“კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, უკვე რამდენიმე კარგ პოზიციაზე მყოფი ვაქცინაა მათთვის ცნობილი. მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანამ უკვე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ ვაქცინა გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის. „გლობალური ინსტიტუცია ჩამოყალიბდა ვაქცინების გლობალურ ალიანსთან, რომელსაც ჰქვია covax facility. მისი საშუალებით ქვეყანას შეუძლია, მიიღოს ვაქცინა, როგორც კი ის იქნება მზად. საქართველომ განაცხადა ინტერესი, შეუერთდა ამ მომლოდინე ქვეყნების რიგს და არსებობს შესაფერისი ფინანსური რესურსები, რათა ჩვენ მივიღოთ. რაოდენობას რაც შეეხება, აქ არის საუბარი 20% მოსახლეობის, რომ პირველ ეტაპზე ვაქცინის წარმოების შესაძლებლობიდან გამომდინარე, ქვეყნები გამოხატავენ ინტერესს და ეს გლობალური საზოგადოება…

მეტი...

„ქართული ოცნება“ მოიგებს დამაჯერებლად და რა თქმა უნდა, არ დასჭირდება კოალიცია” – გიორგი გახარია

„ქართული ოცნება“ მოიგებს დამაჯერებლად და რა თქმა უნდა, არ დასჭირდება კოალიცია , – ამის შესახებ მმართველი გუნდის საარჩევნო ოცეულის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ განუცხადა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდის საბოლოო მიზანია ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი ქვეყანა, რომელიც სულ უფრო და უფრო უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. „ეს ყველაფერი ჩვენ უნდა შევძლოთ არა პოლარიზებით, არამედ შინაარსობრივი დისკუსიით ახალ პარლამენტში, რომელიც სრულად ახალი საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, რომ ეს ქვეყანა გახდეს ეკონომიკურად კიდევ უფრო ძლიერი, დემოკრატიული, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ძირითადი მიზანი, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყოს უფრო ახლოს,…

მეტი...

“გუნდი დაკომპლექტებულია მთლიანად გამოცდილი, წარმატებული ადამიანებით” – არჩილ თალაკვაძე

“ეს არის გუნდი, სადაც გამოცდილი ადამიანები და ახალი სახეები ერთად არიან. ეს ოცეული გამოხატავს იმ ხედვას, რომელიც ჩვენს გუნდს მომავალთან დაკავშირებით აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით ჟურნაილისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდი წარმატებული ადამიანებით დაკომპლექტდა. „ეს არის გუნდი, სადაც გამოცდილი ადამიანები და ახალი სახეები ერთად არიან. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ მომავალში ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად. ჩვენი საზოგადოების იმედი გვაქვს, გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების, მოქალაქეების. ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით, სრულად ვაცნობიერებთ. როგორც ხედავთ, გუნდი დაკომპლექტებულია მთლიანად გამოცდილი, წარმატებული ადამიანებით.…

მეტი...

“დღეს ჩვენ წარვადგინეთ პროფესიონალების და პატრიოტების გუნდი, რომლებიც გამოირჩევიან იმით, რომ აქვთ საქმის კეთების ძალიან წარმატებული გამოცდილება” – ირაკლი კობახიძე

‘დღეს ჩვენ წარვადგინეთ პროფესიონალების და პატრიოტების გუნდი, რომლებიც გამოირჩევიან იმით, რომ აქვთ საქმის კეთების ძალიან წარმატებული გამოცდილება, ჩვენთვის ეს იყო მთავარი კრიტერიუმი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავიდეთ ისეთ პოლიტიკაზე, სადაც პოლიტიკოსები გამორჩეულები არიან საქმის კეთებით და არა საუბრით, შესაბამისად ამ კრიტერიუმებით ჩამოყალიბდა ჩვენი საპარლამენტო გუნდის ოცეული და ამ ოცეულით ჩვენ სერიოზულად გავაძლიერებთ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს, არამედ საქართველოს პარლამენტს როგორც ინსტიტუტს და ეს იყო ჩვენთვის მეორე მნიშვნელოვანი…

მეტი...

ოზურგეთში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა

ოზურგეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ახალი შემთხვევა სოფელ ბაღდათს უკავშირდება. „პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა სავარაუდოდ საბაჟოს კლასტერს მიეკუთვნება. კოვიდინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში გააგრძელებს მკურნალობას. ამ დროისთვის მოძიებულია მისი კონტაქტები. ლანჩხუთში ხუთი, ოზურგეთში კი შვიდი-რვა კონტაქტი. ყველა პირი თვითიზოლაციაში იმყოფება. ხვალ მოხდება მათი პისიარკვლევა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ. მისივე ინფორმაციით, გურიაში კორონავირუსის სულ 11 შემთხვევაა დაფიქსირებული, სამი ჩოხატაურის, რვა კი ოზურგეთის მკვიდრია.

მეტი...

“ეს უნდა იყოს ყველას გამარჯვება, ეს არჩევნები პოლიტიკური უკიდურესობებისგან დაცლილი უნდა იყოს” – გიორგი გახარია

“ეს უნდა იყოს ყველას გამარჯვება, ეს არჩევნები პოლიტიკური უკიდურესობებისგან დაცლილი უნდა იყოს და ასევე უნდა იყოს შინაარსობრივად სავსე არჩევნები, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა. „რა თქმა უნდა პარალელურად ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ყოველდღიური შრომის და მუშაობის გამოწვევები უამრავია, ჩვენი ძირითადი მზიანი იქნება სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, ღირსეული სამუშაო ადგილები და რა თქმა უნდა ადამიანი იქნება ამ პროგრამის ცენტრში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31…

მეტი...

„ჩვენ შევცვალეთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი სიტემის, ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანისადმი” – კახა კალაძე

“ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის 8 წლის თავზე. მინდა უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნო ის უმთავრესი მიღწევა, რაც განახორციელა ჩვენმა გუნდმა, თავისუფლების და ღირსების შეგრძნების დაბრუნება თითოეული მოქალაქისთვის, თითოეულ ოჯახში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოების წინაშე გამოდის როგორც ამ უძველესი, უმშვენიერესი ქალაქის მერი და როგორც პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი. „ჩვენ შევცვალეთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი სიტემის, ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანისადმი. 8 წლის მანძილზე შეიცვალა კონტექსტიც, შეიცვალა გარემოც და რაც მთავარია, უკეთესობისკენ…

მეტი...

“ქართულმა ოცნებამ” პარტიული სიის პირველი ოცეული დაასახელა

“ქართული ოცნებამ” დღეს საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ოცეული წარადგინა. ღონისძიება მთაწმინდაზე, ფუნიკულიორის მიმდებარედ იმართება. “ქართული ოცნების” პირველი ოცეული ასე გამოიყურება: 1. გიორგი გახარია 2. არჩილ თალაკვაძე 3. ირაკლი კობახიძე 4. თეა წულუკიანი 5. მამუკა მდინარაძე 6. კახა კუჭავა 7. გიორგი კახიანი 8. მარიამ ქვრივიშვილი 9. მიხეილ სარჯველაძე 10. მაია ბითაძე 11. მიხეილ დაუშვილი 12. გიორგი ამილახვარი 13. ვიქტორ სანიკიძე 14. მაკა ბოჭორიშვილი 15. შალვა პაპუაშვილი 16. დავით კაჭარავა 17. ნიკოლოზ სამხარაძე 18. გიორგი ხელაშვილი 19. მარიამ ლაშხი 20. ბექა დავითულიანი მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ივლისის თვეში წარადგინა. საპარლამენტო…

მეტი...

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარეობის კი, არჩილ თალაკვაძე იქნება

“ქართული ოცნება” დღეს საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველ ოცეულს ასახელებს, პრემიერობისა და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატები უკვე დაასახელა. “ქართული ოცნების”  პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე იქნება. ღონისძიება მთაწმინდაზე, ფუნიკულიორის მიმდებარედ იმართება.

მეტი...

“ამ პარტიის შექმნის იდეაც სწორედ ეს იყო და არის – საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა” – ბიძინა ივანიშილი

“მივესალმები ჩემს ხალხს, კიდევ ერთხელ გულითადი მადლობა ყველას – ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც მუდამ ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ თქვენგან. მინდა იცოდეთ, რომ მე და ჩემი გუნდი ამ ნდობას ვაფასებთ და ძალიან ვუფრთხილდებით. სწორედ ეს ნდობა და ეს მხარდაჭერა გვიმტკიცებს რწმენას, რომ ჩვენ თქვენთან ერთად წავიყვანთ ქვეყანას წინ, განვითარებისკენ და წარმატებისკენ, თითოეული ოჯახის კეთილდღეობისკენ”, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, პარტიის იდეა იყო და არის – საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა, სადაც ადამიანი…

მეტი...

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი დაასახელებს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურასაც. ღონისძიება მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

მეტი...

საქართველოს პროკურატურას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ პორტატული რადიოგადამცემები და ლეპტოპები გადასცა

საქართველოს პროკურატურას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ პორტატული რადიოგადამცემები და ლეპტოპები საჩუქრად გადასცა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებას გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამომძიებლებისთვის განკუთვნილი პორტატული რადიოგადამცემები, პროკურატურის თანამშრომელთა ეფექტიან საქმიანობას და საგამოძიებო თუ სხვა საპროცესო მოქმედებების ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს, ხოლო მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებს, მათთვის გადაცემული ლეპტოპები დაეხმარება დაზარალებულის საჭიროებებზე სწრაფად მოახდინონ რეაგირება, მოიძიონ ინფორმაცია სერვისებზე, სწრაფად მოახდინონ რეაგირება მაშინაც კი, როდესაც ისინი შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ან საგამოძიებო მოქმედებებს დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით ესწრებიან.  საქართველოს გენერალურმა პროკურორმა…

მეტი...

“საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 1260 თანამშრომელსა და 78 253 მძღოლს” – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ-ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, 28 მაისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას (საერთო ჯამში 1260 პირს) გამოკვლევა ჩაუტარდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გამოკვლეული პირებიდან ლაბორატორიული კვლევის შედეგად, როგორც უკვე ცნობილია, 8 სექტემბერს, კორონავირუსით ინფიცირება მხოლოდ „ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ 3 თანამშრომელს დაუდასტურდა. „საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ მიზნობრივ ტესტირებას ანტიგენსა და…

მეტი...

შსს-ს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შენობას იცავს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაცვის პოლიციის თანამშრომლის ტესტის პასუხი 9 სექტემბერს გახდა ცნობილი. „ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 85 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან ვირუსი 15 პირს დაუდასტურდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 53 პაციენტი მკურნალობს, მათგან ექვსი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

ქუთაისში “Wendy’s”-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისში სარესტორნო ქსელ “Wendy’s”-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ინფორმაციით, თანამშრომელი გუშინ გაიტესტა და პასუხი დადებითია. ობიექტი დაიკეტა, თანამშრომები კი გაიტესტნენ და თვითიზოლაციაში არიან. არსებული ინფორმაციით, “Wendy’s”-ში 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომლები იყვნენ და ვირუსიც, სავარაუდოდ, მათგან გავრცელდა.

მეტი...

შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში სასამართლო პროცესი გადაიდო. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების ჩამონათვალი წარმოადგინეს. მხარეები 15 სექტემბრისთვის გადადებულ სხდომაზე წარმოადგენენ შუამდგომლობებს აღნიშნული მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე. ბრალდების მხარის ინფორმაციით, მათ საქმეში წარმოადგინეს სხვადასხვა სახის ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეომასალა და ასევე მოწმეების ჩვენებები.

მეტი...

“ქუთაისის ცენტრში დაიდგას კარავი, რომელშიც ყველა მსურველი გაიტესტება” – ზვიად შალამბერიძე

“ქუთაისის ცენტრში კარავი განთავსდება, სადაც ყველა მსურველს კორონავირუსზე ტესტირება შეეძლება”, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. ზვიად შალამბერიძემ რეგიონში სამსახურების ხელმძღვანელებთან და უწყების წარმომადგენელბთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იმსჯელეს. „უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის ცენტრში დაიდგას კარავი, რომელშიც ყველა მსურველი გაიტესტება, ვისაც შეიძლება კონტაქტი ჰქონდეს რისკის ჯგუფთან“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მეტი...

ცაგერში, 12 სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე მოქალაქეების ტესტირება დაიწყო

ცაგერის მუნიციპალიტეტში ორბელისა და კაილაშის თემებში არსებულ 12 სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე იმ მოქალაქეების ტესტირება დაიწყო, რომლებიც აღნიშნული სოფლების მიმართულებით გადაადგილდებიან ან პირიქით-სოფლებიდან რაიონული ცენტრის მიმართულებით. ადგილზე მედიკოსები მოქალაქეებს პისიარტესტების ნიმუშებს უღებენ.

მეტი...

ნინო თანდილაშვილმა პარლამენტში „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი წარადგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა პარლამენტში, საკომიტეტო სხდომაზე „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მომზადდა. „კანონპროექტის ძირითად მიზანს გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისა და შერბილების სამართლებრივი რეგულირება წარმოადგენს და სრულად ასახავს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნებს. კანონპროექტზე მუშაობა სამინისტროში რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ექსპერტები. უნდა აღინიშნოს, რომ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი სრულიად ახალ მიდგომებს ადგენს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კუთხით“, – განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე ნინო თანდილაშვილმა. ახალი რეგულაციებით, პირი,…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი, რაგბის ნაკრების საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას გამოეხმაურა

“ვულოცავ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას, რაც ქართული რაგბისთვის ისტორიული ნაბიჯია”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რაგბის ნაკრების საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას. „ვულოცავ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში „შემოდგომის ერთა თასი“ მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას, რაც ქართული რაგბისთვის ისტორიული და წინგადადგმული ნაბიჯია. ვულოცავ ასევე, ქართველ გულშემეტკივარს. ჩვენს ნაკრებს ღირსეულ ასპარეზობას და გამარჯვებებს ვუსურვებ“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

მეტი...

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, „რვა ერის“ სარაგბო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, ყველაზე პრესტიჟულ, „რვა ერის“ სარაგბო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. გახსნით შეხვედრას 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ლონდონში, ინგლისის წინააღმდეგ გამართავს.  საქართველოს ნაკრების ამ წარმატებას უკვე გამოეხმაურა სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. „უდიდესი სიხარულით მინდა მივულოცო მთელ საზოგადოებას ეს საამაყო ამბავი – ჩვენი მორაგბეების მონაწილეობა „რვა ერის“ პრესტიჟულ ტურნირში. ეს ჩვენი რაგბისა და მთელი ქართული სპორტის უდიდესი საერთაშორისო აღიარებაა და ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში რაგბი კარგად ვითარდება და ახალ მწვერვალებს იპყრობს. რაგბის წარმატება დიდწილად ეფუძნება ფონდ „ქართუს“ და სახელმწიფოს უდიდეს მზრუნველობას“, – განაცხადა მინისტრმა.

მეტი...

“ჩვენი სახელისუფლებო გუნდი მზად არის, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან განაგრძოს რეფორმები” – არჩილ თალაკვაძე

„მისასალმებელია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც დადებითად ფასდება საქართველოში საინვესტიციო გარემო და ბიზნესის კეთების სიმარტივე” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2020 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის აშშ-სთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად იმუშაოს ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად. „მისასალმებელია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც დადებითად ფასდება საქართველოში საინვესტიციო გარემო და ბიზნესის კეთების სიმარტივე. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეფორმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, იყო სწორი და შედეგიანი. „ქართული ოცნება“, ჩვენი სახელისუფლებო გუნდი მზად არის, ჩვენს სტრატეგიულ…

მეტი...

ქვემო სამგორში ახალი სკვერი მოეწყო

სამგორის რაიონის გამგეობა ქვემო სამგორში სკვერებისა და დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. კიდევ ერთი სკვერი ჭიჭინაძის ქუჩაზე გაიხსნა. ახალი დასასვენებელი სივრცე სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა. ჭიჭინაძის ქ. N1-ის მიმდებარედ, 1 100 კვ.მ ფართობზე საბავშვო მოედნები სხვადასხვა ტიპის ატრაქციონით, დასასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა, ურნები, საბაღე და საქანელა სკამები განთავსდა. სკვერის ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა. ასევე,  საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, საბავშვო მოედნებზე კაუჩუკის საფარი მოიხატა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოეწყო გარე განათების სისტემა. პროექტის ღირებულება 186 500 ლარია. სამუშაოები, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ „ჩვენი ჯგუფი“ შეასრულა. სამგორის…

მეტი...

” ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები. საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ორბელსა და ლაჯანაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა. ამასთან, სამინისტროს ცნობით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ორბელსა და ლაჯანაში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე ჩაუტარდება პირველადი თერმოსკრინინგი და ტესტირება. „პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად,…

მეტი...

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანაშრომელს, მათ შორის დირექტორსა და მის მოადგილეს, კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანაშრომელს, მათ შორის დირექტორს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა. პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ინფორმაციას ადასტურებს სკოლის დირექტორის მოადგილე ნათია ხაზარაძე. მისი თქმით, თანამშრომლების ნაწილი ამ დროისთვის სკოლაში იმყოფება და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდება. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არავის აქვს.

მეტი...

მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ საყოველთაო მობილიზება ჩვენი მოქალაქეების, რომ ერთობლივად დავამარცხოთ ეს უხილავი მტერი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, როგორც კლინიკური ჯუფის, ასევე ჰოსპიტალური სექტორის მხრიდან მზაობა მაღალია. როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „მნიშვნელოვანია, რომ ახლა, როგორც არასდროს მოქალაქეების მობილიზაცია და სოციალური პასუხისმგებლობა გაიზარდოს“. „მნიშვნელოვანია, დავიცვათ ყველა ის ღონისძიება, რომელიც მოწოდებულია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ვინაიდან მხოლოდ ერთობლივი ჩართულობით არის შესაძლებელი, დავძლიოთ ის გართულებები, რომელიც შეიძლება დადგეს საქართველოში, როგორც არის გავრცელება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მჯერა, ჩვენი მოქალაქეები კიდევ ერთხელ გამოიჩენენ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას და მთავრობასთან ერთად ჩაერთვებიან კოვიდინფექციასთან ბრძოლაში. როგორც კლინიკური ჯუფის, ასევე ჰოსპიტალური სექტორის მხრიდან მზაობა მაღალია. კლინიკურ ჯგუფს…

მეტი...

ცაგერში ორი სოფელი, ორბელი და ლაჯანა ჩაიკეტა

ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი ჩაიკეტა. სოფლებში ორბელსა და ლაჯანაში გადაადგილება დღეიდან შეიზღუდება. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორის გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, მიზეზი კორონავირუსის გახშირებული რაოდენობა გახდა. დღეს აღნიშნულ სოფლებში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მეტი...

„55 არა 75 % ნამდვილად აქვს „ოცნებას“, ოღონდ უარყოფითი განწყობა“ – დავით ჭიჭინაძე

„ჩვენც ვატარებთ კვლევებს, სადაც სულ სხვა ციფრებია, 200 ლარიანი დახმარებების დარიგების პიკზე,  „ქართული ოცნების „ რეიტინგი 37-38 %-ს არ აღემატება, მანამდე კი, მხოლოდ 22% იყო,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭიინაძემ განაცხადა. მისივე მოსაზრებით სავალალოა „ევრიპული საქართველოს“ რეიტინგიც: „ევროპულ საქართველოს“ კი, თბილისის რიგ უბნებში,  პულსი საერთოდ არ ესინჯება. „ოცნების“ ეს რეიტინგიც, კოვიდთან ბრძოლის კამპანიის ფონზეა, როდესაც ხალხს იმას უყვებიან, როგორ დაამარცხეს ვირუსი  და პარალელურად  200-300 ლარს ურიცხავენ. რეალურად კი, „ოცნების“ ხელისუფლება აქაც არღვევს კანონს, რადგან ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ და უსინდისოდ იბრალებენ, რომ ეს „ოცნების“ ფულია. არადა ეს…

მეტი...

ენგურჰესის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

ენგურჰესის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.  არსებული ინფორმაციით, 4-დან 2 პაციენტი ცოლ-ქმარია, 2 კი დანარჩენი თანამშრომელი. ენგურჰესის თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. გარდა ამისა, ენგურჰესის ათობით თანამშრომელს ტესტირება ჩაუტარდება.

მეტი...

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა წერტილი დაუსვა ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობებს“ – გია ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი „ფეისბუქის“ სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, ანგარიშის თანახმად, რომ ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობებს წერტილი დაესვა. გიორგი ვოლსკი: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა წერტილი დაუსვა ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობებს. “საქართველოს ბიზნეს გარემო გახსნილი, გამჭირვალე და მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის, მათ შორის ამერიკული ინვესტიციებისთვის” – აღნიშნულია ანგარიშში.

მეტი...

ცაგერში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება, მიზეზი სოფელ ორბელში დადასტურებული 12 შემთხვევაა

ცაგერში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. მიზეზი სოფელ ორბელში დადასტურებული 12 შემთხვევაა.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცაგერში, მდინარე ლაჯანურის ხეობის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფლების შესასვლელებში მოსახლეობას ნებაყოფლობით PCR ტესტირებას ჩაუტარებენ. “ეპიდემიოლოგების ჯგუფი მდინარე ლაჯანურის ხეობის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფლებშია კონცენტრირებული, სადაც დაიწყება ინტენსიური PCR ტესტირება და თერმოსკრინინგი.  შესასვლელში გამკაცრდება ღონისძიებები, დაიდგმება კარავი და ყველა შემსვლელს და გამომსვლელს შესთავაზებენ ლაბორატორიულ PCR ტესტირებას, რომ ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ იდენტიფიცირება.  ძალიან აქტიური კლასტერი ყალიბდება ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლასთან მიმართებით, რომლის პირველადი წყაროც სადღესასწაულო ღონისძიებას უკავშირდება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  ინფიცირებულებთან კავშირი, ერთი მუნიციპალიტეტის საზღვრებს სცდება და მათთან კონტაქტში მყოფი პირები არიან როგორც…

მეტი...

ამირან გამყრელიძე მშობლებს და სკოლების ხელმძღვანელებს მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მშობლებსა და სკოლების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართავს. როგორც გამყრელიძე აცხადებს, ბავშვი, რომელსაც ტემპერატურა ან სხვა რესპირატორული სინდრომი ექნება, მშობელმა სკოლაში არ უნდა გაუშვას, ამასთან, სკოლის ხელმძღვანელებმა უნდა გააკონტროლონ, რომ სკოლებში მუდმივი თერმოსკრინინგი ჩატარდეს. „განსაკუთრებით ახლა, როდესაც ერთ კვირაში მობილობა გაიზრდება ქვეყანაში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, მივმართავ მშობლებს, სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ბავშვი, ვისაც ტემპერატურის მატება ან რამე რესპირატორული სინდრომი ექნებთ, დარეკონ 112-ზე და ექიმის კონსულტაციით მართონ შემთხვევა. ასევე, სკოლის ხელმძღვანელებს მივმართავ, იყოს მუდმივი თერმოსკრინინგი და მომატებული ტემპერატურით ბავშვი სკოლაში დაშვებული არ იყოს. ეს ძალიან…

მეტი...

დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამეგრელოს რეგიონში, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, თავის საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონელს ინახავდა.  “ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 7 160 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულება 29 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით,” – ნათქვამია განცხადებაში. 

მეტი...

“ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი და ჩაკეტვა ვერ და არ განხორციელდება, მაგრამ ლოკალური, წერტილოვანი დარტყმები იქნება” – ამირან გამყრელიძე

57 შემთხვევა უკვე სერიოზული ზრდაა. ამას მეორე ტალღას ვუწოდებთ, თუ პირველი ტალღის შემდგომ განვითარებას, სახელის დარქმევას ამ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ისეთი მკაცრი შეზღუდვები, როგორიც გაზაფხულზე იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვერ განხორციელდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, ლოკალური შეზღუდვები იყოს. „რადგან მოდის შემოდგომა, როდესაც სხვა რესპირაციული ვირუსების ზედდება შეიძლება იყოს, გრიპის ვირუსი ტრადიციულად ქვეყანაში ოქტომბრის ბოლოს ჩნდება ხოლმე, უფრო ხშირად ნოემბრის შუა რიცხვებიდან და კიდევ ორი თვეა მანამდე, მაგრამ მაინც, ეს დინამიური ზრდა საკმაოდ…

მეტი...

“სამწუხაროდ, ის მეორე ტალღა, რომელსაც ვარაუდობდნენ მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგები, საქართველოში უკვე დაწყებულია” – ნათია თურნავა

სამწუხაროდ, ის მეორე ტალღა, რომელსაც ვარაუდობდნენ მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგები, საქართველოში უკვე დაწყებულია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ მკაცრი შეზღუდვები საჭირო აღარ გახდეს, რადგან ამას „ჩვენი ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს“. „ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ პირველივე დღიდან ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლზე აგვეყვანა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ შევპირდებით მოსახლეობას, რომ კორონავირუსი გაქრება, ეს ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ რასაც შევპირდით არის, რომ ერთად ვისწავლით ცხოვრებას, მიუხედავად პანდემიისა და სწორედ ამას ვაკეთებთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ დიდი შემზღუდავი ზომები საჭირო არ გახდეს, როგორც…

მეტი...