ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევების როდენობა 5 880-ია. 1 892 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 911, აჭარაში – 286, იმერეთში – 293.
ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 357 პირი. მათ შორის, თბილისში – 171, აჭარაში – 44, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი, მათგან თბილისში – 39, აჭარაში – 3, იმერეთში – 8. 269 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 – თბილისში, 98 – აჭარაში. 3 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.