ევროკავშირმა ალექსანდრე ლუკაშენკოს, მის შვილს სანქციები დაუწესა

  •  

ევროკავშირმა ალექსანდრე ლუკაშენკოსა და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. სანქციების სამიზნეთა ჩამონათვალში მოხვდა პრეზიდენტის ვაჟიც. სანქციები ანგარიშების გაყინვასა და მოგზაურობაზე აკრძალვას ითვალისწინებს.

ევროპულ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ გაიმართა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ დამოუკიდებელი კანდიდატების დევნა და აქციების ძალადობრივი გზით დარბევა დაიწყო.

მსგავსი თემები