„კლანი“ მაიკ პომპეომ თვითონ ახსენა და ამ თემაზე 30 წუთი ვისაუბრეთ“ – კახა წიქარიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სრული სერიოზულობით აღიქვამს სასამართლოს პრობლემას საქართველოში,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, კახა წიქარიშვილმა განაცხადა.

წიქარიშვილმა დეტალურად ისაუბრა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრაზე, მისი ინფორმაციით ამერიკის ხელისუფლების უმაღლესი რანგის პოლიტიკოსი დაახლოებით 35 წუთიან შეხვედრაზე, არასამათავრობო ორგანიზაციების წევრების მხრიდან იმ პრობელემბს ისმენდა, რაც მისივე განმარტებით დღეს სასამართლოში არსებობს:

„ამ შეხვედრაზე ვიყავით ჩვენი სათქმელის მისატანად და არა რაიმეს მოსასმენად, ეს შეხვედრა არ იყო ხედვების გაცვლა, ეს იყო ჩვენი სატკივარის მიტანა ამერიკის მთავრობასთან.

30 წუთი ვისაუბრეთ მხოლოდ სასამართლოზე, ჩვენი მესიჯი იყო ის, რომ სასამართლო ხელისუფლება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო უვარგისი შეიცვლებოდა, მაგრამ სამწუხაროდ სისტემა არ შეიცვალა და ის დროებითი სიმახინჯე, რაც გვქონდა „ქართულმა ოცნებამ“ აქცია მუდმივად და 40 წლიანი სიმახინჯით დააკანონა. ჩვენ მოვახერხეთ ჩაგვეტია ეს სათქმელი.

სიტყვა კლანის პრობლემას ჩვენ ვერაფრით ვერ გავცდით, ის, რომ ფურცელზე იწერება გამჭვირვალე კონკურსებზე, არსებულ ვითარებას არ ცვლის. ჩვენ აღვნიშნეთ რომ ამ სისტემაში არსებობს პირთა მაფიოზური კლანი,“ – განაცხადა კახა წიქარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითბა.

მსგავსი თემები