შსს-მ ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამის შესახებ imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

ცოტა ხნის წინ, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები თედო გობეჯიშვილისგან კონკრეტული განცხადებების გაკეთებას ითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი რეპრესიებით ემუქრებოდნენ.

თედო გობეჯიშვილის გარდაცვალებას „ნაცმოძრაობის“ წევრების ზეწოლას უკავშირებს ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძეც.

„ქართული ოცნება“ სამართალდამცველებს თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი თემები