აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს მშვიდობიანი მოსახლეობის საარტილერიო დანადგარებით დაბომბვაში სდებს ბრალს

აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს მშვიდობიანი მოსახლეობის საარტილერიო დანადგარებით დაბომბვაში სდებს ბრალს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ფრონტისპირა ზონის რაიონებში, მათ შორის ტერტერის რაიონში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაშავდა, ასევე სერიოზულად დაზიანდა სახლები და ინფრასტრუქტურა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მუროვდაგის სტრატეგიული სიმაღლე აიღეს.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 96 ადამიანს, მათგან 20-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათივე ცნობით, 28 სექტემბერს გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა 58 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი, რომელიც კლინიკაში 9 სექტემბრის შემდეგ მკურნალობდა. მანამდე მამაკაცი სახლის პირობებში მკურნალობდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით 106 პაციენტი რჩება, 14-ის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

ეკატერინე ტიკარაძე იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისში, იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება, ლაბორატორიებში და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეაფასეს. საუბარი შეეხო ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს. მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისგან პირადად მოისმინა, რა გამოწვევების წინაშე არიან იმერეთის რეგიონში კოვიდინფექციის მართვაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები და ლაბორატორიები. მინისტრის მხრიდან გაკეთდა შეფასებები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად. ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და ამ დროისთვის არანაირი შეზღუდვები არ…

მეტი...

“21-ე საუკუნეში მხარეებს დიდხანს ბრძოლის საშუალებას არ მისცემენ” – ექსპერტი ყარაბახის ომზე

აზერბაიჯანის თავდაცვის სამისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საომარი მოქმედებების შედეგად, სომხეთის 550 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და დაიჭრა. სომხური მხარე კი ამტკიცებს, რომ შეტაკებების შედეგად აზერბაიჯანმა 200 სამხედრო დაკარდა.   “ომის შედეგები საქართველოზეც იმოქმედებს” – აცხადებს ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი ყარაბახის ომთან დაკავშირებით და იმედი აქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარეებს დიდხანს ბრძოლის საშუალებას არც მისცემს. “21-ე საუკუნეში დიდხანს ბრძოლის საშუალებას მხარეებს არ მისცემენ. საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რაც შიძლება მალე მოხდეს მისი ჩაცხრომა. მსხვერპლის რაოდენობა იმდენად დიდი შეიძლება იყოს, რომ კატასტროფული შედეგები დადგეს. მათ შორის საქართველოსთვისაც, არა პირდაპირი გზით, არამედ სხვა…

მეტი...

ბათუმში კორონავირუსისგან კლინიკურად 400-ზე მეტი პირი გამოჯანმრთელებული

“გამოჯანმრთელების კრიტერიუმების შესაბამისად, ბათუმში 400-ზე მეტი პირი კლინიკებსა და კოვიდ-სასტუმროებს დატოვებს”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. რიჟვაძის თქმით, საუბარია კლინიკურად გამოჯანმრთელებულ ადამიანებზე. „დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება კოვიდ-სტატუსთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს გამოჯანმრთელების კრიტერიუმებს და ამის შესაბამისად დღეს დღის ბოლომდე გვეყოლება 400-ზე მეტი კლინიკურად გამოჯანმრთელებული ადამიანი, რომელიც როგორც ჰოსპიტლებიდან, ასევე კოვიდ-სასტუმროებიდან ბინაზე გაეწერება“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთული, მაგრამ აბსოლუტურად კონტროლირება

მეტი...

ყურძნის ჯიში, რომლის ღვინოსაც ერეკლე მეფე მიირთმევდა და რთველი პანდემიის ფონზე 60 წლის ვენახში – „მედიაცნტრი მთავარის“ რეპორტაჟი

სოფელი კისისხევი სწორედ ის ადგილია, სადაც მეფე ერეკლესთვის, განსაკუთრებული ჯიშიც ყურძნისგან იშვიათი სახეობის ღვინოს ამზადებდნენ. ამ ისტორიულ ადგილას ძმები ხუციშვილები ისტორიული ვენახს დაუბრუნდნენ და 60 წლის ისტორიის მქონე მამულში რთველიც სათანადოდ ჩაატარეს. დიდი რაოდენობით დაგროვილი ღვინო, გადავსებული მარაგი და მეღვინეები ახალი მოსავლის მოლოდინში. რა გამოწვევების წინაშე დააყენა პანდემიამ მევენახეებს; როგორია სახელმწიფოს ჩართულობა ღვინის სექტორში დასაქმებულებისთვის და ვინ რა ფასად იბარებს ყურძენს – რეპორტაჟი „ძმები ხუციშვილების ღვინის მარნიდან,“ სადაც ღვინოს ორსაუკუნოვან ქვევრში აწარმოებენ.

მეტი...

კორონავირუსით 32-ეპაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა და მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა

კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. მინისტრის თქმით, გამოიკვეთა, რომ ვირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა.

მეტი...

ერეკლე თედლიაშვილის ოჯახი კლინიკების დასკვნას ელოდება

„საინტერესოა სიკვდილი რამ გამოიწვია მიყენებულმა დაზიანებამ თუ შემდგომმა გართულებებმა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავართან“ გორში ჩხუბის შემდეგ გარდაცვლილი ახლაგზრდის, ერეკლე თადლიაშვილის ოჯახის ადვოკატმა განაცხადა. თამარ თედლიაშვილი აღნიშნავს, რომ მომხდართან დაკავშირებით ორი საქმეა აღძრული, აქედან ერთს გორის სასამართლო განიხილავს, ხოლო მეორე საქმე უშუალოდ გარდაცვალების მიზეზის დადგენაზე მიმდინარეობს. თამარ თედლიაშვილი აცხადებს, რომ თარაშ კანდელაკის ადვოკატის ინფორმაციით გარდაცვალებას, ტარასის მიერ მიყენებული დაზიანებები ვერ გამოიწვევდა: “როგორც თარაშ კანდელაკის ადვოკატმა განაცხადა, ერეკლეს გარდაცვალებას ვერ გამოიწვევდა მიყენებული დაზიანებები, ვინაიდან „ჯერარსმა“ გამოჯანმრთელებული გაუშვა რეაბილიტაციაზე , ჩვენ გვაქვს შეკითხვა თუ არ იყო სარეაბილატაციო და იყო მძიმე, რატომ გადაწყვიტა “ჯერარსმა”,…

მეტი...

კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში 32 ადამიანია გარდაცვლილი. საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 2 054-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 5 637 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

მეტი...

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა – ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულებზე უარი განაცხადეს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა უკვე დასრულდა. მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა და საქმე არსებით განხილვაში გადავიდა. ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულებზე უარი განაცხადეს.  ერთ-ერთი ბრალდებულის ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატის ლელა გოგოლაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაფიც მსაჯულებზე უარს აცხადებს. “მას აქვს სურვილი, ბოლო ისტანციამდე დაადგინოს მისი სიმართლე, რომ მას ამ მკვლელობასთან შემხებლობა არ აქვს. იბრძოლოს ბოლო წუთამდე და მხოლოდ ამიტომ თქვა უარი სისხლის სამართლის საქმის ნაფიც მსაჯულებზე და არა იმ მოტივით, რომ ამ ყველაფრის მიმართ საზოგადოების აზრი უარყოფითად არის განწყობილი,”- განაცხადა ლელა გოგოლაძემ.

მეტი...

სასწავლო პროცესი ოზურგეთშიც შეწყდა და დისტანციურზე გადავიდა

„კორონავირუსის“ ახალი შემთხვევების მატებიდან გამომდინარე, ოზურგეთში სასწავლო პროცესი სკოლებიდან სახლში ინაცვლებს. აღნიშნული განცხადება სახელმწიფო რწმუნებულმა გააკეთა და შემთხვევების მატებაზე ისაუბრა. „16 დადასტურებული შემთხვევიდან, 13 „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება და ამ ფაბრიკის თანამშრომლები არიან. ყველა მათგანი უკვე შესაბამის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. მათ, ვისაც არ აქვს დადასტურებული “კოვიდ 19”, მაგრამ დასაქმებულია „აჭარა ტექსტილში“, გადაყვანილები არიან აჭარის საკარანტინო სივრცეში და მათზე დაკვირვება გრძელდება“, – აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ. მისივე ინფორმაციით, შემთხვევების მატებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ოზურგეთში სწავლება დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

მეტი...

„დასადგენია რამ გამოიწვია გარდაცვალება – მიყენებულმა დაზიანებებმა თუ ექიმების არაკომპეტენტურობამ“ – ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატი “მედიაცენტრ მთავართან”

გორის რაიონულ სასამართლოში თარაშ კანდელაკის გახმაურებულ საქმის არსებითი განხილვა გადაიდო. როგორც გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, მიზეზი დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა გახდა, რასაც, როგორც ადვოკატი ამბობს დაზარალებულის მხარეც იზიარებს: „დღეს არსებითი სხდომა დაიწყო, რომელიც გადაიდო იქიდან გამომდინარე, რომ დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, ბრალდებული სასამართლო პროცესებს დაესწროს ფიზიკურად, უშუალო კონტაქტი ჰქონდეს თავის ადვოკატებთან, ვინაიდან, დისტანციურად ვერ ხერდხება კონფიდენციალურობის დაცვა ადვოკატსა და დაცვის ქვეშ მყოფს შორის. მე ამას ვეთანხმები, არის გამონაკლისი შემთხვევები. ამ დროს, ბრალდებული უნდა იყოს თანახმა პირადპირ კონტაქტზე, ეს საკითხი ძირითადად სასჯელაღსრულებას ეხება. პანდემიაა…

მეტი...

გორის სასამართლოში თარაშ კანდელაკის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

გორის რაიონული სასამართლო დღეს თარაშ კანდელაკის გახმაურებულ საქმის არსებით განხილვას იწყებს. დღეს მოსამართლე მხარეთა შესვლა სიტყვას მოისმენს რის შემდეგაც დაიწყება მოწმეთა დაკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა. გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი სამ თვიანი კომის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.  შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს, გორში მდებარე რესტორან “ჟოზეფში” ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილმა სხვეულის დაზიანებები მიიღო. მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა თარაშ კანდელაკი დააკავეს, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ 12 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მეტი...

„თუ ორი ვირუსის თანხვედრა იქნება, გამოსავალზე ცუდად იმოქმედებს“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„მაქსიმალურად უნდა ვიყოთ დაცული სეზონური ვირუსული ინფექციებისგან“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა. მედიკოსი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ სეზონური გრიპის თანხვედრა კორონავირუსთან სავალალო შედეგებს მოიტანს: „გვემატება ისეთი პაციენტები, ვისაც სტაციონარი დასჭირდება, მაღალია თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტების რაოდენობა. თუ ორი ვირუსის თანხვედრა გვექნება, გამოსავალზე ცუდად იმოქმედებს. ამიტომ, უნდა ვიყოთ მზად სეზონური ვირუსებისთვის, ის რისი ვაქცინაციის საშუალებაც გვაქვს უნდა გავაკეთოთ,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ “მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მეტი...

„9 პაციენტი გვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში, – ორი არის კრიტიკურლი“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„75 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას, რეანიმაციულ განყოფილებაში 9 პაციენტია, ორი არის კრიტიკული და არიან მართვით სუნთქვაზე”, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ განაცხადა. მუმლაძის ინფორმაციით, მძიმე შემთხვევები აჭარას და აფხაზეთს უკავშირდება: „ორივე პაციენტი, აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, გარკვეული დროის განმავლობაში იტარებდნენ მკურნალობას ადგილობრივ სამედიცინო ცენტრებში, გვყავს კიდევ ერთი მძიმე პაციენტი, ღამით შემოყვანილი, მოიმატა მძიმე პაციენტების რაოდენობამაც. არის აფხაზეთის რამოდენიმე შემთხვევა და უმეტესობა უკავშირდება აჭარას. ძირითადად გვაქვს ბათუმის შემთხვევებთან კავშირში მყოფი კონტაქტები, ნაკლებია იმპორტირებული, იმატა ასევე თბილისის შემთხვევებმა,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ “მედიაცენტრ მთავარის” მასალის…

მეტი...

„ორი თვის ბავშვს კოვიდინფექცია დაუდასტრუდა“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ბავშვს დედ-მამა ჰყავს ინფიცირებული, ასეთი მცირე ასაკის პაციენტი არ გვყოლია,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრში” „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა  ლიკა მუმლაძემ განაცხადა. მუმლაძის ინფორმაციით ჩვილს ვირუსი მშობლებისგან გადაედო, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე არაა. „დადასტურდა ორი თვის ბავშვთან, რომელიც ოჯახური შემთხვევაა, ინფიცირებული ჰყავს მამა და დედა, ჩავატარეთ კვლევა და ბავშვსაც დაუდასტურდა ვირუსი. დაავადება მიდის უსიმპტომოდ და სტაბილურად, ძირითადად ბავშვებს გადააქვთ უსიმპტომოდ, მინიმალური ჩივილებით, დედასაც ორი დღის წინ დაუდასტურდა და დედაც არის უსიმპტომო მიმდინარეობა,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ “მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მეტი...

დადიანის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

გუშინ დადიანის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის საქმე გახსნილია. პოლიციამ ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ორი მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. რაც შეეხება მის თანმხლებს – მანაც ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა ინციდენტში მონაწილე პირებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მეტი...

“საქართველო გადავიდა მოდელზე, სადაც უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების მართვა ბინაზე ხდება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ვითარება, სრულად მართვადია. მან აღნიშნა, რომ შემთხვევათა მატების პარალელურად, ქვეყანა ვირუსის მართვის ახალ მოდელზე გადავიდა, რომელიც მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის ბინაზე მართვას გულისხმობს.  “ჩვენ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ყოველდღიურად გვექნება შემთხვევათა მერყეობა 200-400-500-ის ფარგლებში. მაგრამ ეს ყველაფერი, მთავარია, იყოს მართვადი. ჯერჯერობით, ეს ყველაფერი სრულად მართვადია. საქართველო გადავიდა იმ მოდელზე, სადაც შემთხვევათა ზრდის ფონზე აქტიურად ერთვება პირველადი ჯანდაცვა და მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების სახლში დატოვება, მაგრამ რადგან ჩვენთან მრავალწევრიანი ოჯახების კულტურაა, ამ ადამიანებისთვის ჩვენ ე.წ. შუალედური რგოლი ჩავრთეთ, კოვიდ სასტუმროები, კარანტინები, სადაც მსუბუქ…

მეტი...

“სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის” – თამარ გაბუნია

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის და ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა – მინიმალურია, პრაქტიკულად არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მეთორმეტე დღეს პირი, რომელსაც სიმპტომი აღარ აღენიშნება, გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება. „ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მიიღო ახალი რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ შეფასდეს უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების სტატუსი. მსოფლიოში უკვე შეცვლილია რეკომენდაციები. სქემა, რომელიც განვიხილეთ და რაც ასახული იქნება…

მეტი...

“ქვებით და ხელკეტებით შეიარაღებულები ჩვენს აქტივისტებს ფიზიკურად საშინლად გაუსწორდნენ” – “ქართული ოცნების” ბოლნისის საარჩევნო შტაბის უფროსი

ბოლნისში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. ამ დრომდე, კლინიკაში რჩება ერთი დაზარალებული, რომელიც “ქართული ოცნების” აქტივისტია. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.  “პაციენტს აღენიშნება თავის არეში ჭრილობა. ჩაუტარდა სათანადო კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია. პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც საშუალო სიმძიმის. ის თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით აგრძელებს სტაციონარში მკურნალობას. ღია ჭრილობაა თავის არეში, ბლაგვი საგნითაა მიყენებული,”- აცხადებს ექიმი.  თვითმხილველის, ლევან ფუქჩიშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელები პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ.  “მანქანები მოდიოდნენ და რომ გვიახლოვდებოდნენ, სიჩქარეს უმატებდნენ და პროვოკაციულ ქმედებებს ჰქონდა…

მეტი...

ზუგდიდში 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა – მათი ინფიცირებული წყარო რეპეტიტორია

ზუგდიდში 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სოფლის სამ სკოლაში სწავლა ონლაინ, დისტაციურ რეჟიმში გაგრძელდება. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა მათგანის ინფიცირებული წყარო რეპეტიტორია, რომელიც, თავის მხრივ, ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს წარმოდგენს. მათ გარდა, კორონავირუსი დაუდასტურდა მარტვილში მყოფ პირს, რომლის ინფიცირების წყარო თბილისია, ასევე, ფოთში მცხოვრებ სამ პირს და მათი ინფიცირების წყაროა ბათუმი. ზუგდიდში კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა კი ასევე ადრე ინფიცირებულის კონტაქტია.

მეტი...

მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღეს უნდა გადაწყდეს, აირჩევს თუ არა ხუთიდან სამი სრულწლოვანი ბრალდებული მათი საქმის ნაფიც მსაჯულების პირობებში განხილვას. არასრულწლოვნების შემთხვევაში კანონი არ ითვალისწინებს მათი საქმის ნაფიცი მსაჯულების პირობებში განხილვას. დღესვე ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობას დააყენებენ. როგორც ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად გადაწყვეტს, განიხილონ თუ არა საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა. თუმცა თავად ადვოკატი მას ამას არ ურჩევს და შესთავაზებს საქმის სასამართლოში არსებითი განხილვისთვის გადაცემას. ადვოკატის თქმით, საქმეში…

მეტი...

“სტაბილიზაციისკენ მივდივართ და მოხდება პროცესის შეკავება” – მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულების მატება ფიქსირდება, თუმცა ვარაუდობს, რომ პროცესის შეკავება მოხერხდება. “ჩვენ ვხედავთ, რომ არის მატება, მაგრამ არ არის მნიშვნელოვანი მატება და ვფიქრობ, სტაბილიზაციისკენ მივდივართ და მოხდება პროცესის შეკავება,” – განაცხადა მარინა ენდელაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 148 ადამიანი.  ამასთან, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 3-ით გაიზარდა და 31-ს შეადგენს სულ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 5552 შემთხვევაა დადასტურებული.​

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილი 3 პაციენტიდან ორი აჭარაში, ერთი კი თბილისში მკურნალობდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 3 პაციენტიდან ორი აჭარაში, ერთი კი თბილისში მკურნალობდა. გარდაცვლილთაგან ორი 65 და 70 წლის მამაკაცები, ერთი კი 57 წლის ქალია. სამივე მათგანს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა. ვებგვერდის მიხედვით, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 31-ს შეადგენს. ამ დროისთვის უცნობია დეტალები, თუ რა ასაკის არიან გარდაცვლილი პაციენტები და სად მკურნალობდნენ. შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 148 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სტატისტიკა ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა. სულ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 5552 შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, ჯერჯერობით, არ შეცვლილა და 1906-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5650 ადმიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  836. კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რიცხვი კი 800-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა.

მეტი...

ირაკლი ჩიქოვანი სოფელ ტყაიაში ახალგარდებს ოკუპაციაზე ესაუბრა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ტყაიაში, ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი ირაკლი ჩიქოვანი ახალგაზრდებს შეხვდა ოკუპაციაზე, არსებულ გამოწვევებზე და საერთაშოორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ესაუბრა. ,,დღეს ენგურისპირა სოფელ ტყაიაში ახალგაზრდებს შევხვდით. ეს სოფელი არის ადგილი, საიდანაც ნათლად  ჩანს ოკუპაციის შედეგები, აქვეა ოკუპანტების ის სამხედრო ბაზა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული. ახალგაზრდებთან ერთად  ჩვენ ვისაუბრეთ ოკუპაციის სიმძიმეზე, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც გვაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გზაზე და, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რასაც ჩვენ გვაძლევს  საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა. შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც აქვს  საქართველოს მიერ წარმოებულ სამშვიდობო პროცესს, რაც მიზანმიმართულია,…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და დამსახურებული ჟურნალისტი დალი ჩიკვილაძე და ფილოლოგი ლია ბიბილეიშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა. სალომე ზურაბიშვილმა ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე დალი ჩიკვილაძე (სიკვდილის შემდეგ) ჟურნალისტიკის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისა და ღირსეული სამსახურისთვის დააჯილდოვა, ხოლო ფილოლოგი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე ლია ბიბილეიშვილი – ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისა და ღირსეული სამსახურისათვის.

მეტი...

სამხრეთ კორეაში 11 აგვისტოს შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში 11 აგვისტოს შემდეგ „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტოზე დაყრდნობით „გარდიანი“ ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი 50 ადამიანს დაუდასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 40 ადგილობრივი გადაცემის შედეგია, ხოლო 10 იმპორტირებული. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 24 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 400-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

მეტი...

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება. „ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს“, – სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არცრუნ ჰოვანისიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „ბრძოლა გრძელდება, ზოგიერთ ტერიტორიაზე საარტილერიო ბრძოლა მიმდინარეობს. ჩვენი ჯარის დანაკარგების შესახებ აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება,“- წერს ჰოვანისიანი. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ 28 სექტემბრის დილიდან ქალაქ ტერტერზე სომხეთის მხრიდან შეტევა ხორციელდება. სამინისტროს ინფორმაციით, მათ სომხურ მხარეს უკანასკნელი გაფრთხილება მისცეს, რომ „აზერბაიჯანი შესაბამის საპასუხო ზომებს მიიღებს“. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას განაგრძობს. მათი ცნობით, სოფელ ევოღლუში ერთ-ერთ…

მეტი...