მკვლელობა ხაშურში

ხაშურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა მოხდა მაღაზიაში, მოკლული ამავე კომპანიის ყოფილი თანამშრომელია. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. შსს-ში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

მეტი...

მერაბ ბესელიასთვის ბრალდების წარდგენასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ სარაგბო კლუბ „იუნკერების“ მოთამაშისა და საქართველოს რაგბის ეროვნული შვიდკაცა ნაკრების კაპიტნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარების ფაქტზე მერაბ ბესელიასთვის ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყება განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 16 სექტემბერს, ქ. თბილისში, საქართველოს რაგბის კავშირის ადმინისტრაციული შენობის სადარბაზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მ.ბ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რ.ხ.-ს ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია. „სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც…

მეტი...

“ქუთაისი თავის თავში უამრავ საგანძურს იტევს, რაზეც ძალიან დიდი ხანი შეგვიძლია ვისაუბროთ” – კახა კალაძე

“იმ გათვალისწინებით, რომ სწორედ აქ მდებარეობდა ჩვენი ერისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება, გელათის აკადემია, სულაც არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და მის ოჯახის უმსხვილესი ინვესტიციით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრანდიოზული პროექტი ხორციელდება.” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ქუთაისში, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაზა ლომინაძისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენისას განაცხადა. „ამისთვის შორეულ ისტორიაში რომ არ წავიდეთ, საკმარისია გალაკტიონისა და „ცისფერყანწელების“ ამ დიდი ადამიანების მოღვაწეობა გავიხსენოთ, რომლებიც აქ, ამ ქუჩებში დააბიჯებნენ, ჩვენი მშობლების, ბებიების, ბაბუების გვერდით სწავლობდნენ, მათთან ერთად იზრდებოდნენ, ემზადებოდნენ…

მეტი...

ქუთაისში „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატები წარუდგინა

ქუთაისში, მმართველმა პარტიამ მოსახლეობას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაზა ლომინაძე და ქუთაისის მერობის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი წარუდგინა. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.

მეტი...

” როცა ჩვენ ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე, ძალიან კონკრეტულები უნდა ვიყოთ და გვქონდეს კონკრეტული გეგმა” – გიორგი გახარია

“უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ქვეყანა ისეთ დღეში დაგვხვდა, სადაც ელემენტარული, სასმელი წყლის, სკოლის, ბაღის, გზის პრობლემები იყო.” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქუთაისში, მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გასაკეთებელია, კიდევ ბევრი, რასაც წყნარად და მშვიდად აკეთებენ. „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამას ჩვენი თითოეული მოქალაქე ხედავს და შეაფასებს. მიუხედავად იმ განსაცდელისა, რომელშიც არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიოა, არც ერთი წუთითა და არც ერთი წამით, სისტემური ინფრასტრუქტურული სამუშაო ქვეყანაში არ შეჩერებულა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ქვეყანა ისეთ დღეში დაგვხვდა, სადაც ელემენტარული, სასმელი წყლის, სკოლის, ბაღის,…

მეტი...

გურიაში, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გურიაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას ინფორმაციით, ოთხივე შემთხვევა ოზურგეთს უკავშირდება. „დღეს დილით ვთქვით, რომ ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გქონდა. მოგვიანებით დაემატა კიდევ ოთხი. მათი რაოდენობა ოზურგეთში დღეს 8 ერთეულით გაიზარდა. ჯამში ოზურგეთში 30, გურიაში კი 43 კოვიდინფიცირებულია. ყველა მათგანი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და ისინი მსუბუქი სირთულის პაციენტებად ითვლებიან“, – განაცხადა არჩილ მჟავიამ.

მეტი...

“საქართველომ COVID-19 -ს პანდემიას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პასუხი გასცა” – სალომე ზურაბიშვილი

“საქართველომ COVID-19 -ს პანდემიას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პასუხი გასცა. დროულმა ზომებმა დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა.” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაეროს ონლაინღონისძიებაზე, „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები – 2020“-ზე სიტყვით წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება განსხვავდება გლობალურ, სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე, თუმცა დღეს, როგორც არასდროს, სტაბილური პროგრესის მისაღწევად, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება შეუძლია. „დღევანდელი შეხვედრა – გენერალური მდივნის დროული ინიციატივაა, რათა გავაზიაროთ და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ჩართულობა. საქართველომ COVID-19 -ს პანდემიას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პასუხი გასცა. დროულმა ზომებმა დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა. ჩვენ მიერ მიღებული…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 187 ადამიანს, აქედან კორონავირუსი დაუდასტურდა 43 პირს. ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 73 ადამიანი მკურნალობს. მათგან რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 825 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 236, გარდაიცვალა შვიდი ინფიცირებული.

მეტი...

” ორ მეხანძრე-მაშველს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა” – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბათუმის მეორე და გლდანის განყოფილებების ორ მეხანძრე-მაშველს კოვიდ-19 დაუდასტურდა. „მათი გეგმური ტესტირების შედეგი 18 სექტემბერს გახდა ცნობილი და იყო დადებითი. ამ დროისთვის​, მეხანძრე-მაშველები გადაყვანილი არიან შესაბამის დაწესებულებებში და მკურნალობა უტარდებათ. მათ ცვლაში მყოფ მეხანძრე-მაშველებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ და გადაყვანილი არიან იზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ. შენობებს უკვე ჩაუტარდა სრული დეზინფექცია“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მეტი...

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

“16 სექტემბერს მომხდარი ფაქტი სრულიად ეწინააღმდეგება რაგბის ფასეულობებს” – ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა განცხადება და ამასთან ისაუბრა საქართველოს ჩემპიონატის დაწყებასა და ნაკრების 8 ერში ჩართვის შესახებ. განცხადებას “მედიაცენტრი მთავარი” სრულად გთავაზობთ: „საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა, ისევე როგორც მთელი ქართული საზოგადოება, შეძრა რაგბის კავშირის ოფისთან 16 სექტემბერს მომხდარმა ფაქტმა. ჩვენ, გამგეობის წევრები, ვგმობთ ამ საქციელს და მიგვაჩნია, რომ ეს დაუშვებელია არა მარტო ზოგადად, არამედ ქართულ სპორტში, მითუმეტეს – რაგბის დიდ ოჯახში, რადგანაც იგი სრულიად ეწინააღმდეგება რაგბის ფასეულობებს, ღირებულებებსა და ურთიერთობის დამკვიდრებულ წესებს. გულწრფელად ვუსურვებთ რამაზ ხარაზიშვილს, რომელიც შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა, სწრაფ გამოჯანმრთელებასა და…

მეტი...

“შეკვეთილი გვაქვს გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 135 ათასი დოზა” – ამირან გამყრელიძე

„ოქტომბრის პირველ კვირისთვის შეკვეთილი გვაქვს გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 135 ათასი დოზა, რომელიც როგორც წესი, გაუკეთდება რისკჯგუფებს და ეს რისკჯგუფები ყოველწლიურად ისაზღვრება იმუნიზაციის საბჭოს დადგენილებით” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ცენტრი მუშაობს ვაქცინის დამატებითი რაოდენობის შესასყიდად და იმედს გამოთქვამს, რომ ვაქცინების რაოდენობა გაორმაგდება. „ოქტომბრის პირველ კვირისთვის შეკვეთილი გვაქვს გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 135 ათასი დოზა, რომელიც როგორც წესი, გაუკეთდება რისკჯგუფებს და ეს რისკჯგუფები ყოველწლიურად ისაზღვრება იმუნიზაციის საბჭოს დადგენილებით. ვცდილობთ, მაქსიმალურად გავზარდოთ სახელმწიფოს მიერ შესყიდული ვაქცინის მარაგი. ძალიან ბევრ ბაზარზე და ბევრ მწარმოებელთან გვაქვს კონტაქტი და…

მეტი...

ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კოვიდინფიცირებული ორსული გადაარჩინეს

ქუთაისელმა მედიკოსებმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კოვიდინფიცირებული ორსული გადაარჩინეს. 38 კვირის კოვიდდადებითი ორსული „კლინიკა ბომონდში“ ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლიდან შეიყვანეს. „კლინიკაში შემოყვანის მომენტში ორსულს მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ორსულს დახმარება გაუწიეს კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მეან-გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ და გინეკოლოგმა თეონა ლორთქიფანიძემ“, – აცხადებენ კლინიკაში. თეონა ლორთქიფანიძის განცხადებით, ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ოპერაცია წარმატებით დასრულდა. „დედის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაიგეგმა საკეისრო კვეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ახალშობილს და დედას ჩაუტარდათ ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება დედას, მას უგრძელდება მკურნალობის კურსი“, –…

მეტი...

“შესაძლებელია, აჭარაში დავიწყოთ ბინაზე მართვა პაციენტების” – ამირან გამყრელიძე

“შესაძლებელია, აჭარაში დავიწყოთ ბინაზე მართვა პაციენტების, ეს მოხდება პირველადი ჯანდაცვის ექიმების მეთვალყურეობით” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, აჭარაში ხელმეორედ გადამზადდებიან ექიმები და ეს გადამზადება მოხდება ხვალ, ზეგ და ამ დღეებში. „ზოგადად ბოლო ორ კვირაში გვაქვს ახალი შემთხვევების მზარდი დინამიკა და ეს ძირითადად ხდება აჭარის რეგიონის ხარჯზე, სადაც გვაქვს ეპიდაფეთქება, მაგრამ სიტუაცია სრულად მართვადია და მათ შორის აჭარის რეგიონში, სადაც ინფიცირებულების უმრავლესობა გადადის სტაციონარებში და სრული გამოკვლევის შემდეგ, მსუბუქი და უსიმპტომოები გადადიან საკარანტინო სივრცეებში. შესაძლებელია, აჭარაში დავიწყოთ ბინაზე მართვა პაციენტების, ეს მოხდება პირველადი ჯანდაცვის…

მეტი...

კრიტიკული 13 პაციენტიდან ხუთი ინტუბირებულია, ოთხი კი აფხაზეთიდან გადმოყვანილია

“გვყავს კრიტიკული 13 პაციენტი, საიდანაც ხუთი ინტუბირებულია, ანუ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. მათგან ოთხი გახლავთ აფხაზეთიდან გადმოყვანილი ავადმყოფია” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, უსიმპტომო პაციენტების რაოდენობა საერთო ინფიცირებულთა დაახლოებით 10-15%-ს შეადგენს. “უსიმპტომო პაციენტები ძირითადად გადადიან საკარანტინო სივრცეებში და სწორედ იქ იმართებიან. ასევე, გვყავს კრიტიკული 13 პაციენტი, საიდანაც ხუთი ინტუბირებულია, ანუ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. მათგან ოთხი გახლავთ აფხაზეთიდან გადმოყვანილი ავადმყოფია. ჩვენ აქტიურად ვეხმარებით ჩვენს აფხაზეთის რეგიონს და თუ იქ მძიმე შემთხვევები ფიქსირდება, ისინი სწრაფად გადმოგვყავს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქ…

მეტი...

” ჩვენ ეპიდემია არ შეგვიშლის ხელს, რომ თანდათან გავაჯანსაღოთ ჩვენი ეკონომიკა” – ნათია თურნავა

“ამ არჩევნებში თავიანთ შანსებს ობიექტურად აფასებენ, იციან, რომ ნდობის მანდატს ვერ მოიპოვებენ და ქართველი ხალხი მათ ამ დაპირებების შესრულებას არ მოსთხოვს” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციისგან განსხვაებით, მმართველ გუნდს პასუხისმგებლობა აქვს და რასაც ამბობს, იმას ასრულებს. „ოპოზიცია ლაპარაკობს არაკომპეტენტურად. ძალიან მიმძიმს ამის თქმა, რადგან გვირჩევნია კონსტრუქციული კრიტიკა იყოს, რომელიც რამე ციფრებს მაინც დაეყრდნობა. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მათი წინადადებები, მათი იდეები არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, არ არის გამყარებული არანაირი გათვლებით, მიმართულია ბიუჯეტის დანგრევისკენ. აქედან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება –…

მეტი...

იმ პიროვნების სახლსა და ოფისში, ვინც მიხეილ რამიშვილს სატელიტით გადაღებული ფოტოები მიაწოდა ჩხრეკა მიმდინარეობს

დავით ფურცხვანიძის საცხოვრებელ სახლსა და ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სწორედ ფურცხვანიძემ მიაწოდა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს სატელიტით გადაღებული ფოტოები. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი საგამოძიებო უწყებაში იმყოფება. როგორც, დავით ფურცხვანიძემ საუბარში განაცხადა, ფოტომასალა მას პარტნიორებმა უცხოეთიდან გამოუგზავნეს. მისივე განმარტებით, ის ანალიტიკურ სააგენტოს ფლობს და „დიდ საქმეს“ იძიებს, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეც. ცნობისთვის, პრიკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსტერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

მეტი...

“ოპონენტებს არჩევნების გადადება სურთ, მაგრამ ეს არ მოხდება, მათი პანიკა ლოგიკურია” – დიმიტრი ხუნდაძე

ოპონენტებს ეშინიათ არჩევნების და პოზიტიური კოვიდშედეგის, სწორედ ამიტომ, სრულიად ლოგიკურად პანიკობენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. „ჩვენი მიზანია, დავიცვათ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა, იმ ფონზე, როცა ეპიდემიოლოგთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ იქნება შესაძლო მეორე ტალღა. მისი არსებობის შემთხვევაში, ვირუსი იქნება მეტი ზიანის მომცემი. რა თქმა უნდა, ამისათვის საჭიროა მეტი მზაობა და ჩვენც სწორედ ამისთვის ვემზადებით. ეკონომიკაშიც საჭიროა პრევენციული ღონისძიებები, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ სასტარტო მდგომარეობას  და არ მივიღოთ შეუქცევადი პროცესები.…

მეტი...

“2008 წელს თქვენი ლიდერი დანა-ჩანგლით შეიარაღებისკენ მოგვიწოდებდა, ჭკუას ნუ გვასწავლით” – ნათია თურნავა ოპოზიციას

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ვიზიტი პარლამენტში მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობს.  მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით იმყოფება. შეხვედრას პოლიტიკური ბრალდებების გარეშე არ ჩაუვლია. პანდემიის პირობებში შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის კრიტიკის ფონზე მინისტრმა ოპოზიციას წინა ხელისუფლების ქმედებები შეახსენა, რასაც მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.  “ეს, თავისთავად, იმის ანარეკლია, რა პოლიტიკას ატარებდით თქვენ, თქვენი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში, რომელსაც მე 2006 წლის ნოემბერში სრულიად სამართლიანად გავეყარე და ეს ის პერიოდია, როდესაც ბიზნესის რეკეტი დაიწყო და რა პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ ღია ცის თვალსაზრისით და ეს ის მონაპოვარია, რომელსაც არ დავთმობთ,”- განაცხადა ნათია თურნავამ.  ნათია თურნავას ამ შეფასებას “ევროპული საქართველოს” წევრის, გიგა ბოკერიას რეპლიკა “იტყუებით” მოჰყვა.…

მეტი...

“თითქოსდა გამოძიების დაწყება უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს, არ შეესაბამება სიმართლეს” – გამოძიება ენძელ მკოიანის განცხადებებზე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახური, ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის საპასუხოდ, განცხადებას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.  “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გასული დღეების განმავლობაში ენზელ მკოიანის განცხადებებისა და მის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რომ მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი გაზის კომპანიის მიმართ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 218-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებას. გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც პოლიტიკურ ჭრილშია განხილული მიმდინარე…

მეტი...

“საბჭოთა მიდგომაა გადასახადის ყველასთვის ერთნაირად დაწევაო – მომესმა თუ ასეთი რამე თქვით მართლა” – გიგა ბოკერია ნათია თურნავას

ეს არის თქვენი მიდგომა – სიცრუე, ტყუილი და უტიფარი თავის ქება, ეს მოვისმინეთ ახლა ჩვენ აქ, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, რომელსაც ინტერპელაციის წესით უსმენენ. როგორც მან აღნიშნა, მინისტრის განცხადებები გადასახადის დაწევაზე მემარცხენე საბჭოთა ექსტრემიზმის გამოვლინებაა. „საბჭოთა მიდგომაა გადასახადის ყველასთვის ერთნაირად დაწევაო – მომესმა თუ ასეთი რამე თქვით მართლა? ეგ არის მემარცხენე საბჭოთა ექსტრემიზმი. თქვენ გგონიათ მდიდრებს აწუხებთ გადასახადი? გადასახადი აწუხებს საშუალო და ქვემო კლასს და თუ გადასახადებს არ დაწევთ, მდიდრები კი არ დაზარალდებიან, დაზარალდებიან ღარიბები და საშუალო კლასი, ამიტომ უნდა დაუწიოთ ყველას…

მეტი...

“მძიმე შეზღუდვების პერიოდი დასრულდა და გადავდივართ ადაპტაციის პერიოდზე” – ნათია თურნავა

„ჩვენი პრევენციული ზომების წყალობით, ჩვენ მოვიგეთ დრო. გაცილებით უფრო მეტი ცოდნით ვართ შეიარაღებულები, გაცილებით უფრო მეტი სიმძლავრით, მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავუმკლავდეთ თუნდაც ინფიცირებულთა შემთხვევების ცოტა უფრო გაზრდილ რაოდენობას”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას ინტერპლეაციის წესით უსმენენ. მინისტრის თქმით, მძიმე შეზღუდვების პერიოდი დასრულდა. „დღეის გადმოსახედიდან შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ მყისიერად მიღებულმა ეფექტურმა ღონისძიებებმა, მათ შორის: საზღვრებიდან ვირუსის იმპორტის კონტროლმა, კარანტრინების მასშტაბურმა და წარმატებულმა პროგრამამ, ანტიკრიზისულმა დახმარებამ ყველაზე დაზარალებულ სეგმენტებს, დარგებს და მოსახლეობას საშუალება მოგვცა, რომ ჩვენ გაცილებით უკეთ მომზადებული ვყოფილიყავით პანდემიასთან შემდგომი…

მეტი...

“იგეგმება თუ არა სამართლებრივი რეაგირება ადვოკატის მიერ წარდგენილ სატელიტის ყალბ ფოტოებთან დაკავშირებით” – პროკურორის განმარტება

გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე უწყების საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, იგეგმება თუ არა სამართლებრივი რეაგირება ბაჩალიაშვილის საქმეზე ადვოკატის მიერ წარდგენილ სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ყალბი გამოდგა: “ამ ეტაპზე არ არის საუბარი არავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე, საუბარია იმაზე, რომ ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება და ეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მონაწილეობით. საქართველოს პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს რომ მსგავსი შემთხვევებისას ყველა კითხვის ნიშანი იქნეს გარკვეული, ყველა მტკიცებულება იქნეს მოპოვებული იმისათვის, რომ დავადგინოთ, ვინ, რატომ და რა მიზნით ცდილობს საზოგადოების და გამოძიების შეცდომაში შეყვანას და…

მეტი...

“ეს არის წვრთნა, რომელიც აერთიანებს საქართველოს თავდაცვის ძალებს ნატო-ს მოკავშირეებთან” – კელი დეგნანი

წვრთნა არ გულისხმობს მხოლოდ ჩვენი ძალების ურთიერთთავსებადობის განვითარებას, ის ასევე გულისხმობს მკაფიო გზავნილებს, რომელიც ეხება პანდემიის მიუხედავად სწავლების ორგანიზების უნარს და უგზავნის შეკავების მკაფიო გზავნილს ნებისმიერ აგრესორს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელიც მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის დახურვის ცერემონიას დაესწრო. მისი თქმით, „ღირსეული პარტნიორი 2020“ აერთიანებს საქართველოს თავდაცვის ძალებს ნატო-ს მოკავშირეებთან. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვიმყოფები დახურვის ცერემონიალზე. ეს არის წვრთნა, რომელიც აერთიანებს საქართველოს თავდაცვის ძალებს ნატო-ს მოკავშირეებთან. აშშ მოხარულია, რომ მიმდინარე წელს შეურთდა საქართველოს, პოლონეთს, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს ორკვირიან ინტენსიურ სწავლებაში. წვრთნა არ გულისხმობს მხოლოდ ჩვენი…

მეტი...

“თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა” – პროკურატურა

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გულუაშვილი განმარტავს, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით დადგინდა, რომ ბაჩალიაშვილს მედიკამენტები არა ინექციის გზით, არამედ პირის ღრუდან აქვს მიღებული. ამასთან, პროკურორის თქმით, ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აქვს. „თამარ ბაჩალიაშვილის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან უკვე მიღებულია ქიმიურ-ტოქსოკოლოგიური, ქიმიური, ბილოგიური, გენეტიკური, სელოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები. ამ დროისათვის ასევე ცნობილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული სასამართლო სამეიდიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის…

მეტი...

“ბაჩალიაშვილის კომპიუტერში აღმოჩენილი პროექტებიდან ერთი განეკუთვნება კატეგორიას Technology/Internet, ხოლო 3 კატეგორიას Pornography” – პროკურატურა

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში და მობილურ ტელეფონში ჰაკერული პროგრამები არ დაფიქსირდა. ამის შესახებ განცხადება დღეს პროკურატურაში გაკეთდა. უწყების განცხადებით, ბაჩალიაშვილის კომპიუტერში ფიქსირდება პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები, მათ შორის ერთი განეკუთვნება “Technology/Internet”, ხოლო სამი მათგანი მიეკუთვნება კატეგორიას: “Pornography”. “თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და ოჯახის ადვოკატის მიერ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის ჰაკერულ საქმიანობასთან დაკავშირებით, იმის დასადგენად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი “ეფლის” მარკის  პორტატულ კომპიუტერში და მისი ავტომანქანიდან ამოღებულ “სამსუნგი”-ს ფირმის მობილურ ტელეფონში ხომ არ იძებნებოდა ე.წ. “ჰაკერული” ტიპის პროგრამები, გამოძიების მიერ დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში დაინსტალირებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის არ ფიქსირდება…

მეტი...

“ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში ნატო-ში გასაწევრიანებლად” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო აკმაყოფილებს ყველა ძირითად მოთხოვნას და არის სტრატეგიულ მზადყოფნაში, რომ ნატო-ში გაწევრიანდეს. ამის შესახებ თალაკვაძემ მრავალეროვნული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ეს პროგრამა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. „დიდი პატივია გერქვათ ღირსეული პარტნიორი და მხარდამხარ იდგეთ თავისუფალი, განვითარებული ერების ჯარისკაცებთან. თქვენ ქმნით საამაყო მხედრული ისტორიის თანამედროვე მაგალითს. მრავალეროვნული წრთვნებით და მუდმივი მზადყოფნით, ჩვენ ვიცავთ მშვიდობას, ვაუმჯობესებთ ურთიერთთავსებადობას და ვინარჩუნებთ რეგიონში უსაფრთხო გარემოს. „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილეებს საერთო ინტერესები და ფასეულობები გვაერთიანებს. ეს პროგრამა არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა…

მეტი...

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა კახეთში – რეგიონში ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებული 32 შემთხვევაა

დღეს კახეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაემატა. აქედან 1 ლაგოდეხის კლასტერს უკავშირდება, რომლის პირველადი წყარო სასაზღვრო პოლიცის თანამშრომელია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ხოლო მეორე მატანის, ქორწილის კლასტერის კონტაქტია. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივის ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით  მიმდინარეობს ყველა  შესაძლო კონტაქტის მოძიება. ნელი ხიზანიშვილის თქმით, რეგიონში ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებული 32 შემთხვევაა, აქედან 14 მატანშია,7 ველისციხეში, 9 ლაგოდეხში და 2 სიღნაღში. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამასთან, სოფელ მატნის სოფელ შესვლელ-გასასვლელში, სპეციალურად მოწყობილ კარვებში რჩებიან ეპიდემიოლოგები  და ადგილობრივებს ტესტირებას უტარებენ, სამართალდამცველები კი მგზავრებს ტემპერატურას უმოწმებენ.

მეტი...

კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში დადასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში დადასტურდა. როგორც მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან აცხადებს, ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. „ დაგვემატა 182 ახალი შემთხვევა და ჯამში გვაქვს 3119 დადასტურებული შემთხვევა. ამ 182 დადასტურებული შემთხვევიდან, აჭარაში არის – 129 შემთხვევა, აქედან ბათუმი – 114, ქობულეთი – 11, 3 – ქედაში, 1 – შუახევში. თბილისში არის 34 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთში – 11, ქვემო ქართლი – რუსთავში – 4, გურიაში – 3, კახეთში – 1. გამოჯანმრთელებულების რიცხვის 13-ით გაიზარდა და 1435 გახდა“, – განაცხადა…

მეტი...

იმერეთის მასშტაბით აღებული 1132 ნიმუშიდან კორონავირუსი 11 ადამიანს დაუდასტურდა

გუშინ იმერეთის მასშტაბით აღებული 1132 ნიმუშიდან კორონავირუსი 11ადამიანს დაუდასტურდა. იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის თქმით, თითქმის ყველა დაკავშირებულია 32-ე საჯარო სკოლასთან. მისივე ინფორმაციით, არის აჭარაში მოგზაურობის ფაქტიც, რომელიც უკავშირდება ჭიათურას. შალამბერიძის განცხადებით, ჭიათურის “ჯეოჰოსპიტალში” მოთავსებული ინფიცირებული მოზარდის ყველა კონტაქტი შესწავლილია და თვითიზოლაციაში არიან. მოზარდს არ ჰქონდა კონტაქტი თანატოლებთან, ის სკოლაში არ დადიოდა.

მეტი...

„მაგთიკომმა“ მობილური ვირტუალური ოპერატორების შემოსვლასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაავრცელა” – კომუნიკაციების კომისია

კომპანია „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მობილური ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა საფრთხეს შეუქმნის პერსონალურ მონაცემებსა და კიბერუსაფრთხოებას, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ კომპანია „მაგთიკომმა“ გამიზნულად გაავრცელა არასწორი ინფორმაცია საზოგადოებისა და ზოგიერთი მედიის შეცდომაში შესაყვანად. მათივე ცნობით, საქართველოს ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა არავითარ რისკებთან კავშირში არ არის. განცხადების თანახმად, 2021 წლიდან მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლის შედეგად, მომხმარებლებს ექნებათ ხელმისაწვდომი ფასები, მრავალფეროვანი არჩევანი, მომსახურების მაღალი ხარისხი და კონკურენტული გარემო. „მეტიც, კომუნიკაციების კომისიამ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების…

მეტი...

ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისი მართვის ქვეშ მყოფი საწარმოს სახელით, დაამზადა და 10 000 ლარის სანაცვლოდ გაასაღა ყალბი სასაქონლო ზედნადები, თითქოსდა საწარმომ მოახდინა 75 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის რეალიზაცია. საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3119 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13 -ით გაიზარდა და 1435 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

ისანში ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბი დაარბიეს

ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბი დაარბიეს. შემთხვევა ისანში გვიან ღამით მოხდა. ორმა უცნობმა ოფისს ქვები ესროლა. შუშები ჩაამსხვრიეს და ინვენტარი დააზიანეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართლდამცველები, ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა. პოლიციას თავდამსხმელები ჯერ-ჯერობით არ დაუკავებია. “ორგანიზებულად მოიტანა ქვები ორმა ადამიანმა, ორგანიზებულად ჩალეწეს შუშები, ორგანიზებულად გაიქცნენ და ეჭვი მაქვს, რომ ორგანიზებულად არ გამოიძიებს ქართული ოცნების პოლიცია ამ შემთხვევას. სამწუხაროდ ქვეყანას ჰყავს ქვასროლია ხელისუფლება, რომელსაც დაშავების, კრიმინალის და ძალადობის გარდა არაფერი შეუძლია და მეტიც, ქვის ხანაში უნდა დაგვაბრუნოს,” – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

მეტი...

თბილისსა და მარნეულში ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისსა და მარნეულში ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1985 წელს დაბადებული ი.პ., 1984 წელს დაბადებული ა.მ. და 1974 წელს დაბადებული ნ.ვ. და 1978 წელს დაბადებული ზ.შ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების – „ჰეროინის“ და „მეტადონის“ საკონტროლო…

მეტი...