„მოსამართლემ უნდა შეასრულოს ის მოთხოვნა, რაც ექნება კლანს“ – კახა წიქარიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„არჩევნებზე მოსამართლემ მხარი უნდა დაუჭიროს, იმ ჯგუფს რომელიც დღესაა წარმოდგენილი,“ – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში“ ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, კახა წიქარიშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

წიქარიშვილი თვლის, რომ დღემდე სასამართლოს „კლანები“ მართავენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი განმარტავს,  250 – მა მოსამართლემ მხარი დაუჭირა, ერთ კანდიდატს რომელიც არის „კლანის“ წევრი:

„მოსამართლემ უნდა შეასრულოს ის მოთხოვნა, რაც ექნება კლანს. ვინ შეიძლება გახდეს მოსამართლე, ვისაც აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლა გავლილი ან აქვს სამოსამართლო სტაჟი, ეს ხალხი არის უკვე კარგად შემოწმებული ხალხი ძირითადად გატარებულები კლანის დაკვირვების ქვეშ და უკვე არიან გამოცლდილები, რაც შეეხება ყოფილ მოსამართლეებს, მათგან იღებენ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც არიან მათთვის სანდო, მაგალითად, დავით ღიბრაძე, რომელიც არის კარგი მოსამართლე არ მიიღეს, იმიტომ, რომ არაა კლანის წევრი, თუმცა ნაირი გიგიტაშვილი, რომელიც არის გირგვლიანის საქმის მოსამართლე და მურუსიძეც კი მას ადებდა ხელს, დაინიშნა მოსამართლედ. პრინციპი მარტივია კვალიფიკაციას აქვს მნიშვნელობა იმ თვალსაზრისით, თუ გამოადგება კლანს,“ – განაცხადა კახა წიქარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის წესით 36 მოსამართლე დანიშნა. შერჩევა გუშინ გვიან ღამით დასრულდა.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები