აჭარაში 126, იმერეთში 16, თბილისში 15 ახალი ინფიცირებული

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 179 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კლავ აჭარაში გამოვლინდა. მარინა ეზუგბაის თქმით, რეგიონში დღეს 126 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 179 ახალი შემთხვევიდან 15 თბილისში გამოვლინდა.

“დაგვემატა 179 დადასტურებული და დღეს გახლავთ 2,937 დადასტურებული შემთხვევა. ეს 179 დადასტურებული შემთხვევა ასეთი განაწილების გახლავთ: აჭარა არის 126, იმერეთი 16, თბილისი 15, სამეგრელო-ზემო სვანეთი გახლავთ 7, მცხეთა-მთიანეთი 7, გურია – 4 და კახეთიც – 4.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზარდა მხოლოდ 10-ით, იყო 1,412 დ გახლავთ 1,422. ამ მონაცემებით, კოვიდ ცენტრებსა და ჰოსპიტლის შემდგომ სასტუმროებში ერთად გახლავთ 1,488 პაციენტი. ამ 1,488 პაციენტში გუშინ რამდენადაც მოხერხდა, შეფასდა მონაცემების შეჯერება და გახლავთ 9 კრიტიკულად მძიმე პაციენტი,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

მსგავსი თემები