მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი კლინიკიდან გაწერეს

მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი კლინიკიდან გაწერეს. დაჭრილი კავკასიის მედიცინის ცენტრში გუშინ შეიყვანეს, სადაც მას ფეხის არეში მცირე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. 

ცნობისთვის, რამაზ ხარაზიშვილი გუშინ რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირების დროს დაიჭრა, მას ტყვია ფეხში მოხვდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

მსგავსი თემები