“ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელია, გამოწვევებს ვუპასუხოთ ღირსეულად” – კახა კალაძე

კარგად გვესმის, რომ არსებობს გამოწვევები, პრობლემები, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელია, ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ ღირსეულად, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მცხეთაში მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა კერესელიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ქართული ცნობიერების ფუნდამენტი, ქრისტიანული კულტურა სწორედ მცხეთის სახელს უკავშირდება. „მცხეთა საქართველოს უძველესი დედაქალაქია, ქალაქი-მუზეუმი, რომლის ისტორიული ძეგლები იუნესკო-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და რითიც თითოეული ქართველი, საქართველოს თითოეული მოქალაქე ვამაყობთ. ქართული ცნობიერების ფუნდამენტი, ქრისტიანული კულტურა სწორედ მცხეთის სახელს უკავშირდება. წმინდა ნინოს მოღვაწეობა, მირიანისა და მისი ოჯახის გაქრისტიანება, შემდეგ კი ქრისტიანობის…

მეტი...

“გლობალურმა პანდემიამ წელს ცუდ დღეში ჩაგვაგდო, მაგრამ მთავარი ადამიანზე ზრუნვა უნდა იყოს” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2021 წლიდან წეროვანი-ჟინვალი-ნატახტარის გზის პროექტი დაიწყება, ხოლო მცხეთაში არსებული კინოთეატრი მუზეუმად გადაკეთდება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა მცხეთაში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები პანდემიის გამო არ შეჩერდება, სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ კი მათი განხორციელების სისწრაფე გაორმაგდება. „მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ცუდ პერიოდში ვცხოვრობთ – ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისია, არცერთი დღით სისტემური პროექტები არ გაჩერებულა და არც გაჩერდება. ამ რეგიონისთვის და მცხეთისთვის ქვეშეთი-კობის მონაკვეთს აქვს დიდი მნიშვნელობა. ასევე წეროვანი-ჟინვალი-ნატახტარი 2021 წელს დაიწყება და გაკეთდება. ეს ყველაფერი დამატებითი რესურსია…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 273 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი 38 პირს დაუდასტურდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ამ დროისთვის 55 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, ხუთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 610 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 165 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ექვსი კი გარდაიცვალა.

მეტი...

“ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობა” – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიში პოზიტიური დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ქვეყანას ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობა აქვს.  “ეს ანგარიში, რომელიც იძლევა პოზიტიურ დასკვნებს, იქნება კარგი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ გავზარდოთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, საქართველოში მოზიდული ინვესტიციების რაოდენობა. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობა და გვსურს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის დონე ავიდეს იმ მაღალ ნიშნულზე, რა მაღალ ნიშნულზეც არის პოლიტიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა,” – განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

მეტი...

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სამედიცინო ექსპერტების დაკითხვა დასრულდა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე თითქმის ექვსსაათიანი სასამართლო პროცესი დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები და გამომძიებლები დაიკითხნენ. როგორც საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა, პროცესზე ექსპერტებმა დეტალურად განმარტეს, რა ვითარებაში შეიძლებოდა მიეღო გიორგი შაქარაშვილს სხეულზე არსებული კონკრეტული დაზიანებები. „მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება. კერძოდ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტების დაკითხვით დადასტურებულია, რომ გამოკვლეული იქნა გიორგი შაქარაშვილის გვამზე ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტებმა დაადგინეს დაზიანებების მიყენების მექანიზმი, დაზიანების მიყენების ხანდაზმულობა. რაც იმას ნიშნავს, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებული იყო გარდაცვალებამდე წინა უახლოეს…

მეტი...

“სავარაუდოდ, ჩემი ინფიცირება მოხდა პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანისგან” – თეონა ცხომელიძე

“კურიერის” ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა მისი ინფიცირების წყარო პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი იყოს, რომელიც რამდენიმე დღის წინ “დღის კურიერის” სტუმარი იყო. “დღეს დამიდასტურდა კორონავირუსი, მაქვს ტემპერატურა, სხვა სიმპტომი არ მაქვს. სავარაუდოდ ჩემი ინფიცირება მოხდა პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანისგან, ამას დაადგენენ უფრო ზუსტად ეპიდემიოლოგები. მქონდა სამწუხაროდ ბევრი კონტაქტი სამსახურში, ამ პერიოდში ყოველდღე ვმუშაობდი. ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე ვნერვიულობ, რომლებიც შესაძლოა ჩემგან დაინფიცირდნენ,”- აღნიშნა თეონა ცხომელიძემ.

მეტი...

“ის სასწავლო დაწესებულებები, რომლებმაც სწავლა უკვე დაიწყეს, უნდა გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე” – განათლების სამინისტრო

ის სასწავლო დაწესებულებები, რომლებმაც სწავლა უკვე დაიწყეს, უნდა გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს და ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. „თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, გორის, ზუგდიდისა და ფოთის გარდა, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი დაიწყება საკლასო ოთახებში და ასევე აუდიტორიებში. განათლების სამინისტრო მზადაა სასწავლო პროცესი დაიწყოს როგორც საკლასო ოთახში, ასევე დისტანციურად. კორონავირუსის პანდემიის გამო, განათლების სამინისტრომ ზაფხულში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მომხდარიყო დისტანციური სწავლების განვითარება და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ განათლების სისტემა მზად არის იმისთვის, რომ როგორც…

მეტი...

“რუსთავი 2” დაავადებათა კონტროლის ცენტრთან კონსტულტაციებს გადის

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში აცხადებენ, რომ ინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის მოძიება მიმდინარეობს, უახლოეს საათებში კი მათი ტესტირება დაიწყება. როგორც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, ტელეკომპანია ამ სიტუაციისთვის პანდემიის დაწყების დღიდან მზად იყო. „ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, ის გადაყვანილია სტაციონარში. ჩვენ ასეთი მდგომარეობისთვის მზად ვიყავით ჯერ კიდევ ვირუსის პირველი ეტაპიდან, შემუშავებული გვაქვს სპეციალური პროტოკოლი, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ ვითარებაში. გავდივართ აქტიურ კონსულტაციებს და უშუალო კონტაქტზე ვართ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, ვასრულებთ მათ რეკომენდაციებს. პირველ რიგში, რასაც ახლა ვაკეთებთ, არის ის, რომ მოძიებულ იქნას ყველა პირდაპირი…

მეტი...

მასწავლებლებს, რომლებიც ზაფხულში შავი ზღვის სანაპიროზე იმყოფებოდნენ, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ

მასწავლებლებს, რომლებიც ზაფხულში შავი ზღვის სანაპიროზე იმყოფებოდნენ, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ასეთი მასწავლებლების რაოდენობა, დაახლოებით 2 100-ია. „ამ ზაფხულს, დაახლოებით, 2 100-მდე მასწავლებელია ნამყოფი აჭარის ზღვის სანაპიროზე. ყველა აღრიცხული გვყავს, ყველას დაეგზავნა შესაბამისი ინფორმაცია, მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ჯანდაცვას აქვს სიები. განათლების სამინისტროსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, რომ მოგვცეს სიები, ვინ იყვნენ შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც წელს მომატებული რისკ-ფაქტორი იყო და მათი ტესტირება განხორციელდება. სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით, აუცილებელია მასწავლებლების შესაბამისი ზედამხედველობა განხორციელდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, შემუშავებულია 45 ათასი მასწავლებლის შემთხვევითი…

მეტი...

„ასეთი უაღრესად პოზიტიური შეფასება არის ქვეყნის გამარჯვება“ – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე საინვესტიციო კლიმატის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ აშშ-ის მთავრობის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  „ჩვენი ქვეყანა წარმატებით მიდის წინ. რაც ყველაზე გასახარია, ამას აღნიშნავს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და შესაბამისად ეს  არ უნდა იყოს მაინცდამაინც მიკუთვნება ერთ პარტიაზე. ქვეყანა მიდის წინ, ქვეყანა ვითარდება და ამის აღნიშვნა ერთიორად სასიამოვნოა“. მისი თქმით, აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებით  წერტილი დაესვა ქვეყნის შიგნით საუბრებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესს ხელი ეშლება, უცხოური ინვესტიციები პრობლემების ქვეშაა და ასე შემდეგ, „ამ სპეკულაციებსაც წერტილი დაესვა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მთელი წლის განმავლობაში…

მეტი...

“ჩვენ გვაქვს საშუალება ინტერნეტიზაციიდან გამომდინარე, სწავლა დაიწყოს ჰიბრიდული მეთოდით“, – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იყო მოლოდინი, რომ შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზრდებოდა. მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ისე პირველადი ჯანდაცვის დონეზე არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩატარდა. „ყველასთვის ცნობილია, ბოლო შვიდი თვის განმავლობაში დღეს კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელია, ეს არის 87 ინფიცირებული. თუმცა ჩვენ არაერთხელ ვასაუბრობდით იმასთან დაკავაშირებით, რომ შემოდგომის დადგომასთან ერთად იყო მოლოდინი, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა. ამას რა თქმა უნდა, თან ახლდა იმ შეზღუდვების მოხსნა, რომლებიც შეთანხმებული იყო როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე კლინიკურ ჯგუფთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, ეკონომიკისთვის საშუალება მიგვეცა.ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი…

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მე-19 წლისთავს ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მე-19 წლისთავს ეხმაურება. „19 წლის წინ, 11 სექტემბრის თავდასხმებმა შეძრა ამერიკა და სრულიად მსოფლიო. დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ტერორისტული აქტების მსხვერპლთ. 19 წლის შემდეგაც, ქართველი ხალხი ამერიკის გვერდით დგას და განაგრძობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის ბრძოლას“, – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 19 წელი გავიდა.

მეტი...

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული პირი „კურიერის“ ერთ-ერთი ჟურნალისტია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს. ამ დროისთვის ტელევიზიაში კონტაქტების მოძიება და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

მეტი...

“ნუ გაგვაკრიტიკებთ, როდესაც მთავრობას რეკომენდაციას ვაძლევთ” – ამირან გამყრელიძე

“ქუთაისის სკოლის კლასტერში 21 თანამშრომელი იყო დაინფიცირებული დღეს დაემატა კიდევ 8 ადამიანი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, რომ აგვისტოს ბოლო რიცხვებში ერთდროულად რამდენიმე დიდი სადღესასწაულო-საქორწინო ღონისძიებების ჩატარებამ რამდენიმე კლასტერი ჩამოგვიყალიბა. ,გურიის კლასტერი დროულად შევაჩერეთ და არ არის იქ დიდი გავრცელება. გუშინ გამოვლენდა ქუთაისის კლასტერი, ასევე ცაგერის კლასტერი. ცაგერში მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა, მთლიანად ხდება ლაჯანურის მარცხენა სანაპიროზე სოფლების გამოკვლევა. 450 ნიმუში იქნა გუშინ გამოკვლეული და დღეს გვეცოდინება შედეგები. სამწუხაროდ, ასევე დაგვეძაბა სიტუაცია ზუგდიდში და გვაქვს დაკავშირებული შემთხვევები ადამიანებთან,…

მეტი...

„იმისთვის გვჭირდება ყველა რეგულაციას დაცვა, რომ არ დავაზიანოთ ეკონომიკა” – გიორგი გახარია

“სამწუხაროდ, გლობალური პანდემია და გლობალური ვირუსი, როგორც ჩანს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქნება ჩვენთან ერთად და ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამ გამოწვევასთან ერთად ცხოვრებას”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „იმისთვის გვჭირდება ყველა რეგულაციას დაცვა, რომ არ დავაზიანოთ ეკონომიკა. ჩვენ არ ვაპირებთ და არ ვართ მზად იმისთვის, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ. ჩვენ ყველანი ერთად დაინტერესებული ვართ, რომ ის მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს ვირუსის ეპიდემიოლოგიური კლინიკური მართვის ნაწილში, უნდა გადავიტანოთ ეკონომიკურ განზომილებაზეც და მოვახდინოთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, ამისთვის გვჭირდება, რომ ვირუსის მენეჯმენტი და მართვა იყოს ეფექტური“, – აღნიშნა გიორგი…

მეტი...

“სწავლა მხოლოდ დიდ ქალაქებში გადავადდება, რადგან დიდ ქალაქებში ადამიანების მობილობა არის ბევრად მაღალი” – ეკატერიე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განმარტა, თუ რატომ გადაიდო სწავლა საქართველოს სკოლების ნაწილში. „სწავლა მხოლოდ დიდ ქალაქებში გადავადდება, რადგან დიდ ქალაქებში ადამიანების მობილობა არის ბევრად მაღალი და ასევე, აქ გვაქვს საშუალება, ინტერნეტიზაციიდან გამომდინარე, რომ სწავლა დაიწყოს ჰიბრიდული მეთოდით და შესაბამისად, არ შეფერხდეს სწავლის პროცესი“, – განაცხადა მინისტრმა. თბილისსა და მსხვილ ქალაქებში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო.

მეტი...

თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო

“პანიკის საფუძველი არ არსებობს”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც მთავრობა ამას ამბობს, გულისხმობს იმას, რომ ბოლო 5-6 თვე გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ყველა ის სისტემა, რომელიც ჩართულია ეპიდემიის მართვაში, დღეს აბსოლუტურად ყველა ფორმაშია. მისივე თქმით, თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა,თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი 2 კვირით გადაიდო. “ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში დაიწყება 1ოქტომბრიდან”, – განაცხადა გახარიამ.

მეტი...

“ეს საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკის გაჯანსაღების კუთხით გადადგმული ნაბიჯების კიდევ ერთი აღიარებაა“, – დავით ზალკანიანი

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმის აღიარებაა, რომ ეკონომიკური რეფორმების გაჯანსაღების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები უაღრესად პოზიტიურადაა შეფასებული“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2020 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს ასევე პოზიტიური გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის. „ეს არის უაღრესად პოზიტიური გზავნილი. პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის იმის აღიარება, რომ ეკონომიკური რეფორმების გაჯანსაღების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, საინვესტიციო გარემო უაღრესად პოზიტიურად არის შეფასებული. ასევე, ეს არის გზავნილი საერთაშორისო ინვესტორებისთვის. როდესაც ამერიკელი ინვესტორი მოდის საქართველოში, პირველ რიგში, მსგავს…

მეტი...

საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსება, 123-მა სტუდენტმა მოიპოვა

2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსება მოიპოვა 123-მა, ხოლო გრანტი გაიუმჯობესა 139-მა სტუდენტმა. “თუ სტუდენტმა ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და რჩება უფლება, ყოველ მომდევნო წელს თავიდან დარეგისტრირდეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე” – ამის შესახებ ინფორმაციას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. “თუ სტუდენტმა ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და რჩება უფლება, ყოველ მომდევნო წელს თავიდან დარეგისტრირდეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე. სახელმწიფო ასიგნებებიდან ამ კონკურსისთვის გამოყოფილი თანხა რეიტინგული მაჩვენებლის მიხედვით გადანაწილდება საუკეთესო შედეგების მქონე აპლიკანტებზე. სტუდენტთა საგრანტო კონკურსი წელიწადში ერთხელ ტარდება და შესაძლებლობას აძლევს ბაკალავრიატის…

მეტი...

2020 წელს „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო კვლავ დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში მერვე პოზიციაზეა

“Fraser institute-ის 2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველოს ქულა და პოზიცია გაუმჯობესდა და 8.18 ქულით ლიდერი ქვეყნების ათეულში მერვე პოზიციას იკავებს” – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. რეიტინგი „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“ ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს. „რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება განპირობებულია რიგი ფაქტორებით, როგორიცაა ქვეყნის მშპ-ის ზრდის დადებითი ტემპი ბოლო წლების განმავლობაში, მთავრობის მოხმარების წილის შემცირება მთლიან მოხმარებაში, ტრანსფერების და სუბსიდიების სწორი და მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა, ხელსაყრელი ბიზნესგარემოს ფორმირება და სხვ. საქართველომ გაიუმჯობესა მდგომარეობა ისეთ კრიტერიუმებში, როგორიცაა „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ და და მყარი…

მეტი...

“მაინტერესებს როდის შეივსება კოვიდ 19-ის ფონდი, სადაც მილიონობით ლარი იყო მობილიზებული და ახლა სრულიად გამოცარიელებულია?!“ – დავით ჭიჭინაძე

„იმის მაგივრად, რომ დღეს  უმთავრესი გამოწვევად  გამოცხადდეს  დაქცეული ეკონომიკა, გაღარიბებული მოსახლეობა,  ადამიანები პირისპირ  დატოვეს  მომავალი ზამთრის,  ბანკების ვალების წინაშე და „ოცნების“ მთავრობა მთავარ გამოწვევად ისევ „ ნაციონალების“ დამარცხებას თვლის და კოვიდზე გამარჯვებაზე გვესაუბრება, მაგრამ თუ ამ კოზირსაც ბოლომდე დაკარგავენ, ველოდები როდის გამოგვიცხადებენ საკლრალურ 100 რიცხვს და მერე ჩაგვკეტავენ კიდეც.“- აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი  დავით ჭიჭინაძე და თვლის რომ „ოცნება“ არაფრის შეცვლას არ აპირებს. „ბიძინა ივანიშვილმა გამოგვიცხადა, რომ უკვე  ძალიან წარმატებულ და ბედნიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია.  ამიტომ,  მნიშვნელობა აღარ აქვს ოცეულს წარმოგვიდგენენ, თუ ასეულს, ფაქტია ივანიშვილი არაფრის…

მეტი...

შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ. – ს მამა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე ზ.ხ.-ს მამა დააკავა. დაკაებულის შვილი  ბრლადებულია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში სპეციალური განცხადება გაკეთდა.   როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, საქმეში არსებობს არაერთი ფაქტი, რომელიც მტკიცებულებების ფალსიფიცირებას ეხება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მუქარის, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამა დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების, მოწმეთა ჩვენებების, საგამოძიებო ექსპერიმენტების და…

მეტი...

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო აჭარაში შვიდი ქსელური მარკეტი, სამი სარიტუალო დარბაზი და ორი სასტუმრო დააჯარიმა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, აჭარაში ინსპექტირება სხვადასხვა სექტორული მიმართულებით განხორციელდა. ფერძის განცხადებით, შვიდი მარკეტი, სამი სარიტუალო დარბაზი და ორი სასტუმრო დაჯარიმდა, ხოლო კვების ობიექტებმა მოთხოვნები დააკმაყოფილეს. „ჩვენ შევამოწმეთ ქსელური მარკეტები, საცალო საბითუმოს მიმართულებით, რვა ქსელური მარკეტი შემოწმდა. შვიდი მათგანი დაჯარიმდა და მათი სახელები შრომის ინსპექციის „ფეისბუქ“ გვერდზე დღეს გამოქვეყნდება. ასევე გადამოწმდა რვა სასტუმრო, საიდანაც ორმა მათგანმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები და დაჯირმდა 10 000 ლარის ოდენობით. ასევე დადგინდა, რომ სამმა სარიტუალო დარბაზმა აკრძალვების მიუხედავად განახორციელა სხვადადხვა ღონისძიება, რის გამოც სამი მათგანი დაჯარიმდა. 17-მა ასეთი ტიპის დარბაზმა გაითვალისწინა…

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს – ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს სასამართლომ 15-15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პეტრე ყუფარაძეს 4 წლით და კახა ჩხეტიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს. ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ერთი პირი კი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

მეტი...

„ენგურჰესის“ 22 თანამშრომელს კორონავირუსი დაუფიქსირდა

„ენგურჰესის“ 22 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი გალის რაიონის სოფელ საბერიოს ქვესადგურის თანამშრომლები არიან. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, საბერიოში ჯამში 28 პირი დაინფიცირდა. აქედან 22 ენგურჰესის თანამშრომელია, ხოლო დანარჩენები საბერიოში მცხოვრები მოქალაქეები.

მეტი...

ბათუმში „ხოზრევანიძის კლინიკის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში „ხოზრევანიძის კლინიკის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ეტაპზე კლინიკა დაკეტილია და მასში სადეზინფექციო ღონისძიებების ჩატარება იგეგმება. „გეგმური „პისიარ“ ტესტირების დროს, რაც სავალდებულოდ უტარდება პერსონალს, ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა „კოვიდ-19“” – ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, დალილა ცივაძემ განაცხადა. „გეგმური „პისიარ“ ტესტირების დროს, რაც სავალდებულოდ უტარდება პერსონალს, ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა „კოვიდ-19“. ამ ეტაპზე ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული სავალდებულო სადეზინფექციო ღონისძიებები და განმეორებითი „პისიარ“ ტესტირება. შაბათ-კვირას ჩატარდება დეზინფექცია. ორშაბათს ჩვეულებრივ რეჟიმში გაიხსნება კლინიკა. ვიდრე არ დასრულდება ყველა კონტაქტირებული პირის „პისიარ“ ტესტირება და დეზინფექცია, სტაციონარი დახურული იქნება“, – განაცხადა ცივაძემ.

მეტი...

„ბოლო საათების მონაცემებით, ჩვენთან ჰოსპიტალიზირებულები არიან ბათუმში მოგზაურობის ეპიზოდით” – ლიკა მუმლაძე (ვიდეო)

„ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში 47 პაციენტი გადის მკურნალობას და სამწუხაროდ ჩვენთანაც იზრდება ჰოსპიტალიზირებული პაციენტების რაოდენობა“ – ამის შესახებ  მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ  „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში კრიტიკული პაციენტები არ არიან. „ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში 47 პაციენტი გადის მკურნალობას და სამწუხაროდ ჩვენთანაც იზრდება ჰოსპიტალიზირებული პაციენტების რაოდენობა. გვყავს რამდენიმე მძიმე პაციენტი, მაგრამ კრიტიკული არცერთი არაა. დღეს ასევე ველოდებით, რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას, გაგზავნილი გვაქვს 12 განმეორებითი ტესტი და იმედს ვიტოვებთ, რომ აქედან იქნებიან გამოჯანმრთელებული პაციენტები“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ბოლო საათების…

მეტი...

ამერიკის მოქალაქე საქართველოში თაღლითობის მსხვერპლი გახდა – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

ზაზა პატარიძის და ვახტანგ კობეშავიძის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე თაღლითების დასჯას ითხოვს. ადვოკატის ინფორმაციით სამშენებლო კომპანიამ ჰიპოთეკით დატვირთა სხვისი კუთვნილი ქონება, რათა მშენებლობა დაესრულებინა. უფლებადამცველი პროკურატურას მიმართავს, მისივე ინფორმაციით მოხდა დოკუმენტების გაყალბება. ადვოკატის აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, 75 000 აშშ დოლარის გადახდა უწევს. “მედიაცენტ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 29 ბათუმს, 24 ქუთაისის სკოლას უკავშირდება, 10-ის წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლოს დადასტურებული კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან, 29 არის ბათუმში დაფიქსირებული, 24 ქუთაისის სკოლასთან კავშირში, 12 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები, 5 შემთხვევა არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში,  4 შემოტანილი (აქედან 3 მძღოლი), 3 სამედიცინო პერსონალი და 10-ზე გრძელდება კვლევა. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი ამ ეტაპზე 71%-ია. კოვიდცენტრებში მკურნალობას 536 პაციენტი გადის, აქედან, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია 4, ხოლო მძიმე მდგომარეობაშია- 17. ინფექციურ საავადმყოფოში 23  პაციენტი გადის მკურნალობას კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მეტი...

თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

პარტია კანონი და სამართლის ლიდერს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს საბურთალოს ოლქში, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ის ფეისბუკზე წერს: “ძვირფასო  მეგობრებო დამიდასტურდა კოვიდი!!! თავს უკეთ ვგრძნობ! თუ ღმერთმა ინება გავუძლებთ! მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ ! ახლა მე არა, ჩემს ირმას უგულშემატკივრეთ ავსტრიაშია, გაიგებს და ინერვიულებს!  თავისუფლება ლომთა ხვედრია,” – წერს თაკო ჩარკვიანი.

მეტი...

საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა

საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა. ადგილზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება მას შემდეგ გახდა, რაც ბაზაზე ერთ- ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირება „რუსთავის კლასტერს“ უკავშირდება . კარანტინში რჩება ის 14 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ ინფიცირებულთან. რაც შეეხება საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე მყოფ დანარჩენ პირებს, მათ ტესტირება უკვე გაიარეს და კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

მეტი...

საჩხერის სამედიცინო ცენტრში COVID-19-ის დიაგნოზით 3 პაციენტი შეიყვანეს

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით გვიან ღამით სამი პაციენტი შეიყვანეს. ამ  დროისთვის კლინიკაში 18 პაციენტია მოთავსებული. საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ლალი ტაბატაძის ინფორმაციით, პაციენტების უმეტესობა დასავლეთ საქართველოდან არის. სამედიცინო ცენტრში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მეტი...

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ნუცუბიძეზე მოხდა. ქვეითად მოსიარულე 70 წლამდე მამაკაცი ავტომობილის დაჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 1 917 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 354-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე.

მეტი...