ბათუმში “ლელოს” წარმომადგენლებს თავს დაესხნენ

ბათუმში, “ლელოს” წარმომადგენლებს ერთ-ერთ მშენებარე კორპუსთან თავს დაესხნენ. ისინი ახლდნენ მოქალაქეს, რომელსაც ამ სამშენებლო კომპანიასთან გარკვეული პრობლემა ჰქონდა.

როგორც “ლელოს” წევრები აცხადებენ, სამშენებლო კომპანია “ქართული ოცნების” მაღალჩინოსანს, გიორგი მანველიძის ოჯახს ეკუთვნის, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია და, ამასთან, “ქართული ოცნების” შტაბს ხელმძღვანელობს.

მათივე თქმით, თავდამსხმელები გიორგი მანველიძის ოჯახის წევრები არიან.

“ლელოს” წარმომადგენლები, ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფებიან. 

მსგავსი თემები