ცესკო-ს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად 78-მა პარტიამ მიმართა, 12-ს კი უარი ეთქვა

  •  

 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა. ცესკო-ს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 78-მა პარტიამ მიმართა. აქედან 12-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. „შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი დაასრულა. პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რომელსაც პარტია/საარჩევნო ბლოკი ცესკო-ს თავმჯდომარეს წარუდგენს (არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა) და შესაბამისად, იწყება პარტიული სიების შემოწმების და შემდეგ უკვე აღნიშნული პარტიული სიის რეგისტრაციის პროცესი. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, პარტია/საარჩევნო ბლოკი თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგენს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატს (არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა)“,…

მეტი...

გაერომ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

  •  

 გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს. გაერო კვლავ ითხოვს დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება. საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია დღეს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო.საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია 84 ხმით გავიდა. საქართველოს მხარდამჭერთა რაოდენობა გაეროშიც გაიზარდა.

მეტი...

გონიოში, ზღვაში ჭურვი იპოვეს

  •  

 გონიოში, ზღვაში კოროზირებული ჭურვი იპოვეს. ჭურვის არსებობის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს მოქალაქემ მიაწოდა, რის შემდეგაც ადგილზე გამნაღმველები მივიდნენ. არსებული ინფორმაციით, გამნაღმველებმა ჭურვი უკვე ამოიღეს და ტერიტორიიდან გაიტანეს. ჭურვი კოროზირებულ მდგომარეობაში იყო და სავარაუდოდ, საშიშროებას არ წარმოადგენდა, თუმცა მას ექსპერტები შეისწავლიან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან ფეთქებადი მოწყობილობის შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მეტი...

უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი ფოთში მაშველებმა წყლიდან გამოიყვანეს

  •  

 ფოთში მაშველებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი წყლიდან გამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „ფოთში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მორიგეობისას მეხანძრე-მაშველმა წყალში მყოფი მოქალაქე შენიშნა, რომელიც ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას და სჭირდებოდა მაშველების დახმარება. მოქალაქის დასახმარებლად, დაუყონებლივ, სკუტერით გავიდნენ მეხანძრე-მაშველები. ქალბატონი მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭირო გახდა დამატებითი ძალების მობილიზება და პროცესში ჩაერთო სამაშველო კატარღა. მეხანძრე-მაშველებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი ნაპირზე გამოიყვანეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მოსვლამდე პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. ამ დროისთვის, მოქალაქე გადაყვანილია სტაციონარში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

  •  

 ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში ცხრა პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მათი ჯანმრელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქართველოში კორონავირუსი კიდევ 28 ადამიანს გამოუვლინდა, გამოჯანმრთელდა 15

მეტი...

შვედეთში “ქართული ქვევრის მარანი” გაიხსნა

  •  

 შვედეთის სამეფოს სამხრეთ რეგიონ სკონეში, ვეიბის ვენახში საზეიმოდ გაიხსნა „ქართული ქვევრის მარანი“. ღონისძიებაზე შესავალი სიტყვით წარსდგა მარანის მეპატრონე იეპე აპელინი რომელმაც ვრცლად ისაუბრა საქართველოს შესახებ, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც მსოფლიოში ღვინის მწარმოებელ უძველეს ქვეყანას ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა შვედეთის სამეფოში, მალხაზ კაკაბაძემ და შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჰანს ვოლმარკმა. საქართველოს ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე, ღვინის დამზადების მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე.  შვედეთის პარლამენტის წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა საქართველო-შვედეთის ურთიერთობებზე, საქართველოს როლზე რეგიონში, ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. გახსნის ცერემონიალის შემდეგ გაიმართა მიღება,სადაც სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ქვევრში დამზადებული ღვინითა და ქართული ტრადიციული კერძებით. ღონისძიების ფარგლებში ქართული საგალობლები შეასრულა სტოკჰოლმის წმინდა გიორგის სამრევლოს მგალობელთა გუნდმა თემურ პოტასკაევის ხელმძღვანელობით.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დადასტუდა

  •  

 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 182 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ 40 პირს დაუდასტურდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით 40 ადამიანი მკურნალობს. ექვსის მდგომარეობა მძიმეა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 466 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 154 გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.

მეტი...

ფილარმონიასთან აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

  •  

 “ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქებისას დაშავებული და ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაყვანილი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია”, – ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა მენეჯერმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა. „ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა არის სტაბილური. მას ჩაუტარდა საჭირო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კონკრეტულად რა სახის დაზიანებები ჰქონდა, ვერ გეტყვით. ჩაუტარდა ყველა ვიწრო სპეციალიზაციის კონსულტაცია, რაც ახლა აუცილებელი იყო. ჯერჯერობით იმყოფება გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და არ ველოდებით მდგომარეობის დამძიმებას“, – აცხადებს კვაჭაძე.

მეტი...

„ვიდეობს გავეცანი, გამოსამშვიდობებელ სიტყვებს ნუ დავარქმევთ, ბოლო სიტყვას ნუ დავარქმევთ” – მიხეილ რამიშვილი

  •  

 პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ექსპერტიზის დასკვნების და ჩანაწერების მიუხედავად, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მოითხოვს, თვითმკვლელობამდე მიყვანასთან ერთად, გამოძიება სხვა მიმართულებითაც გაგრძელდეს. იგი ასევე ითხოვს, დაზარალებულ მხარეს გადაეცეს სატელიტური ფოტოები, რომელიც დაადასტურებს ან უარყოფს, იდგა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი თეთრიწყაროს რაიონში იმ ადგილას, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს. გარდა ამისა, მიხეილ რამიშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომლის მიხედვით, ბაჩალიაშვილს „იუთუბის“ გვერდზე ოჯახთან გამოსამშვიდობებელი ვიდეო ჰქონდა ატვირთული. „ვიდეობს გავეცანი, გამოსამშვიდობებელ სიტყვებს ნუ დავარქმევთ, ბოლო სიტყვას ნუ დავარქმევთ. ეს იცით როგორი მომენტია? არსებობს დასამშვიდობებელი ბრჭყალებში და მომავლის სიტყვაც, მაგ: მე მივდივარ, მე მომავალი წინ მაქვს, ბევრი…

მეტი...

“საქართველოს გაუმართლა, რომ ადგილზე არიან კვალიფიციური დამკვირვებლები” – კელი დეგნანი

  •  

 კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს გაუმართლა, რომ ადგილზე არიან კვალიფიციური დამკვირვებლები. “NDI-ს ხელმძღვანელობამ ნათლად განაცხადა, რომ ისინი იქნებიან სრულად ჩართული სადამკვირვებლო პროცესში. ისევე, როგორც ბოლო 25 წლის მანძილზე ისინი მონაწილეობდნენ მონიტორინგის მისიაში. NDI პროფესიონალების გუნდისგან შედგება, რომლებმაც საქართველო ძალიან კარგად იციან. ბოლო 25 წლის მანძილზე თითქმის ყველა არჩევნებში მინაწილეობა აქვთ მიღებული სადამკვირვებლო მისიებში. ამ ჯერზე, კოვიდსიტუაციის გათვალისწინებით, მათ შეიმუშავეს გარკვეული მიდგომა, რომლის მეშვეობითაც მათ შეეძლებათ ამავდროულად დაიცვან თავისი თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. როგორც მათ განაცხადეს, ადგილზე იქნება ჯგუფები, რომლების პროცესებს დააკვირდებიან და მუდმივ კომუნიკაციაში და კოორდინაციაში იქნებიან მათთან, ვინც საქართველოში არ იქნება. ჩატარდება ის სამუშაო, რაც აქამდე ტარდებოდა. ასე, რომ არანაირ შემცირება…

მეტი...

“„კოვიდ-19“-თან ბრძოლაში საქართველოს მიერ დადებული შედეგები კარგი მენეჯმენტის შედეგია” – თენგიზ ცერცვაძე

  •  

 “სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში მიღებული საგანგებო ზომები და შეზღუდვები სულაც არ ყოფილა ევროპის და ამერიკის სხვა ქვეყნებზე უფრო მკაცრი”, – ასე ეხმაურება ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ინფექეციონისტ მაია ბუწაშვილის მიერ Facebook-ზე გავრცელებულ პოსტს და განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ბევრ სხვა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციები ბევრად უფრო მკაცრია. „ა.წ. 27 აგვისტოს ქ-ნმა მაია ბუწაშვილმა ფეისბუქზე განათავსა პოსტი, სადაც ის ცდილობს გაანალიზოს, თუ რატომ არის სიკვდილობის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალი ევროპისა და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებში, ზოგიერთ განვითარებად ქვეყანასთან შედარებით. განხილულია ყველა შესაძლო მიზეზი, გარდა…

მეტი...

ფილარმონიასთან, კლუბ “დეჟავუში” მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 1 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

  •  

 ფილარმონიასთან, კლუბ “დეჟავუში” მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 1 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის ინფორმაციით, მძიმე პაციენტი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილია. მისივე ცნობით, დანარჩენი 2 დაშავებულის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. აფეთქებისას გარდაიცვალა 1 ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილია მუშა, რომელიც კონდიცირების სისტემის დამონტაჟებას ცდილობდა. მისივე თქმით, დაშავებულებიდან 1 გამვლელია, 1 კლუბ “დეჟავუს” თანამშრომელი, 1 კი მუშა. აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

მეტი...

ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

  •  

 თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად გაეცნო. წინასაპროექტო სამუშაოების ფარგლებში, 2019 წელს სახელოვნებათმცოდნეო კვლევა ჩატარდა, რომლის რეკომენდაციების საფუძველზე, პარკის პროექტი დამუშავდა. თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, რეაბილიტაციის ფარგლებში, სამუშაოები  მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე განხორციელდება. „თბილისელებს ჩავაბარებთ აბსოლუტურად რეაბილიტირებულ პარკს. ვაკის პარკი ისტორიული ძეგლია. შესაბამისად, ყველა ის დეტალი, რაც ტერიტორიას ახასიათებს, შენარჩუნდება და აღდგება. გარდა ამისა, აღდგება და განახლდება პარკისთვის დამახასიათებელი დენდროლოგია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ტერიტორია იქნება ადაპტირებული, როგორც შშმ…

მეტი...

“FBI-ის ჩარევა ხდება მაშინ, როცა ამერიკის მოქალაქეს ეხება საქმე ან ამერიკული ინტერესია წარმოდგენილი” – კელი დეგნანი

  •  

 ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ბაჩალიაშვილების ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს. მისი განცხადებით, FBI-ს პროცესებში მონაწილეობა მაშინ ხდება, როდესაც საქმეში ამერიკის მოქალაქე ან ამერიკული ინტერესია წარმოდგენილი. “კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს, ეს უდიდესი ტრაგედიაა. ვხვდები, რაოდენ დიდ ტკივილს განიცდიან ისინი შვილის დაკარგვასთან დაკავშირებით. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ FBI არის სამართალდამცველი ორგანიზაცია აშშ-ში და მათი იურისდიქცია ვრცელდება ამერიკის შეერთებულ შტატებზე. მათი ჩარევა საკითხში ხდება მაშინ, როდესაც ამერიკის მოქალაქეს ეხება საქმე ან მაშინ, როდესაც ამერიკული ინტერესია წარმოდგენილი,”- განაცხადა კელი დეგნანმა.

მეტი...

პროკურატურა ასაჯაროებს ვიდეოკამერების ჩანაწერებს, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მიერ მედიკამენტების შეძენაა ასახული (ვიდეო)

  •  

 საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს ვიდეოკამერების ჩანაწერებს, სადაც ასახულია 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის სხვადასხვა აფთიაქში ყოფნისა და მედიკამენტების შეძენის ფაქტი. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს რუსთავის გზატკეცილსა და გორგასლის ქუჩებზე მდებარე აფთიაქებში დიდი რაოდენობით პრეპარატები შეიძინა. უფრო კონკრეტულად, პროკურატურის ცნობით, მან შეიძინა საძილე საშუალება 20 აბი, ანტიდეპრესანტი 28 აბი, ჰისტამინური რეცეპტოლორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის  პრეპარატი 60 აბი  და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატის შემადგენლობის პრეპარატის 12 აბი.

მეტი...

შსს-ს განცხადება ფილარმონიასთან მომხდარ აფეთქებაზე

  •  

 პირველადი ინფორმაციით, კლუბ “დეჟავუში” სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან, კოსტავას გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.პირველადი ინფორმაციით, კლუბ “დეჟავუში” სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.აფეთქების შედეგად, დაშავდა 3 ადამიანი, ერთი მამაკაცი კი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანა.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ექიმები. მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს,…

მეტი...

“ვულოცავ საქართველოს გაერო – ს ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებას” – კელი დეგნანი

  •  

 საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაერო-ს ასამბლეის რეზოლუციის მიღება ნათლად გამოხატავს იმ მზარდ და უწყვეტ მხარდაჭერას, რასაც საქართველო ამ მიმართულებით იღებს. მისივე თქმით, რეზოლუციას წელს 84-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, რაც მხარდამჭერი ქვეყნების ერთ-ერთი ყველზე დიდი რაოდენობაა. „ვულოცავ საქართველოს გაერო-ს ასამბლეის მიერ ამ რეზოლუციის მიღებას. ეს ნათლად გამოხატავს იმ უწყვეტ და მზარდ მხარდაჭერას, რასაც საქართველო ამ მიმართულებით იღებს. ეს იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოს სიტუაცია, დევნილების ჰუმანიტარული მდგომარეობა და სტატუსი საერთაშორისო საზოგადოებას აწუხებს, მათთვის ეს შეშფოთების საგანია. წელს 84-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი აღნიშნულ…

მეტი...

კოსტავას ქუჩაზე აფეთქების გამო მოძრაობა შეიზღუდა

  •  

 „თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების გამო, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია,“ – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მერიის ცნობით შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე შსს – ის თანამშრომლები რჩებიან. „საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილების მძღოლები რუსთაველის გამზირის მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან, რაც მელიქიშვილის ქუჩიდან, ვარაზისხევიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების შეფერხებას იწვევს. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული.“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

„თბილისი ენერჯი“ ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

  •  

 თბილისში, ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შესახებ „თბილისი ენერჯი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული. „კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული.კომპანია “თბილისი ენერჯის” სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი მოკვლევის შედეგად ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროცესში“- ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

ძველ თბილისში, სამსართულიან სახლში ხანძარი გაჩნდა

  •  

 ძველ თბილისში, პურის მოედანთან  ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულები არ არიან. „ცეცხლი სამსართულიანი სახლის სასხვენო გადახურვაზე გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ შემოსულა“, – აცხადებენ უწყებაში

მეტი...

“განხორციელებული კიბერშეტევა ძალიან შემაშფოთებელი იყო ჩემთვის, ისევე როგორც სხვებისთვის” – კარლ ჰარცელი

  •  

 საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტროზე განხორციელებული კიბერთავდასხმა შემაშფოთებელია. მისი თქმით, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე არ უნდა მოხდეს მომავალი კიბერთავდასხმების რისკის უგულებელყოფა. „განხორციელებული კიბერშეტევა ძალიან შემაშფოთებელი იყო ჩემთვის, ისევე როგორც სხვებისთვის. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვხედავთ კიბერთავდასხმებს საქართველოს ტერიტორიაზე. ყველა დააკვირდება არსებულ სიტუაციას. მათ შორის, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გამოიჩენენ ყურადღებას, რათა მოხდეს მტკიცებულებების პოვნა ამ თავდასხმის უკან მდგომი ორგანიზატორებისა და მიზნის შესახებ. ვფიქრობ, ეს კიბერთავდასხმა ნათლად გვახსენებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ასპექტებს. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მომავალი მსგავსი თავდასხმების რისკი არ უნდა იყოს…

მეტი...

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი გაგრძელდება

  •  

 მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის რვა მოწმე დაიკითხება. საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, მოწმეებს შორის იქნებიან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები, ასევე ფაქტის უშუალო შემსწრე პირებიც, მათ შორის სალომე ჭკადუა. „როგორც გამომძიებლები, ექსპერტები, ასევე წარმოდგენილი არიან ფაქტის შემსწრე მოწმეები. მათ შორის დაიკითხება პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა აგარაკის ტერიტორიაზე, შეესწრო პირველ კონფლიქტსა და რაც გახდა შემდეგ შურისძიების მიზეზი. ასევე, მასთან დათავლიერებულია ვიდეოკადრები, რომელიც საქმეზე მოპოვებულია და აღნიშნული პიროვნება ახდენს მათ შორის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების იდენტიფიცირებას“, -განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა. არასრულწლოვნების ადვოკატების განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად…

მეტი...

ფილარმონიასთან აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა – დაღუპულია ერთი ადამიანი

  •  

 ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქე სასწრაფო დახმარების ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა. დაშავებულია კიდევ ორი მოქალაქე, აქედან ერთი ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ აფეთქება ფილარმონიასთან რამდენიმე წუთის წინ მოხდა, რის მიზეზადაც ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

მეტი...

“ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევა, ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს” – სალომე ზურაბიშვილი

  •  

 საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა, მით უფრო დღეს, პანდემიის პირობებში, როცა ლაბორატორიის როლი უმნიშვნელოვანესია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის საქმეში, ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს. მისივე თქმით, შეტევის მიზანი მხოლოდ ლაბორატორიის პარალიზება არ ყოფილა. „ერთი მხრივ, ეს საქართველოს დაშინების მორიგი მცდელობაა. ასევე, ნიშანდობლივია და მთელ რიგ კითხვებს ბადებს თავდასხმისათვის შერჩეული დრო და ის უსუსური მინიშნებები და მცდელობები, რაც პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენა რუსულმა მხარემ ალექსეი ნავალნის მოწამვლისას გამოყენებული ნივთიერების წარმომავლობასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ ყველა შესაბამის სტრუქტურას უახლოეს დროში მოხდეს ლუგარის ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიება,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, 2020…

მეტი...

ფილარმონიასთან აფეთქება მოხდა

  •  

 თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. მობილიზებულია სახანძრო – სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.  გავრცელებული ინფორმაციით გაზი აფეთქდა.

მეტი...

„ეფბიაიმ“ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩართვაზე უარი თქვა” – პროკურატურა

  •  

 პროკურატურა ადასტურებს, რომ ამერიკის ფედერალურმა ბიურომ უარი თქვა, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში ჩაერთოს. როგორც საქართველოს პირველ არხს პროკურორმა დავით გუმბერიძემ განუცხადა, პროკურატურას ჰქონდა კომუნიკაცია „ეფბიაის“ ატაშესთან, რომელმაც განმარტა, რომ ფედერალურ ბიუროს წარმომადგენლები იძიებენ მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე და მათთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს, შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარის გამოძიების უფლებამოსილება მხოლოდ ქართულ მხარეს გააჩნია. „ჩვენ ამ საქმეზე ვატარებთ სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ. პროკურორი არ აკონკრეტებს, უკვე მიღებული ექსპერტიზის დასკვნების და საქმეში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შეიცვლება თუ არა გამოძიების მუხლი – თვითმკვლელობამდე მიყვანა, სხვა მუხლით, რასაც ბაჩალიაშვილის ოჯახი…

მეტი...

პოლიციის მერ დაკავებული Skygirls-ის მენეჯერისა და მფლობელის მეუღლე გამოკითხვაზე იმყოფება

  •  

 ბარ Skygirls-ის კლიენტის ცემისთვის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ბარის მენეჯერი და მფლობელია, რომელიც დაზარალებულის თქმით, აქტიურად იყო ჩართული ჩხუბში და სტუმრებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ადვოკატის განცხადებით, ის დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ბარის მფლობელის მეუღლე, რომეო ჩხაიძე გამოკითხვაზე მივიდა. ის დაპირისპირების ერთ-ერთი თვითმხილველია, მაგრამ დეტალებზე საუბარს არ აპირებს და ჩვენების მიცემაზე გამოძიებას უარს ეუბნება. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მოქალაქე კი ფიზიკური ძალადობის გარდა, ბარის თანამშრომლებს თაღლითობაშიც ადანაშაულებს, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

„ნაციონალებში“ ბოლო დროს ბევრი ისეთი ლიდერი გამოიკვეთა, ვისაც პარტიის სახის შეცვლა რეალურად შეუძლია” – დავით ჭიჭინაძე

  •  

 „სააკაშვილის მიერ უკრაინაში წაყვანილი ახალგაზრდები, ვითომ ახალი სახეები, ფინალში ისევ ოქრიაშვილებად, ჩოჩელებად, ხაბულიანებად გადაიქცნენ.“ – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, კახა ოქრიაშვილის პარტიის გაერთიანებას გაერთიანებულ ოპოზიციასთან.  „ნაციონალებში“ ბოლო დროს  ბევრი ისეთი ლიდერი გამოიკვეთა, ვისაც პარტიის სახის შეცვლა რეალურად შეუძლია. ეს კი სააკაშვილისთვისაა ყველაზე დიდი ხიფათი, რადგან შესაძლოა მთავარი „ნაციონალის“ და მთავარი ოპოზიციონერის ტიტული დაკარგოს. თუნდაც გლდანში ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, „ნაცებში“ ახალი გამარჯვებული ლიდერი ჩნდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის ნაბიჯებიც რაც იდგმება, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ „ნაცებმა“ ახალი ლიდერი არ შეიძინონ. თუნდაც სად არის ის  500 ახალგაზრდა, …

მეტი...

„გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას“ – ბაჩალიაშვილის საქმე

  •  

 „აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი – აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები“ – პროკურატურამ გარდაცვლი პროგრამისტთან, თამარ ბაჩალიაშვილთან დაკავშირებით მიღებული ექსპერტიზების შედეგები გაასაჯაროვა. ასევე, ისაუბრა მასთან შემხებლობაში მყოფ მტკიცებულებებზე. „თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულია ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ტრასოლოგიური დასკვნები. საბოლოო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი – აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები, ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა…

მეტი...

მინისტრი ექიმებს მიმართავს, კონფერენციები „ონლაინ“ გამართონ და თავყრილობებს თავი აარიდონ

  •  

 ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო პერსონალს მიმართავს და ურჩევს მასობრივი თავყრილობებისგან თავი შეიკავონ. როგორც ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, სწორედ ექიმები არიან ის ადამიანები, ვინც მოსახლეობას წესების დაცვის საუკეთესო მაგალითი უნდა აჩვენონ. „მოგესალმებით, ჩაქვის 21-ე პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენციის დელეგატებს, ექიმებს, კოლეგებს! ამ სახის კონფერენციები, ნამდვილად მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის, თანამედროვე მედიცინის მიღწევების გაზიარებისათვის და მათი, ჩვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვისთვის. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და მსგავსი სახის კონფერენციები, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის, თუ შესაძლებელია, ონლაინ პლატფორმაზე გადავიტანოთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში იგეგმება ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 70-ე სესიის ონლაინ…

მეტი...

არჩევნებზე NDI-ს დამკვირვებლები არ ჩამოვლენ

  •  

 „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის. დამკვირვებლები საარჩევნო პროცესებს „ონლაინ“ რეჟიმში დააკვირდებიან და შესაბამის ანგარიშსაც გამოაქვეყნებენ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ორგანიზაცია ვირუსის პანდემიას და უსაფრთხოებას ასახელებს. „წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დეტალურ ანგარიშზე დაყრდნობით, „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) გეგმავს ყურადღებით შეისწავლოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინმსწრები და თანმდევი პროცესები. NDI გააგრძელებს არჩევნებზე დაკვირვებას და ამ პროცესში, საქართველოში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას, NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით ვირტუალურად ჩატარებულ წინასაარჩევნო ანალიზსა და საერთაშორისოდ აღიარებულ სადამკვირვებლო სტანდარტებს დაეყრდნობა. ამასთანავე, NDI, ტრადიციულად, მჭიდროდ ითანამშრომლებს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან. სექტემბრის პირველი ნახევრიდან NDI-ის გრძელვადიანი ანალიტიკოსების…

მეტი...

თაღლითები „მაგთის“ ნომრის მფლობელებს ანგარიშიდან ფულს პარავენ

  •  

 კოდი  002519 – სწორედ ასე იწყება სატელეფონო ზარი, რომელსაც თაღლითები ახორციელებენ. თუ ზარის ადრესატი ტელეფონს უპასუხებს, ის თაღლითებს მსხვერპლი გახდება და ანგარიშიდან დიდი ოდენობით თანხას ჩამოაჭრიან. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია „მაგთი“ აბონენტებისათვის საგანგებო განცხადებას ავრცელებს. „დილიდან ფიქსირდება გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან, ძირითადად ეთიოპიიდან, რომელთა საწყისი კოდია: 002519 ნუ დარეკავთ მითითებულ ნომრებზე, ეს თაღლითობის მცდელობაა, ნომერი საერთაშორისო მიმართულებისაა და გადარეკვის შემთხვევაში ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხა. ნომრები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ“ – წერია კომპანიის განცხადებაში. P.S. ნომრიდან +251 90 402 2991…

მეტი...

დეპუტატს 5 მილიონი დოლარის გადასახდელად ერთ კვირას აძლევენ ან მოკვლით ემუქრებიან – მორიგი ზარი ენზელ მკოიანთან

  •  

 პარლამენტის წევრს, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანს კრიმინალებმა ისევ დაურეკეს და მოთხოვნილი თანხის გადასახდელად კონკრეტული ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ოჯახის ერთ-ერთ წევრს დაკარგავს. აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატის ინტერესების დამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც ტარიელ მურმანიშვილმა აღნიშნა, დეპუტატის მიმართ განხორციელებულ პირველ მუქარას კონკრეტული ქმედებაც მოჰყვა, რა დროსაც მისი ძის მანქანა ააფეთქეს. „დეპუტატის  ძმა 21 აგვისტოს ააფეთქეს, რადგან ეგონათ, რომ მანქანაში თავად ენზელ მკოიანი იჯდა. ეს ქმედება განხორციელებული იყო დეპუტატის მისამართით.  ამ კონკრეტულ ფაქტს წინ უსწრებდა მუქარა და თანხის მოთხოვნა, რომ თუ 5 მილიონ დოლარს არ გადაიხდიდა, ახლობელს წაართმევდნენ“ –…

მეტი...

“კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება” – გიორგი გახარია გაეროს რეზოლუციაზე   

  •  

 პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გაეროს რეზოლუციასთან დაკავშირებით კენჭისყრის შედეგები კიდევ ერთო დასტურია, რომ ქართული დიპლომატიის მუშაობა წარმატებულია. მთავრობის მეთაური პარტნიორებს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „დღეს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის სხდომაზე უპრეცედენტო მხარდაჭერით იქნა  მიღებული  რეზოლუცია იძულებით ადგილნაცვალი პირების შესახებ, რითაც მათი და დევნილების სახლში დაბრუნების უფლება იქნა განმტკიცებული. გაეროს რეზოლუციას 84  მხარდამჭერი ქვეყანა და 54 თანა-ინიციატორი ჰყავს. კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება!მადლობას ვუხდი პარტნიორებს მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 15 პაციენტი

  •  

 საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 596 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 15 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 294-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 250 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289.

მეტი...