„აშშ მოუწოდებს ოპოზიციას, თავი დაანებოს დესტრუქციულ ბოიკოტს“ – ნათია თურნავა  

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცალსახად მოუწოდებს ოპოზიციას, თავი დაანებოს დესტრუქციულ ბოიკოტს და ნებისმიერი პოლიტიკური ბრძოლა, დებატები, გადაიტანონ საპარლამენტო ფორმატში,“ – ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა და ოპოზიციას მიმართა.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას მოუხმობენ ჩვენი ოპოზიციონერები და პროტესტსა და ზოგადად, პოლიტიკურ ბრძოლას საპარლამენტო ფორმატში გადაიტანენ, რაც ერთადერთი ცივილიზებული გზაა. სწორედ აქეთკენ მოგვიწოდებენ ყველას და მათ, პირველ რიგში, მოუწოდებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცალსახად მოუწოდებს ოპოზიციას, რომ თავი დაანებოს დესტრუქციულ ბოიკოტს და ნებისმიერი პოლიტიკური ბრძოლა, დებატები, გადაიტანონ საპარლამენტო ფორმატში. მათ ასეთი საინტერესო მეტაფორაც კი გამოიყენეს, რომ ეს ბოიკოტი ჰგავს უკვე ერთხელ ნანახი ფილმის ხელახლა ყურებას, ანუ ეს ირიბად ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი, ჩარჩენილია წარსულში“ – განაცხადა მინისტრმა თურნავამ.

მსგავსი თემები