ისარელში საქართველოს საელჩო საყოველთაო კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ისარელში საქართველოს საელჩო საყოველთაო კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ცნობით, მიმდინარე წლის 25 სექტემბრის 14:00 საათიდან ისრაელი საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადადის. რეგულაციები 11 ოქტომბრამდე რჩება ძალაში. „ეკონომიკური საქმიანობა სრულად შეიზღუდება, გამონაკლისს წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ორგანიზაციები, როგორიც არის: საფინანსო და ენერგეტიკული სექტორი, სოციალური მომსახურეობა, წარმოება და პროდუქტების მიწოდება, კავშირგაბმულობა, მედიცინა, მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და პორტი, დასუფთავების სამსახური. „იომ ქიფურის“ დღესასწაულის პერიოდში 27-28 სექტემბერს მზის ჩასვლამდე მანქანით გადაადგილება აიკრძალება. ამავე პერიოდში დაიხურება ყველა სავაჭრო ობიექტი, მათ შორის-აფთიაქები. ასევე, შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება ადრე დამტკიცებული შეზღუდვები“,-…

მეტი...

შაქარაშვილის საქმეზე იაკობ ბრეგვაძე ​დაკითხეს და ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს

გიორგი შაქარაშვილის საქმის შვიდსაათიანი სასამართლო განხილვა ერთი მოწმის დაკითხვითა და ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევით დასრულდა. დღევანდელ დახურულ სხდომაზე საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იაკობ ბრეგვაძე დაიკითხა, რომელსაც ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული. მან მედიასთან დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა მისი ჩვენება სხდომის დასრულების შემდეგ მხარეებმა შეაფასეს. ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იაკობ ბრეგვაძეს არ შეუძლია კონკრეტული პირების იდენტიფიცირება და მათი ამოცნობა, ის ადასტურებს, რომ 19 ივნისის ღამეს, მაშინ, როდესაც გიორგი შაქარაშვილთან და სხვა პირებთან ერთად ავტომაგისტრალზე იმყოფებოდა, ადგილზე მოვიდა ავტომობილი და ამ ავტომობილიდან გადმოსული პირები ახალგაზრდებს თავს დაესხნენ. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ დაკავებულების ადვოკატები, რომლებიც ამბობენ,…

მეტი...

აზერბაიჯანში კორონავირუსი 162 ახალი შემტხვევა გამოვლინდა, განიკურნა 133, ხოლო გარდაიცვალა ერთი პაციენტი

გასული 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში „კოვიდ-19“ 162 ადამიანს დაუდგინდა, განიკურნა 133 ადამიანი, ხოლო ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს. პანდემიის პერიოდში აზერბაიჯანში ვირუსით, საერთო ჯამში, 37 255 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 581 პაციენტი. ამჟამად ქვეყანაში მკურნალობას განაგრძობს 1850 ადამიანი.

მეტი...

ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება შსს, წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება სახალხო დამცველის განცხადებას იმის თაობაზე, რომ წინა წლების საარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისთვის პასუხი პრაქტიკულად არავის უგია. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, არჩევნების პერიოდში, შსს-ს ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. არჩევნების დროს ძალადობის კლებასა და პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შესახებ მკაფიო ჩანაწერები გვხვდება ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებშიც. შსს-ში აცხადებენ, რომ არჩევნების დროს ძალადობის კლებასა და პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შესახებ ჩანაწერები გვხვდება ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებშიც. „შს სამინისტრო ბოლო წლების მანძილზე უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება აღნიშნულ ამოცანას…

მეტი...

“უკრაინაში კორონავირუსის მეორე ტალღაა” – ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში კორონავირუსის მეორე ტალღაა. ამის შესახებ ზელენსკიმ ბრატისლავაში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „გაზაფხულზე 40 მილიონი უკრაინელიდან 100-დან 300-მდე იყო ინფიცირებული. ამჟამად კი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 3 000-ს აღწევს. სამწუხაროდ, უკრაინაში კორონავირუსის მეორე ტალღაა“, – განაცხადა ზელენსკიმ. აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის გავრცლების პრევენციისთვის უკრაინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩასვლა 28 სექტმებრამდე აკრძალეს, ხოლო სექტემებრის დასაწყისში აიკრძალა უცხოელების ტრანზიტიც. პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო. 24 სექტემბერს უკრაინაში კორონავირუსის 3 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მეტი...

„კრიზისამდე საქართველომ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად განაახლა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ერთობლივი შექმნის პროცესი” – გიორგი გახარია

ამ მძიმე დრომ ყველას შეგვახსენა, რომ მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობა წარმატების გასაღებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ღია მმართველობის მაღალი დონის სამიტზე განაცხადა, რომელშიც მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიიღო მონაწილეობა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის როლზე, ასევე ხაზი გაუსვა პარტნიორობის პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულებას და დემოკრატიული განვითარების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს. გიორგი გახარიამ ასევე ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ პანდემიის მძიმე პერიოდმა ყველას შეახსენა მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების უწყვეტი თანამშრომლობის…

მეტი...

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი უკანონო პატიმრობიდან ხვალ გათავისუფლდება

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან ხვალ გაათავისუფლებენ. „გვაქვს პოზიტიური სიგნალი და ეს არის ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მრავალთვიანი აქტიური მუშაობის შედეგი. მივიღეთ პირობა, რომ ხვიჩა მღებრიშვილი ხვალ გათავისუფლდება. რაც შეეხება ზაზა გახელაძეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და შესაბამისი იმ დაზიანებისა, რაც ჰქონდა მიღებული. საუბარი ასევე შეეხო სამხედრო ვერტმფრენის გადაფრენას. მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა 11 სექტემბერსაც. ამოქმედდა ცხელი ხაზი და ერგნეთში მყოფმა ევროკავშირის დამკირვებლებმა საკუთარი თვალით ნახეს ეს ვერტმფრენი. ეს არის მორიგი დესტრუქციული ქმედება, რომელიც აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. ასევე განვიხილეთ გახშირებული უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები და…

მეტი...

ახალციხეში მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ მუქარის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მეუღლისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1975 წელს დაბადებულ ო.კ.-ს და არასრულწლოვან შვილს – 2003 წელს დაბადებულ მ.კ.-ს, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითმიმდინარეობს. დანაშაული სამ წლამდე…

მეტი...

რუსთავში მშენებლობაზე მუშა დაშავდა

რუსთავში, „კარფურის“ მშენებლობაზე მუშა დაშავდა. მშენებლობის პროცესში ამწე ამობრუნდა და სავარაუდოდ, მუშა ქვეშ მოიყოლა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია

მეტი...

ალექსეი ნავალნის ბინა დააყადაღეს, საბანკო ანგარიში კი გაყინეს

ალექსეი ნავალნის საბანკო ანგარიშები გაყინეს, მისი ბინა კი, რომელიც მოსკოვში მდებარეობს, დააყადაღეს, – ამის შესახებ ნავალნის პრესსპიკერმა კირა იარმიშმა განაცხადა. „ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელია ბინის გაყიდვა, გაჩუქება ან დაგირავება,“- აღნიშნა იარმიშმა. შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 32 დღიანი მკურნალობის შემდეგ ალექსეი ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან გაწერეს.

მეტი...

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა ერგნეთის სიახლოვეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

არსებული ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა სოფელ ერგნეთის სიახლოვეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე მაშინ დაარღვია, როდესაც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობდა. ერგნეთში შეხვედრაზე, უკანონო ბორდერიზაციის და ცხინვალის საპატიმროში საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობის საკითხი განიხილება.

მეტი...

ლანჩხუთის გზაზე ყურძნით დატვირთული მიკროავტობუსი 8 მეტრიან ხევში გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა გურიაში. ლანჩხუთის გზაზე ყურძნით დატვირთული მიკროავტობუსი 8 მეტრიან ხევში გადავარდა. დაშავდა 2 ადამიანი. შემთხვევა ჩოხატაურის უღელტეხილზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის დაიწყო.

მეტი...

მშობლებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ, რომ მათმა შვილებმა სწავლა დისტანციურად გააგრძელონ, ამის შესაძლებლობა ექნებათ

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მშობლებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ, რომ მათმა შვილებმა სწავლა დისტანციურად გააგრძელონ, ამის შესაძლებლობა ექნებათ. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მშობლის სურვილის შემთხვევაში დისტანციურ სასწავლო პროცესს სკოლა უზრუნველყოფს. „საზოგადოებას მაქსიმალურად მოქნილ სისტემას ვთავაზობთ, რომელიც ყველას ინტერესს ითვალისწინებს. ეს იმას გულისხმობს, რომ თუ მშობელს, ოჯახს გადაწყვეტილება აქვთ, რომ მათ ურჩევნიათ ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ. იმ სკოლებშიც, სადაც დისტანციურიდან გადავდივართ უკვე საკლასო ოთახებში, 1-დან 6-ე კლასის ჩათვლით თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ხოლო გორსა და ფოთში უკვე ყველა კლასში, ამ სკოლებშიც, თუ მშობლები ჩათვლიან, რომ ურჩევნიათ ბავშვმა…

მეტი...

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში სკოლებში სწავლა მეექვსე კლასის, ხოლო ფოთსა და გორში ყველა კლასის ჩათვლით განახლდება

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში სკოლებში სწავლის განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ. „ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში, იქ, სადაც დღეს დისტანციურად არის სწავლა და პირველი ოქტომბრიდან ფიზიკურად საკლასო ოთახებში გრძელდება, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი, რაც ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში სკოლებში სწავლა მეექვსე კლასის, ხოლო ფოთსა და გორში ყველა კლასის ჩათვლით განახლდება.

მეტი...

თბილისში, იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში აღებული 538 ნიმუშიდან, კორონავირუსი ოთხ პირს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში, იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში კორონავირუსზე გამოსაკვლევად  სამი დღის განმავლობაში სულ 754 პირის ნიმუში აიღეს. მისივე თქმით, 538 ნიმუშის პასუხი უკვე ცნობილია და მათგან ოთხ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტის აღება დღეს, რვა საათამდე შეეძლებათ. „მოგეხსენებათ, ჩვენ პარასკევს, ორშაბათს და სამშაბათს ვაწარმოებდით და დღესაც გრძელდება კორონავირუსზე ტესტირება მიმსვლელებისთვის იუსტიციიის სახლთან, სადაც გაშლილია მაგიდები, ორი ბრიგადა მუშაობს და ტესტის ნიმუშებს იღებენ. ამ სამი დღის განმავლობაში სულ აღებულია…

მეტი...

კორონავირუსით 26-ე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით 26-ე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა. „აჭარაში ამ დროისთვის 497 პაციენტი არის სტაციონარში, მათგან არის 70- მდე მძიმე. ზოგადად ქვეყანაში 11 კრიტიკული პაციენტია. დღეს დილით კი ბათუმში 1 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 48 საათის განმავლობაში 5 პაციენტი დაიღუპა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

საქართველოში COVID-19-ით კიდევ ერთი, 26-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 26-ე პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემი ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ აისახა.  ამ ეტაპზე კორონავირუსს ქვეყანაში სულ 26 პაციენტი ემსვერპლა. დადასტურებული შემთხვევების რეაოდენბობა კი 4,399-ია.

მეტი...

აჭარაში ხვალიდან რესტორნები 22 საათამდე იმუშავებენ, გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით,  აჭარაში, ხვალიდან, 22:00 საათიდან არ იმუშავებენ რესტორნები და გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, რესტორნები ყოველდრიურად საღამოს 22 საათიდან დაიკეტება.

მეტი...

“არ გამოვრიცხავ 2006-2007 წლებში მიღწეული შეთანხმების გადახედვა გახდეს საჭირო” – დავით ზალკანიანი აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოპოვებულმა ახალმა კარტოგრაფიულმა მასალებმა 2006-2007 წლის შეთანხმება შეცვალოს. ამის შესახებ ზალკალიანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, მასალები ქართულმა მხარემ მოიპოვა და მოწოდებულია აზერბაიჯანისთვისაც. „საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს ადგილი ჰქონდა ინციდენტებს დავით გარეჯში. აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ერთობლივი კომისიის ფარგლებში. განახლდა თავად კომისიის შემადგენლობაც. პანდემიის გამო კომისიის შეხვედრები შეფერხდა, თუმცა, მისი მუშაობა არ შეჩერებულა. ჩვენი მხრიდან მოძიებულია ახალი დამატებითი კარტოგრაფიული მასალები და მოწოდებულია აზერბაიჯანისთვის. ამ მასალების გაანალიზების შედეგად, არ…

მეტი...

“ევროკავშირი და სხვა პარტნიორები ყურადღებით ვადევნებთ თვალს თუ როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია” – კარლ ჰარცელი

საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება. “რთულია წინასწარ იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება საარჩევნო კამპანია, თუმცა წინა არჩევნებიდან გვახსოვს, რომ როცა საქმე პოლარიზებას ეხება, ის რისკის წინაშე აყენებს პოლიტიკურ გარემოს. ევროკავშირი და სხვა პარტნიორები ყურადღებით ვადევნებთ თვალს თუ როგორ შედგება ეს კამპანია. იმედი მაქვს იქნებიან საერთაშორისო დამკვირვებლები და როგორც წინა წლებში, თავდაუზოგავად იმუშავებენ ამ მიმართულებით,” – განაცხადა კარლ ჰარცელმა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოში გაეროს წარმომადგენელიც ლუიზა ვინტონი. “როგორც ვიცით არჩევნები არის დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი. დემოკრატია ვერ იარსებებს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე…

მეტი...

გიორგი გახარია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტზე „კოვიდ 19“-თან ბრძოლის საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრებს

დღეს ვუერთდები საერთაშორისო სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ვირტუალურ სამიტზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ის მათ გააცნობს საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ახალ კორონავირუსზე რეაგირებისა და მდგომარეობის აღდგენის საქმეში, როგორ აპირებს საქართველო ღია მმართველობის პრინციპების – გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის – შეტანას. „დღეს ვუერთდები საერთაშორისო სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ვირტუალურ სამიტზე. მე მათ გავაცნობ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ახალ კორონავირუსზე რეაგირებისა და მდგომარეობის აღდგენის საქმეში, როგორ ვაპირებთ ღია მმართველობის პრინციპების – გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის – შეტანას“, – აღნიშნავს გიორგი გახარია.

მეტი...

“აჭარა ტექსტილის” 1000-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია

აჭარაში COVID19 -ის ახალი კერა გაჩნდა. ქობულეთში მდებარე სამკერვალო ფაბრიკაში სამუშაო პროცესი შეჩერებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი ერთ-ერთი თანამშრომლის კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი გახდა. ამ დროისთვის საწარმოს 1000-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. “აჭარა ტექსტილში” კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა, თუმცა დაცვის თანამშრომელი ადასტურებს, რომ სამუშაო პროცესი შეჩერებულია. “აჭარა ტექსტილში” ორი დღის განმავლობაში PCR კვლევა 1000-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა. გააგრძელებს თუ არა საწარმო მუშაობას, სადაც მსოფლიოს წამყვანი სპორტული გუნდებისთვის ტანსაცმელი იკერება, PCR ტესტის პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი. “ახლო კონტაქტები განისაზღვრა, არის სხვადასხვა უბანი და პოზიცია, შესაბამისად მოხდა ახლო კონტაქტების შერჩევა, თუმცა სხვა პირებსაც ჩაუტარდათ კვლევა და…

მეტი...

„ძალიან ბევრი წარმოება აღარ მუშაობს, მუშაობს ის, ვინც ამ ხარჯების ზრდას უძლებს“ – „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში“

 „ამ დროისთვის ქვეყანაში პურის ფასი არ გაზრდილა და წარმოებები სტაბილურად მუშაობენ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განაცხადა. მისივე მოსაზრებით, პურის ფასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ძირითადად ლარის კურსის ცვლილებამ განაპირობა და პურის ფასის შენარჩუნებას მწარმოებლები გაზრდილი დანახარჯების პირობებში მოგების შემცირების ხარჯზე ახერხებენ. „ თბილისში პურის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი იყო. გვესმის კარგად, რომ ლარი გაუფასურდა, პროდუქტებზე ფასი შეიცვალა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არც პურზე და არც ფქვილზე ფასი ჯერჯერობით არ შეცვლილა და წარმოებები სტაბილურად მუშაობენ. რა თქმა უნდა, პანდემიის გამო ხდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, პური იყიდება შეფუთული…

მეტი...

“იაკობ ბრეგვაძისგან გვაქვს მოლოდინი, რომ საქმეზე დაკავებულებთან მიმართებით, მისი ჩვენება მამხილებელი იქნება” – პროკურორი

იაკობ ბრეგვაძის დაკითხვიდან გვაქვს მოლოდინი, რომ მისი ჩვენება გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებთან მიმართებით მამხილებელი იქნება, – ამის შესახებ პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ჩანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა. პროკურორის თქმით, შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, იაკობ ბრეგვაძემ ვერ ამოიცნო დაკავებულები სახეზე, თუმცა შეუძლია დაადასტუროს, რომ ავტომაგისტრალზე დაზარალებულებს თავს დაესხნენ. „დღეს ვგეგმავთ დაზარალებულის დაკითხვას იმ ინფორმაციის ირგვლივ, რასაც ის აწვდიდა ბრალდების მხარეს. გვაქვს მოლოდინი, რომ მისი ჩვენება იქნება მამხილებელი ბრალდებულებთან, თითოეულ დაკავებულთან მიმართებით. იაკობ ბრეგვაძესთან ამოცნობა ვერ ჩატარდა, მან კონკრეტული პირების სახის მოყვანილობები და ინდივიდუალური ნიშან-თვისებები ვერ დაასახელა, თუმცა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებდა“, – განაცხადა გუგუტიშვილმა.

მეტი...

„პურის მცხობელები ფასებს შიდა მოგების ხარჯზე ინარჩუნებენ – რა ელის პურის ფასს“ –  „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„დღეს არის გარკვეული მარაგები და არსებული ფასების ხარჯზე არის შენარჩუნებული,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით პურზე ფასის ზრდა უახლოეს მომავალში არ იგეგმება, თუმცა თუ ეს მოხდა, როგორც ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს პურის ფასი შესაძლოა 10 თეთრით გაიზარდოს: „პურის მცხობელები ფასებს შიდა მოგების ხარჯზე ინარჩუნებენ, თუ „ვაი უშველებელი“ იქნება გაიზრდება ფასი, მაგრამ თუ ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით პურზე ფასი არ გაიზრდება. უნდა შეივსოს მარაგი, ამაზეც მუშაობენ ფირმები, შემოგვაქვს ხორბალი, რამდენადაც ვიცი არის ორი სამი თვის მარაგი, რომ ფასი არ შეიცვალოს. ქართველი მეწარმეები მუშაობენ  სხვა…

მეტი...

ზუგდიდში კოვიდინფიცირებული მესანთლის კლასტერი გაიზარდა

ზუგდიდში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ერთი ე.წ. საბერიოს კლასტერის წევრია, დანარჩენი ოთხი კი ინფიცირებული მესანთლე ქალისა და ოქროს ბირჟის თანამშრომელი კაცის კონტაქტია, მათ შორის, სამი მეზობელი, ერთი კი მამაკაცის თანამშრომელია.  სულ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 600-ზე მეტი ნიმუში გაიტესტა, დარჩენილია 200-მდე ბიოლოგიური ნიმუში. რაც შეეხება ხაიშს, აქ ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამჟამად, სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სულ ამ ეტაპზე რეგიონში 46 ინფიცირებულია, რუხის კლინიკაში კი 58 კოვიდდადებითი მკურნალობს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 62-ით გაიზარდა და 1705-ს შეადგენს.​ კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 25 ადამიანია გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 390 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 640 მოქალაქე. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. შეგახსენებთ, გუშინ, 23 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 227 შემთხვევა დაფიქსირდა.

მეტი...

“ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს” – გიორგი გახარია

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებთან დაკავშირებით იმსჯელებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გახარიას თქმით, რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის ბავშვები სასწავლო კლასებში დაბრუნდნენ. „დღეს ჩვენ გვექნება ასევე საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენას, რადგან რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, – განაცხადა გახარიამ.

მეტი...

„როცა გავრცელება დაიწყო ვაკეთებდით 200 ტესტს, დღეის მდგომარეობით ვაკეთებთ 9 000 ტესტს“ – გიორგი გახარია

„ეფექტურად მუშაობს სწრაფი კონტაქტების დადგენის სისტემა, ასევე ეფექტურად მუშაობს საკარანტინე სისტემა და ტესტირება“, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის განცხადებით ქვეყანაში დღეს კორონავირუსს 22 ლაბორატორია ადგენს: „არ დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში, როცა გავრცელება დაიწყო ვაკეთებდით 200 ტესტს და დღეის მდგომარეობით ვაკეთებთ 9 000 ტესტს, აქამდე ამას ადგენდა მხოლოდ მხოლოდ ლუგარის ლაბორატორია, დღეს ასეთი ლაბორატორია არის 22. ჩვენ კლინიკური მართვის ეტაპზე შევიტანეთ გარკვეული ცვლილებები, აქ იგულისხმება ბინაზე მკურნალობაც და კოვიდ სასტუმროებში მკურნალობაც, რისკ – ჯგუფებს ვმკურნალობთ კლინიკებში, შედარებით მსუბუქებს კი, კოვიდ სასტუმროებში. ეს ახალი სქემა…

მეტი...

COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში 32 მილიონს გადააჭარბა

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში 32 მილიონს გადააჭარბა. მონაცემების სწრაფად ზრდის გამო სახელმწიფოების ნაწილი შეზღუდვებს ისევ ამკაცრებს. ხვალიდან ისრაელის მასშტაბით, ორკვირიანი საყოველთაო კარანტინი დაიწყება. საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით კი, ქალაქ მარსელში ორშაბათიდან ყველა ბარი და რესტორანი დაიხურება. შეზღუდვების ხელახლა დაწესებას ვარაუდობენ კანადასა და დიდ ბრიტანეთშიც. ინფიცირების მაჩვენებლის მატების მიუხედავად, ბელგია პირველი ოქტომბრიდან შეზღუდვების შემსუბუქებას დაიწყებს. გარე სივრცეებში რამდენიმე გამონაკლისის გარდა მოიხსნება პირბადეების ტარების ვალდებულება, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს კი მხოლოდ 7 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში. გასულ დღე-ღამეში რუსეთში ვირუსის შედეგად 150 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილებს შორის არის რუსეთის დუმის დეპუტატი. ვირუსს 72 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა თურქეთში, ბოლო…

მეტი...

ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ოჯახური ძალადობს ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 31 წლის მამაკაცი დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა სახლში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს, რომელიც იძულებით ჩასვა ავტომანქანაში და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანა სოფელ დაბის მიმართულებით არსებული ტყისკენ, სადაც, ყოფით საკითხზე არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 143-ე…

მეტი...

კიბერდანაშაულის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1992 წელს დაბადებული ტ.ც. და 1990 წელს დაბადებული ო.ჩ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, ტ.ც.-ს ბრალად ედება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ო.ჩ.-ს კი ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 28 აპრილს და 6 ივნისს, ტ.ც.-მ მის მიერ კუსტარულად აწყობილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით მოახერხა ქალაქ სენაკსა და…

მეტი...

კორონავირუსს რუსეთის დუმის დეპუტატი ემსხვერპლა

გასულ დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსის შედეგად რუსეთში 150 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის არის რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი 67 წლის ვახა აგაევი. გარდაცვლილის მეგობრებისა და კოლეგების ინფორმაციით, ვირუსის ფონზე მას თრომბოზი განუვითარდა, მოგვიანებით კი კომაში ჩავარდა, რასაც დეპუტატის სიკვდილი მოჰყვა.

მეტი...

ქობულეთში, სამკერვალო ფაბრიკა “აჭარა ტექსტილის” 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქობულეთში სამკერვალო ფაბრიკის, “აჭარა ტექსტილის” ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. საწარმოს დირექტორი გია ლომინაძე აცხადებს, რომ ინფიცირების წყარო უცნობია. მისი თქმით, შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა. “ჩვენს ხუთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. ინფიცირების წყარო ჩემთვის უცნობია. ფაბრიკაში ჩატარდა დეზინფექცია და პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტირება. პასუხების ნაწილი ცნობილია და მხოლოდ ხუთი დადასტურებული შემთხვევაა. ტესტირების პასუხებს კიდევ ველოდებით, დღეს გვიან ღამით უნდა იყოს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. საწარმო ხუთი დღე დაკეტილი იყო. დღეს დავიწყეთ მუშაობა, ოღონდ ნაწილობრივ, მხოლოდ ის თანამშრომლები გამოვიდნენ სამსახურში, ვისი ტესტის პასუხიც უკვე ცნობილია და უარყოფითია. ხვალ საბოლოოდ…

მეტი...

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 975 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 975 000-ს გადასცდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.ლეტალური შემთხვევების რაოდენობის კუთხით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ვირუსით 201 880 ადამიანია დაღუპული. ამერიკის შემდეგ მოდის ბრაზილია, აქ „კოვიდ-19“-ს 138 105 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 24 სექტემბრის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში კორონავირუსის 31 779 533 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული.

მეტი...