ხელვაჩაურის მერის მოადგილესა და ბაღების გაერთიანების უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდათ

  •  

 ხელვაჩაურის მერის მოადგილესა და ბაღების გაერთიანების უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მერიაში უკვე ჩატარდა დეზინფექცია და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. „ხელვაჩაურის მერიაში ორი ინფიცირებული გვყავს. ესენი არიან, ხელვაჩაურის მერის მოდაგილე კახაბერ ფუტკარაძე და ბაღების გაერთიენების ხელმძღვანელი ნატო შერვაშიძე. ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. უწყების ყველა თანამშრომელს ტესტირება ჩაუტარდა და ინფიცირების სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა. შენობას უკვე ჩაუტარდა დეზინფექცია“, – განაცხადეს ხელვაჩურის მერიაში. ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, უწყების ყველა თანამშრომელს ტესტირება უკვე ჩაუტარდა და ინფიცირების სხვა შემხვევა არ დაფიქსირებულა.

მეტი...

უბედური შემთხვევის შედეგად „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი გარდაიცვალა

  •  

 ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მეცხრე ჩიხში მომხდარ შემთხვევას „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟს ახორციელებდნენ. მომხდარის შედეგად დაშავდა ერთი თანამშრომელი. მას დამწვრობა აქვს მიღებული და საავადმყოფოშია გადაყვანილი. „თანამშრომლების გარდაცვალებისა და დაზიანების გამო „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

„აწარმოე საქართველოში“-ს მცირე მეწარმეების მხარდასაჭერი პროგრამა ფართოვდება

  •  

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 5 ოქტომბრიდან „აწარმოე საქართველოში“-ს მცირე მეწარმეების მხარდასაჭერი პროგრამა ფართოვდება. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პროგრამის ბიუჯეტი 41 მილიონ ლარამდე იზრდება. „ივნისში დავაანონსეთ ანტიკრიზისული ღონისძიებების ერთ-ერთი კომპონენტი მიკრო გრანტების პროგრამა, რომელიც არის „აწარმოე საქართველოში“-ს ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ძალზედ პოპულარული და ეფექტური იყო ბოლო წლების განმავლობაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ პროგრამით ისარგებლა საქართველოს 9400-მა მოქალაქემ. ჩვენ  გავზარდეთ ამ პროგრამის ბიუჯეტი 41 მილიონამდე და ასევე ერთჯერადი დაფინანსების მოცულობაც. ეს იყო 20 000 ლარი და გახდება 30 000 ლარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოს მხარდაჭერა დღეს ეკონომიკური კრიზისის…

მეტი...

“არ გვაქვს საფუძველი, რომ საქართველოს მასშტაბით ტესტირება გავზარდოთ 10 000-მდე” – ეკატერინე ტიკარაძე

  •  

 “ჩვენ არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ დღევანდელ რეჟიმში ტექსტირება გავზარდოთ 10 000-მდე. თუმცა, შეიძლება, დადგეს მომენტი, დღეს თუ 8 000-ზე მეტ ადამიანს ვტესტავთ, შეიძლება, გახდეს ორჯერ უფრო მეტი“ – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტებთან შეთანხმებით, ტესტირება არამხოლოდ 10 000-მდე, არამედ 15-20 ათასამდე გაიზრდება. „ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების ინციდენტობას, ასევე ინფექციის რეალურ დროში გავრცელების კოეფიციენტს და ტესტირების შედეგად გამოვლენას. არ გვაქვს საფუძველი, რომ საქართველოს მასშტაბით ტესტირება გავზარდოთ 10 000-მდე. თუმცა, აჭარაში დადგა საჭიროება, გაგვეზარდა ტესტირება. რა თქმა უნდა, მივიღეთ გადაწყვეტილება და აჭარაში გაიზარდა ტესტირება. ამ რიცხვებზე…

მეტი...

„ძირითადი ამოცანა არის ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლა, მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს“ – გიორგი გახარია

  •  

 „ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია გვაქვს, თუმცა მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და მართვადია, რაც მთავარია“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები და შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა იყო სწორედ იმისთვის, რომ გადარჩენილიყო მოქალაქეების სიცოცხლე და ნაკლები ზიანი დამდგარიყო ეკონომიკისთვის, ვინაიდან, ცოდნა ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში საერთოდ არ არსებობდა და დროის მოგება იყო მნიშვნელოვანი. „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც სხვაგან ყველგან, მთელ მსოფლიოში. ამიტომ ვამბობდით, ძირითადი ამოცანა არის…

მეტი...

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდა ევროკავშირს, გადახედოს რუსეთთან ურთიერთობებს

  •  

 ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდა ევროკავშირს, გადახედოს რუსეთთან ურთიერთობებს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამლვის გამო. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის, გაეროს, „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისა“ და ევროპის საბჭოს მონაწილეობით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება, რუსეთმა კი ამ გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს. გარდა ამისა, ევროპარლამენტი ითხოვს, რაც შეიძლება სწრაფად შემუშავდეს რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი შემზღუდავი ზომების ჩამონათვალი და გაძლიერდეს უკვე მოქმედი სანქციები. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროპული კანონმდებლობის შეცვლისაკენ, რათა „ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ მიერ ჩატარებული გამოძიებების ფიგურანტთა აქტივების დაყადაღება იყოს შესაძლებელი. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს გადახედოს რუსეთთან ურთიერთობებს და საჭიროების შემთხვევაში შეჩერდეს „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის…

მეტი...

” ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს არჩევნები” – ეკატერინე ტიკარაძე

  •  

 საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილ ვადაში ჩატარდეს და მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნებზე უსაფრთხო გარემო იქნას უზრუნველყოფილი. „არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს არჩევნები. არჩევნები უნდა ჩატარდეს ჩვენი ყველა მოქალაქისთვის უსაფრთხო გარემოში. ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, შრომითი უსაფრთხოება დეტალურად მუშაობენ თითოეული პარტიის წარმომადგენელთან, ასევე ​ცესკო-სთან, რათა საარჩევნო უბნებზე გატარდეს უსაფრთხოების ყველა ის ზომა, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ, თავისუფლად, ყოველგვარი შიშისა და საფრთხის გარეშე მივიდნენ და დააფიქსირონ თავიანთი ხმა, თავიანთი არჩევანი, რათა ქვეყანამ შეძლოს და განაგრძოს დემოკრატიული გზა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე

  •  

 მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთამენთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ბრიგადები და პერიმეტრი შემოსაზღვრულია. ამასთან მომხდარის გამო ავტოსაგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია

მეტი...

უფლისციხეში საბურავების აირის კომპრესორის გახეთქვის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

  •  

 უფლისციხეში საბურავების აირის კომპრესორი გასკდა. დაშავდა სამი მოქალაქე. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მათ პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა. ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და სამაშველო სამსახური. შემთხვევას ნგრევა ან მსხვერპლი არ მოჰაყოლია.

მეტი...

“ამ ეტაპზე, ვირუსთან ბრძოლა წერტილოვნად, მიზნობრივად უნდა მოხდეს, არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს, შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება” – გიორგი გახარია

  •  

 “ჩვენ სხვადასხვა არხებით მოგვდის ჩვენი ბიზნესის, ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლების ფრთხილი იმპულსები” – ისინი საკმაოდ ღელავენ მიმდინარე პროცესებზე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს, შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ვირუსთან ბრძოლა წერტილოვნად, მიზნობრივად უნდა მოხდეს და ეს შესაძლოა იყოს  ლოკალური შეზღუდვები, თუმცა მკაცრი სისტემური შეზღუდვები ქვეყანაში აღარ  განმეორდება. „ჩვენი ადაპტაციის პოლიტიკის ძირითადი კომპონენტი გახლავთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ წერტილოვნად, მიზნობრივად უნდა ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას. ეს შეიძლება იყოს  ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ მკაცრი სისტემური შეზღუდვები, რომლითაც ჩვენ პირველ…

მეტი...

დიაბეტი, წნევა, ღვიძლის გაცხიმოვნება – დაავადებები რომელიც ჩაკეტილობამ ბავშვებშიც აქტუალური გახადა    

  •  

 წნევა, გულსისხძარღვთა პრობლემები, ღვიძლის გაცხიმოვნება და სხვა დაავადებები, რომელიც ადრე მხოლოდ ასაკოვან ადამიანებში განიხილებოდა, დღეს, „კოვიდ პანდემიის“ გამო სახლში ჩაკეტილი ბავშვების პრობლემებად იქცა. რა დაავადებებმა იმატა ბავშვებში და რა როლი აქვს როგორც ოჯახს, ისე სახელმწიფოს, ბავშვთა ენდოკრინოლოგმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს  ენდოკრინოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ხელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ადრე ასოცირდებოდა, რომ პუტკუნა ბავშვი კარგი მოვლილი იყო, კარგად კვებავდნენ, ჯანმრთელი იყო და ასე შემდეგ.  სიმსუქნე არის ურთულესი დაავადება, ძალიან რთული გართულებებით. ბავშვების შემთხვევაში, ყველა ორგანოთა სისტემა ზიანდება. ჩვენ რომ გვგონია, რომ მაღალი წნევა, ცუდი ლიპიდური ცვლა, გულსისხლძარღვთა პრობლემა, ღვიძლის…

მეტი...

“ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ბერლინში სწავლობენ, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი შესრულდება” – გიორგი გახარია

  •  

 “ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ბერლინში სწავლობენ, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი შესრულდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სასწავლო წელი ეტაპობრივად იწყება სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქართველი სტუდენტების დახმარებას, ეტაპობრივად დაბრუნდნენ სხვადასხვა ქალაქში, სადაც ისინი სწავლობენ. „ჩვენ უკვე ასეთი განვახორციელეთ 3 სუბსიდირებული რეისი და 500-მდე სტუდენტი გადავიყვანეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში. უახლოეს პერიოდში ბერლინის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შესრულდება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სტუდენტების მხარდაჭერას, რათა სუბსიდირებით, შეღავათიანი ღირებულების ბილეთებით, ისინი დავუბრუნოთ იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებშიც სწავლობენ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი კლინიკიდან გაწერეს

  •  

 მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი კლინიკიდან გაწერეს. დაჭრილი კავკასიის მედიცინის ცენტრში გუშინ შეიყვანეს, სადაც მას ფეხის არეში მცირე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.  ცნობისთვის, რამაზ ხარაზიშვილი გუშინ რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირების დროს დაიჭრა, მას ტყვია ფეხში მოხვდა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

მეტი...

„რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ოთხი მძიმე პაციენტი, აქედან ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე” – ლიკა მუმლაძე

  •  

 მცხეთის სამედიცინო ცენტრში ამ დროისთვის 71 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, ოთხი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. „რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ოთხი მძიმე პაციენტი, აქედან ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, ომყოფება მართვით სუნთქვაზე. ეს არის ახალგაზრდა ქალბატონი აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილი. ერთი მამაკაცის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურებულია, თუმცა რჩება საყურადღებო და ისევ მძიმე. დანარჩენი პაციენტები გადიან მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში, ინტენსიური თერაპიის პალატებში. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა ისევ არის საყურადღებო, ფიქსირდება ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, თუმცა გვაქვს დადებითი დინამიკა“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

მეტი...

„სიმსუქნე ურთულესი დაავადებაა, რომელიც ბავშვის ყველა ორგანოს აზიანებს“ – ენდოკრინოლოგი სახლში გამოკეტილი ბავშვების პრობლემებზე

  •  

 სიმსუქნე, ეკრანს მიჯაჭვულობა, მხედველობის პრობლემა, ქცევის დარღვევა, სიმსივნის რისკი – ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომელიც პანდემიის გამო სახლში გამოკეტილ ბავშვების მთავარ პრობლემად იქცა. აღნიშნულ საკითხებზე  ბავშვთა ენდოკრინოლოგმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს  ენდოკრინოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ხელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც ენდოკრინოლოგმა აღნიშნა, პანდემიის გამო, საკმაოდ მოიმატა იმ პაციენტების რაოდენობამ, რომლებსაც წონის პრობლემები შეექმნათ. „განსაკუთრებით გამოვყოფდი ბავშვებში სიმსუქნის და ჭარბი წონის მატებას. არიან ბავშვები, ვისაც პანდემიამდე ჰქონდათ ნორმალური წონა და იმის გამო, რომ სპორტს, ფიზიკურ აქტივობას, რასაც ჩვეულნი იყვნენ თავი დაანებეს, გაუჩნდათ წონის პრობლემა. განსაკუთრებით უნდა გამოვყო და დამღუპველი ეფექტი…

მეტი...

ბათუმის საქალაქო სასამართლო სრულად დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს

  •  

 ორი ადვოკატის „კოვიდ-19“-ით ინფიცირების გამო, ბათუმის საქალაქო სასამართლო სრულად დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს “როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ორ ადვოკატს დაუდასტურდა კორონავირუსი, ამიტომ სრულად გადავედით დისტანციურ რეჟიმზე” – განაცხადეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. „შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, პროცესები დისტანციურად იმართებოდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ორ ადვოკატს დაუდასტურდა კორონავირუსი, ამიტომ სრულად გადავედით დისტანციურ რეჟიმზე. ადვოკატები, რომლებიც პროცესებს ესწრებოდნენ ვეღარ დაესწრებიან. სხდომებში მონაწილეობას დისტანციურად მიიღებენ ადვოკატებიც და პროკურორებიც. აქამდე სხდომათა დარბაზში დასწრება მაქსიმალურად შეზღუდული იყო“, – აცხადებენ სასამართლოში.

მეტი...

სკოლის მოსწავლეს ლაგოდეხში კორონავირუსი დაუდგინდა

  •  

 ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს. მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

მეტი...

“ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 300-400-კაციანი ქორწილები კვლავ აკრძალულია” – ამირან გამყრელიძე

  •  

 “სამწუხაროდ, ახლა ჩამიგდეს კიდევ ერთი სურათი “მესენჯერში” – უზარმაზარი ქორწილის. რეგიონს არ დავასახელებ. აკრძალულია, მაინც ხდება” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის პრევენციისთვის, ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვა აუცილებელია. “სამწუხაროდ, ახლა ჩამიგდეს კიდევ ერთი სურათი “მესენჯერში” – უზარმაზარი ქორწილის. რეგიონს არ დავასახელებ. აკრძალულია, მაინც ხდება.რეგულაციებს უნდა დავემორჩილოთ, ძალიან გთხოვთ. ბევრი ქორწილი იყოს, ბევრი ოჯახი შეიქმნას, ბევრი ბავშვი დაიბადოს, მაგრამ დროებით თავი შევიკავოთ და ეს ქორწილები მოკრძალებულ მასშტაბში აღვნიშნოთ. 200-300-400-კაციანი ქორწილები არ გვინდა, ძალიან დიდი რისკია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“საქართველო „მწვანე ზონად“ ითვლება” – ამირან გამყრელიძე

  •  

 “საქართველო „მწვანე ზონად“ ითვლება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმაძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, რეგიონების მიხედვით აჭარა კვლავ ცხელ წერტილად რჩება. „ახალ შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე გვაქვს 2,63. მწვანე ზონაშია მთლიანად ქვეყანა, მწვანე ზონის ზღურბლი ჩვენთვის გახლავთ 5 და შემდეგ მოდის ყვითელი, უფრო საფრთხილო ზონა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს და ყველა არსებული რეკოენდაცია ძალაში რჩება. „დღეს ოდნავ დაიწია ქვემოთ მრუდმა, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.…

მეტი...

რუსთავში პოლიციელების მიმართ ძალადობისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ორი პირი – ბ.ბ. და ნ.უ. ქალაქ რუსთავში დააკავეს. მათ ბრალი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში ედებათ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველებმა ქალაქ რუსთავში პატრულირებისას, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე ახალგაზრდა შენიშნეს, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთდაპირისპირება ჰქონდათ. პოლიციელებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი, მათ შორის ბ.ბ. და ნ.უ. არ…

მეტი...

“2019 წელი იყო კატასტროფის წელი, გამოვლინდა 41 515 ნაღმი, რომელიც ვერ ამოქმედდა” – სალომე ვარდიაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

  •  

 „დიღმის მასივი, ვარკეთილის ტრაგედიები, „ქეთევან წამებულის“ ტრაგედია – არსებობდა ძალიან ბევრი აბონენტი, რომელიც ვერ დამონიტორინგდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ენერგო ომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა განაცხადა. ვარდიაშვილის ინფორმაციით სისტემამ წინა წლებთან შედარებით შეძლო დამატებითი ეფექტური ღონისძიებების გატარება უსაფრთხოების კუთხით, მისივე პროგნოზით წლევანდელი წელი გასულ წლებთან შედარებით უსაფრთხო იქნება: „მართალია აქტუალობა გაზის უსაფრთხოების თემას არ დაუკარგავს ზაფხულში, მაგრამ ვემზადებით ცივი სეზონისთვის და ენერგეტიკის სექტორისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად მომზადებული ხვდება სისტემა, ამიტომ ამას მუდმივ რეჟიმში ვამონიტორინგებთ. უნდა ითქვას, რომ სერიოზული წინსვლაა 2020 წლის შემდეგ. 2018 და 2019 წლები, რომ შევადაროთ გვაქვს სერიოზული შედეგები იმასთან…

მეტი...

“არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში” – არჩილ თალაკვაძე

  •  

 “ამ მომენტისთვის საქართველო რჩება „მწვანე ზონის“ მწვანე სტატუსის მქონე ქვეყნად. ეს ნიშნავს იმას, რომ პანდემიის პირობებში ვირუსის გავრცელება არის საქართველოს ხელისუფლების და ჯანდაცვის სამსახურების კონტროლის ქვეშ” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, წელს არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში. “ამ მომენტისთვის საქართველო რჩება „მწვანე ზონის“ მწვანე სტატუსის მქონე ქვეყნად. ეს ნიშნავს იმას, რომ პანდემიის პირობებში ვირუსის გავრცელება არის საქართველოს ხელისუფლების და ჯანდაცვის სამსახურების კონტროლის ქვეშ. ყოველდღიურად ხდება კონტაქტების მოძიება, ფართომასშტაბიანი ტესტირება და ყველა ადამიანი, ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმება, არის ამით უზრუნველყოფილი. დღესდღეობით არჩევნებს და…

მეტი...

Wizz Air და Ryanair საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებენ

  •  

 ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, რამდენიმე კვირაში Wizz Air და Ryanair საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებენ. როგორც მინისტრმა Euronews Georgia-თან საუბრისას განაცხადა, რეგულარული ავიარეისები რამდენიმე თვეში ეტაპობრივად აღდგება. “დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანა არის ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარი. 2016 წელს ჩვენი ხელისუფლების ფარგლებში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შემოსულიყო კომპანია Wizz Air. შემდეგ მან გააორმაგა მიმართულებები. 2019 წელს დავასრულეთ მოლაპარაკება და შემოვიყვანეთ მსოფლიო დაბალბიუჯეტიანი ავიაგიგანტი Ryanair. პირდაპირ გეტყვით, რომ უკვე ამ თვეში აღდგება გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით ფრენები Wizz Air-ის მიერ ქუთაისის აეროპორტში. ჩვენ ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ ოქტომბრის ბოლოდან ან ნოემბრის დასაწყისიდან Ryanair აღადგენს ფრენებს. რა სიხშირეები იქნება, რა მიმართულებები იქნება ამაზე…

მეტი...

“ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია” – არჩილ თალაკვაძე

  •  

 ჩვენ გვჯერა ჩვენი მხარდამჭრების, ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და გვჯერა, რომ ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ჩამოაყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობას და მინისტრთა კაბინეტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა განახორციელა ფუნდამენტური და დემოკრატიული რეფორმები იმისთვის, რომ მომდევნო პარლამენტი იყოს უფრო დაბალანსებული და თანამშრომლობაზე ორიენტირებული. „ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური სისტემა, რომელიც ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, ხარჯავს ნაკლებ დროს და ენერგიას ურთიერთდაპირისპირებაზე, მაგრამ ხარჯავს მეტ დროს და ენერგიას დისკუსიაზე, სწორი გადაწყვეტილებების ჩამოყალილბებაზე, ხელს უწყობს პოლიტიკაშა თანამშრომლობას და არა დაპირისპირებას, რაც სამწუხაროდ, წინა არაერთი კამპანიის დროს თუნდაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გვაჩვენა. დღესაც ისინი…

მეტი...

ქუთაისში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  •  

 ქუთაისში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველა ახალი ინფიცირებული სკოლის კლასტერს უკავშირდება. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. გუშინ იმერეთის მასშტაბით 1226 ნიმუში გამოიკვლიეს. 

მეტი...

აჭარაში 126, იმერეთში 16, თბილისში 15 ახალი ინფიცირებული

  •  

 ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 179 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კლავ აჭარაში გამოვლინდა. მარინა ეზუგბაის თქმით, რეგიონში დღეს 126 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 179 ახალი შემთხვევიდან 15 თბილისში გამოვლინდა. “დაგვემატა 179 დადასტურებული და დღეს გახლავთ 2,937 დადასტურებული შემთხვევა. ეს 179 დადასტურებული შემთხვევა ასეთი განაწილების გახლავთ: აჭარა არის 126, იმერეთი 16, თბილისი 15, სამეგრელო-ზემო სვანეთი გახლავთ 7, მცხეთა-მთიანეთი 7, გურია – 4 და კახეთიც – 4. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზარდა მხოლოდ 10-ით, იყო 1,412 დ გახლავთ 1,422. ამ მონაცემებით, კოვიდ ცენტრებსა და ჰოსპიტლის შემდგომ სასტუმროებში ერთად გახლავთ 1,488 პაციენტი. ამ 1,488 პაციენტში გუშინ რამდენადაც მოხერხდა, შეფასდა მონაცემების…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ათი პაციენტი

  •  

 საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2 937 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი ათით გაიზარდა და 1 422-ს შეადგენს.​ კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

„ეპიდემია უკონტროლო რჩება, ვირუსის გამო დაღუპული ადამიანების რაოდენობა მილიონს მიაღწევს“ – გაერო-ს გენერალური მდივანი

  •  

 „მოდით, გარკვევით ვთქვათ, პანდემიაში პანაცეა არ არსებობს. ამ კრიზისს მხოლოდ ვაქცინა ვერ გადაჭრის,“ – ამის შესახებ განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. გუტიერეში მომავალი წლის მანძილზე მოსახლეობას მეტი კონტროლისკენ მოუწოდებს: „ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა ახალი და ყველა არსებული საშუალების მასიური გააქტიურება, განსაკუთრებით მომავალი 12 თვის განმავლობაში,“-აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა. მისივე თქმით, ვინაიდან „ვირუსი საზღვრებს არ ცნობს“, ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს და „გლობალურ საზოგადოებრივ სიკეთედ“ უნდა იქცეს.

მეტი...

ოკუპირებული ცხინვალი ქართულ მხარეს პროვოკაციულ ქმედებებსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

  •  

 ოკუპირებული ცხინვალი ქართულ მხარეს პროვოკაციულ ქმედებებსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი 15 სექტემბერს ე.წ. სასაზღვრო ზოლთან ქართველი აქტივისტების მიერ საპროტესტო აქციის გამართვას აკრიტიკებს. მათი განცხადებით, ტერიტორიაზე “საოკუპაციო ძალები” არ არსებობენ და “უკანონო ბორდერიზაციის პროცესი” არ მიმდინარეობს. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ე.წ სასაზღვრო ზოლთან იმ ადამიანების გამოჩენა, რომლებიც, შესაძლოა ინფიცირებულები იყვნენ, საფრთხეს უქმნის ცხინვალში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში 30 მილიონს გადააჭარბა

  •  

 კორონავირუსის მაჩვენებელმა მსოფლიოში 30 მილიონს გადააჭარბა. მათგან 5 მილიონზე მეტი შემთხვევა ინდოეთში ფიქსირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ინფიცირებულთა ასაკობრივი მაჩვენებელი მცირდება, შესაბამისად გაზრდილია 15-დან 49 წლამდე პაციენტების რაოდენობა. მონაცემები მატულობს ევროპის ქვეყნებში. უკვე მეორე დღეა ნიდერლანდებში ვირუსის შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება. შეზღუდვების გამკაცრება იგეგმება ინგლისის რამდენიმე რეგიონში. გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება ესპანეთის ზოგიერთ ქალაქშიც. რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოებში. ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად რუსეთში 132, თურქეთში 63, აზერბაიჯანსა და სომხეთში კი 3-3 პაციენტი გარდაიცვალა. 

მეტი...

ატენის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

  •  

 30-მდე მეხანძრე-მაშველი აგრძელებს მუშაობას ატენის ტყეში, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ამ დროისთვის ცეცხლის ღია კერა არ არსებობს და მიმდინარეობს ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები. ხილვადობის აღდგენისთანავე სახანძრო-სამაშველო ძალებმა განაახლეს ცეცხლის ქრობა. ცეცხლი მთის კლდოვან ნაწილზე ბუჩქნარსა და ბალახს გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს კერების დამუშავება. ხანძარი ატენის ხეობაში სავარაუდოდ ფოიერვერკის გაშვებას მოჰყვა.

მეტი...

„შემოდგომაზე, ამ მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობა გაზის გარეშე დარჩება, ეს პოლიტიკური ზეწოლაა“ – დეპუტატის განცხადება

  •  

 ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, რომელიც 2020-ის არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს ჯენჭისყრას, განცხადებას ავრცელებს და  ამბობს, რომ მის ოჯახზე ზეწოლაა, მიზანი კი საკუთარი კანდიდატურის მოხსნაა. „ერთი თვე დარჩა არჩევნებამდე. დღეს, ჩემი ძმის კომპანიაში საფინანსო პოლიციისა და აუდიტის თანამშრომლები მოვიდნენ და დალუქეს ყველა კომპიუტერი და საბუთები. ჩემი ძმა საქართველოში დიდი სომეხი ბიზნესმენია, მასთან შპს “მეეკი”-ში და “ეს-ჯი-გაზ” კომპანიაში 300 ადამიანია დასაქმებული რომლის უკანაც ოჯახები დგანან. ეს არის ზეწოლა ბიზნესმენზე და ბიზნესზე. ეს ყველაფერი პოლიტიკური ხასიათისაა. მათი ერთადერთი მიზანია, რომ მე ჩემი კანდიდატურა მოვხსნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისგან. თუ ამ…

მეტი...