საქართველოში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა

  •  

საქართველოში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 441-ს შეადგენს.

ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2754 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 39773-მდე გაიზარდა.

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2859 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

მსგავსი თემები