საქართველოდან ევროკავშირში კატისა და ძაღლის საკვებს გაიტანენ

ევროკავშირმა საქართველოდან შინაური ცხოველების საკვების ექსპორტი დაუშვა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და   საქართველო დაამატა მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში შინაური ცხოველების საკვების შეტანა ნებადართულია.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ  შეთანხმების  (DCFTA) ფარგლებში,   ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები,რომლებიც     ევროკომისიის სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, საქართველოში სპეციალური  ვიზიტისას დადებითად შეაფასა. 

კანონმდებლობის ფარგლებში განისაზღვრა ექსპორტის განხორციელების ტექნიკური პროცედურები, იმის შესახებ თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საწარმო.

ევროკავშირის ბაზარზე ასევე ნებადართულია ქართული თაფლის (2016 წელი), შავი ზღვის ქაფშიის( 2017 წელი )და  გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ექსპორტი. 

რაც შეეხება შინაური ცხოველის საკვების ექსპორტზე, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში გაიტანენ კატისა და ძაღლის საკვებს.

მსგავსი თემები