“არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში” – არჩილ თალაკვაძე

“ამ მომენტისთვის საქართველო რჩება „მწვანე ზონის“ მწვანე სტატუსის მქონე ქვეყნად. ეს ნიშნავს იმას, რომ პანდემიის პირობებში ვირუსის გავრცელება არის საქართველოს ხელისუფლების და ჯანდაცვის სამსახურების კონტროლის ქვეშ” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წელს არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში.

“ამ მომენტისთვის საქართველო რჩება „მწვანე ზონის“ მწვანე სტატუსის მქონე ქვეყნად. ეს ნიშნავს იმას, რომ პანდემიის პირობებში ვირუსის გავრცელება არის საქართველოს ხელისუფლების და ჯანდაცვის სამსახურების კონტროლის ქვეშ. ყოველდღიურად ხდება კონტაქტების მოძიება, ფართომასშტაბიანი ტესტირება და ყველა ადამიანი, ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმება, არის ამით უზრუნველყოფილი. დღესდღეობით არჩევნებს და არამხოლოდ არჩევნებს, წინასაარჩევნო კამპანიასაც, არ ემუქრება საფრთხე. ამ კუთხით რაიმე შეზღუდვა არ არის დაწესებული. თუ ჩვენ გვექნება საჭიროება, მივიღოთ რაიმე ზომები, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საბჭო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ არჩევნებს ეს პროცესი არ შეაფერხებს და არჩევნები ამ მომენტისათვის არანაირი საფრთხის წინაშე არ დგას. არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები