“აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მეტი ხმა მივიღე” – ჯო ბაიდენი

  •  

ჯო ბაიდენის თქმით, მას 74 მილიონმა ამერიკელმა მისცა ხმა და ეს აშშ-ის ისტორიაში რეკორდული რაოდენობაა. ამის შესახებ განცხადება დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა საგანგებო მიმართვის დროს გააკეთა.

„ჩვენ ვიგებთ არიზონაში, ნევადაში. იმედი გვაქვს, რომ საარჩევნო კოლეგიის 300 ხმას მივიღებთ. ჩვენ ხმა 74 მილიონმა ამომრჩეველმა ხმა მოგვცა, ეს იმაზე მეტია, ვიდრე აშშ-ის იტორიაში პრეზიდენტს ოდესმე მიუღია“- განაცხადა ბაიდენმა.

თავის გამოსვლაში ბაიდენმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის პირველივე დღეს „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან საბრძოლველად ზომებს მიიღებს. აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ამერიკელ ხალხს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„უკან მოვიტოვოთ ბრაზი და დემონიზაცია. ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს და პოლიტიკური დაპირისპირების დრო აღარ გვაქვს. ჩვენ უნდა ვიყოთ მეტოქეები და არა მტრები“, – განცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები კვლავ უცნობია. ხმების დათვლის პროცესი ექვს შტატში ამ დრომდე გრძელდება. ლიდერობს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი, თუმცა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამარჯვების შანსს ინარჩუნებს.

მსგავსი თემები