ჭავჭავაძის გამზირზე „აქსის თაუერის“ შენობასთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ვაკეში, „აქსის თაუერის” შენობასთან ხანძარი იყო. როგორც „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი აბულაძის ქუჩაზე მდებარე, 50 კვ მეტრი ფართობის სამშენებლო ღობეს ეკიდა.

ადგილზე 2 სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები