ქუთაისში კორონავირუსზე 998 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან

“ქუთაისში ინფიცირებულების რაოდენობა დღის განმავლობაში არ გაზრდილა”, – ამის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისი თქმით, 998 ბიოლოგიური ნიმუშია გადაგზავნილი ლაბორატორიაში, მათგან 300-ზე მეტი ტესტი საველე კარავში გაკეთდა. მათზე პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

მეტი...

“საქართველოში გამოკვლეულ ადამიანებში ვირუსის გამოვლენის პროცენტულობა 1%-ზე ოდნავ მაღალია და ამ მაჩვენებელს ბევრი ქვეყანა ისურვებდა” – თამარ გაბუნია

“ჩვენთან, ვირუსის გამოვლენის პროცენტი, მაინც, საკმაოდ დადებითი მაჩვენებლით ხასიათდება და საკმაოდ დაბალია, სხვა ქვეყნებთან შედარებით” – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. „ჩვენთან, ვირუსის გამოვლენის პროცენტი, მაინც, საკმაოდ დადებითი მაჩვენებლით ხასიათდება და საკმაოდ დაბალია, სხვა ქვეყნებთან შედარებით. არის ქვეყნები, სადაც მიიჩნევენ, რომ თუ გატესტილი რაოდენობიდან, 3%-ს უვლინდება ვირუსი, ეს კარგი მაჩვენებელია და მშვიდად მიჰყვებიან თავიანთ სოციალურ ცხოვრებას. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ 1%-ზე ქვემოთ ვიყავით, ახლა ვართ ოდნავ ზემოთ: მაგალითად, თუ, დღის განმავლობაში, 9 000 ადამიანი იტესტება, მათგან დადებითობის მოსალოდნელი მაჩვენებელი არის 90 ადამიანი. ბოლო პერიოდიდან გამომდინარე, მაჩვენებელი, ოდნავ მაღალი გვაქვს. ჯერჯერობით, ესაა ის მაჩვენებელი, რასაც…

მეტი...

“ოქსფორდის უნივერსიტეტი COVID19-ის ვაქცინის კვლევას განაახლებს და საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ პრეპარატს მიიღებს” – თენგიზ ცერცვაძე

COVID19-ის პრევენციისთვის რამოდენიმე ვაქცინა უკვე შექმნილია. გადის გამოცდებს, ზოგი მეტი და ზოგი ნაკლები წარმატებით, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით გამოიკვეთა ლიდერი ვაქცინა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში დამზადდა და შვედური კომპანია AstraZeneca აწარმოებს. ასევე დაწინაურდა სამი ამერიკული ვაქცინა. არის სერიოზული იმედები, რომ წლის ბოლოს ეს ვაქცინები მზად იყოს. „მაგრამ ეს არაა იოლი. ოქსფორდმა შეაჩერა COVID19-ის ვაქცინის კლინიკური კვლევის მესამე ფაზა იმიტომ რომ იმ 30 ათასი პირიდან რომელიც ვაქცინას თავის თავზე ცდიდა, ერთს დაემართა უცნობი დაავადება. პროტოკოლი მოითხოვს რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და დადგინდეს ეს…

მეტი...

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამას პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის მოწმეებზე განხორციელებული მუქარის, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დაკავებულ თამაზ ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა და მხარეები სასამართლო სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ.  როგორც პროცესზე დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობს. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა. დაცვის მხარემ მოსამართლეს 2 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეები.  საქმეზე წინასასამართლო პროცესი 28 ოქტომბერს, 15: 00 საათზე ჩაინიშნა.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 235 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი 30 პირს დაუდასტურდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 59 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

ლელო საქართველოს ლიდერმა ჩხოროწყუში წალენჯიხა, ჩხოროწყუ, აბაშა, მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

ლელო საქართველოს ლიდერმა ჩხოროწყუში წალენჯიხა, ჩხოროწყუ, აბაშა, მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. თამარ ბელქანია პოლიტიკაში ჟურნალისტიკიდან და სამეცნიერო წრეებიდან მოვიდა. ის პარტიული არასდროს ყოფილა. წარდგენა კულტურისა და დასვენების პარკში მოხდა. მამუკა ხაზარაძის გარდა წარდგენას გურიის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატები გიორგი სიორიძე და ალექსანდრე ახვლედიანი ესწრებოდნენ. თამარ ბელქანიას განმარტებით მისი პიოლიტიკაში მოსვლის მიზეზ-მიზანი ძლიერ პარტიასთან ერთად სამეგრელოს ეკონომიკური კრიზისიდან გამისვლაა საქართველოს რეკონსტრუქციის გეგმა კი პარტიის სამოქმედო მარშალის გეგმაშია დეტალურად გაწერილი. მაჟორიტარის მიზანია სამეგრელის დაუბრუნდეს მისი ისტორიულ-კუტურული სახე და ფუნქცია. რეგიონის ბუნებრივი თუ ადამიანური რესურსი მოხმარდეს რეგიონის განვითარებას შექიმნას სამუშაო ადგილები.ის გახდეს ქვეყნის გამთლიანებისა…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში სამი ადამიანი კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში სამი ადამიანი კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდა. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ამ დროისათვის აფხაზეთში COVID 19-Iთ ინფიცირების 610 შემთხვევაა დადასტურებული, 6 პაციენტი დაიღუპა, 165 კი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

დევნილთა სააგენტო „სოფლად სახლს“ კიდევ 278 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო „სოფლად სახლს“ კიდევ 278 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის. სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, „სოფლად სახლის“ პროექტი წარმატებით მუშაობს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება. „მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახები საცხოვრებლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავისი სურვილის შესაბამისად არჩევენ. სახლების უმეტესობას მიწის ნაკვეთებიც აქვს, რაც დევნილებს შემოსავლის წყაროც გაჩენაში ეხმარება“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. 2020 წელს, მხოლოდ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, 500-ზე მეტი დევნილი ოჯახი განსახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას, დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

მეტი...

“იმისათვის, რომ გრიპისა და კორონავირუსის ზედდება თავიდან იქნას აცილებული, სასურველია, მოქალაქეებმა გრიპზე აიცრან” – თენგიზ ცერცვაძე

“თეორიულად, თვითონ ვირუსი შესაძლოა, უფრო აგრესიული გახდეს, თუმცა ამისი ნიშნები ჯერჯერობით არ არის”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, იმისათვის, რომ გრიპისა და კორონავირუსის ზედდება თავიდან იქნას აცილებული, სასურველია, მოქალაქეებმა გრიპზე აიცრან. „თეორიულად, თვითონ ვირუსი შესაძლოა, მომავალში უფრო აგრესიული გახდეს, თუმცა ჯერჯერობით ამისი ნიშნები არ არის. ზოგადად, ეს ვირუსი თითქმის არ განიცდის ან ძალიან ნელა განიცდის მუტაციას, რაც იმისი გარანტია არა, მაგრამ წინაპირობაა, რომ უფრო აგრესიული შტამები არ გამოჩნდება. სხვა საქმეა, რომ შემოდგომასა და ზამთარში ვირუსის სხვა რესპირაციულ ინფექციებთან, კონკრეტულად გრიპთან ზედდება მოხდება. როცა დაიწყება გრიპის სეზონი, მოსალოდნელია ამ…

მეტი...

“რეგიონის ან ქალაქის ჩაკეტვა დღის წესრიგში არ დგას, არც დადგება” – თორნიკე რიჟვაძე

რეგიონის ან ქალაქის ჩაკეტვა დღის წესრიგში არ დგას, არც დადგება, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ახლა საარჩევნო პერიოდია და ყველასთვის მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესი ეფექტურად და ღირსეულად განახორციელოს. „რეგიონის ან ქალაქის ჩაკეტვა დღის წესრიგში არ დგას, არც დადგება. ახლა არის საარჩევნო პერიოდი და ყველასთვის მნიშვნელოვანია, სრული შესაძლებლობა გვქონდეს, საარჩევნო პროცესი ეფექტურად და ღირსეულად განხორციელდეს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მეტი...

„ჩემთვის პატივია აქ, ისტორიულ ხევში ხვალინდელ გეგმებზე და ხვალინდელ დღეზე საუბარი, რადგან ჩვენი მიზანია, ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი” – გიორგი გახარია

“ჩვენი მიზანია, ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინდელი დღე და ერთად ვიშრომოთ და შევქმნათ კიდევ უკეთესი ხვალინდელი დღე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ყაზბეგში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. „ჩემთვის პატივია აქ, ისტორიულ ხევში ხვალინდელ გეგმებზე და ხვალინდელ დღეზე საუბარი, რადგან ჩვენი მიზანია, ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინდელი დღე და ერთად ვიშრომოთ და შევქმნათ კიდევ უკეთესი ხვალინდელი დღე. ეს არის ჩვენი აქ შეკრების ძირითადი მიზანი.…

მეტი...

“აქ ცხოვრობენ განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც დარაჯობენ დარიალის კარს და საქართველოს საზღვრებს იცავენ” – კახა კალაძე

“აქ ცხოვრობენ განსაკუთრებული ადამიანები, ადამიანები, რომლებიც დარაჯობენ დარიალის კარს და საქართველოს საზღვრებს იცავენ”, – ასე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა კახა კალაძემ ყაზბეგში სიტყვით გამოსვლისას ადგილობრივ მოსახლეობას, სადაც მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენა მიმდინარეობდა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ვითარება მკვეთრად შეიცვალა უკეთესობისკენ და დღეს რეგიონს ისეთი ყურადღება ექცევა, როგორც არასდროს. „სამშობლოს სიყვარულთან ერთად, აქ, ამ ხეობაში გაზრდილი ადამიანი სიყრმიდანვე ეზიარება თავისუფლებასა და ქრისტიანობას! სხვაგვარად ხომ შეუძლებელიცაა, მითუმეტეს, როცა ღრუბლების სიმაღლეზე, გერგეტის სამებიდან, საკუთარი თვალით ხედავ ამ…

მეტი...

” საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე 3 კონკურსანტს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია” – ცესკო

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე 3 კონკურსანტს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია.   ცესკოს განცხადებით, თუმცაღა საარჩევნო ადმინისტრაცია იმდენად მკაცრად იცავს დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, რომ ერთეული კონკურსანტების ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად რაიმე სახის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. “5-9 სექტემბერს მიმდინარეობდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველ კანდიდატთა კონკურსისთვის რეგისტრაციის პროცესი. 73 საარჩევნო ოლქის 3 657 უბანზე არსებულ 21 942 ვაკანტურ ადგილზე საბუთები 25 000-ზე მეტმა მონაწილემ წარმოადგინა. განცხადებების მიღება მიმდინარეობდა როგორც ადგილზე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ისე ელექტრონულად. უშუალოდ შენობაში საბუთების წარდგენისას მკაცრად იყო დაცული რეკომენდაციის სახით გაცემული ყველა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმა და…

მეტი...

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თანამშრომლების ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თანამშრომლების ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია. ამის შესახებ განცხადება  არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ გააკეთა. თუმცა მისი თქმით, პრევენციული ზომების გატარება კვლავ გაგრძელდება ინფიცირებულ ჟურნალისტთან ახლო კონტაქტში მყოფი თანამშრომლების მიმართ: “როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან რამდენჯერმე უნდა ჩატარდეს იმ ადამიანებისა, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა. ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, გავამკაცრებთ პირობებს და შევიმუშავებთ შესაბამის პროტოკოლს. რეკომენდაციაა რომ განმეორებითი ტესტები უნდა ჩატარდეს 48 საათში,” – განაცხადა პაატა სალიამ.

მეტი...

“კორონავირუსზე გამოკვლეული 526 პირიდან ინფექცია 14-ს დაუდასტურდა” – მალხაზ თორია

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აღებული ნიმუშებიდან 14 პირის პასუხი დადებითია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, ყველა კოვიდინფიცირებული ენგურჰესის თანამშრომელი, ან მათი კონტაქტებია. კოვიდინფიცირებულები ე.წ საბერიოს კლასტერს მიეკუთვნებიან. მალხაზ თორიას თქმით, მათი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა დღის განმავლობაში მოხდება და სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილდებიან.

მეტი...

“განებივრებული იყო ჩვენი მოსახლეობა, ერთეული შემთხვევები რომ ფიქსირდებოდა დღიურად” – თენგიზ ცერცვაძე

“განებივრებული იყო ჩვენი მოსახლეობა, ერთეული შემთხვევები რომ ფიქსირდებოდა დღიურად. ბევრმა ირწმუნა, რომ საფრთხემ უკვე ჩაირა და რეგულაციებს არ ასრულებდა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობამ ზედმიწევნით უნდა შეასრულოს რეგულაციები. „მოსახლეობამ ზედმიწევნით უნდა შეასრულოს რეგულაციები, ეს არის პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება და ხელების ჰიგიენა. მინდა ყველამ გაითავისოს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აქამდე ყველა ქვეყანაზე უკეთესად გაუმკლავდა COVID-19-ის ინფექციას, საფრთხე არ არის ჩავლილი და თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა, ეს იქნება ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი“, –…

მეტი...

სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა „ცხელი ხაზი“ და უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი ზემოაღნიშნული უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა. საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

მეტი...

კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ერთი მათგანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრები დაინფიცირებული ქალის კონტაქტია. სპეციალისტები ახლა მის კონტაქტებს სწავლობენ. ამ მიზნით სოფელში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი უკვე მეორე დღეა, მუშაობს. ნელი ხიზანიშვილ​ის განცხადებით, კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრებ მამაკაცს, რომელსაც გორში ქორწილი ჰქონდა და სოფელში ჩასვლის შემდეგ ვირუსი დაუდგინდა.

მეტი...

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი ხელოვნური სუნთვის აპარატიდან მოხსნილია

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთვევის შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი ხელოვნური სუნთვის აპარატიდან მოხსნილია. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე ადასტურებს. „შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ხელოვნურ სუნთქვაზე აღარ არიან. ჩვეულებრივ სპონტანურ სუნთქვაზე არიან. მათი მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურები არიან. ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ორის კი დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ. შეგახსენებთ, შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობა პირველად დაიწყო

2020 წლის 1 სექტემბერს ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პირველად დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება დაიწყო ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით. გამოძიებით დადგინდა, რომ 1985 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს – 1983 წელს დაბადებულ რ.ა.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მოძალადის მიერ ძალადობის განმეორების რისკების შეფასებისა და მსხვერპლის თანხმობის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად,…

მეტი...

აჭარის მთავრობის აპარატის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს. მათივე ცნობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი, გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება. „სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება აჭარის მთავრობის შენობა და სამუშაო სივრცეები. შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. აჭარის მთავრობა განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აღნიშნულ პირთან ბოლო 10 დღის განმავლობაში არ ჰქონია კონტაქტი, თუმცა უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობის აპარატის თანამშრომლებს „პისიარ“ ტესტირება…

მეტი...

თარაშ კანდელაკის მონაწილეობით, გორში მომხდარ ჩხუბში დაშავებული 18 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

გორში რამდენიმე თვის წინ მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამი თვის განმავლობაში თედლიაშვილს რამდენიმე ოპერაცია და სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდა, თუმცა ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ახალგაზრდა კაცი მართვით სუნთქვაზე და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბოლო პერიოდში ის კომიდან გამოვიდა, თუმცა კონტაქტური არ ყოფილა. შეგახსენებთ, გორში, რესტორან „ჯოზეფთან“ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე მოკრივე გიორგი კანდელაკის ვაჟი, თარაშ კანდელაკია დაკავებული. სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და 3-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მეტი...

კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევიდან 87 აჭარას უკავშირდება

“საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის  158 ახალი შემთხვევიდან 87 აჭარას უკავშირდება, 28 სამეგრელოს, 19 იმერეთის რეგიონთან არის დაკავშირებული, ექვსი შემთხვევა  გურიას, ხოლო 18 ახალი შემთხვევა თბილისს უკავშირდება” – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. „კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დაგვემატა და გვაქვს 275.  ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია: 87 შემთხვევა აჭარას, 28 სამეგრელოს, 19 იმერეთს, ექვსი გურიას, 18 კი თბილისს  უკაშირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

“რიცხვი 158 პანიკის საფუძველს არ გვაძლევს” – მარინა ეზუგბაია

“რიცხვი 158 პანიკის საფუძველს არ გვაძლევს”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების მატებისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან სწრაფად განხორციელდა კონტაქტების მოძიება და მათი იზოლაცია. „რიცხვი 158 პანიკის საფუძველს არ გვაძლევს. მინდა გითხრათ, რომ შედარებით წყნარად ვიყოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მყისიერი, სწრაფი, თანაზომადი ქმედებები განხორციელდა მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის მიერ, ძალიან სწრაფად მოხდა ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება, მათი გამოკვლევა და დადასტურება. აი, ამ 158-დან ყველაზე მეტი შემთხვევა გახლავთ ბათუმიდან და ბათუმში თითქმის უკვე ლოკალიზაციისკენ მივდივართ“, – განაცხადა…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 390 ადამიანი გადის. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...