საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვა დაასრულა

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვა დაასრულა. კომისიის თავმჯდომარეები ოლქებში შემოსულ საჩივრებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათი დიდი უმეტესობა არაუფლებამოსილი პირებისგან იყო.

სამგორში დაკმაყოფილდა “სამართლიანი არჩევნების” საჩივარი რომელიც უბნების მონაცემების თავიდან გადათვლას ითხოვდა. კომისიამ ხელახალ გადათვლაზეც იმსჯელა.

“სამგორი საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოვიდა დაახლოებით 71 საჩივარი, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ამ საჩივრების დიდი უმეტესობა იყო შემოტანილი არაუფლებამოსილი პირების მხრიდან, შესაბამისად მივიღეთ განკარგულება საჩივრების განუხილველობასთან დაკავშირებით. ერთი საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად ეს ეხებოდა 97-ე უბანს, სადაც სამართლიანი არჩევნები გვთხოვდა უბნის მონაცემების თავიდან გადათვლას,”- აცხადებს სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე მოდებაძე.

მსგავსი თემები