ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდა ევროკავშირს, გადახედოს რუსეთთან ურთიერთობებს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდა ევროკავშირს, გადახედოს რუსეთთან ურთიერთობებს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამლვის გამო.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის, გაეროს, „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისა“ და ევროპის საბჭოს მონაწილეობით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება, რუსეთმა კი ამ გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს.

გარდა ამისა, ევროპარლამენტი ითხოვს, რაც შეიძლება სწრაფად შემუშავდეს რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი შემზღუდავი ზომების ჩამონათვალი და გაძლიერდეს უკვე მოქმედი სანქციები. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროპული კანონმდებლობის შეცვლისაკენ, რათა „ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ მიერ ჩატარებული გამოძიებების ფიგურანტთა აქტივების დაყადაღება იყოს შესაძლებელი.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს გადახედოს რუსეთთან ურთიერთობებს და საჭიროების შემთხვევაში შეჩერდეს „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის მშენებლობა. სხვა შესაძლო ნაბიჯებს შორის ნახსენებია რუსული ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა და რუსეთის იზოლაცია მსხვილ საერთაშორისო ფორუმებზე.

მსგავსი თემები