითარდება და ფართოვდება. ამიტომ, ის, რომ მესამე ტალღას პროგნოზირებენ, არ არის საფუძველს მოკლებული, რადგან წინ არის თებერვალი, მარტი, აპრილი… ყოველდღიური შემთხვევები აღარ არის 5-6 ათასი, მაგრამ ეს 1000 და 1500 საქართველოსთვის ძალიან ბევრია. მობილიზაცია არ გვაძლევს საფუძველს, რომ მოვეშვათ და გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ ისე, რომ არ დავიცვათ ძალიან მკაცრად ყველა ის რეკომენდაცია, რასაც…

მეტი...

პატრიარქს „კოვიდ 19“-ზე ტესტი ჩაუტარდა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, ილია მეორეს „კოვიდ 19“-ზე ტესტი ჩაუტარდა და პატრიარქი კოვიდ უარყოფითია. დეკანოზის თქმით თვითიზოლაციაში მხოლოდ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი იმყოფება. “დიახ, გიდასტურებთ, რომ გუშინ, ლუგარის ლაბორატორიამ ტესტირება ჩაატარა საპატრიარქოში. ზოგადად, სწრაფი ტესტები კეთდება 3 დღეში ერთხელ და PCR ტესტირებაც პერიოდულად კეთდება. სულ ჩატარდა 55 ტესტი, ყველას ტესტზე პასუხი უარყოფითია, მათ შორის უწმინდესის და უნეტარესის პასუხი არის უარყოფითი. ყველანი ჯანმრთელად არიან, იზოლაციაში იმყოფება მხოლოდ ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან.

მეტი...

ფოთში წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული აქციის ოთხი მონაწილე გაათავისუფლეს

ფოთში გუშინ დაკავებული აქციის ოთხი მონაწილე გათავისუფლებულია. გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობას ედავება. გათავისუფლებულების თქმით, მშვიდობიან აქციას მართავდნენ და პროვოკაცია მოუწყვეს. „გამოძიება გვედავება წვრილმან ხულიგნობას. ჩვენ მშვიდობიანად მივედით მერის საცხოვრებელ სახლთან საქართველოს დროშებით, მან კი, დაგვახვედრა იქ ზონდერ ჯგუფები, თავისი საახლობლო, დაახლოებით 30 ადამიანი იყო. აგრესიულები იყვნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და მათი მხრიდან გამოწვეულმა პროვოკაციამ გამოიწვია ჩემი და ჩემი თანაბრძოლების დაკავება. გუშინ, გვიან ღამით მე გამათავისუფლეს, დანარჩენი სამი კი დღეს გაათავისუფლეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანა იოსავამ. შსს-ს ინფორმაციით, საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. შეგახსენებთ, გუშინ ფოთში ადგილობრივებმა ქალაქში გავრცელებული თევზის უსიამივნო სუნი გააპროტესტეს…

მეტი...

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ხარაგაულში მეზობელი სასიკვდილოდ დაჭრა

სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული ვ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს – 1963 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

“Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინა ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები არ არის” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მიღება საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის. მისი განმარტებით, აღნიშნული ვაქცინები -80 და -20 გრადუსზე უნდა იყოს შენახული, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მიუწვდომელია. ცერცვაძის თქმით, საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი AstraZeneca-ს ვაქცინაა. „ის ორი ვაქცინა, რომელიც დღეს ყველაზე ფართედ იხმარება ამერიკაში, გერმანიაში და ინგლისში, Pfizer-ის და Moderna-ს, ჩვენთვის არ არის მისაღები და მისი გამოყენება არაა ხელსაყრელი. იმიტომ, რომ ის საჭიროებს ძალიან რთულ ლოჯისტიკას -80 და -20 გრადუსზე უნდა იყოს ის შენახული. ეს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მიუწვდომელია, სად არის საშუალება იმისი, რომ ყველა რაიონში და ყველა პოლიკლინიკაში -80-იანი მაცივრები იყოს. ეს ამერიკასაც კი უჭირს,…

მეტი...

მაიკ პენსი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება

აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ 8 იანვარს მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის თავისი შემცვლელის ინაუგურაციას არ დაესწრება. ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი მოგება

2021 წელი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარმატებით დაიწყო. 28 წლის ჩოგბურთელმა ანთალიის საერთაშორისო ტურნირის ერთეულთა ბადეში მეორე შეხვედრაც მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. ბასილაშვილმა, რომელიც რეიტინგში მე-40 პოზიციაზეა, ტურნირის პირველ წრეში იტალიელ ანდრეა არნაბოლდის სამ სეტში სძლია და 11-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა. ამჯერად კი თურქ ალტუგ ჩელიკბილეკს 7:6, 6:4 აჯობა და ამისთვის საათ-ნახევარი დასჭირდა. ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე 21 წლის ავსტრიელი ალექს დემინორი იქნება. ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

მეტი...

დისტანციური მუშაობისთვის საუკეთესო 50 ლოკაციას შორის საქართველო მეორე ადგილს იკავებს

Bigseventravel-მა დისტანციური მუშაობისთვის 50 ყველაზე მოსახერხებელი და საუკეთესო ადგილის სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში საქართველო მეორე ადგილზეა. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისმა ციფრულ ეპოქაში საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადადგა. კავკასიის რეგიონში მდებარე ეს ქალაქი კულტურის მხრივ უამრავ რამეს სთავაზობს ადამიანებს: მრავალფეროვანი საკვები, გრძელი და რთული ისტორია. ქვეყანა ვიზუალურად ძალიან მიმზიდველია, ისევე როგორც ხელმისაწვდომი. ქალაქის მასშტაბით, უამრავ კაფეს ნახავთ, რომელიც შესანიშნავი ადგილია დისტანციური მუშაობისთვის. ასევე, არის უამრავი ადგილი ჯგუფური მუშაობის შესასრულებლად, როგორიცაა Impact Hub-ი და Lokal-ი. მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ძალიან პატარაა, ქალაქი უნიკალური უბნებითაა სავსე. საცხოვრებლის პოვნა 300-400 დოლარის ფარგლებში შეგიძლიათ. პანდემიის ფონზე საქართველომ…

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 90 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 90 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 1.9 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 64.4 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 23.6 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – დიდი ბრიტანეთია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 488 თბილისში, 143 იმერეთში, 138 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 1 143 ახალი შემთხვევიდან 488 თბილისში, 88 აჭარაში, ხოლო 143 იმერეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. „თბილისში გამოვლენილია 488 შემთხვევა, აჭარა – 88, იმერეთი – 143, ქვემო ქართლი – 73, შიდა ქართლი – 64, გურია – 23, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 138, კახეთი – 58, მცხეთა-მთიანეთი – 51, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 095, საიდანაც: 3 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 864, აჭარაში…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 773-ს შეადგენს. ამასთან, ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა ვირუსის 1 143 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 617.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 617 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 617 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 155 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 758, „პისიარ“ ტესტით – 4 397. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 239 229 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 225 335 გამოჯანმრთელდა, 2 773კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 452 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 894, კლინიკურ სასტუმროში – 746. ამასთან, 9 იანვრის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 529 პაციენტი.

მეტი...

შსს-მ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 877 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 877 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 ფიზიკური პირი დააჯარიმა. „დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 773 ფიზიკური პირი…

მეტი...

დედოფალმა ელისაბედმა და მისმა ქმარმა ვაქცინაცია ჩაიტარეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ორ მილიონს აღწევს. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 90 მილიონს გადააჭარბა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 15 500 პაციენტი დაიღუპა. 40 000-ს გადააჭარბა გარდაცვლილთა რაოდენობამ გერმანიაში, ბრიტანეთში კი ლეტალობის მაჩვენებელი 80 ათასს აჭარბებს. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ და მისმა მეუღლემ, ედინბურგის პრინცმა, ფილიპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს. ხანდაზმული ასაკის გამო, 94 წლის დედოფალი და 99 წლის პრინცი ფილიპი, დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ვაქცინაციის ფარგლებში, პრიორიტეტულ ჯგუფს განეკუთვებიან. ვაქცინის გაკეთებას მომავალ კვირას გეგმავს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარიც. პონტიფიკოსის განცხადებით, ვაქცინაცია ეთიკური თვალსაზრისითაც აუცილებელია, რადგანაც ამით ადამიანები არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემო მყოფებსაც…

მეტი...

ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში ჩავარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის სიგნალი დააფიქსირეს

ინდონეზიაში მიმდინარე სამაშველო-სამძებრო ოპერაციის მონაწილეებმა ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში ჩავარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის სიგნალი დააფიქსირეს. აღმოჩენლია ცხედრის ნაწილები და სავარაუდოდ თვითმფრინავის ნამსხვრევები. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. „ჩვენ სიგნალი ორ ადგილას დავაფიქსირეთ. ეს შესაძლოა, შავი ყუთი იყოს“, – განაცხადა ინდონეზიის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს უფროსმა ბაგუს პურუჰიტომ. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სამხედრო-საზღვაო ძალები. ინდონეზიური ავიაკომპანია Sriwijaya Air-ის კუთვნილი ბოინგი 737-500, რომლის ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა, 9 იანვარს ჯაკარტის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ რადარებიდან მალევე გაუჩინარდა. თვითმფრინავი ინდონეზიის ქალაქ პონტიანაკში ასრულებდა რეისს. ინდონეზიის ხელისუფლების ინფორმაციით, ბოტზე მყოფი ყველა პირი ინდონეზიელი ყო. ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრის, ბუდი კარიას განცხადებით, ბორტზე…

მეტი...

ასპინძაში, მთაში ხანძარია

ასპინძაში, მთაში ხანძარი გაჩნდა – ცეცხლი 9 იანვარს, საღამოს საათებში შენიშნეს. ადგილობრივების თქმით, ცეცხლი ბალახს უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ადგილზე მეხანძრეები უკვე მუშაობენ, ამ ეტაპზე, უცნობია, ცეცხლი რა ფართობზეა გავრცელებული. “ცეცხლის ქრობის პროცესი ახლა მიმდინარეობს. ხანძრის ტყეზე, ან საცხოვრებელ სახლებზე გადასვლის საშიშროება არ არის, რადგან ძალიან მოშორებულია. მიუვალი გზის გამო მეხანძრეები ხანძრის კერებთან ფეხით მივიდნენ” – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მეტი...

საქართველოს საპატრიარქოში აღებული ყველა ტესტის პასუხი კოვიდ უარყოფითია

საქართველოს საპატრიარქოში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი, რომელიც დღეს ლუგარის ლაბორატორიის სპეციალისტებმა აიღეს, კოვიდ უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.  “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლებმა საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარეს. გვინდა, გაცნობოთ, რომ საპატრიარქოში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია,”- წერია საპატრიარქოს განცადებაში.

მეტი...

შსს-მ ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ახმეტაში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები. მათივე ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ. ახმეტაში, რამდენიმე საათის წინ ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში 1990 წელს დაბადებული ვ.კ. დაჭრეს. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ ახმეტის საავადმყოფოში, შემდეგ კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

ოკუპირებულ გაგრაში ხანძარი კვლავ მძვინვარებს

ოკუპირებულ აფხაზეთში ძლიერი ხანძარი კვლავ მძვინვარებს. განსაკუთრებით სავალალოა მდგომარეობა გაგრაში, სადაც ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს სულ უფრო უახლოვდება. საფრთხეშია ცნობილი ასწლოვანი შენობა, რესტორანი “გაგრიფში”, რომელსაც ცეცხლი ძალიან მიუახლოვდა.  ოკუპირებული რეგიონის ადგილობრივი მედიის ცნობით, მეხანძრეები ცდილობენ შენობა ხანძარს გადაარჩინონ და მიახლოებული ცეცხლისგან დაიცვან.  რესტორანი “გაგრიფში” მე-19 საუკუნის უნიკალური შენობაა, რომელიც ნორვეგიიდან და ვენიდან პრინც ოლდენბურგის დავალებით დაშლილ მდგომარეობაში ჩამოიტანეს და ადგილზე ააწყვეს. ამასთან, ოკუპირებულ რეგიონში ხანძრის ჩასაქრობად მოხალისეების მობილიზება დაიწყო. ადგილობრივები უკვე რამდენიმე დღეა ცეცხლისგან დასახლებული პუნქტების გადარჩენას საკუთარი ძალებითაც ცდილობენ, ვინაიდან ოკუპირებულ რეგიონში სათანადო რესურსი არ არსებობს. ავიაციის სახით დახმარება კი…

მეტი...