“ჯო ბაიდენმა არასწორად არ უნდა განაცხადოს გამარჯვების შესახებ” – დონალდ ტრამპი

  •  

დონალდ ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შესახებ განცხადება არ უნდა გააკეთოს. ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა „ტვიტერში“ დაწერა.

„ჯო ბაიდენმა არასწორად არ უნდა განაცხადოს გამარჯვების შესახებ. მეც შემიძლია იგივე გავაკეთო. სასამართლო პროცესები მხოლოდ ახლა იწყება“, – წერს დონალდ ტრამპი.

ტრამპი ასევე წერს, რომ არჩევნების პირველ ღამეს ის ბევრ შტატში იმარჯვებდა და იმედი აქვს, რომ სასამართლო პროცესების შედეგად, დაკარგულ პოზიციებს დაიბრუნებს.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ამ დრომდე უცნობია. ხმების დათვლა ექვს შტატში გრძელდება. ამ ეტაპზე, ლიდერობს „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ჯო ბაიდენი, თუმცა გამარჯვების შანსი აქვს დონალდ ტრამპსაც.

მსგავსი თემები