„იქნება „ცოცხალი ჯაჭვი“ და მშვიდობიანი აქცია – ოპოზიციის გეგმები

ოპოზიცია 21 ნოემბრისთვის, 2020-ის არჩევნების მეორე ტურისთვის  განსაკუთრებულად ემზადება. როგორც ცნობილია, იგეგმება აქცია – „ცოცხალი ჯაჭვი“, რომელიც ყველა საარჩევნო უბანს მოიცავს.

აქციის დასაგეგმად ოპოზიციის ლიდერები დღეს შეიკრიბნებ. მათი განცხადებით, „ცოცხალი ჯაჭვი“ მდუმარე და მშვიდობიანი იქნება.

„ვიმსჯელეთ 21 ნოემბერს ჩასატარებელ აქციებზე. ამ ეტაპზე შევჯერდით, რომ ეს სავარაუდოდ იქნება „ცოცხალი ჯაჭვის“ სახით.  თუ სად გაიმართება აქცია, ამას  ხვალ გავივლით. კონკერტულად დეტალებზე და ლოკაციებზე სამსჯელოდ ხვალ შევიკრიბებით“ – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე.

მსგავსი თემები