” ქვეყნის გამთლიანება, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და შრომით, დარწმუნებული ვარ, დაიწყება ქართლიდან” – გიორგი გახარია

  •  

 ქვეყნის გამთლიანება, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და შრომით, დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება აქედან – ქართლიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა აგვისტოს ომზე და აღნიშნა, რომ ყველას ვალდებულებაა, ახსოვდეს თითოეული ადამიანი, რომელმაც ამ ბრძოლაში სიცოცხლე გასწირა და თითოეული ადამიანის ვალდებულებაა მათზე ზრუნვა, რომლებიც საკუთარ სამშობლოში დევნილები გახდნენ. „ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, მომავალში ერთად რა უნდა გავაკეთოთ, თუმცა ქართლში, საქართველოს ჭეშმარიტად ისტორიულ რეგიონში, ხერხემალში, შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ჩვენი უახლოესი წარსულის, ისტორიის ყველაზე მძიმე და სევდიანი დღეები. წარმოუდგენელია, რომ…

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

  •  

 ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. სამედიცინო დაწესებულებაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 10 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 37 საეჭვო პაციენტზე კლინიკაში ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღეს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ბათუმში ისვენებდნენ. მათი ნაწილი კლინიკაში თვითდინებით შევიდა, ნაწილი კი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა შეიყვანეს.

მეტი...

“ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გამოსახლებულ მოსახლეობას განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება” – კახა კალაძე

  •  

 “ჩვენი მთავარი მიზანია ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო დეოკუპაცია, რომელიც სწორი საგარეო პოლიტიკის წარმოებასთან ერთად, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და განვითარებას უკავშირდება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენაზე განაცხადა. მისივე თქმით,  თუ საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფმა ადამიანმა არ დაინახა, რომ სწორედ აქეთ არის სამართლიანობა, თავისუფლება, განვითარება და მშვიდობა, სხვანაირად გაგვიჭირდება ქვეყნის გამთლიანება. „ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თუ ღირსეული ცხოვრების პირობები და სიამაყე თუ არ ექნება შენს მოქალაქეს შენს ქვეყანაში, თუ საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფმა ადამიანმა არ დაინახა, რომ სწორედ აქეთ…

მეტი...

“ქართული ოცნების“ ლიდერები სოფელ კვარხეთში სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით გაშენებულ ვაშლის ბაღში იმყოფებოდნენ

  •  

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, სოფელ კვარხეთში, ვაშლის ბაღი –  „ტირიფონის ბაღები“ დაათვალიერეს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მხარდაჭერით გაშენდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლებს კომპანიის დირექტორმა ზურაბ გოჯიაშვილმა „ტირიფონის ბაღების“ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ კომპანია ქართველ მევაშლეთა შორის ამ დროისთვის ერთადერთია,  ვინც GlobalGAP სერტიფიკატს ფლობს. „ტირიფონის ბაღები“  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში 31 ჰა ფართობზე გაშენებულ ვაშლისა და მსხლის სუპერ ინტენსიურ ბაღებს ფლობს. ბაღებში, ჯამურად, ინვესტირებულია 7 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც 5 მილიონ…

მეტი...

ჩაქვში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის 8 კონტაქტი, რუსთავში იქნა მოკვლეული

  •  

 “ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ კონფერენციაზე მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის 8 კონტაქტი, რუსთავში იქნა მოკვლეული და ყველა თვითიზოლაციაშია გადაყვანილი” – ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში აცხადებენ. როგორც ცნობილია, ექიმი, რომელსაც ჩაქვში კონფერენციაზე ყოფნის პერიოდში ტემპერატურა აღენიშნებოდა და ,,პისიარ“ ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსთავში, კლინიკა ,,ავერსშიც“ მუშაობდა.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა

  •  

 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 190 ადამიანს ჩაუტარდა მათგან „კოვიდ – 19“ 25 პირს დაუდასტურდა. ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 30 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

„უსაფუძვლოა შიში პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით“ – გიორგი ხანიშვილი

  •  

 „მიმდინარე წელს, რუსეთში ხორბლის საკმაოდ დიდი მოსავალია და, შესაბამისად, ბაზარზე ფასის მკვეთრი მატების წინაპირობა არ არსებობს“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიით შექმნილ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში სწორად მართა პროცესები. „მიმდინარე წელს, რუსეთში ხორბლის საკმაოდ დიდი მოსავალია და, შესაბამისად, ბაზარზე ფასის მკვეთრი მატების წინაპირობა არ არსებობს.  ჩვენს მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად. ჩვენ არ გვაქვს არც ხორბლის მარაგების მიმართულებით პრობლემა და არც პურის ფასი გაიზრდება. საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიით შექმნილ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში სწორად…

მეტი...

” წლის ბოლომდე ზუგდიდში 360 დევნილ ოჯახს ახალი ბინები გადაეცემა” – მაია ცქიტიშვილი

  •  

 “დევნილებისთვის 140 ბინის გადაცემა, რეალურად, 140 ოჯახისთვის ღირსეული პირობების შექმნას ნიშნავს” – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა წყალტუბოში განაცხადა, სადაც ახალაშენებულ კორპუსებში დევნილებს ბინები გადაეცათ. მისივე თქმით,  21 000 დევნილისთვის უკვე მოხდა პირობების გაუმჯობესება. „ნამდვილად, ძალიან სასიხარულოა, როდესაც ასეთი ტიპის ღონისძიებებში ვიღებთ მონაწილეობას და ამდენ ბედნიერ სახეს ვხედავთ. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც ძალიან ბევრი ტკივილი, ძალიან ბევრი რთული დღეების გატარება მოუწია ჯერ კიდევ ომის დროს, აფხაზეთის, ოსეთის დაკარგვის დროს. თუმცა კიდევ ბევრი წელი მოგიხდათ ძალიან რთულ პირობებში ცხოვრება თქვენს ოჯახებთან ერთად. სწორედ ამიტომ…

მეტი...

ბათუმში ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

  •  

 „მძღოლები 14 დღეში ერთხელ იტესტებოდნენ, ეს მძღოლიც იყო დატესტილი. ამიტომ ნებისმიერი მგზავრი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ დაიცვას ნორმები“ – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. დღეს, აჭარის მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსი #7 ავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მოქალაქეებმა, რომლებიც ამ ავტობუსით სარგებლობდნენ, უნდა ჩაიტარონ ტესტირება. „გამკაცრდება კონტროლი საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დღის წესრიგში არ დგას აჭარის ჩაკეტვა, მაგრამ იმისთვის, რომ რისკები ვმართოთ, გვჭირდება საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.…

მეტი...

“გვეძლევა საშუალება, მოგილოცოთ ახალმოსახლეობა და გავახაროთ 140 დევნილი ოჯახი” – ეკატერინე ტიკარაძე

  •  

 “პანდემიის მიუხედავად, არ ვანელებთ ტემპს და დევნილი მოსახლოებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ვახერხებთ” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წყალტუბოში განაცხადა, სადაც ახალაშენებულ კორპუსებში დევნილებს ბინები გადაეცათ. მისივე თქმით,  ძალიან მნიშნელოვანია მშვიდობიანი მოლაპარაკებების, საქართველოს ეკონომიკური წინსვლის გზით, მოვახერხოთ და დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები. „ძალიან მიხარია, გვაქვს საოცრად პოზიტიური და დადებითი დღე იმერეთში. შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვიამაყოთ დევნილების სააგენტოსა და სხვა კოლეგა სამინისტროების მხრიდან და  ქალბატონი მაია ციქტიშვილის დიდი ძალისხმევით გვეძლევა საშუალება, მოგილოცოთ ახალმოსახლეობა და გავახაროთ 140 დევნილი ოჯახი, გადავცეთ ახალი საცხოვრებელი სახლი. არაერთხელ გვითქვამს, რომ დევნილი მოსახლეობა ერთი მხრივ, არის ჩვენი დიდი…

მეტი...

„რა გამოდის, მარტო თალაკვაძე აღმოჩნდა შეგნებული ადამიანი თვითიზოლაციაში რომ წავიდა?!“ – დავ ჭიჭინაძე

  •  

 „თალაკვაძესთან ერთად, ბათუმში „ოცნების“ კანდიდატის წარდგენას,  დეპუტატები, მინისტრები, პრემიერი ესწრებოდნენ, დანარჩენები რას უცდიან?,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე თვლის, რომ შეხვედრაზე მყოფი ყველა პოლიტიკოსი თვითიზოლაციაში უნდა გადასულიყო:  „ოცნების“ ერთადერთი სატრაბახო თემა, წინასაარჩევნოდ, კოვიდის დამარცხებაა. თუ მართლა დაამარცხეს, მაშინ აღარ უნდა იყოს, მაგრამ მათი ხელისუფლება მთელი რვა წელია ცდილობს ქვეყანა სიცრუეში აცხოვროს და ახლაც იგივე განაგრძობენ – კოვიდი იქნება ეს, თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში, ანუ, კობახიძის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, წინა ხელისუფლებაში რა ხდებოდა, თავად მათი წარმომადგენელი იყო და იმიტომ, როდესაც კობახიძე ვინმეს პოლიტიკურ…

მეტი...

კორონავირუსი ვაჟა-ფშაველას ფილიალში მომუშავე 2 თანამშრომელს დაუდასტურდა

  •  

 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის გიორგი ემხვარის განცხადებით, კორონავირუსი ვაჟა-ფშაველას ფილიალში მომუშავე 2 თანამშრომელს დაუდასტურდა. გიორგი ემხვარის თქმით, მაღაზიაში მთლიანად შეცვალეს იმ დღის პერსონალი და კარანტინში გადაიყვანეს. “დადასტურდა, ნამდვილად, ჩვენს ვაჟა-ფშაველას ფილიალში შემთხვევა. იმ დღესვე მოხდა მთლიანი სტაფის კარანტინში გადაყვანა. ყველას ჩაუტარდა PCR ტესტები და მხოლოდ ერთს, მასთან მყოფ ადამიანს დაუდასტურდა. ორ კაცზე მეტს არ აქვს ჩვენთან კოვიდინფექცია,” – განაცხადა გიორგი ემხვარმა “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას. სასურსათო მაღაზია “ნიკორას” თბილისის ერთ-ერთ ფილიალში ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მეტი...

თბილისში „ნიკორას“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

  •  

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს დადასტურებული კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან ორი სასურსათო მაღაზია „ნიკორას“ თანამშრომელია. მისივე თქმით, მაღაზიამ შესაბამისი ზომები უკვე მიიღო. „კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 არის „დონას“ კლასტერი, შვიდი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ოთხი შემოტანილია, აქედან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხუთ შემთხვვევაზე მიმდინარეობდა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ორი არის სწორედ ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის თანამშრომელი. ეს მაღაზია არის „ნიკორა“, რომელიც მდებარეობს სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს. მაღაზიაში უსაფრთხოების ზომები გატარდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ კონფერენციაზე მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

  •  

 ჩაქვში არსებულ სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ კონფერენციაზე მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა. „სასტუმრო ოაზისში ჩემი კოლეგების კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთ პირს ჰქონდა საეჭვო სიმპტომები, კოტაქტირებული იყო ინფიცირებულთან, რის გამოც ის გაიტესტა. სწორედ ერთი წუთის წინ მომაწოდეს ინფორმაცია, ინფექცია დადასტურდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“ღალატს ბოდიში არ შველის, მიხეილ სააკაშვილი მიიღებს უმკაცრეს პასუხს ამ არჩევნებზე” – ირაკლი კობახიძე

  •  

 „მათ ჩაიდინეს ღალატი და ღალატს ბუნებრივია ბოდიში არ შველის და ვერ შველის. შესაბამისად, ამ ბოდიშისთვის და კიდევ უფრო მეტად მისი დანაშაულებისთვის მიხეილ სააკაშვილი მიიღებს უმკაცრეს პასუხს ამ არჩევნებზე. მე  ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პარტია ერთნიშნა მაჩვენებლით დაამთავრებს არჩევნებს“,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბოდიშს. „როდესაც 8 წლის თავზე, არჩევნების წინ გახსენდება შენ უმძიმესი დანაშაულები, რომელიც ჩაიდინე და ამისთვის იხდი ბოდიშს, ამას ვერავის ვერ „აჭმევ“ და საზოგადოება არათუ გაგებით არ მოეკიდება ასეთ რამეს, არამედ სათანადო მკაცრ პასუხს გასცემს ამ ბოდიშსაც, რომელიც „მოიხადა“ მიხეილ…

მეტი...

“ბავშვებისთვის 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა დაიწყო, დღეს ვრიცხავთ დაახლოებით 200 000 ბავშვის დახმარებას” – ბექა ლილუაშვილი

  •  

 დღეის მდგომარეობით, 18 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამის ფარგლებში, სადაც სახელმწიფო 18 წლამდე ბავშვებისთვის გასცემს 200-ლარიან კომპენსაციას, დარეგისტრირდა 857 000 ბავშვის მონაცემი, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრემიერის დავალებით, დღეიდან უკვე დაიწყო გაცემის პროცედურა და თითოეულ ბავშვს, შესაბამის ანგარიშზე, რომელიც მისმა მშობელმა, მეურვემ, შესაბამის სისტემაში მიუთითა, 200-ლარიანი დახმარება ჩაერიცხება. „პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეს პროცესი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ერთი კვირის შემდეგ დასრულდება. დღეს უკვე ჩვენ ვრიცხავთ, დაახლოებით, 200 000 ბავშვის დახმარებას. აღნიშნული კომპენსაციები უნდა გაიცეს მანამ, ვიდრე სასწავლო პროცესი დაიწყება. სწორედ ამას უკავშირდება…

მეტი...

“ეს ჩემი ბოლო გამოსვლაა პარლამენტში” – ნუკრი ქანთარია

  •  

 ეს ჩემი ბოლო გამოსვლაა პარლამენტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვისას  განაცხადა. ქანთარიამ იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდება და სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმრავლესობისთვის განკუთვნილი ფლანგი „ქართული ოცნების“ დეპუტატებით შეივსება. „ეს ჩემი ბოლო გამოსვლაა პარლამენტში. მე იმედი მაქვს, რომ აუცილებლად მშვიდობიანი, ნორმალური არჩევნები ჩატარდება. აი, ეს მხარე შეივსება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებით, იქნება გაცილებით უფრო მოტივირებული და ახალი ენერგიით გამსჭვალული ხალხი“, – განაცხადა ქანთარიამ.

მეტი...

“საჭიროა დარღვევის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამძაფრება? გავამძაფრებთ კიდეც” – გია ვოლკსი

  •  

 „საუბარია იმაზე, რომ გამკაცრდეს კანონი,  დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მიუღებელი დანაშაულისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. მისი თქმით,  დანაშაულია ზეწოლა ამომრჩეველზე. „რასაკვირველია, ნორმალურ  სიტუაციაში ასეთი კანონი არც უნდა მიიღებოდეს. ვის მოაფიქრდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ ქვეყნებში, სადაც ტარდება სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები? მაგრამ ვითარებამ მოიტანა, ასეთი ვითარება შეიქმნა ჩვენ გარშემო. ეს არის არანორმალური პოლიტიკური სივრცე, რამდენადაც საქმეზე საერთოდ არ მიდის საუბარი.  სპეკულაცია მიდის  იმაზე, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმაო ბერკეტები იმისათვის, რომ დავსაჯოთ და შევაშინოთ ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიფიქრეს ასეთი სისულელე…

მეტი...

კორონავირუსის სავარაუდოდ არსებობის გამო ჩაქვში სასტუმრო „ოაზისის“ 900-მდე სტუმარს შენობის დატოვება დროებით აკრძალული აქვს

  •  

 კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის გამო ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის“ 900-მდე სტუმარს შენობის დატოვება დროებით აკრძალული აქვს. სასტუმროს მენეჯერის ინფორმაციით, პირველადი ლაბორატორიული კვლევის შედეგად “ოაზისის” სტუმარს ინფექცია არ დაუდასტურდა, თუმცა განმეორებითი კვლევაა საჭირო. სასტუმროს მენეჯერის თქმითვე, სტუმრების ნაწილს 12 საათზე სასტუმროს დატოვება უწევდათ, თუმცა ამ დრომდე შეზღუდვებია დაწესებული.

მეტი...

დაამტკიცდა ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებაზე ახალ რეგულაციებს აწესებს

  •  

 პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებს აწესებს. საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება 2018 წელს მოხდა, თუმცა მისი მესამე მოსმენით განხილვა და 74 მომხრე ხმით მიღება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოხდა. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით, დამატებით განისაზღვრება შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საზღვრის გადაკვეთაზე. კერძოდ, თუ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის სივრცის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მას შეიძლება ასევე უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე, თუ არ გააჩნია – ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც გაცემულია უკანასკნელი ათი წლის…

მეტი...

ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან ხნულების გათხრა დროებით შეაჩერეს

  •  

 კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეგრეთ წოდებულ საზღვრის აღმნიშვნელ ბანერთან 2 ტრაქტორი დგას, რომლითაც ოკუპანტებს სავარაუდოდ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაყავდათ. ამჟამად მუშაობა შეჩერებულია. სოფელ ყარაფილაში ადგილობრივებს მიმდინარე პროცესზე საუბარი არ სურთ. პროცესს ადგილზე აკვირდება ევრომონიტორინგის მისიის ჯგუფი.

მეტი...

თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა

  •  

 თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტრანსპორტში ყველა რეკომენდაციის შესრულება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. მისივე თქმით, მაქსიმალურად უნდა მოხდეს იმ ადამიანების დახმარება, ვინც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს. „მინდა, შესაბამის სამსახურებს დავავალო, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ის რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც, მგზავრობა მხოლოდ და მხოლოდ პირბადით არის ნებადართული, გაკონტროლდეს. მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

„ჩვენი ჯანსაღი ამბიცია არის რომ ყოველი მომდევნო არჩევნები უფრო მშვიდი გარემოს პირობებში ტარდებოდეს“ – რატი იონათამიშვილი

  •  

 „გუშინ, ოფიციალურად გამოაცხადა და ძალაში შევიდა წინასაარჩევნო კამპანია. ჩვენ გვაქვს საერთო პასუხისმგებლობა, რომ ეს პროცესი ჩავატაროთ დემოკრატიულობის, ევროპული ხარისხის მაღალი სტანდარტით, რომ საარჩევნო გარემო იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და გამჭირვალე მათ შორის, მოხდეს საკანონმდებლო დონეზე ყველა შესაძლო რისკების და საფრთხეების პრევენცია და შეიქმნას შესაბამისი სამართლებრივი გარანტიები.  ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა თუმცა, ცხადია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ჩვენი გუნდი ვაცნობიერებთ, რომ ამ პასუხისმგებლობაზე ჩვენ განსაკუთრებული წვლილი გვაქვს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ სტანდარტებს მაქსიმალურად დავიცავთ. ჩვენ ყველა საკუთარ გადაწყვეტილებაში ვართ კანონზომიერნი და თანმიმდევრულები“, – ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის…

მეტი...

„თავიდანვე მქონდა ვერსია, რომ ჩანთაზე მხოლოდ მაშველების დნმ-ი ამოვიდოდა“ – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში

  •  

 „შესაბამისი განათლება უნდა ჰქონდეთ, რომ ჩანთაზე პოლიციელის დეენემი არ უნდა ამოვიდეს, რადგან მასზე ხელი არავის არ უნდა მოეკიდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ განაცხადა. ფოფხაძე ამბობს, რომ ხანგრძლივად წყალში ყოფნით დნმ-ი ირეცხება. მისივე მოსაზრებით, ჩანთაზე მაშველის დეენემი ამოვა: „ჩემი ვერსია და ჩემი ვარაუდია, რომ ჩანთაზე, რომელიღაც მაშველის დნმ-ი ამოვა. პოლიციელის არ უნდა ამოვიდეს, რადგან გვამის პერიოდში თუ დაუძახეს კრიმინალისტიკურ პოლიციას მასზე ხელი არავის არ უნდა მოეკიდა, იმედია, ამდენი განათლება ეყოფათ.  4–5 დღე გამი ვერ იპოვეს. ჩემი აზრით, ჩანთა მანამდე იპოვეს, რადგან…

მეტი...

კახა კალაძემ, საარჩევნო პერიოდში თბილისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციაზე განმარტებები გააკეთა

  •  

 საარჩევნო პერიოდში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია დამტკიცდა, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა დაწესებულებას და საჯარო მოხელეს გადაეგზავნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებსა და რაიონების გამგებლებს დაავალა, აღნიშნული დოკუმენტი ყველა თანამშრომელს გააცნონ. „გამოვეცი ბრძანება „საარჩევნო პერიოდში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციასთან“ დაკავშირებით. განვსაზღვრეთ საჯარო მოხელეთა ქცევის წესები, რომელსაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა დაწესებულებას და საჯარო მოხელეს გადავუგზავნით. ჩვენ საარჩევნო კანონმდებლობით ამის ვალდებულება გვაქვს, რომელსაც ვასრულებთ. გამოვცემთ წესებს იმისთვის, რომ არ დავარღვიოთ კანონმდებლობით დადგენილი…

მეტი...

“ეს არის უბრალოდ ბლეფის გაგრძელება, მე მას აგენტს ვუწოდებ“ – თენგო ბარბაქაძის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

  •  

 „ის მომენტი, როდესაც რაღაც ადამიანს არ ახსოვს, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. რაღაც მომენტში შეიძლება არ ახსოვდა, მაგრამ არსებობს კანონმდებლობაში ასეთი ცნება – ჩვენების დაზუსტება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ  განაცხადა. ფოფხაძე იმ ჩვენებას ეხმაურება, რომელიც კობა ჩიტაძეს ეკუთვნის. ადვოკატი მას პროკურატურის აგენტს უწოდებს, როგორც ცნობილია ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის თანამესაკნე დეტალურად აღწერს მომხდარის დეტალებს, რაც ადვოკატებისთვის არადამაჯერებელია: “ის რაც არის ჩვენებაში, არანაირი პრობლემა არ ყოფილა, არანირი აცდენა. ყველაფერი აიხსნა ჩვეულებრივად. ის მომენტი, როდესაც რაღაც ადამიანს არ ახსოვს, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. რაღაც მომენტში…

მეტი...

„მე და ჩემი კოლეგები ვართ ბულინგის მსხვერპლი“ – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

  •  

 „საზოგადოების მხრიდან ჩვენს მიმართ ინტენსიურად ხორციელდება ლანძღვა და წყევლა. არ შეიძლება, 17 პირი გაიგივებული იყოს მკვლელობასთან,“ – ამის შესახებ „მეიდაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის საქმისთვის ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ განაცხადა. ადვოკატი ამბობს, რომ მის მიმართ ბულინგი ხორციელდება და საზოგადოებას მოუწოდებს თავი შეიკავონ. ფოფხაძე მედიას დაცვას სთხოვს: „ძალიან დიდი როლი გაკისრიათ მეოთხე ხელისუფლებას. თხოვნაა, იყოს გადაცემული სწორი ინფორმაცია, მე და ჩემი კოლეგები ვართ ბულინგის მსხვერპლი. ბუნებრივია, ცუდი რამე მოხდა, მაგრამ მეორე მომენტი არსებობს,  აქეთ მხრიდანაც არიან ახალგაზრდები, როლებსაც უნდა მივუდგეთ სამართლებრივი ჩარჩოებიდან და არ უნდა გამოვიყენოთ ლინჩის წესი, არაა…

მეტი...

თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

  •  

 დედაქალაქის მერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტის განხორციელების შედეგად, თბილისის ანძა საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი ობიექტი გახდება. დაახლოებით, 70 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება გადმოსახედი, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება, ასევე, კვების ობიექტები. „როგორც გახსოვთ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, თბილისის სატელევიზიო ანძის რეაბილიტაციაზე ვსაუბრობდი. ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე ბევრი ვიმუშავეთ. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, რომ შეგვემუშავებინა კონცეფცია, თუ რისი გაკეთება არის შესაძლებელი სატელევიზიო ანძაზე, მისი განვითარება-რეაბილიტაციისთვის. ტენდერში გაიმარჯვა ესტონურმა კომპანიამ „კოკო“, რომელსაც მსგავს ობიექტებზე…

მეტი...

“საქართველოს 120 000-მდე „პისიარ“ ტესტი აქვს” – ამირან გამყრელიძე

  •  

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე „პისიარ“ ტესტების მარაგთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში 120 000-მდე სრული კომპლექტია და დამატებით მარაგებს ელოდებიან. „პისიარ“ ტესტების მარაგები დღეისთვის ქვეყანაში არის დაახლოებით 120 000-მდე, სრული კომპლექტი და უკვე გაფორმებული ყველა კონტრაქტით ველოდებით დაახლოებით 500 000 ტესტის შემოსვლას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

“გადამივარდა არ ნიშნავს, რომ გადავაგდე” – ადვოკატი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

  •  

 „თვითონ იმ ჩვენებებიდან, რაც არის, მოსამართლე რომ ვიყო განზრახ მკვლელობას ვერ მივუყენებდი,“ – ამის შესახებ  „მედიაცენტრ მთავარში გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანი ნ.ხ-ს ადვოკატმა ანა ჟღენტმა განაცხადა. ადვოკატი თვის, რომ შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისთვის დაკვალიფიცირებული მუხლით არ უნდა ხელმძღვანელობდეს, მისი განმარტებით ჩვენები განზრახ მკვლელობის მუხლის წაყენების საფუძველს არ იძლევა: „ამ ჩვენებიდან გამომდინარე მოსამართლე, რომ ვიყო განზრახ მკვლელობის მუხლს ვერ მივუყენედი. „გადამივარდა“ არ ნიშნავს „გადავაგდეს”, ეს სულ სხვა მუხლია, მიტოვება, განუცხადებლობა, ძალადობა, ამ შემთხვევაში სცემეს და გადაუვარდათ, ასევე არის საქმეში ირიბი მოწმის ჩვენება, რომელიც არ შეიძლება მუხლის წაყენების საფუძვლად ჩაითვალოს,“…

მეტი...

” ორი ათეულით შემთხვევების ზრდა არ არის საგანგაშო” – ამირან გამყრელიძე

  •  

 “ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების ამოქმედება არ განიხილება” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, იყოს სწორი ბალანსი ერთი მხრივ ეკონომიკის გახსნას, მობილობის გაზრდასა და მეორე მხრივ, ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობებს შორის. „დიდი ალბათობით, ქვეყანაში არავითარი მკაცრი შეზღუდვები არ იქნება, ეს არის არა მარტო ჩვენი, საერთაშორისო პოლიტიკაც. მოგეხსენებათ, დღეს მდგომარეობაბევრგან გაუარესებულია, მაგრამ ქვეყნები ვერ გაჩერდებიან, ეკონომიკა ვერ გაჩერდება. ამიტომ უნდა იყოს სწორი ბალანსი ერთი მხრივ ეკონომიკის გახსნას, მობილობის გაზრდას და  მეორე მხრივ, ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობებსშორის, რომ ჯანდაცვამ სწრაფად უპასუხოს ყველანაირ გამოწვევას. შემთხვევების ზრდა, რაც ჩვენთან არის…

მეტი...

„არასწორიa ინფორმაცია, თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოში შეიყვანეს უკანა მხრიდან“ – შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

  •  

 „ჩვენ ბევრად უფრო ადრე მივედით სასამართლოში და შევედით ცენტრალური შესასვლელიდან,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი, არასრულწლოვანი ნ.ხ-ს ადვოკატმა, ანა ჟღენტმა განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით მისი დაცვის ქვე მყოფი მედის ზეწოლის ქვეშაა, როს გამოც მათ მუწიათ სასამართლოში დროზე ადრე მისვლა: „ჩვენ ბევრად უფრო ადრე მივედით და ვუზრუნველყავით მისი შესვლა სასამართლოში და ამით კანონი არ დარღვეულა, ეს განაპირობა იმან, რომ ჟურნალისტების მხრიდანა არის ზეწოლა. კანონიც გვეუბნება, რომ არასრულწლოვანს უნდა ჰკითხონ უნდა თუ არა კომენატრის გაკეთება. შეგიძლიათ ამოიღოთ კადრები და ნახავთ, რომ მეც მასთან ერთად ვიყავი,“ – განაცხადა ანა ჟღენტმა „მედიაცენტრ მთავარში.“…

მეტი...

ბელიაშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

  •  

 “მიმდინარე წლის 4 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ახმეტელის ქუჩის კვეთიდან ბელიაშვილის ნომერ 69-ის (რესტორან „ოქროს კათხას“) მიმდებარე ტერიტორიამდე, საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება” – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „თბილისის მერია სოფელ დიღომში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც, აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე წყალარინების ახალი ქსელი მოეწყობა. აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ახმეტელის ქუჩის კვეთიდან ბელიაშვილის ნომერ 69-ის (რესტორან „ოქროს კათხას“) მიმდებარე ტერიტორიამდე, საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

გიორგი გახარია – მესტია-ლენჯერში დღეიდან ყველანაირი შეზღუდვები უქმდება

  •  

 მესტია-ლენჯერში დღეიდან ყველანაირი შეზღუდვები უქმდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეზღუდვების სრულად მოხსნის შესაძლებლობას იძლევა. „მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია შედარებით დამძიმდა, მესტია-ლენჯერის რაიონში ჩვენ მოსალოდნელ ეპიდემიურ აფეთქებას გავართვით თავი და მართვა შევძელით ეფექტურად, ამიტომ, აქ რა თქმა უნდა, დღეიდან ყველანაირი შეზღუდვები უქმდება, რადგან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას გვაძლევს. ყველამ უნდა ვიზრუნოთ ახლა იმაზე, რომ ბათუმში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმება არ გადაეცეს სხვა ქალაქებს, სადაც დამსვენებლები დაიწყებენ დაბრუნებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...