გერმანიაში, კორონავირუსის გამო დაანონსებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 200 მომიტინგე დააკავეს

 კორონავირუსის გამო დაანონსებული შეზღუდვების წინააღმდეგ გერმანიის დედაქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა.

ათასობით დემონსტრანტი ბუნდესტაგის შენობასთან შეიკრიბა. ისინი ინფექციური დაცვის შესახებ კანონში შესწორების შეტანას აპროტესტებდნენ.

დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. დააკავეს 200-მდე მომიტინგე.

გერმანული მედიის ინფორმაციით, შეტაკებების დროს 9 სამართალდამცველი დაშავდა.

მსგავსი თემები