პოლიციამ რუსთავში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა – დაკავებულია 1 პირი

  •  

პოლიციამ რუსთავში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა, ცხელ კვალზე დაკავებულია 1 პირი.

გამოძების ინფორმაციით, 37 წლის მამაკაცმა 16 ნოემბერს ქალაქ რუსთავში, სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეების კუთვნილი 3 ავტომობილი გაქურდა, ამავე დღეს ბრალდებულმა ასევე რუსთავში ერთი-ერთი მოქალაქის ბინის აივნიდან ელექტროხელსაწყოები მოიპარა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები