” ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს არჩევნები” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილ ვადაში ჩატარდეს და მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნებზე უსაფრთხო გარემო იქნას უზრუნველყოფილი.

„არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს არჩევნები. არჩევნები უნდა ჩატარდეს ჩვენი ყველა მოქალაქისთვის უსაფრთხო გარემოში. ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, შრომითი უსაფრთხოება დეტალურად მუშაობენ თითოეული პარტიის წარმომადგენელთან, ასევე ​ცესკო-სთან, რათა საარჩევნო უბნებზე გატარდეს უსაფრთხოების ყველა ის ზომა, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ, თავისუფლად, ყოველგვარი შიშისა და საფრთხის გარეშე მივიდნენ და დააფიქსირონ თავიანთი ხმა, თავიანთი არჩევანი, რათა ქვეყანამ შეძლოს და განაგრძოს დემოკრატიული გზა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები