მექსიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ერთ მილიონს გადააჭარბა

მექსიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ერთ მილიონს გადააჭარბა და დღეისთვის უკვე 1 015 071 შეადგენს.

ქვეყანაში ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა ოდენობა 100 ათასს უახლოვდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 3 918 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. ვირუსს ბოლო 24 საათში 502 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები